ცხრაასი ***

ძალაინ ბევრჯერ გაიგებდით, განსაკუთრებით 90-იანებში: ”ქალიშვილობა დაკარგა და მრიცხველი აღარ უწერს..” -ცოტა მოძველებულია, მაგრამ მაინც, ვინ იგულისხმება ამ კატეგორიაში? ალბათ, ყველა ის გოგო, რომელიც ვისთანაც უნდა იმასთან კავდება სექსით? თუ ის გოგოები, რომლებსაც დიდი რაოდენობით პარტნიორები ყავს?   თუ ისინი, რომლებისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს ვისთან აქვს სექსი, მთავარია ჰქონდეს? იქნებ ის გოგოები  არიან გაფუჭებულ მრიცხველებიანები, ვინც მოკლე მონაკვეთში იცვლის სხვადასხვა პარტნიორებს? თუ ეს ყველაფერი ერთი და იგივეა???

სექსუალური რევოლუცია რომ უკვე დაწყებულია და საკუთარი პირადი ცხოვრების არჩევის თავისუფლება  რომ ნალ-ნელა უკვე იმკვიდრებს ადგილს, ამაზე უკვე შევთანხმდით, მაგრამ ეს ყველაფერი ეტაპობრივად რომ მიმდინარეობს ისიც უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, დღეს სტანდარტული (და ნუ მიიღებთ ზოგიერთები საკუთარ თავზე, თქვენ არ ხართ სტანდარტულები :)) თბილისელი ბიჭი გეტყვით, რომ მოიყვანს ცოლად არაქალიშვილ გოგოს, მაგრამ იმასაც მიაყოლებს, რომ ეს გოგო არ უნდა იყოს ცხრაას ***-ზე გადამხტარი. იგივე მორალია, რაც მრიცხველის შემთხვევაში, თუმცა ეს ფრაზა ჯერ კიდევ მოდაში რჩება.

და მაინც რას ნიშნავს მათთვის ცხრაას კაცთან ნამყოფი ქალი, რას გულისხმობენ ამაში? ალბათ, ეს მაინც რაოდენობას ნიშნავს, თვითონ სიტყვა ცხრაასიდან გამომდინარე და თავისთავად გულისხმობს, რომ რაც უფრო მეტი იყო რაოდენობრივად, მით უფრო ცოტაა იმის შანსი, რომ მას ეს ადამიანები უყვარდა. ანუ, ეს გოგო, ერთდროულად, ვისთანაც უნდოდა იმასთან ჰქონდა სექსი, თან ეს ყველაფერი მხოლოდ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურებოდა და თუ ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ გამოდის, რომ მთავარია, გოგომ ეს ყველაფერი გააკეთოს სიყვარულით და არა კაცივით, პრინციპით – სექსი, სექსისათვის! ანუ რეალურად ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ გოგომ თავის თავში უნდა ჩაახშოს თავისი სექსუალური მოთხოვნილება  მთელი ცხოვრება, სანამ ნამდვილ სიყვარულს იპოვის, თუმცა ერთი შეცდომის შანსი მაინც რჩება.

მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ბიჭი რომელსაც არაქალიშვილი გოგოსთან აქვს ურთიერთობა, შუძლია ”აპატიოს” მას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სიყვარულით გააკეთა. და თუ ამ სიყვარულის დაკარგვის შემდეგ ხუთი წელი მარტო იყო და უბრალოდ ხანმოკლე ურთიერთობები ქონდა, თუნდაც წელიწადში ერთხელ ამის ”პატიება” უკვე შეუძლებელია. ერთი სიტყვით, თუ გათხოვება გინდა ჩვეულებრივ სტანდარტულ თბილისელ ბიჭზე,  და ქალიშვილი არ ხარ, ჯერ კიდევ გაქვს შანსი თუ ეს სიყვარულით გააკეთე. უბრალოდ,  ამის დადასტურება მოგიწევს იმით, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგება, აცრემლებული თვალებით აუხსნა, რა არაკაცი იყო და როგორ მიგატოვა შენმა ყოფილმა.. და ისიც გაპატიებს. და შენც იტყვი, რომ ძალიან მაგარი ტიპია, და ესეიგი უყვარხარ იმიტომ, რომ გაპატია…  და ვინ ვის რა დაუშავა, რომ საპატიებელი იყოს რამე ეგ არავინ არ იცის.

ისევ რაოდენობას რომ დავუბრუნდეთ: რას ნიშნავს მაინც ეს ცხრაასი ***? რამდენია ბევრი პარტნიორი და რამდენი ცოტა?  რეალურად ერთი პარტნიორი თუ უკვე საპატიებელია, ესეიგი ორის შემთხვევაში უფრო მეტი ეჭვი ჩნდება, რომ შენს მრიცხველს პრობლემები აქვს. და მე რომ ვინმეს ვუთხრა ოთხი კაცი მყავდა ცხოვრებაშითქო,  ალბათ, პირდაპირ ცხრაასიანებში ჩამწერენ. ანა კი.. მასზე უკვე აღარ ვიცი რას იტყვიან…

და მაინც, რა მნიშვნელობა აქვს მათთვის რამდენი იყო?  მთავარი ხომ ის არის რა ხდება აქ და ამჟამად – ჩვენს დღევანდელ ურთიერთობებში და არა გუშინ. მაშინ ხომ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით? მე მაინც მგონია, რომ საქმე ისევ და ისევ მამაკაცურ კომპლექსებშია – რაც უფრო გამოცდილია ქალი, მით უფრო კარგად იცის რა არის კარგი, ცუდი და იდეალური, ასე, რომ …

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

16 Responses to ცხრაასი ***

  1. siyvarulovna says:

    და როგორ უნდა გაიგონ ცხრაას ***–ზეა გადამხტარი თუ ერთზე? :ფიქრ:

    მარაზმია ეგეთი ლოგიკა რა😐 ქპკზე მნიშვნელოვანი სხვა არაფერია?

  2. dakarguli says:

    ანუ მე ჯერ კიდევ მაქვს სტანდარტულ თბილისელ ბიჭზე გათხოვების შანსი? კითხვა შემდეგია, მინდა? დდდდდდდ შენ ძალიან მაგარი რომ ხარ გითხარი უკვე ? დდდ

  3. ეფემია says:

    am dgheebshi mkonda megobar biwtan mag temaze laparaki, romelmac axsna ramdneia cota da ramdeni bevri : )
    erti -ori yofili sheyvarebuli “sapatioa” sami ukve ar aris saxarbielo, otxi dzalian gasabrazebelia, da ai 5 aris ukve 900 : )))
    magram vin tvlis amas ra tkma unda aravin ar icis,
    kidev erti miti akvt bichebs , risi mixedvitac cdiloben gaarchion 900 ****-ze gadamxtari gogonebi arakalishvili “patiosani” gogonebisgan, gogos bodishi da tu “tashtivit” akvs eseigi bevri yoliao, imas ar fikroben ra tkma unda rom es fiziologiuri da individualuri sakitxia,
    da meore miti isaa rom “gabazrebuli” ar unda kondes gogo warsuli “codvebi” : ))
    esec sadao sakitxia, radgan tbilisshi sadac yvela tvelaze choraobs, zogi aklebs zogi amatebs realur faktebs tavis fantazias, rtulia raime ghirebuli gaigo am chorebidan : )
    ase rom sauketeso gamosavalia chatvalo rom 2 yavda maxsimum da shenc bednieri iyo da isic.
    amaze chemi ert erti bichis sityvebi gamaxsenda, roca vutxari meore xartko, ra yvela magas meubneba, es iseti pontia tu meore xar eseigi mease xaro.. arada martla meore iko : )
    p.s. saertod nu etyvit meramdenea dae itvalos: )

  4. dato darbaidze says:

    me ragac ar mgonia tu vinmes adamiani sheuyvardeba rame gadamwyveti mnishvneloba qondes aris tu ara is qalishvili….
    rac sheexeba xtomials kide ravici visac unda ixtunavos mara albat yvela dametanxmebit ro sasurveli araa armc tu marto mamakacistvis aramed qalebistvisac…
    magram is paqtia rom pirvelad sexys dros bevrad metad piqrob vidre meored da ase shemdeg… albat tundac imito ro pirvelia ravic … :)))

  5. Personal Jesus says:

    ჩემი აზრით, მამაკაცები, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, საკუთარი “მამაკაცობის” და “კაიტიპობის” დეფინიციას (ძალაუფლებასა და ფულთან ერთად) ფალოსის გავლით ვახდენთ და ამავდრულად ყველა გვაქვს იმის გაუცნობიერებელი შიში, რომ “სხვა” უფრო მაგარია, უკეთესი მჟიმავია და ასე შემდეგ. შესაბამისად, რაც უფრო მეტია ჩვენი სექსპარტნიორებისა თუ ცოლების ექსების რიცხვი, მით უფრო მეტ კონკურენტთან გვიწევს გაჯიბრება… თან მგონი ისიც გასათვალისწინებელია, რომ ახალგაზრდა ქართველი ბიჭი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის (თუცა ზღაპრებს კი ვყვებით) სექსუალური ურთერთობების სიმრავლითა თუ გამოცდილებით, რაც ამ კომპლექსებს კიდევ უფრო აძლიერებს…

    მოერეს მხრივ კი იმას ვიტყოდი, რომ თუ საკუთარ სუპერმენბეტმენობაში დარწმუნებული ხარ (რაც ფაქტებით და არა ზღაპრებით უნდა იყოს გამტკიცებული), 900 ფალოსის ამბავი როგორც მინიმუმ ფეხებზე გკიდია😉

    • dato darbaidze says:

      qartveli qartveli su yoveltvis rato akeriat qartvelebs pirze ra santeresoa ? da tan sul yoveltvis cudad moixsenieben qalia tu kaci….
      erti is manteresebs an shen an sxvam ra icis ‘evropel’ bichebze rame rogorebi arian ra tipebi ????
      me erts getyvit rac minaxavs da ara monayols…
      qartveli mamakacebi tu qalebi bevrad yuradgebianebi arian ertmanetis mimart da bevrad met pativs scemen ertmanets vidre eg evropelebi :))))
      ar gjera ? ubralod daimxasovre …da tu mogiwevs evropel bichunastan urtiertoba mere gagaxsendeba😉

      • თბილისური Love ბლოგი ქვია და მაგიტომ ვლაპარაკობ ქართველ და თბილისელ კაცებზე.. :)) რავიცი.. :)))))))))

      • likanto says:

        ჩემი მოკრძალებული აზრით, (და იმ გამოცდილებით რომ მეორე წელია ევროპაში ვცხოვრობ და ძალიან საერთაშორისო გარემოში მიწევს ყოფნა) გეტყვით იმას რომ ესე განზოაგდებულად თუ გვსურს საუბარი მაშინ არ არიან ქართველები ევროპელებზე ყურადღებიანები… ქართველ მამაკაცს რაც შეეხება “შებმის” სტადიაზე ყველა ძალიან კარგია, საკითხავია მერე რა ხდება. ქალს რაც შეეხება, შეიძება კი სხვანაირი სითბო იცის ქართველმა ქალმა და ამიტომაც არის რომ ძალიან ბევრი უცხოელი იმას ხედავს რასაც ქართველი კაცი ვერა … და ამიტომაც ქართველი ქალები (მითუმერეს ოდნავ პროგრესულად მოაზროვნენი) ოცნებობენ არაქართველ მამაკაცზე.🙂 მაგრამ ყველაფერი შედარებითი და ყველაფერი ინდივიდუალურია🙂

      • luka says:

        ici ratom moixsenieben imito rom ar aqvt qartvelebs is rac adre qondat ufro sworad ki agar aqvt anu risi tkma minda ra sachiroa sexsualuri revolucia? ra aris amashi kargi is rom ver gaigeb vin vistan cevs? es periodi chven adamianebma xom ukve gaviaret? gana qvis xanashi ar iyo ase visac vistan undoda imastan rom wvebodnen ratom shecvala adamianma es tu kargi iyo?da ratom daarqva yvelapers sakutari saxeli anu cols coli da qmars qmari rom gaidzaxit 21 saukuneaoo 21 saukuneshi qvis xana cota arabunebrivia albat dametanxmebit rac sheexeba tbilisel kacebs da ar shemdgar kaibichebs egeni is qartvelebi ar arian romlebic adre iyvnen tkven albat sheamchnevt chems ltolvas warsulisken egec araa sicrue radgana dre saqartveloshi yvelapers saxeli qonda religias statusi da xalxs rwmeba dges ki arc erti ar darcha ratom agar icavt religiur wesebs gana es razec tqven ambobt momakvdinebeli codva ar aris? tu axali seqta gaqvs “miecit sasqeso organos tavisupleba” ar vici vinc martlmadideblebi xart dapiqrdit!!!

  6. ეფემია says:

    gasagebia ro yuradghebianebi da tbilebi arian : )
    magram am postshi mgoni sxva raghacaze iyo saubaro da ara yuradghebaze:)

  7. dato darbaidze says:

    au imena damcxes :))))))))))))
    tqven ver gamiget risi tqma minda…
    me ubralod mindoda metqva ro tu rame cudis tqma gindat kacebze adarebt qartvel kacs mxolo tu kargis evropa,americis kacebs me egeti shtabechdileba damrcha :))))

    P.S idialuri arc kaci arsebobs da arc qali…. vinc edzebs is yoveltvis poulobs… me magalitad viocnebebdi rom chem cxovrebashi erti qali iyos da ara 1000_si

  8. Qilipa says:

    მეც მახტუნავეთ რა 900 ***-ზე :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s