ცოლად არასდროს მოგიყვან!

გუშინ მე და ანა, მის ახალ კაცზე ვსაუბრობდით, უფრო სწორად ახალზე კი არა, პოტენციურ პარტნიორზე. მოკლედ, რა ხდება. ერთმანეთი მეგობართან გაიცნეს, შემდეგ დიდი ხანი საუბრობდნენ facebook-ზე და ბოლოს შეხვდნენ. შეხვედრისას ხანმოკლე საუბარი ქონდათ მომავალ ურთიერთობაზე და საქმიანი წინადადებასავით წარუდგინეს ერთმანეთს თავიანთი შეთავაზების პირობები. ერთი წინადადებით, რომ გამოვხატო, – ბიჭი ამბობს, რომ მოსწონს, მასთან სექსი უნდა, მაგრამ არ უყვარს და ცოლად მოყვანას არ აპირებს. არც ანას უნდა გათხოვება, არც მას უყვარს და სექსიც ძალიან უნდა, თუმცა სანამ მეორედ ნახავდა, მაინც გადაწყვიტა გვემსჯელა ამ თემაზე.

პირველი საკითხი რაზეც ვისაუბრეთ იმაში მდგომარეობს, თუ რამდენად ღირს ურთიერთობა კაცთან, რომელიც სულ ორჯერ გყავს ნანახი და რომელიც მხოლოდ სექსს გთავაზობს. თუ მაინცდამაინც რაიმე განსაკუთრებული ნაკლი არ გაქვთ, ასობით ბიჭთან შეგიძლიათ გქონდეთ მსგავსი ურთიერთობა.

მეორე კითხვა რომელიც ჩნდება ისაა, თუ რატომ გვაფრთხილებს კაცი (და სხვათა შორის არაერთი იქცევა ასე) წინასწარ, რომ მას არ შეუყვარდები და ცოლად არ მოგიყვანს. შენ ხომ ერთხელაც არ გიგრძნობინებია მისთვის, რომ გათხოვება გინდა, ან კი რატომ უნდა გინდოდეს შენ ხომ მეორეჯერ ნახე ის. რაღაც წინასწარი დაბლოკვასავით არის. ეს ურთიერთობის განმავლობაშიც გრძელდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში. რაღაც პერიოდული გრაფიკივით აქვთ ეს შეხსენებები.

ადრე ერთ ბიჭთან მქონდა ურთიერთობა, რომელიც გარკვეული ინტერვალებით მახსენებდა ხოლმე, რომ ცოლად არ მომიყვანდა. ხანდახან მეკითხებოდა კიდეც ხომ არ შეგიყვარდიო. მე კი ისეთი განცდა მქონდა, თითქოს უფლება არ მქონდა შემყვარებოდა. ბოლოს, რა თქმა უნდა, ყელში ამომივიდა ყველაფერი და ურთიერთობაც ამას შეეწირა. ვერ ვხვდები, რატომ იქცევიან ასე, ალბათ ჩვენი ბრალია, დამოკიდებული ვხდებით მათზე და ტვინს ვუბურღავთ?  თითქოს ეშინიათ, ვინმე არ ”შეეტენოთ”, თავისუფლება არ დააკარგინოთ და პასუხისმგებლობა დააკისროთ. მაგრამ, როდესაც, არანაირ მარწუხებში არ აქცევ და თავისუფლები ხართ ორივე, ხომ შეიძლება არ ისაუბრონ ამ ყველაფერზე და უბრალოდ შეირგონ დღევანდელი დღე? რაღაც შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს როცა კაცი მეუბნება ჩვენ ერთ დღეს აუცილებლად დავშორდებითო.

ცოლი, ქმარი, ურთიერთობა, სექსი,

და მესამე საკითხიც რაზეც მე და ანამ ვიმსჯელეთ ეს იყო. რას ნიშნავს არასოდეს მოგიყვან ცოლად და აუცილებლად დავშორდებით? იმას, რომ პასუხისმგებლობის აღებას გაურბიან, თუ ეშინიათ, რომ იმედები არ გაგიჩნდეს და არ ”შეეტენო”? ცოლის მოყვანა არ უნდათ საერთოდ, თუ კონკრეტულად ჩვენი? ჩემმა X-მა, მაგალითად, დაშორებიდან სულ რაღაც 6 თვეში საცოლე გაიჩინა.. და რა უნდა ვიფიქრო მე? რომ, ცოლის მოყვანა კი არა, ჩემი მოყვანა არ უნდოდა? ანუ მე მაქვს რაღაც ნაკლი, რაღაც რაც მის კრიტერიუმებში არ ჯდება..

და შემდეგ, ამ ფიქრებში მიდიხარ ძალიან შორს, განიხილავ ათას დეტალს, რომელიც შეიძლება მის თვალში ნაკლი იყო. მატერიალური მდგომარეობა? არა შეუძლებელია.. ამას, როცა უყვართ არ აქცევენ ყურადღებას.. ლამაზი არ ვარ? არა ვარ, ნამდვილად ვარ. იქნებ მის დებილ მეგობრებთან რომ ვერ შევედი კონტაქტში ის იყო ამის მიზეზი? და კიდევ უამრავი კითხვა გიჩნდება და მაინც ვერანაირად ვერ პასუხობ მთავარს – რატომ არა მე?

და იცით, ერთხელ  მე ეს კითხვა დავუსვი მას და მიპასუხა, არ ვიციო… მაშინ ვფიქრობდი, რომ სიყვარული მართლაც რაღაც ისეთია, რომ ”გულს ვერ უბრძანებ” და ცოტა დავიმშვიდე ამით თავი. თუმცა შემდეგ იცით რას მივხვდი? რომ კაცი რომელიც ურთიერთობის დაწყებიდან იმას გიჩიჩინებს, რომ ცოლად არ მოგიყვანოო,  შეუძლებელია, არ იცოდეს რატომ არ მოგიყვანს. ის ხომ თავიდანვე უკრძალავს თავის თავს რომ შეგიყვაროს.

რაღაც ისე გამომდის თითქოს ძალიან მინდოდა მასზე გათხოვება. მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ მე ამაზე არ ვფიქრობდი. მე უბრალოდ მიყვარდა. ის კი მაიძულებდა გამჩენოდა ეს კითხვები და რაც, მგონი ლოგიკურიც იყო ჩემი მხრიდან. როგორ შეიძლება ადამაინთან ერთად იცხოვრო, გაიღვიძო და დაიძინო, საჭმელი გაუკეთო და მისი გაკეთებული ჭამო, მოუყვე და მოგიყვეს, ჩაეხუტო და სექსი გქონდეს და არ გიყვარდეს? ანუ გამოდის, რომ ეს ყველაფერი სიყალბეა და მხოლოდ სექსუალურ მოთხოვნილებას იკმაყოფილებთ? ვიცი, რომ ყველა ურთიერთობა უნიკალურია და ასე არ უნდა დავყო, მაგრამ მაინც მრჩება  პასუხგაუცემელი კითხვები საკუთარ თავთან.

რაც, შეეხება, ანას, სწორედ ეს ვუთხარი მასაც. ასეთ ურთიერთობებში, რაღაც  საფრთხეები არსებობს. თუ მას არ უნდა რომ შეიყვარო და უბრალოდ გთავაზობს, რომ გაერთოთ, ხარ, კი შენ მზად, რომ  მხოლოდ და მხოლოდ  სექსი გქონდეს და არასოდეს მოგინდეს, რომ მის მეგობრებთან შეყვარებული დაგიძახოს? (და ნურცერთი გოგო ნუ მეტყვით იმას, რომ სტატუსი არ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი).

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , | 43 Comments

(მ)ორალური სექსი

-გამარჯობათ, მე გარდა იმისა, რომ ცოტა არ იყოს საკუთარ სექსუალური ცხოვრების აფიშირებას ვაკეთებ, ათეისტიც ვარ! თუმცა, ყოველთვის დიდ პატივს ვცემ თქვენს რელიგიას, არასოდეს არაფერს ცუდს არ ვიტყვი თქვენზე და უფრო მეტად გამიხარდება, თუ სიკვდილის შემდეგ კიდევ გავგრძელდები, მაგრამ რა ვქნა, მომიტევეთ, მაგრამ არ მჯერა, ბოლოს და ბოლოს ფსიქოლოგი ვარ და როგორც ერთმა ჩემმა ”მეგობარმა” მითხრა ფსიქოლოგების უმრავლესობა ან სატანისტია ან ბუდისტი.. ხოდა მინდა გითხრათ, რომ კიდევ ათეისტებიც ვართ. საერთოდ არ მიყვარს ხოლმე ამ თემაზე საუბარი, – ძალიან მეჩხუბებიან ხოლმე. და ვიცი ერთ-ორ სალანძღავ კომენტარს თქვენგანაც მივიღებ, მაგრამ ახლა ცოტა დავლიე მეგობრებთან ერთად და ეს ნაკლებად მაინტერესებს.

სექსი და რელიგია

მოკლედ, რას ვამბობდი,  ყველაზე დიდი ფაქტორი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში სექს კულტურის განვითარებას უშლის ხელს, ალბათ დამეთანხმებით, რომ რელიგიაა. თუმცა რწმენაც არის და რწმენაც! როცა ეს ყველაფერი დეგრადაციამდე, და სიბნელემდე მიდის ეს უკვე, ალბათ,  მარაზმია.

ჯვრისწერამდე სექსი თუ გაქვს ვერ ცხონდები, მითუმეტეს ორი კაცი თუ გყოლია.. ნუ მეტზე არც არის საუბარი.. მიდიან ჩვენი ლამაზი, გურჯი გოგონები ეკლესიაში, (თუმცა სანამ წავლენ პატრიარქის ფან-გვერდს დაალაიქებენ facebook-ზე,) შემდეგ ანთებენ სანთლებს, აბარებენ აღსარებას და თავს მშვიდად გრძნობენ, რომ არ მრუშობენ, მასტურბაცია ხომ არ არის ისეთი ცოდვა, როგორიც სექსია. აღვირახსნილ ზასაობაზე კი უბრალოდ იტყვიან შეყვარებულს ვაკოცეო და მამაოც მშვიდად მიუტევებს დანაშაულს. შემდეგ გამოდიან ეკლესიიდან თავსაფარს მოიხსნიან და რამოდენიმე საათის შემდეგ, ერთს კარგად მიალანძღავენ თავიანთი დაქალის დაქალს იმის გამო, რომ თავისუფალი სექსუალური ცხოვრება აქვს, მიუხედავად იმისა, რომ არაფრით ჯობიან მათ. მხოლოდ ერთი ფორმალური ქსოვილით – მათ ხომ ჯერ კიდევ აქვთ ქალიშვილობის  უდრეკი აპკი..

თუმცა, დრო გადის და ზოგიერთი მორწმუნე ქორწილამდეც ”მაიმუნობს”, – მაინც მოქმედებს ეს გარყვნილი ვესტერნიზაცია! თუმცა აქაც არის გამოსავალი – დაწინდვა! ბინგო!!!- როგორც ამერიკელები იტყოდნენ! ნეტავ რატომ გააქტიურდა ამ ბოლო დროს ეს ძველის ძველი ტრადიცია??

შემდეგ გათხოვდებიან, მამაო (და ეს ნამდვილად ასე მოხდა) დამოძღვრავს, რომ ადამიანი (ადამიანი!!!) მხოლოდ მაშინ არის თავისუფალი, როცა ღვთის მორჩილია, ხოლო ქალი (ქალი!!!) მაშინ არის თავისუფალი, როცა ქმრის მორჩილია. და აი ყოველგვარი დანაშაულის განცდაც ეხსნებათ და ახლა უკვე მორალური სექსი აქვთ. (და არავითარ შემთხვევაში ორალური).

შემდეგ ხვდებიან, რომ სულაც არ ყოფილა ისეთი მაგარი, როგორიც წარმოედგინათ.. რა უბედურებაა ეს? ზასაობის დროს უფრო ხშირად ათავებენ ვიდრე ახლა! შემდეგ, სექსი მხოლოდ გამრავლების და ქმრის დაკმაყოფილების ფუნქციას იძენს, არანაირი კონტაქტი, არანაირი ცვლილება, არანაირი გამოცდილება და ესე..  ანორგაზმია – აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე !

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , | 99 Comments

”გამარჯობა, მე მსხვერპლი ვარ!”

როცა ძალიან, ძალიან გტკივა თავი, როდესაც ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ ეს–ესაა გაგისკდება, ამ დროს შენ ეუბნები შენს ახლობლებს, სვამ წამალს, წამოწვები,თვალებს ხუჭავ და ისევ და ისევ უმეორებ შენებს რომ გტკივა. და ისინიც, შენს გვერდით არიან, გაწვდიან წამალს, გეუბნებიან, რომ იქნებ დაიძინო, წნევას გიზომავენ და ნერვიულობენ, მაგრამ ვერავინ, ვერავინ, ვერავინ ვერ ხვდება როგორ გტკივა შენ თავი. იმიტომ რომ თავი შენ გტკივა, მარტო შენი ტკივილია. ისინი წარმოიდგენენ, ხვდებიან, მაგრამ ვერ აღიქვამენ. ისინი ხომ ვერ გრძნობენ რა ხდება ახლა შენს ორგანიზმში.

და თუ შენ ყველას ისე მოაჩვენებ თავს, რომ არ გტკივა, ვერც ვერავინ ვერ მიხვდება რა ხდება ამ დროს შენში.

ჩვენი თავის ტკივილი ჩვენია! ჩემს თავის ტკივილს არასოდეს არ აღიქვამს სხვა და არც მე უნდა მინდოდეს წესით. ალბათ ეს არის ჩვენი – ქალების ყველაზე დიდი ნაკლიც–გვინდა, რომ აღიქვან.

და იქნებ ჩვენ უფრო მეტად ვიტკიებთ თავს, ვიდრე სინამდვილეში გვტკივა? და იქნებ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ სხვამ უფრო კარგად წარმოიდგინოს და გაიაზროს ჩვენი ტკივილი. იქნებ შეგნებულად არ ვსვამთ წამალს, რომ ყურადღება მოგვაქციონ? იქნებ იმდენად სუსტები ვართ, რომ ჩვენი სისუსტით გვინდა თავი დავიმკვიდროთ? და იქნებ ეს ყველაფერი გაცნობიერებული აქვთ სხვებს და ზიზღს ვიწვევთ მათში.

სრულიად შესაძლებელია ასეც იყოს, მაგრამ ჩვენ ხომ ნამდვილად განვიცდით, როცა გვტკივა. თუმცა სხვებს როცა ვანახებთ, (უფრო სწორი იქნება რო ვთქვათ, მას როცა ვანახებთ), მერე საკუთარი თავი გვეზიზღება და ისინიც არ გვიცოდებენ. ანდაც, რატომ უნდა ვუყვარდეთ სუსტები, ან ჩვენ გვინდა, რომ ვინმეს ვეცოდებოდეთ.?

წარმოიდგინეთ ქალი, რომელიც სიკვდილის სცენას დგამს. რა თქმა უნდა მას ტკივა, ცუდად არის, მაგრამ რას ფიქრობს ამ დროს.. დარწმუნებული ვარ, თითქმის ყველა მხოლოდ იმას წარმოიდგენს, რას იფიქრებს მისი საყვარელი მამაკაცი, როცა მისი ”სიკვდილის” ან თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ გაიგებს.

ხშირად ქალები ვცდილობთ დავადანაშაულოთ, ვანახოთ რა ცუდად ვართ მათ გამო, როგორ ვიტანჯებით და რისთვის?  -ვინმე ვინმეს დაბრუნებია მხოლოდ იმის გამო, რომ ის მეორე ცუდად არის?

არა, რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ემოციები უნდა შევიკავოთ და არ გამოვხატოთ არაფერი. უბრალოდ, დგება მომენტი,  როცა ხვდები, რომ მხვერპლის როლში ხარ და ამით უშედეგო მანიპულირებას იწყებ, ეს კი მომავალში თვითონვე გაღიზიანებს.

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , , | 16 Comments

რა მუსიკას მოვუსმინოთ სექსის დროს?

გქონიათ შემთხვევა, როცა რაიმე მუსიკა განსაკუთრებით გიღძრავთ სექსუალურ ფანტაზიას? მე, მაგალითად, სხვადასხვა ჟანრის მუსიკას ვუსმენ, თუმცა, ყველა ის სიმღერა, რომელიც მომწონს ნამდვილად არ გამოდგება სექსის soundtrack-ად. სექსსაც გააჩნია და პარტნიორსაც, ზოგჯერ მხოლოდ მისი სუნთქვის ხმა ჯობია ყველანაირ სხვა ფონს,  მაგრამ ალბათ არის ისეთი ნაწარმოებებიც, რომელიც პირდაპირ კავშირშია თქვენს სექსუალურ სურვილებთან და კიდევ უფრო მეტად აღგიზრავთ სურვილს.

აი, მაგალითად, მთელი ჩემი ცხოვრებაა ბეთჰოვენის მთვარის სონატა დეფლორაციის პროცესთან მიასცირდება. შეიძლება, თქვენთვის ეს სხვა ემოციასთან არის დაკავშირებული, მაგრამ აბა დაფიქრდით, როგორ მოუხდება ამ პროცესს ჩაბნელებული ოთახი… სანთლები.. ქალიშვილი გოგონა და ბეთჰოვენის ეს მშვენიერი შედევრი. რაღაც სევდანარევი ბედნიერებაა : )))

სხვა მაგალითსაც გეტყვით კლასიკიდან.- მთელი ნაწარმოები ერთი დიდი, ნელი და დაუვიწყარი სექსუალური აქტია. ჩააბნელეთ ოთახი, დაანთეთ სურნელოვანი სანთლები, ჩართეთ ბოლერო და დაკავდით ნელი, ხანგრძლივი სექსით. დამიჯერეთ, ეს დღე არასოდეს დაგავიწყდებათ.

 

თუ ექსტრემალური სექსის მოყვარული ხართ, ამისთვისაც შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი სიმღერა. ჩემი გამოცდილებიდან, სწრაფი ექსტრემალური სექსის პირობებში ყველაზე მეტად ლუი ოსტინის შემდეგ სიმღერას გირჩევდით:

(სწრაფი, სექსუალური, ხარისხიანი 😉

თუკი მანქანაში გექნებათ სექსი,  რადიოს ჩართვას მაინც მოერიდეთ, ეს ისე ყოველი შემთხვევისთვის. შუა პროცესის დროს რომანტიული ჯაზის შემდეგ, არც მეტი არც ნაკლები ეს სიმღერა დაიწყო:

დაახლოებით ოც წუთიანი სიცილის შემდეგ, ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიწია.. თუ სხვა გამოსავალი არ გაქვთ, მოუსმინეთ fm 100.3-ს, ამ ტალღაზე მსგავი “ჩეპე” არასოდეს დაგემართებათ.

მოკლედ, ეს რაც შეეხება ჩემს გამოცდილებას. ველოდები კონმენტარებში თქვენს აზრსაც სექს-მუსიკასთან დაკავშირებით.

 

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , | 35 Comments

არის კონტაქტი? -არის ორგაზმი!

თითოეულ ჩვენგანს, ჩვენი განსაკუთრებულად საყვარელი პოზები გვაქვს. ზოგს ”უსწორდება” ყელში კოცნა, ზოგს კი მუცელზე ურჩევნია, ზოგისთვის მკერდია განსაკუთრებული ეროგენული ზონა.. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ სექსში ყველა სხვადასხვანაირები ვართ. არ მიყვარს ჟურნალებში წაკითხული  რჩევები, რომლებიც რეალურად არაფერში გადგება. ”გამოიყენე მარგალიტის მძივი, აბრეშუმის ნაჭერი,  შეეხე მის წელს” და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ერთი დიდი სისულელეა.  ალბათ ეს, ჩვენს ფანტაზიას კიდევ უფრო აძლიერებს, მაგრამ მე მგონია, რომ თავად შენს პარტნიორზე უკეთეს რჩევას ვერავინ მოგცემს.

კონტაქტი სექსის დროს ძალიან მნიშვნელოვანია. არა, მე არ ვგულისხობ, რომ აქტის დროს უნდა ისაუბროთ.. თუმცა, გაითვალისინეთ, რომ აუცლიებელია იცოდეს რა გისამოვნებს შენ და შენც ანალოგიურად, იცოდე, რა უნდა მას.

ბიჭი, რომელსაც ადრე ვხვდებოდი ”რაღაცნაირად” მკოცნიდა.. საერთოდ არ მომწონდა და იმის მაგივრად, რომ ავღზნებულიყავი, პირიქით, ყველანაირი სურვილი მეკარგებოდა. სულ მინდოდა, მეთქვა, მაგრამ, მრცხვენოდა. მეგონა, რომ ეწყინებოდა, თუ რაღაც ეგეთი.. დიდი ხანი ვითმინე, ბოლოს კი ვუთხარი და თქვენ წარმოიდგინეთ, აღმოჩნდა, რომ სულაც არ იყო არაფერი არც საწყენი და არც სასირცხვილო. ამის მერე სულ უფრო და უფრო მომწონდა მასთან.

მოკლედ, იმის თქმას ვცდილობ, რომ სექსუალურ პარტნიორთან მორგება, კონტაქტის გარეშე ძალიან გაგიჭირდებათ. თქვენ შეიძლება გეგონოთ, რომ სწრაფად სიამოვნებს, როცა ძალიან უყვარს ნელა. მან კი იფიქროს, რომ ყურში კოცნა ძალიან ”გისწორდებათ”.. და თუ არ ეტყვით, რომ ცდება ის ყოვეთვის ასე იფიქრებს და არასოდეს არაფერს შეცვლის. ასე, რომ ყოველთვის აღნიშნეთ რა გსიამოვნებთ  და რა გინდათ, რომ სხვანაირად ქნას, კითხეთ იგივე მასაც, იშვიათად გაითამაშეთ ორგაზმი და ნელ-ნელა, უფრო და უფრო მეტად შეეწყობით ერთმანეთს.

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , | 11 Comments

”araushavs : *** ”

რამოდენიმე წამის წინ საშინელება ჩავიდინე… მოკლედ, fake profile გავაკეთე ჩემი ყოფილი და მისი საცოლე რომ დამემატებინა facebook-ზე. სურათების დათვალიერება მინდოდა, სხვა არაფერი.. და ნუ რაღაც კომენტარების და სტატუსების წაკითხვა.. 🙂 ხოდა, ჯერ ჩემით შევედი, მერე ამ ყალბი გოგოს პროფილიდან, მერე ისევ ჩემიდან და დამავიწყდა… და მის საცოლეს პირდაპირ ჩემი სახელით მეგობრობის თხოვნა გავუგზავნე… შემდეგ ვოლზე რომ დავბრუნდი და ჩემი სურათი დავინეხე, გული კინაღამ გამისკდა და ეგრევე დავაქენსელე, მაგრამ, უკვე გვიანი იყო, pm-ში მომწერა ვიცნობთ ერთმანეთსო? აუ როგორ შემრცხვა.. რა კოშმარია,  ჩემი პასუხი, შემეშალათქო რომ მივწერე, ჩემმა X-მა რომ ნახოს? აუ და როგორ შემრცხვება.. ან საერთოდ რაში მაინტერესებდა მაგათი სურათები. ან ამ გოგომ ვითომ არაფერი არ იცის ჩემი არსებობის შესახებ? რო იცოდეს მემგონი არ მომწერდა.. ნუ მე არ მივწერდი არაფერს და არც დავიმატებდი..? თუ დავიმატებდი? არ ვიცი.. მარა შეუძლებელია რომ არ იცოდეს, მე ჩემი ყოფილის ყველა გოგოს სახელები და გვარები დღემდე მახსოვს და ვითომ ეგეთი უმნიშვნელო ვიყავი, რომ ხსენებადაც არ ვღირვარ? ვაიმე, რაღაც ”დებილი” გამოვდექი (როგორც ანა იტყოდა). არაუშავს…? მემგონი არაუშავს..

და ამ წუთას კიდევ ”1” დაეწერა ჩემს facebook-ის მესიჯებს და araushavs : *** -ო მომწერა მანაც..  : ))

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , | 18 Comments

ზამთრის უკანასკნელი დღე ჩემს ცხოვრებაში

გუშინ დაგეგმილმა დღევანდელმა დღემ აბსოლუტურად არ გაამართლა.

მოკლედ, რაშია საქმე, – გუშინ გადავწყვიტე, რომ ჩემი X-ის ”აჩრდილი” სამუდამოდ მომეშორებინა ჩემი ცხოვრებიდან და ბოლოს და ბოლოს რაღაც დამეწყო, არა, სიყვარული არა და არც რაღაც მსგავსი, (ამას ვერ დავუკარგავ ჩემს ყოფილს, მან მგონი სამუდამოდ წამართვა ბავშვური თავდავიწყებული სიყვარულის უნარი, სულ ცოტა თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცის ნახვამდე მაინც.) მანამდე კი, როგორც უკვე გითხარით, ერთ ბიჭთან გავაფუჭე ურთიერთობა როგორც კი რაღაც სტაბილურობის განცდა ვიგრძენი.

მოკლედ, გუშინ ვნახე და კიდევ ერთხელ მიმახვედრა, რომ ჩარჩოებში ჩასმული ”დურა” ვარ. და მეც, ჩავეხუტე და, რა თქმა უნდა, მას არ დაუნახავს, მაგრამ თვალები ამიცრემლიანდა. და ეს იმიტომ, რომ ორი წლის წინ მე თვითონ ვეუბნებოდი ჩემს X-ს ჩარჩოებში ჩასმული ”დურაკი” ხართქო, შემდეგ კი იმის მაგივრად, რომ ის შეცვლილიყო, მე თვითონ ჩავჯექი ამ ჩარჩოებში. ვინ დარეკავს პირველი, ვინ იქნება ”მანიპულიატორი”, ვინ გახდება უფრო დამოკიდებული და ა.შ. არადა ყოველთვის ნამდვილ იდიოტებად მიმაჩნდა ყველა, ვინც ამაზე ამახვილებდა ყურადღებას ურთიერთობებში. ახლა კი მე ვარ ასეთი..

ხოდა, გეგმებს რაც შეეხება.. გადავწყვიტე, რომ დღეს ამ ბიჭისთვის დამერეკა. ამჯერად მე დამერეკა! საერთოდ, ძირითადად ურთიერთობის დასაწყისში ქალები ვაფუჭებთ ხოლმე ყველაფერს, ხოდა ეხლა თვითონვე უნდა გამოვასწოროთქო ვიფიქრე და საგულდაგულოდ მოვემზადე დღევანდელი დღისთვის. მთელი საღამო უკვე წარმოდგენილი მქონდა. განსაკუთრებულად მომწონდა საკუთარი თავი. თქვენ წარმოიდგინეთ, ახალი გეტრებიც კი ვიყიდე ”ეტამში” თავისი დასაჭერებით..

ჩემი წარმოდგენით, შუა დღისას უნდა დამერეკა სამსახურიდან, მერე საღამოს თვითონ დამირეკავდა და მერე ყველაფერი ყველაზე მაგარი იქნებოდა. გამოვედი სახლიდან და ეს დღე მთელი თავისი მოლოდინებით მომყვებოდა უკან. ეს რაღაც ახალი ეტაპია ჩემს ცხოვრებაშიმეთქი ამას ვფიქრობდი, რომ პეკინზე ჩემი X-ის მანქანა გაჩერდა და ისიც გადმოვიდა.. სასწრაფოდ იქვე არკაში შევტეხე, რომ არ შევჩეხებოდი. ვერ დამინახა.. დაახლოებით ერთი წელია შორიდანაც კი არ მინახავს, მე მეგონა საქართველოში არ იყო. ახლა კი, ახლა, სწორედ ახლა.. რა შუაში იყო საერთოდ.

თუმცა, მერე რა, იხტიბარი არ გავიტეხე, უკანმოუხედავად წამოვედი იმ ადგილიდან და ისევ გავაგრძელე ჩემი დაგეგმილი დღე. შუა დღისას დავრეკე, ველაპარაკე, მომეჩვენა, რომ რაღაც ისე ვერ იყო. (ყოველ შემთხვევაში მე ესე არ მქონდა დაგეგმილი) მერე, საღამოს ველოდებოდი და რომ დამირეკა, როგორც კი ავიღე ნახევარ საათში გამომიარეთქო ვუთხარი, მან კი მიპასუხა, რომ ვერ ვახერხებო.

სახლში მოვედი, დავჯექი, ახლა ისევ ვზივარ და პოსტს ვწერ, შემდეგ კი ჩემს ახალ ნაყიდ, ლამაზ გეტრებს გავიხდი და დავიძინებ. არა, ამჯერად ხვალინდელი დღის მოლოდინში აღარ!

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , | 24 Comments

საუკეთესო, საუკეთესოთა შორის

ჩემს დაქალ ანას, რომელსაც საკმაოდ ხშირად ვახსენებ ხოლმე, ყველაზე მეტად უყვარს სექსი მათ შორის ვისაც ვიცნობ. თან საკმაოდ” მახვილგონივრულად” არჩევს კაცებს და თითქმის ყოველთვის კმაყოფილი რჩება. ანას იშვიათად უყვარდება, მემგონი ”ნამდვილი სიყვარულით” არასოდეს ყვარებია არავინ. უბრალოდ განსაკუთრებულად მაშინ წყდება ხოლმე გული დაშორების შემდეგ, თუ ეს ბიჭი ლოგინში საუკეთესო იყო საუკეთესოთა შორის.
ანას ფეხებზე კიდია ყველა ის ადამიანი, რომელიც, ჩემი აზრით, ცუდად მოექცა, ანა არასოდეს იტყვის იმას რომ კაცები ან ცუდები არიან ან კარგები. უბრალოდ ერთხელ, მითხრა, რომ მისთვის ყველა კაცი  სხვადასხვა ზომის და ფორმის ვიბრატორივითაა, რომელთანაც საუბარიც უსწორდება დროდადრო.
თუმცა მის ცხოვრებაშიც იყო რაღაც, პირველი… მნიშვნელოვანი უმნიშვნელოთა შორის.. ერთი, სუსტი და გადაუწყვეტელი..  ანამ მას უღალატა, შემდეგ კიდევ უღალატა, შემდეგ დაშორდა…

შემდეგ დიდი დეპრესია დაგვეწყო. მეც და მასაც. ორივენი დავრჩით, სრულიად მარტო, ერთმანეთის პირისპირ, ცაში გამოკიდებულები. არა, უბრალოდ დეპრესია არა, -მანიაკალური დეპრესიული ფსიქოზის მსგავსი რაღაც გვჭირდა.. ვიჯექით და ვიცინოდით, მაგრამ ძალიან ძალიან ცუდად ვიყავით ორივე და არც ერთს არ გვქონდა საცინრად საქმე. ეს ყველაზე არაჯანსაღი სიცილი იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელიც თვეების მანძილზე, ყოველ საღამოს გრძელდებოდა. ბოლოს ისე ავახარხერეთ საკუთარი სულიერი განცდები და პრობლემები, რომ ყველაფერი ეს ხუმრობა და იუმორი გახდა. და თითოეული ყველაზე საშინელი წუთი ყოფილი ურთიერთობებიდან ”ღადაობად” გადაიქცა.
ყველზე საინტერესო კი იცით რა არის? ანას არასოდეს არ უთქვამს არც ერთი კაცისთვის, რომ ცუდად არის, ან განადგურებულია სულიერად, ის არასოდეს ცდილობს ვინმეს თავი შეაცოდოს, ის არასოდეს არ უკეთებს აფიშირებას იმას, რომ ვიღაცის გამოა ცუდად. ის მაშინაც კი იცინის, როცა ხვდება, რომ ყველაფერი დამთავრდა. ბევრს კი ეს არ შეუძლია, ქალები საერთოდ მეტად ისტერიულები ვართ, ხშირ შემთხვევაში. პატარა პრობლემა რომ გვექმნება გავრბივართ და დემონსტრაციულად ვყვირით, როგორი უბედურები ვართ. ვიღაცეებს ან რაღაცეებს ვაბრალებთ ამ უბედურებას, და შემდეგ გვსიამოვნებს, როცა თავზე ხელს გადაგვისვამენ. ანა კი სხვანაირია. მან იცის, როგორ უნდა იხარხარო იმაზე, რაც ყველაზე, ყველაზე მეტად გტკენს გულს.

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , | 30 Comments

ნახეთ, რეებს წერს!..

აი რატომ არ მინდა, რომ ყველამ იცოდეს ჩემი ვინაობა: გუშინ ჩემს დაქალთან სახლში მეგობრები სვამდნენ. ძირითადად ჩემი დაქალის ქმრის ძმაკაცები იყვნენ. აქედან ერთ-ერთმა იცოდა, რომ ამ ბლოგს ვწერდი. ჯერ ყველაფერი იმით დაიწყო, რომ უსასრულო და ყველაზე დეგენერატული თემა ჩამოაგდეს, ქალი ჯობია თუ კაცი, თუ რაღაც ეგეთი.. მერე ქმარი უნდა უშვებდეს თუ არა ცოლს ყველგან,  და ბოლოს ხმამაღალი ნათქვამი ყველას გასაგონად: ”ჩუმად, ერთი წუთით, ამას რას ელაპარაკებით ნახეთ, რეებს წერს”..

არა და მერე კიდევ მკითხავთ, რა გინდა ამ თბილისელი კაცებისგანო. უნახაობა და ქაჯობა არ არის? არა, მართლა მაინტერესებს..  არ მიყვარს, როცა ”თეთრი ყვავივით” ვარ. განსხვავებული რაღაც კონკრეტული ჯგუფისგან და ყველა მე მეკამათება. თინეიჯერი რომ ვიყავი ძალიან მომწონდა განსხვავებულობა, შავად ვიღებავდი თვალებს, თმა დახვეული და აწეწილი მქონდა, დახეული ფეხსაცმელი მეცვა და სიტყვები ”you’re so fuckin’ special” განსაკუთრებით მხვდებოდა გულზე. მერე გავიზარდე ”მეამბოხე სულობამ” გადამიარა და საზოგადოებასთან მორგება დავიწყე. (მგონია, ყველაზე კარგი არჩევანი გავაკეთე, რადგან არც ყველასნაირი ”მასა” გავხდი და არც თხუთმეტი წლის ასაკში ჩარჩენილი ”მინდა ვიყო განსხვავებული”) ჩემი აზრით, სნობობა, რაღაც დოზით, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და გარემოსთან ადაპტაციაზე მეტყველებს.

ახლა კი ისევ რაღაც სოციუმთან დაპირისპირებულად ვიგრძენი თავი. თითის გაშვერით ლაპარაკობდნენ ჩემზე და დავითრგუნე. ეს ერთი შემთხვევა შეიძლება გავამართლო და მესიამოვნოს კიდეც, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გავა და რაც უფრო მეტ ადამიანს ვეტყვი საკუთარი არც ისე თანამედროვე, მაგრამ მაინც განსხვავებულ იდეებს, მით უფრო ხშირად ვიგრძნობ იმ ”რაღაცნაირ მზერას”, რომლის ახსნასაც მე და ნუცა წლებია ვცდილობთ.

”რაღაცნაირი მზერით” მე და ნუცას ხშირად გვიყურებენ ხლომე, ძირითადად ჩვენი საერთო მეგობრები და ძირითადად მაშინ, როცა ერთად ვართ. ამ მზერას, ”რაღაცნაირი” იმიტომ დავარქვი, რომ ახსნა ვერ მოვუძებნეთ.

ისინი არ ფიქრობენ, რომ ცუდი ვარ, არც იმას ფიქრობენ, რომ ცანცარა ვარ, არც იმას ფიქრობენ, რომ პატიოსანი ვარ და თქვენ წარმოიდგინეთ, არც იმას ფიქრობენ, რომ გარყვნილი ვარ. ისინი რაღაცას ფიქრობენ და რას ჯერ ამის დადგენა ვერ მოვახერხე.

მოკლედ ასეა თუ ისე, რაც არ უნდა შემოვიკრიბო ჩემს გარშემო ის მეოგბრები, რომლებსაც მსგავსი იდეალები აქვთ ცხოვრებაში, რაც მე, მაინც ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც თავს ცუდად მაგრძნობინებენ საკუთარი აზრების გამო.. ასე რომ აღარავის აღარ ვეტყვი, რომ ჩემი ბლოგი ჩემია :).

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , | 24 Comments

ცხრაასი ***

ძალაინ ბევრჯერ გაიგებდით, განსაკუთრებით 90-იანებში: ”ქალიშვილობა დაკარგა და მრიცხველი აღარ უწერს..” -ცოტა მოძველებულია, მაგრამ მაინც, ვინ იგულისხმება ამ კატეგორიაში? ალბათ, ყველა ის გოგო, რომელიც ვისთანაც უნდა იმასთან კავდება სექსით? თუ ის გოგოები, რომლებსაც დიდი რაოდენობით პარტნიორები ყავს?   თუ ისინი, რომლებისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს ვისთან აქვს სექსი, მთავარია ჰქონდეს? იქნებ ის გოგოები  არიან გაფუჭებულ მრიცხველებიანები, ვინც მოკლე მონაკვეთში იცვლის სხვადასხვა პარტნიორებს? თუ ეს ყველაფერი ერთი და იგივეა???

სექსუალური რევოლუცია რომ უკვე დაწყებულია და საკუთარი პირადი ცხოვრების არჩევის თავისუფლება  რომ ნალ-ნელა უკვე იმკვიდრებს ადგილს, ამაზე უკვე შევთანხმდით, მაგრამ ეს ყველაფერი ეტაპობრივად რომ მიმდინარეობს ისიც უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, დღეს სტანდარტული (და ნუ მიიღებთ ზოგიერთები საკუთარ თავზე, თქვენ არ ხართ სტანდარტულები :)) თბილისელი ბიჭი გეტყვით, რომ მოიყვანს ცოლად არაქალიშვილ გოგოს, მაგრამ იმასაც მიაყოლებს, რომ ეს გოგო არ უნდა იყოს ცხრაას ***-ზე გადამხტარი. იგივე მორალია, რაც მრიცხველის შემთხვევაში, თუმცა ეს ფრაზა ჯერ კიდევ მოდაში რჩება.

და მაინც რას ნიშნავს მათთვის ცხრაას კაცთან ნამყოფი ქალი, რას გულისხმობენ ამაში? ალბათ, ეს მაინც რაოდენობას ნიშნავს, თვითონ სიტყვა ცხრაასიდან გამომდინარე და თავისთავად გულისხმობს, რომ რაც უფრო მეტი იყო რაოდენობრივად, მით უფრო ცოტაა იმის შანსი, რომ მას ეს ადამიანები უყვარდა. ანუ, ეს გოგო, ერთდროულად, ვისთანაც უნდოდა იმასთან ჰქონდა სექსი, თან ეს ყველაფერი მხოლოდ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურებოდა და თუ ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ გამოდის, რომ მთავარია, გოგომ ეს ყველაფერი გააკეთოს სიყვარულით და არა კაცივით, პრინციპით – სექსი, სექსისათვის! ანუ რეალურად ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ გოგომ თავის თავში უნდა ჩაახშოს თავისი სექსუალური მოთხოვნილება  მთელი ცხოვრება, სანამ ნამდვილ სიყვარულს იპოვის, თუმცა ერთი შეცდომის შანსი მაინც რჩება.

მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ბიჭი რომელსაც არაქალიშვილი გოგოსთან აქვს ურთიერთობა, შუძლია ”აპატიოს” მას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სიყვარულით გააკეთა. და თუ ამ სიყვარულის დაკარგვის შემდეგ ხუთი წელი მარტო იყო და უბრალოდ ხანმოკლე ურთიერთობები ქონდა, თუნდაც წელიწადში ერთხელ ამის ”პატიება” უკვე შეუძლებელია. ერთი სიტყვით, თუ გათხოვება გინდა ჩვეულებრივ სტანდარტულ თბილისელ ბიჭზე,  და ქალიშვილი არ ხარ, ჯერ კიდევ გაქვს შანსი თუ ეს სიყვარულით გააკეთე. უბრალოდ,  ამის დადასტურება მოგიწევს იმით, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგება, აცრემლებული თვალებით აუხსნა, რა არაკაცი იყო და როგორ მიგატოვა შენმა ყოფილმა.. და ისიც გაპატიებს. და შენც იტყვი, რომ ძალიან მაგარი ტიპია, და ესეიგი უყვარხარ იმიტომ, რომ გაპატია…  და ვინ ვის რა დაუშავა, რომ საპატიებელი იყოს რამე ეგ არავინ არ იცის.

ისევ რაოდენობას რომ დავუბრუნდეთ: რას ნიშნავს მაინც ეს ცხრაასი ***? რამდენია ბევრი პარტნიორი და რამდენი ცოტა?  რეალურად ერთი პარტნიორი თუ უკვე საპატიებელია, ესეიგი ორის შემთხვევაში უფრო მეტი ეჭვი ჩნდება, რომ შენს მრიცხველს პრობლემები აქვს. და მე რომ ვინმეს ვუთხრა ოთხი კაცი მყავდა ცხოვრებაშითქო,  ალბათ, პირდაპირ ცხრაასიანებში ჩამწერენ. ანა კი.. მასზე უკვე აღარ ვიცი რას იტყვიან…

და მაინც, რა მნიშვნელობა აქვს მათთვის რამდენი იყო?  მთავარი ხომ ის არის რა ხდება აქ და ამჟამად – ჩვენს დღევანდელ ურთიერთობებში და არა გუშინ. მაშინ ხომ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით? მე მაინც მგონია, რომ საქმე ისევ და ისევ მამაკაცურ კომპლექსებშია – რაც უფრო გამოცდილია ქალი, მით უფრო კარგად იცის რა არის კარგი, ცუდი და იდეალური, ასე, რომ …

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , | 16 Comments