არის კონტაქტი? -არის ორგაზმი!

თითოეულ ჩვენგანს, ჩვენი განსაკუთრებულად საყვარელი პოზები გვაქვს. ზოგს ”უსწორდება” ყელში კოცნა, ზოგს კი მუცელზე ურჩევნია, ზოგისთვის მკერდია განსაკუთრებული ეროგენული ზონა.. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ სექსში ყველა სხვადასხვანაირები ვართ. არ მიყვარს ჟურნალებში წაკითხული  რჩევები, რომლებიც რეალურად არაფერში გადგება. ”გამოიყენე მარგალიტის მძივი, აბრეშუმის ნაჭერი,  შეეხე მის წელს” და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ერთი დიდი სისულელეა.  ალბათ ეს, ჩვენს ფანტაზიას კიდევ უფრო აძლიერებს, მაგრამ მე მგონია, რომ თავად შენს პარტნიორზე უკეთეს რჩევას ვერავინ მოგცემს.

კონტაქტი სექსის დროს ძალიან მნიშვნელოვანია. არა, მე არ ვგულისხობ, რომ აქტის დროს უნდა ისაუბროთ.. თუმცა, გაითვალისინეთ, რომ აუცლიებელია იცოდეს რა გისამოვნებს შენ და შენც ანალოგიურად, იცოდე, რა უნდა მას.

ბიჭი, რომელსაც ადრე ვხვდებოდი ”რაღაცნაირად” მკოცნიდა.. საერთოდ არ მომწონდა და იმის მაგივრად, რომ ავღზნებულიყავი, პირიქით, ყველანაირი სურვილი მეკარგებოდა. სულ მინდოდა, მეთქვა, მაგრამ, მრცხვენოდა. მეგონა, რომ ეწყინებოდა, თუ რაღაც ეგეთი.. დიდი ხანი ვითმინე, ბოლოს კი ვუთხარი და თქვენ წარმოიდგინეთ, აღმოჩნდა, რომ სულაც არ იყო არაფერი არც საწყენი და არც სასირცხვილო. ამის მერე სულ უფრო და უფრო მომწონდა მასთან.

მოკლედ, იმის თქმას ვცდილობ, რომ სექსუალურ პარტნიორთან მორგება, კონტაქტის გარეშე ძალიან გაგიჭირდებათ. თქვენ შეიძლება გეგონოთ, რომ სწრაფად სიამოვნებს, როცა ძალიან უყვარს ნელა. მან კი იფიქროს, რომ ყურში კოცნა ძალიან ”გისწორდებათ”.. და თუ არ ეტყვით, რომ ცდება ის ყოვეთვის ასე იფიქრებს და არასოდეს არაფერს შეცვლის. ასე, რომ ყოველთვის აღნიშნეთ რა გსიამოვნებთ  და რა გინდათ, რომ სხვანაირად ქნას, კითხეთ იგივე მასაც, იშვიათად გაითამაშეთ ორგაზმი და ნელ-ნელა, უფრო და უფრო მეტად შეეწყობით ერთმანეთს.

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

11 Responses to არის კონტაქტი? -არის ორგაზმი!

  1. niksologi says:

    ”ასეა ეს”… (დათა თუთაშხია)

  2. sexis dros saubarsac aqvs mugami😀 ratom gamoricxe uceb?😀

  3. siyvarulovna says:

    მშვენივრად იციან ეს გოგონებმა ^^ უბრალოდ როგორც თქვით ცხვენიათ თუ რარაც მსგავსი

  4. dato darbaidze says:

    mashinari yvelaperi titqmis idialurad roca utqmelad yvelaperi kargadaa…

  5. oleandra says:

    სისულელეა ყოველი მსგავსი რჩევა. ყველაფერი ყოველთვის ინდივიდუალურია.

  6. likanto says:

    ძალიან ტრაფარეტული და შაბლონური პოსტია… რაც აქ წერია მგონი ისედაც ცხადზე ცხადია… ეგ ისედაც იცის ყველამ… იმას არ ვამბობ, რომ რასაც ჟურნალებში წერენ ის არის ძალიან ჭკვიანური.. არც ის, არც ეს.. არანაირი ორიგინარულობა – სამწუხაროდ…

  7. nia says:

    rogori amomcuravi blogia, verafers ityvi!

  8. fabuLous ::) says:

    “მე არ ვგულისხობ, რომ აქტის დროს უნდა ისაუბროთ… ”

    amas ver davetanxmebi, sex is dros saubari sxvatashoris garkveul siamovnebas anichebs bichsac da gogosac (nu tu amas saubars davarqmevt)
    da aseve sashvalebas idzleva upro gaamartivos da xeli sheuwyos orgazms tu ratqmaunda imaze ar dauwye laparaki ramdeni sagani shegetena am semestrshi😀 magram rogorc yvelapers amasac taviseburi nichi da gamocdileba unda

  9. შენი ფანი:) says:

    ბევრი წერე რა, შენს ნაწერებზე მიდგება:)

  10. გიო says:

    ეს ყველაფერი თავისთავად ცხადია

  11. uf uf says:

    me ver ganvicdi orgazms

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s