ნახეთ, რეებს წერს!..

აი რატომ არ მინდა, რომ ყველამ იცოდეს ჩემი ვინაობა: გუშინ ჩემს დაქალთან სახლში მეგობრები სვამდნენ. ძირითადად ჩემი დაქალის ქმრის ძმაკაცები იყვნენ. აქედან ერთ-ერთმა იცოდა, რომ ამ ბლოგს ვწერდი. ჯერ ყველაფერი იმით დაიწყო, რომ უსასრულო და ყველაზე დეგენერატული თემა ჩამოაგდეს, ქალი ჯობია თუ კაცი, თუ რაღაც ეგეთი.. მერე ქმარი უნდა უშვებდეს თუ არა ცოლს ყველგან,  და ბოლოს ხმამაღალი ნათქვამი ყველას გასაგონად: ”ჩუმად, ერთი წუთით, ამას რას ელაპარაკებით ნახეთ, რეებს წერს”..

არა და მერე კიდევ მკითხავთ, რა გინდა ამ თბილისელი კაცებისგანო. უნახაობა და ქაჯობა არ არის? არა, მართლა მაინტერესებს..  არ მიყვარს, როცა ”თეთრი ყვავივით” ვარ. განსხვავებული რაღაც კონკრეტული ჯგუფისგან და ყველა მე მეკამათება. თინეიჯერი რომ ვიყავი ძალიან მომწონდა განსხვავებულობა, შავად ვიღებავდი თვალებს, თმა დახვეული და აწეწილი მქონდა, დახეული ფეხსაცმელი მეცვა და სიტყვები ”you’re so fuckin’ special” განსაკუთრებით მხვდებოდა გულზე. მერე გავიზარდე ”მეამბოხე სულობამ” გადამიარა და საზოგადოებასთან მორგება დავიწყე. (მგონია, ყველაზე კარგი არჩევანი გავაკეთე, რადგან არც ყველასნაირი ”მასა” გავხდი და არც თხუთმეტი წლის ასაკში ჩარჩენილი ”მინდა ვიყო განსხვავებული”) ჩემი აზრით, სნობობა, რაღაც დოზით, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და გარემოსთან ადაპტაციაზე მეტყველებს.

ახლა კი ისევ რაღაც სოციუმთან დაპირისპირებულად ვიგრძენი თავი. თითის გაშვერით ლაპარაკობდნენ ჩემზე და დავითრგუნე. ეს ერთი შემთხვევა შეიძლება გავამართლო და მესიამოვნოს კიდეც, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გავა და რაც უფრო მეტ ადამიანს ვეტყვი საკუთარი არც ისე თანამედროვე, მაგრამ მაინც განსხვავებულ იდეებს, მით უფრო ხშირად ვიგრძნობ იმ ”რაღაცნაირ მზერას”, რომლის ახსნასაც მე და ნუცა წლებია ვცდილობთ.

”რაღაცნაირი მზერით” მე და ნუცას ხშირად გვიყურებენ ხლომე, ძირითადად ჩვენი საერთო მეგობრები და ძირითადად მაშინ, როცა ერთად ვართ. ამ მზერას, ”რაღაცნაირი” იმიტომ დავარქვი, რომ ახსნა ვერ მოვუძებნეთ.

ისინი არ ფიქრობენ, რომ ცუდი ვარ, არც იმას ფიქრობენ, რომ ცანცარა ვარ, არც იმას ფიქრობენ, რომ პატიოსანი ვარ და თქვენ წარმოიდგინეთ, არც იმას ფიქრობენ, რომ გარყვნილი ვარ. ისინი რაღაცას ფიქრობენ და რას ჯერ ამის დადგენა ვერ მოვახერხე.

მოკლედ ასეა თუ ისე, რაც არ უნდა შემოვიკრიბო ჩემს გარშემო ის მეოგბრები, რომლებსაც მსგავსი იდეალები აქვთ ცხოვრებაში, რაც მე, მაინც ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც თავს ცუდად მაგრძნობინებენ საკუთარი აზრების გამო.. ასე რომ აღარავის აღარ ვეტყვი, რომ ჩემი ბლოგი ჩემია🙂.

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

24 Responses to ნახეთ, რეებს წერს!..

  1. chanisluli says:

    გეთანხმები, არაა საჭირო ყველამ იცოდეს რას წერ.

  2. sunny says:

    არადა, როგორ მომწონს შენი ბლოგი.. ყველა ახალ პოსტს დიდი ინტერესით ველოდები, მიუხედავად იმისა, რო დიდად არ ვაქტიურობ კომენტარებით🙂

    ხო, ყველაზე კარგი ვარიანტია როცა არც მასის ნაწილი ხდები და არც შავადთვალებშეღებილ მოზარდად რჩები მთელი ცხოვრება🙂

    ისე, მეც ხშირად მიგრძვნია რო რაღაც ”სხვანაირად” მიყურებენ გარშემომყოფები და დღემდე მეც ვერ მოვუძებნე ახსნა ამ მზერას.. შენ წარმოიდგინე, ჩემ რამდენიმე დაქალსაც ვერ გაუგია ბოლომდე, როგორი ვარ და საერთოდ, ვინ ვარ.. 😀

  3. Qilipa says:

    იცოდეს იმან ვინც იცის :)) ისე, მომონს შენი ბლოგი და შენს გაცნობასაც ვისურვებდი, ალბათ მოვა ეგ დრო ოდესმე :დდ

  4. vuhu says:

    LOOOL მომეწონა🙂 მითუმეტეს რომ ერთ-ერთი პერსონაჟი მეც ვარ. სახელით მინდოდა მომემართა შენთვის, მაგრამ რადგან საკუთარი თემების გამო ასე კომპლექსდები და იმის სითამამე არ გყოფნის რომ თავისუფლება სხვებს თავისუფლად უქადაგო – “ბლოგის ავტორო”-თი მოგმართავ🙂
    ბლოგის ავტორო, რა რეაქციას მოელი თბილისელი კაცებისგან როდესაც შენი ყოველი მეორე პოსტი თბილისელი კაცების თათხვაა? სოციუმთან დაპირისპირებულად არა მარტო უნდა იგრძნო თავი (თუ რასაც წერ სულ ცოტა სიმართლენარევი მაინც არის და არა ხელოვნურად გამოგონილი რათა გამოუცდელი ან კაცით უკმაყოფილო თინეიჯერების ხარჯზე რეკლამის გასაყიდად გაკეთებული), არამედ სულით ხორცამდე დაპირისპირებული უნდა იყო სოციუმთან. თუ არ გიყვარს თეთრი ყვავობა, მაშინ უნდა ითამაშო სოციუმის წესებით, ხოლო თუ “ფრიდომს” და “ფრისექს” აწვები – თვითონაც ფრიდომ უნდა იყო და არ უნდა გეშნოდეს საკუთარი აზრის ხმამაღლა და თამამად დაფიქსირების.🙂 ის რომ “რაღაცნაირად” გიყურებენ ალბათ უფრო საამაყოა ვიდრე შესაცბუნებელი.
    ბლოგის ავტორო, რაც შეეხება როგორ გიყურებენ: როგორც ცანცარას – ნამდვილად არა, არც როგორც გარყვნილს. ალბათ როგორც იდეინის, მაგრამ ყველა ვარიანტში პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ იმ სუფრის ყველა წევრისთვის (ნუ უმეტესობისთვის გარანტირებულად) ხარ ძალიან ძალიან საყვარელი ბავშვი🙂 მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა შემთხვევებში არ გეთანხმები (თან ძირითადად პათოსში) მაინც ძალიან ძალიან მიყვარხარ და ძალიან მომწონს შენი იდეინობა🙂 ოღონდ მაგ იდეინობას რა თქმა უნდა თავისი საფასურები აქვს. თუნდაც ის რომ უნდა შეეგუო თეთრ ყვავობას და თუნდაც ის, რომ შენი ქმარი თუ ქართველი იქნება ნამდვილად არ შეეგუება იმას რომ მისმა ცოლმა ღამღამობით ღამის კლუბებში და დისკოტეკებზე იაროს დაქალოჩკებთან ერთად. შესაბამისად ქმარი ან არაქართველი უნდა გყავდეს, რომელსაც ფეხებზე ეკიდება შენი ვოიაჟები და იდეები, ან სათვალეებიანი ბოტანიკი, რომელიც ყველაფერზე “ხო საყვარელოს” გიპასუხებს და სამზარეულოში იფუსფუსებს ხოლმე წინსაფრით.
    გკოცნი და გეხუტუნები, მათლა ძალიან საყვარელი ბავშვი ხარ.
    ძია ვუჰუ

  5. dakarguli says:

    დდდდდ ჩეეემი აქტუალური ხარ შენ დდდ პოპულარულობა კარგია, მაგრამ თავის ფასი აქვს. ვიცი, შენ აქ ყურადღების მისაქცევად არ წერ და არც ქულებს იწერ ამით. მადლობა, რომ ყოველთვის ამბობ იმას, რასაც ფიქრობ. არასოდეს შეგეშინდეს საზოგადოების აზრის, იმიტომ რომ სწორებ მეამბოხეები ცვლიან მას))) ყოველთვის ყველას ვერ ასიამოვნებ. როგორც ამბობენ, ანგელოზი რომ იყო, ვიღაცას შენი ფრთები არ მოეწონება. მეც ყოველთვის ვიწვევდი სკანდალს და პროტესტს ჩემი წაფემინისტო ხასიათით, მაგრამ მე მე ვარ და არ მოვერგები არცერთ ყალიბს. დარჩი ისეთად, როგორიც ხარ. ჩვენ სწორედ ამის გამო გაფასებთ :* :*❤

    • niksologi says:

      “არასოდეს შეგეშინდეს საზოგადოების აზრის, იმიტომ რომ სწორებ მეამბოხეები ცვლიან მას)))”
      +1

  6. siyvarulovna says:

    ვგიჟდები კამათზე, განსხვავებულ აზრებზე და ბოლოს ჩხუბზეც❤ ამიტომ არასდროს გავურბი არც–ერთს ^^

  7. dato darbaidze says:

    rac shexeba im mzeras me iseti shtabechdileba damrcha ro titqos ise giyureben rom ukvirt sheni tu rogor xar egeti rogoric xar… da sheileba kidevac shurdet sheni imito ro shen shegilia is tqva rasac piqrob da mas ara… shen shegilia moiqce ise rogorc shen ginda mas ki ara….
    vobshem shegilia eg mzera komplimentad miigo xolme chemi azrit :))))

    nu qartvelebi ro sulidan xorcamde chorinkebi vart eg zustad vici… gviyvars vigacis gakicxva tu raoden chven imaze bindzurebi ar viyot…

  8. anna says:

    ყველამ იცის მგონი ბლოგი რომ მაქვს,,,
    ნუ მე რამე განსაკუთრებულს და ხალხის აზრით “ისეთს” არ ვწერ, მაგრამ ხშირად მსმენია აზრი, თუნაც ზემოთ მდებარე დათო დარბაიძისგან, რომ ჩამოვშორებულიყავი “ყლე” ბლოგერებს :დ
    მაგრამ როგორ მკიდია, ვერ წარმოიდგენ ^^

  9. კაი რა… უკვე მეცინება ხოლმე, როცა ბიჭები კამათში მიწვევენ, ქალი VS კაცი:)) როცა ასეთი კამათი იწყება, უკვე ვხვდები, როგორი პრიმიტიულია ის, ვინც ამ თემას აგდებს. :))

    P.S. რა მაგარია ჩემს სასტავში ყველა ჩემნაირად რომ ფიქრობს!! 12 კაცი ვცდილობთ საქართველოში სექსუალური რევოლუციის მოხდენას, მათ შორის, გაგიკვირდება და თბილისელი ბიჭებიც:)))

    P.P.S. ძალიან, ძალიან მომწონს შენი ბლოგის კითხვა, ბევრ საერთოს ვპოულობ და ბევრ საერთო ამბავს:)

    take care

  10. vekoo says:

    ანუ ვერ მივხვდი, “გაგიბაზრა” ბლოგი რომ გაქვს? : (( როგორ არ მიყვარს ცანცარა ტიპები : ((
    კბილის ენაზე დაჭერა რომ არ იციან.

  11. am xalxs meti saqme ar aqvs?davijero taviant kompleqsebs ase faraven???

  12. lasha says:

    მეტი სადარდებელი არ გაგიჩნდეს და ჩათვალე რომ ბედნიერი ცხოვრება გქონია🙂 როდესაც მამაჩემმა ჩემი ერთ-ერთი პოსტი წაიითხა ორი დღე მაგინებდა, მაგრამ რა მექნა, ბოლოს მობეხრდა და გაჩუმდა🙂 მოგებული კი მე დავრჩი როდესაც გაიგო თუ რას ვფიქრობდი იმის ჩაძირულ თაობაზე🙂

  13. eg gamosavali araaa, eg kargi gamosavali araa da saertodac ratom gagelvebs ai erti cutit an camit mainc is rom vigacis qmris colis qmris zmakacma ragac tqva “:D

    sacyali is vinc ver xvdeba ra siamovnebaa sakutari azris tavisuflad dafiqsirreba da shen tu ver xvdeba ramdenad cin xar aset adamianze mashin girsi yofilxar im usiamovnebis da trgunvis rasac asetebi icveven shenshi😀

  14. martalia, araa saciro rom yvelam icodes rom shen xar am blogis avtori, imitom rom sakmaod piraduli ragaceebi giceria, magram, me chems azrs mainc yoveltvis da yvelagan gamovxatav da vikideb vin ras ipiqrebs.🙂

  15. გიო says:

    მე მომწონს შენი ბლოგი

  16. sleepwalker says:

    გეთანხმები იმაში, რომ საქართველოში გენდერის საკითხი ხშირად სალაპარაკო და სავალალო თემაა. მომეჩვენა, რომ პატარა, დაჩაგრული ბავშვი ხარ, რომელიც ბუზღუნებს. ამიტომ ასეთი სტილით წერა იმ ადამიანებში, რომელთა მიმართაცაა გამოთქმული ეს რეპლიკა, მხოლოდ სიცილს გამოიწვევს. ამიტომ გირჩევდი, რომ სხვა ჟანრსაც მიმართო. რაც შეეხება ქალისა და მამაკაცის გაუთავებელ ანტაგონიზმს, ეს ინტელექტის საქმეა. საზოგადოების უმრავლესობა დაბალი ინტელექტისაა. აუცილებლად უნდა ეცადო, რომ გამოასწორო, მაგრამ იმედია ისეთი ადამიანებიც არსებობენ შენს ირგვლივ, ვინც ასე არ აზროვნებს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s