ერთ პოზაში გაყინული ანგელოზები

”male gataveb kaci ver gataveb kaci ar agidgeba kaci ))) iqneba is iswavlot ro kacis… unda xandaxan adgoma da welshi gamartva )) ”- ეს ბლოგის ერთ-ერთი მკითხველის კომენტარია. და თქვენ წარმოიდინეთ,  ერთი მხრივ,  ვეთანხმები კიდეც.

მართალია,  გატენილია თბილისი ”ხამი”, სექსუალურად გაუნათლებელი, პრიმიტივი კაცებით, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ არც ჩვენ ვართ ”ანგელოზები”.

სექსი ,  ჩვენს ქალაქში რაღაც კონფლიქტივითაა სქესთა შორის. ჯერ ერთი,  ერთმანეთს აბრალებენ, რომ საერთოდ აქვთ, მეორე მეორე, ერთმანეთს აბრალებენ, რომ ცუდი სექსი აქვთ, მერე მესამე , კი აზრზე არ არიან როგორ უნდა ასიამოვნონ ერთმანეთს უკეთესად და არც ცდილობენ, რომ გაიგონ.

არა, ეს თბილისელი გოგოები მაინც რაღაც განსაკუთრებულები ვართ,- თითქმის არავის არ აქვს ორგაზმი და მაინც  დიდი მოწამეებივით, ხმას არ იღებენ და ატყუებენ პარტნიორს. ესეც გაუნათლებლობის ბრალია, – გონიათ, რომ თვითონ არიან დამნაშავეები, ჯანმრთელობასთან პრობლემები აქვთ და ასე შემდეგ, – არადა რეალურად შეიძლება მხოლოდ ის იყოს პრობლემა, რომ ამდენი თვის მანძილზე, მხოლოდ ერთ პოზაში აქვთ სექსი.

და ესეც ჩვენი ბრალია, – ჩვენ ვგრძნობთ თავს შეურაცხყოფილად რაღაც კონკრეტულ პოზებში. ჩვენ ვიძახით სხვა გოგოებზე, რომ ”იხმარეს” და შემდეგ ჩვენ თვითონვე განვიცდით თავს ”ნახმარად”. ეს კაცის ბრალი არ არის – ეს ჩვენი აღქმებია. აბა მიდი და იფიქრე, რომ ის კი არა, შენ ხმარობ მას,  უფრო აქტიურიც გახდები და სიამოვნებასაც მიიღებ და შენ წარმოიდგინე შეურაცხყოფილადაც არ იგრძნობ თავს ”ძაღლის პოზაში.”

მოკლედ ახლა გთავაზობთ, რამოდენიმე რჩევას ქალებს, იმისთვის, რომ გავხდეთ ”ცოტა” უკეთესები მაინც:

  • როცა კაცთან სექსისთვის ხარ, იყავი სექსისთვის და ნუ იფიქრებ ბევრს საქორწილო კაბაზე.
  • დაიმახსოვრე, რომ სექსი ჩვეულებრივი მოთხოვნილებაა, ამით არაფერი არ იწყება და არ მთავრდება. უბრალოდ სექსი გაქვს, ჯანსაღი სექსი, ჯანსაღი სიამოვნებისთვის.
  • ივარჯიშე, გახდი უფრო პლასტიური, დაიცავი დიეტა, დაიკელი წონაში, იყიდე ლამაზი საცვლები, – გახდი უფრო მიმზიდველი და სექსუალური, შესთავაზე სიახლეები.
  • გაიპარსე ფეხები! დიახ, ზამთარშიც კი!
  • ნუ გაითამაშებ ორგაზმს სისტემატიურად, მესმის, რომ გინდა თვითშეფასება აუმაღლო, მაგრამ ნუ გაინადგურებ საკუთარს. სექსი იმიტომ გაქვს, რომ სიამოვნება მიიღო და არა მხოლოდ იმისთვის, რომ მიანიჭო.
  • ნუ იხმარ ისეთ სიტყვებს, რომელიც შენს პასიურობას უსვამს ხაზს. (ხმარობს, მო**ნა, მისცა და ა.შ.)
  • მისიონერული პოზის გარდა სხვა პოზებიც არსებობს.. (ეს ისე ცნობისთვის…)
  • ნურასოდეს დაკავდები ორალური სექსით, თუ არ გინდა ეს, მაგრამ დამიჯერე,  არც ეს არის შეურაცყოფა  და ”თავის დამცირება”. იყავი სექსუალურად თავისუფალი და ინიციატივიანი.
  • უთხარი რა გსიამოვნებს და კითხე მასაც.
  • წაიკითხე უფრო მეტი და წააკითხე მასაც.
  • აგრძნობინე შენს კაცს, რომ გიყვარს სექსი, რომ შენთვის მნიშვნელოვანია ორგაზმი.
  • არ მისცე მის პენისს საშუალება დაემორჩილოს დედამიწის გრავიტაციას, დიმორჩილე შენ!
  • თუმცა სანამ ყველაფერ ამას დაიწყებდე, იპოვე 10 განსხვავება შენსა და გასაბერ ქალს შორის!
Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , , , , | 37 Comments

კაცი თუ ხარ..

რას ფიქრობთ გენდერულ თანასწორობაზე? ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ ქალი და კაცი ერთნაირი უფლებებით უნდა სარგებლობდეს საზოგადოებაში, ერთნაირი შანსი უნდა ქონდეთ სამსახური დაიწყონ, ერთნაირად უნდა ინაწილებდნენ საშინაო საქმეებს, ორივეს უნდა ქონდეს შანსი ხმა მისცეს არჩევნებში, არც ერთი არ უნდა იყოს ძალადობის მსხვერპლი და ა.შ.. და ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად შემოდის ჩვენს კულტურაშიც და ქალები და კაცები სულ უფრო მეტად თანასწორნი ხდებიან. და ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია.

თუმცა როგორ წყდება  თანასწორობის საკითხი რომანტიულ ურთიერთობებში? დარწმუნებული ხარ, რომ გინდა ყველაფერში თანასწორი  იყო შენს კაცთან ? მაგალითად, როცა რესტორანში ფულს იხდი, როცა ლიფტში ერთდროულად შედიხართ, როცა, შენს ოთახში ”პერესტანოვკას” აკეთებ?  პირადად მე, არანაირად არ მინდა კონოში ჩემი ფული მეთვითონ გადავიხადო, არც ის მინდა რომ მძიმე ნივთები ვათრიო და ხანდახან ისიც მსიამოვნებს, როცა ჩემს მაგივრად აგვარებს ჩემი ბიჭი ჩემსავე პრობლემებს. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ რაღაც გარკვეული ქალური და კაცური როლები მაინც არსებობს ყველა საზოგადოებაში და ეს არც თუ ისე უსიმოვნოა ორივე მხარისათვის.

კაცი თუ ხარ… ბევრჯერ გამიგია წინადადების ასეთი დასაწყისი განსაკუთრებით ტრადიციულ სუფრებზე.. კაცი თუ ხარ დიდი ყბა უნდა გქონდესთქო ერთ მეგობარს ვუთხარი რამდენიმე დღის წინ. სრულ იდიოტობად გეჩვენებათ არა? (ჩემი მეგობარის არ იყოს), შეიძლება, მაგრამ, არ მიყვარს ფემინური გარეგნობის კაცები, განუვითარებელი მხრებით პატარა ნაზი სახეებით და  ”კოტიტა” თითებით. რაღაც მგონია, რომ ვერასოდეს ვერ აღმაგზნებს  ასეთი კაცი.

გარდა გარეგნული და თავაზიანი ჯესტებისა, ხასიათშიც ხომ არის სოციალური განსხვავებები. გთავაზობთ არაკაცურ საქციელებს, რომლებიც მე და ჩემს დაქალებს ცხოვრებაში გადაგხვდენია:

  • კაცი თუ ხარ, როგორც მინიმუმ სფიქერფოუნით არ უნდა ელაპარაკებოდე თუნდაც ნაშას, იმის გამო, რომ სხვებმა გაიგონ რა ”მაგარი ტიპი” ხარ. (არც მაშინ, როცა გინდა შეყვარებულები ერთმანეთს დაშორდნენ)
  • ან გოგო რო გეუბნება შენთან სექსი არ მინდაო, მანამდე არ უნდა კოცნო ძალით სანამ არ მოუნდება.
  • კაცი რომ ხარ მივლინებაში წასულმა ( უფრო სწორად გაქცეულმა) არ უნდა დაურეკო გოგოს და არ უნდა უთხრა გშორდებიო
  • კაცი თუ ხარ, გოგოს არ უნდა მიწერო facebook-ზე,  მაგრად მინდიხარ და შესვენებაზე გამოდიო, როცა პროფილის სურათად შენი შვილი სურათი გიყენია.
  • კაცი თუ ხარ, არც ერთ ძმაკაცს არ უნდა მისცე იმის უფლება, რომ შენს გოგოს ”ეფარცქვალონ”, თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა არ გიყვარს ეს გოგო.
  • როცა იცი, რომ დალევისას, სერიოზული ერექციული პრობლემები გაქვს , კაცი თუ ხარ ან არ უნდა მიეკარო გოგოს, ან ვიაგრა უნდა დალიო და ან საერთოდ ალკოჰოლი ამოიღო შენი ცხოვრებიდან.
  • კაცი თუ ხარ არ უნდა დაულომბარდო გოგოს ”ცეპი” და მერე არ უნდა გადააგდო.
  • კაცი თუ ხარ…

(ეს ჩვენი გამოცდილებისგან.. ხოლო ქალებზე მოგვიანებით, შემდეგ შემდეგ პოსტებში იხილავთ..   ;))

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , , , | 44 Comments

დაქალები vs შეყვარებული

რამდენიმე დღის წინ თათიას ყოფილმა შეყვარებულმა ჩვენ, მისი დაქალები დაგვადანაშაულა იმაში, რომ ურთიერთობა აღარ აქვთ. ასეთი შემთხვევები არც თუ ისე იშვიათია ხოლმე ჩვენს ქალაქში – როცა ბიჭი ყოფილი შეყვარებულის მეგობრებს ადანაშაულებს.  ეს კი ძირითადად მაშინ ხდება, როცა პარტნიორს ზედმეტად სუსტები ვგონივართ, იმისთვის, რომ მასთან ურთიერთობა გავწყვიტოთ ან უბრალოდ არ უნდა ამის დაჯერება.

მეც აღმოვჩენილვარ მსგავს სიტუაციაში. როცა ჩემს დაქალებს ჩემი და ჩემი X-ის პრობლემებზე ვუყვებოდი. ყველა სხვადასხვა რამეს მირჩევდა: ნუცა მეუბნებოდა, რომ საერთოდ დავშორებოდი, ირინკა მთავაზობდა, რომ პაუზა ამეღო, სალომე  დალაპარაკებას მირჩევდა, ანა კი თვლიდა, რომ პრობლემა საერთოდ არ მქონდა და ძალით ვიქმნიდი. და საბოლოოდ იმდენი რჩევა მივიღე, რომ ყოველდღე სხვადასხვანაირად ვცდილობდი ჩვენი პრობლემების მოგვარებას, რამაც, რა თქმა უნდა,  საპირისპირო შედეგი გამოიღო.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ხშირად, ჩვენ, დაქალები ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ ჩვენს მეგობარს და  ამას მთელი გულით ვაკეთებთ. ვეუბნებით იმას, რაც, ჩვენი აზრით, საუკეთესო გამოსავალია. თუმცა, ხანდახან გვავიწყდება, რომ ეს ჩვენი აზრია მათ ურთიერთობაზე და არა ის, რაც რეალურად ხდება ამ ორ ადამიანს შორის. მაგრამ, ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ რჩევები აღარ მივცეთ ჩვენს მეგობრებს, ან არ მივიღოთ მათგან. უბრალოდ კარგად უნდა გავაანალიზოთ რა გვინდა ჩვენ თვითონ და მოვიქცეთ ისე, როგორც მხოლოდ ჩვენ მიგვაჩნია სწორად. როგორც დაქალებმა კი უნდა დავივიწყოთ პირადი სიმპატიები და ანტიპატიები და რეალურად დავეხმაროთ ჩვენს მეგობარს. საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ უბრალოდ დაველაპარაკებით ამის შესახებ, ვკითხავთ რას  გრძნობს და რას აპირებს, ისე, რომ თვითონვე მისცეს თავის თავს ჯანსაღი რჩევა.

რაც შეეხება თათიას,  მე მაინც მგონია, რომ ის ისე მოიქცა, როგორც თვითონ თვლიდა საჭიროდ… და საჭიროდ თვლიდა, რადგან უნდოდა დაემტკიცებინა, რომ მის გარეშე ცხოვრება მარტივად შეუძლია და თქვენ წარმოიდგინეთ შეძლო კიდეც.

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , | 9 Comments

მათთვის ვინც ”სწრაფად ათავებს”!

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე უკვე დავიღალე ამ თბილისელი კაცების ”მალე გათავებით”! ჯერ კიდევ დაწყებული არ არის სექსი, რომ უკვე ეაკულაცია აქვთ! თან ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხუთ წუთიანი სექსი შეუძლიათ და თავი საწოლში მაგარი ტიპი გონიათ! კარგით რა ბიჭებო, დროა მიხვდეთ, რომ ქალები ორგაზმს ძალიან ხშირად იტყუებიან!

მოკლედ, ამ თემამ საკმაოდ შემაწუხა უკვე პირად დონეზე და გადავწყიტე უფრო მეტი გამეგო სწრაფ ეაკულაციაზე. თურმე ეს პრობლემა მსოფლიოშიც ისეთივე გავრცელებულია, როგორც საქართველოში.  საშუალო მამაკაცი 5-10 წუთს ძლებს სექსის დროს და  71%-ს სურს გაიუმჯობესოს თავისი სექსუალური შესაძლებლობები. მე მოვიძიე რამოდენიმე რჩევა, იმისათვის, თუ როგორ გაიხანგრძლივონ კაცებმა აქტი და შესაბამისად, როგორ დაგვაკმაყოფილონ ქალები უკეთ.

  • პირველ რიგში, სექსოლოგები მამაკაცებს ურჩევენ, რომ მასტურბაციისას ფანტაზია მიმართონ ქალის ორგაზმზე და არა თავიანთზე. არ შეზღუდონ საკუთარი თავი აღგზნების თვალსაზრისით, მაგრამ შეინარჩუნონ მაქსიმალური  წერტილი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.
  • თუკი სექსის დროს ზედმეტად ხურდებით, შეჩერდით და დააჭირეთ თითი თქვენი პენისის თავს, – შარდსაწვეთს, ეს სისხლს უკუაქცევს პენისიდან და აქტსაც გაახანგრძლივებს.
  • სექსუალური აქტი შედგება ოთხი ფაზისაგან: აღგზნება, პლატო, ორგაზმი და  გარდაწყვეტა. თქვენ უნდა დააკვირდეთ თქვენს შეგრძნებებს თითოეულ ფაზაზე. წარმოიდგინეთ, რომ სექსის დროს თქვენი შეგრძნებები დარანგოთ სკალაზე, 1-დან 10-მდე და შეინარჩუნოთ თქვენი თავი 7-ის შესაბამის შეგრძნებაზე.
  • ეცადეთ, რომ მან გაათაოს პირველმა
  • წადით მეორე წრეზე. ცონბილია, რომ მეორეჯერ სექსის დროს აქტი უფრო ხანგრძლივია. რაც უფრო მეტს ივარჯიშებთ, მით უფრო მეტად გაგიხანგრძლივდებათ პირველი აქტიც.
  • ეცადეთ, რომ არ იმოძრაოთ ძალიან სწრაფად – ეს სახიფათოა თქვენი გამძლეობისთვის.
  • ნუ ფიქრობთ მხოლოდ საკუთარ ორგაზმზე!!!  რაც უფრო მეტად ფიქრობთ მასზე, მით უფრო მალე გაათავებთ. იფირეთ იმაზე რაც ხდება იმ მომენტში, მაგალითად ფოკუსირება გააკეთეთ მის თეძოებზე, რომელიც თქვენს მენჯებზეა შემოხვეული..
Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , , | 232 Comments

ესეც შენი ვალენტინობა..

დილით სახლიდან რომ გამოვედი ვიღაც გოგომ სასწრაფოდ მომაჩეჩა ხელში სარელკამო ბუკლეტი წარწერით: ” 40%-იანი ფასდაკლება, დელფოსში, მხოლოდ შეყვარებული წყვილებისათვის”. –  ფასდაკლებაც არ მეკუთვნის.. რა დისკრიმინაციაა..

მე მომწონს ეს დღე და არ მიყვარს, როცა” არ აღიარებენ” და ამბობენ, რომ ყველა დღე სიყვარულისაა. ამას, მგონი მხოლოდ ის ადამიანები აკეთებენ, რომლებსაც ფული არ აქვთ, რომ შეყვარებულს საჩუქარი აჩუქონ, ან უბრალოდ არ ყავთ შეყვარებული და დაბოღმილები არიან.

მეც ”დაბოღმილი” ვარ დღეს. დიახაც! რა უბედურებაა, ყოველ 14 თებერვალს შეიძლება ყველა ”პაკლონიკი” ერთდროულად გაქრეს და სახლში ვიჯდე? ყველანი სადღაც მიდიან, ნუცაც, თათიაც, ირინკაც.. მე კი ანას (ერთადერთ უშეყვარებულო დაქალს) უნდა ჩავკიდო ხელი და რომელიმე ბარში (თუ რა თქმა უნდა ადგილი იქნება) რედბულ-არაყში  ”ჩავიხშო დარდი”! ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ ხომ იცით, ყველა ხუმრობაშია სიმართლის მარცვალი.

არადა, მომწონს მარტოობა, თავისუფალი ვარ. მხოლოდ ჩემს თავზე დამოკიდებული და კარგადაც ვერთობი ხშირად.. თუმცა სიყვარულის დღეს  მხოლოდ საკუთარი ჩრდილი რომ მიმაცილებს სახლამდე, მხოლოდ მაშინ მიჩნდება, რაღაც მარტოობის,  ოდნავ სევდიანი, ”რაღაცნაირი” განცდა..

მაგრამ, არაუშავს, დღეს კიდევ ერთხელ,  მე თვითონ ვაჩუქე ჩემს თავს საჩუქარი, მერე ანასთან ერთად სადმე საყვარელ ადგილას წავალ და ბევრს დავცინებ ფუმფულა დათვებით და წითელი ვარდებით მოსიარულე ”ბანნძ წყვილებს”. ესეც შენი ვალენტინობა.. ველოდები საღამოს!

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , , | 8 Comments

როცა ერთ მშვენიერ საღამოს უბრალოდ სექსი მოგინდება..

სხვაგან როგორ ხდება არ ვიცი, მაგრამ, თბილისი ნამდვილად ის ქალაქია, რომელშიც მარტოხელა გოგოს, ერთ მშვენიერ საღამოს უბრალოდ სექსი რომ გინდოდეს, ამას თავისუფლად ვერ მოახერხებ – სულ რაღაც ორი ვარიანტი გაქვს:

1. დაურეკო ყოფილ პარტნიორს (თუმცა, საკითხავია გინდა კი ისევ მასთან?..)

2. პირველივე შემხვედრთან დაკავდე ერთი ღამის სექსით. ( ამ შემთვევაში, კი არანაირი გარანტია არ გაქვს, რომ შენი “რჩეული” გამოდგება ამ განსაკუთრებული საღმოსთვის. )

ჩვენს კულტურაში, ერთჯერადი სექსი არც თუ ისე ხშირი და „ჩვეულებრივი“ ფენომენია. უფრო ზუსტად კი, მგონი გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. აბსოლუტურად შესაძლებელია, ეს სპონტანური, ცხოვრების გახალისებისათვის ჩადენილი სიგიჟე ნამდვილ კოშმარად გექცეს.

ერთმა ჩემმა მეგობარმა ჩათვალა, რომ პირველივე შემხვედრთან სექსი დაუვიწყარი და ყველაზე სასიამოვნო იქნებოდა, – სიამოვნების რა გითხრათ, მაგრამ დაუვიწყარი კი ნამდვილად აღმოჩნდა ის „საბედისწერო“ ღამე. ერთმა უცნობმა ლიკუნას შუა პროცესში უთხრა, რომ ცოლი ყავდა, მეორეს, კი რომელთანაც იმავე საღამოს გამოსწორებას ცდილობდა, უბრალოდ არ „აუდგა“.

არ ვიცი ეს ლიკუნას ბედს დავაბრალო, განუვითარებელ სექს-კულტურას, თუ „საყოველთაო“ ერექციულ დისფუნქციას, მაგრამ ფაქტია, რომ ერთი ღამის სექსი უცნობთან, შეიძლება სულაც არ იყოს ისეთი მიმზიდველი, როგორც ჰოლივუდურ ფილმებშია. მეორე მხრივ კი, ადამიანმა ყველაფერი უნდა სცადოსო ნათქვამია… (ნუ თუ ყველაფერი არა, რაღაც-რაღაცეები მაინც ) და კიდევ ისიც თქვეს, ვინც არ რისკავს, არც შამპანიურს სვამსო.. და ბოლოს და ბოლოს ამ “თეთრ რაშზე ამხედრებული” იდეალის ძიებაში როდემდე უნდა შეიკავოს ადამიანმა თავი?

თუმცა ჩემი რჩევა იქნება ყოველთვის გამოიყენეთ პრეზერვატივი. ფრთხილად! შამპანიურის ნაცვლად ბევრი წამლების დალევა არ მოგიწიოთ!

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , , | 15 Comments

მე ♥ ჩემი სამსახური

ჩემმა “ძვირფასმა” ბიჭმა ასე აქტურად რომ ველოდებოდი, არ დამირეკა. ის კი არა, facebook-ზეც კი უპასუხოდ დამტოვა. ეს რომ ერთი წლის წინ მომხდარიყო, ალბათ ჩემს თავს დავადანაშაულებდი და ძალიან, ძალიან ცუდად ვიქნებოდი.. ახლა კი, ჩემდა გასაკვირად მხოლოდ ერთ კონკრეტულ მომენტში „დავიგრუზე“ (როცა facebook-ის ჩათში “დამაიგნორა”), შემდეგი დღეების განმავლობაში კი არც გამხსენებია. ან კი როგორ გამახსენდებოდა, როცა სამსახრში ყველფერი თავზე მაყრია!

დღეს ჩემს საქმიანობაზე ვფიქრობდი და მივხვდი, რა მნიშვნლეოვანია ადამიანისთვის კარგი სამსახური და როგორ გვეხმარება ის ცხოვრებაში. არა მარტო მატერიალური თვალსაზრისით, – საკუთარი თავის რეალიზაციასაც ახდენ, მუდმივად დაკავებული ხარ და სულაც არ გრჩება იმის დრო, რომ რაღაც სისულელეზე ინერვიულო.

გთავაზობთ, რამოდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა გვქონდეს ყველა გოგოს სამსახური აუცილებლად!!!

• როცა მუშაობ, უფრო მეტად თავდაჯერებული და დამოუკიდებელი ხარ!
• აღარ გიწევს, ეხვეწო მშობლებს 20 ლარი, რომ კინოში წახვიდე!
• მარტოც ფანტასტიურად ერთობი შენს დაქალებთან ერთად და არავინ გჭირდება იმისათვის, რომ დაგპატიჟოს!
• არ ფიქრობ მხოლოდ შენს „შეყვარებულზე“ : არ უყურებ საათობით ტელეფონს და გამწარებული არ ელოდები როდის დარეკავს!
• უფრო მეტი შესაძლებლობა გაქვს, რომ შენს თავს მოუარო და უფრო მომხიბვლელი გახდე!
• არასოდეს არ რჩები იქ სადაც არ გინდა, რომ დარჩე, მხოლოდ იმიტომ, რომ ტაქსის ფული არ გაქვს!
• შეგიძლია მოყვე შენი სამსახურის შესახებ და ამით საინტერესო და საქმიანი ადამიანის იმიჯი შეიქმნა საზოგადოებაში!
• ადექვატურად იყენებ დიპლომს! (და არა მხოლოდ იმისთვის, რომ სარფიანად გათხოვდე)
• უფროსის მიერ შექება პირდაპირპროპორციულია შენს თვითშეფასებასთან!
• ცხოვრება უფრო აქტიური და ხალისიანია. შენ კი – უფრო ლამაზი და თავდაჯერებული!

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , | 13 Comments

თუ დარეკავს..

როცა შეცდომას ვუშვებთ ბიჭთან ურთიერთობაში, გამოსწორებისას ხშირად ბევრად უფრო მეტად ვცდებით, ვიდრე პირველად  და ყველაზე  ცუდი ის არის ხოლმე, რომ შესაძლოა შემდეგ მთელი ურთიერთობა განსაზღვროს ამ ერთმა შეცდომამ და მისი გამოსწორების გაუთავებელმა მცდელობებმა.

მოკლედ, ერთ ბიჭს ვხვდები,  (ან არ ვიცი, შეიძლება ვხვდებოდი) – რამოდენიმე კვირის წინ რომ გეკითხათ, როგორ ბიჭთან დავიჭერდი ურთიერთობას, ფაქტიურად მას აღვწერდი. მოკლედ, ჩემს როგორც იქნა ისეთი ადამიანი გამოჩნდა, რომელიც ზუსტად ის არის რაც მინდოდა და მე იმის მაგივრად, რომ კარგად მეგრძნო თავი მასთან, დავიბენი..

ძველი პოსტებიდან ალბათ მიხვდით, რომ არც თუ ისე წარმატებული ურთიერთობები მქონია ბიჭებთან, – რამდენჯერაც შემიყვარდა, იმდენჯერ ვიგრძენი თავი ძალიან ცუდად. ბოლო ურთიერთობამ გაუცნობიერებლად თითქოს რაღაც „იმუნიტეტი“ გამომიმუშავა. ყველა ბიჭი ფეხებზე დავიკიდე და არავისთან არ მქონდა სტაბილური „შეყვარებულური“ ურთიერთობა– ყოველ დღე მესიჯობებით და ნახვებით. იმდენად მივეჩვიე შაბათობით სხვადასხვა ადამიანების გაცნობას და მხოლოდ ფლირტს, რომ ბოლოს ვერც კი წარმომედგინა როგორ უნდა დამეწყო სრულფასოვანი,  ჯანსაღი ურთიერთობა.

მოკლედ, მარტო ბევრად კომფორტულად და მშვიდად ვგრძნობდი თავს, იმიტომ, რომ პერსპექტივაშიც არ ქონდა ვინმეს, რომ მასზე ემოციურად დამოკიდებული გავხდებოდი. ახლა კი, რატომღაც ურთიერთობის დასაწყისშივე გადავწყვიტე, რომ აუცილებლად ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა და ორი დღის წინ ვთხოვე არასოდეს დაერეკა ჩემთვის. და თქვენ წარმოიდგინეთ, მართლა ასე მერჩივნა იმ მომენტში. და მანაც აღარ დარეკა.. უკვე მეორე დღეა. რამდენიმე წუთის წინ „facebook”-ზე მივწერე, და არაფერი მომწერა ( ალბათ წარმოგიდგენიათ, როგორ ვგრძნობ თავს ახლა).

ხანდახან, გამოცდილებამ, რომელიც ცხოვრებაში გვეხმარება ხოლმე, შესაძლოა პირიქით, უკან დაგვხიოს და უფრო მშიშრები გაგვხადოს. ადრე ბევრად უფრო თამამი ვიყავი და ყოველთვის დღევანდელი დღით ვცხოვრობდი, არასოდეს მიფიქრია რა იქნებოდა ხვალ:  დავშორდებოდი, შევიყვარებდი,ცოლად გავყვებოდი,  მე გავხდებოდი მასზე დამოკიდებული თუ ის.  ახლა კი,   ძალიან ბევრს ვფიქრობ, წინასწარ რაღაც დაშვებებს ვაკეთებ, და ეს სულაც არ არის მემგონი კარგი. აშკარად დროა,  ჩემს წარსულ აჩრდილებს თავი დავანებო და როგორც ადრე, სრულიად ახალ ურთიერთობას, სრულიად ახალ ადამიანთან ვიწყებდი, ასევე მოვიქცე ახლაც…   რა თქმა უნდა, თუ დარეკავს…

Posted in Uncategorized | Tagged , , | 7 Comments

ადგილი სიყვარულისთვის

ჩემი დაქალი ირინკა ერთი,  საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დგას, თეორიულად მას და მის შეყვარებულს სექსი აქვთ, თუმცა  პრაქტიკულად ამის განხორციელებას ვერსად ვერ ახერხებენ.. მანქანა არც ერთს არ ყავს და სახლშიც მარტო არასოდეს რჩებიან, ექსტრემალური სექსი კი მის ფლეგმატიკ შეყვარებულს არც თუ ისე ხშირად იზიდავს. ერთი შეხედვით თითქოს მარტივი პრობლემაა, მაგრამ ირინკასთვის ეს უკვე აღარ არის სახუმარო თემა.

მართლაც, რა უნდა ქნას წყვილმა, თუ ისინი არ ცხოვრობენ მარტო და არც მანქანა ყავთ? ბუჩქებში და სადარბაზოებში ხომ არ დაკავდებიან ამ საქმით? ჩვენი თბილისური წყვილები, როგორც ჩანს, რეალურად დგებიან ამ პრობლემის წინაშე. მე გადავწყვიტე გამოსავალი მომეძებნა და საერთოდ გამერკვია სად აქვთ ახალგაზრდებს სექსი. ამისათვის პატარა გამოკითხვა ჩავატარე მეგობრებში, რამაც მიმახვედრა, რომ ადგილის არქონა საკმაოდ ბევრ პრობლემებს ქმნის. ყველაზე პოპულარული ადგილი სექსისთვის კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია აღმოჩნდა, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია მანქანა. შემდეგ ადგილზე აგარაკი გავიდა თბილისის სიახლოვეს. ზოგი თურმე ოთახში იკეტება, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრები სახლში არიან, (ეს მაინც რაღაც დისკომფორტია, ჩემი აზრით.) ზოგი კი საერთოდ უარს ამბობს სისტემატიური სექსუალური პარტნიორის ყოლაზე ამ მიზეზის გამო.

ამ ჩემი პატარა გამოკითხვისას ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი მაინც ნუცამ შემომთავაზა– სასტუმრო. თუმცა აქაც არის ერთი დაბრკოლება: ნუცა ყოველთვის საუკეთესო სასტუმროში მიყვება თავის საქმროს, ირინკას და მის შეყვარებულს კი ამდენი ფული არ აქვთ. არის კი თბილისში ნორმალური, სუფთა და კომფორტული სასტუმრო ახალგაზრდა წყვილებისთვის ხელმისაწვდომ ფასად???

იაპონიაში, მაგალითად, არსებობს ე. წ. „love hotels”, რომელიც განკუთვნილია სპეციალურად წყვილებისთვის და იქ შესვლა არც თუ ისე ძვირია, თანაც სისუფთავესა და კომფორტის გარდა, თქვენ განსაკუთრებული რომანტიულ გარემოსაც შემოგთავაზებენ. აუცილებლად ეწვიეთ ამდაგვარ სასტუმროს, თუკი ოდესმე თქვენს პარტნიორთან ერთად იაპონიაში აღმოჩნდებით.

თუმცა, სანამ იაპონიში წავიდოდეთ, მოდით ისევ თბილისს დავუბრუნდეთ და  გავარკვიოთ რას გვთავაზობს ჩვენი ქალაქი. მართალია, ჩვენთან უშუალოდ სიყვარულისთვის განკუთვნილი სასტუმროები არ არსებობს, ვარდის ფურცლებით და რომანტიკული განათებებით, თუცა აქაც იპოვით კომფორტს იაფად, თუნდაც სახლ–სასტუმროებში, რომლებიც დღიურად ქირავდება.

არ ვიცი, რამდენად დაგეხმარებათ ამგვარი ოთახის მოძებნა, რამდენდ შეძლებთ, რომ ყოველდღიურად იაროთ იქ, მაგრამ სულ არაფერს ხომ ჯობია კვირაში ერთხელ მაინც გქონდეთ სექსი საყვარელ ადამიანთან?? ზოგჯერ მანქანასაც გამოართმევს ძმაკაცს,  თქვენი მშობლებიც ოდესმე წავლენ სადმე და ზოგჯერ ექსტრემალური სექსიც არ არის ცუდი. ასე კი ბევრად უფრო მეტი გამოვა,  ვიდრე კვირაში ერთხელ. მოკლედ,  ნუ იტყვით უარს ურთიერთობაზე და ნუ გათხოვდებით მხოლოდ იმის გამო რომ ყოველ საღამოს ერთად იწვეთ საწოლში. სცადეთ ყველა საშუალება და იპოვოთ ადგილი თქვენი სიყვარულისთვის!!

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , , , , , | 10 Comments

ფროიდი, უცნობი და ერთი ღერი სიგარეტი

რამდენიმე წლის წინ, წიგნების მაღაზიაში:

–        ფროიდი ქათულად გააქვთ?

–        ფროიდის რა გინდათ? – გვერდიდან ხმა

–        რაღაცა და (ტკაცუნი თითებით).. ტაბუ..

–        ააა.. ტოტემი და ტაბუ? ქართულად.. ფუუ რა სისულელეა.. – მიპასუხა მან და ნუცა მიხვდა, რომ მთელი მომავალი ცხოვრების განმავლობაში მე მას ვერასოდეს დავივიწყებდი. სიმპატიური იყო და თან „ფუ რა სისულელეაო“ რაღაც განსაკუთრებული თავდაჯერებულობით წარმოთქვა.

რა თქმა უნდა, წლები გავიდა და ‘ტოტემი და ტაბუ“ წავიკითხე (რუსულად)  ეს ადამიანი კი არასოდეს აღარ მინახავს, არც სახეზე მახსოვს როგორია და მართალი რომ გითხრათ, ვერც კი ვხვდები რატომ მომეწონა მაშინ.

ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევით, რომ გუშინ მსგავსი ისტორია კიდევ ერთხელ შემემთხვა,  სრულიად უცნობი ადამიანი მომეწონა და „ფუ რა სისულელეასგან“ განსხვავებით მისგანაც ვიგრძენი სიმპატიები. მაგრამ სამწუხაროდ არც სახელი ვიცი, არც გვარი, არც სამსახური, და არც ის, თუ კიდევ რამდენი საათის განმავლობაში გაძლებს ჩემს მეხსიერებაში მისი გარეგნობა .

მოკლედ, ყველაფერი ასე მოხდა: სამსახურიდან რაღაც საქმეზე ვიყავი წასული ერთ–ერთ დაწესებულებაში, ამ დროს, დერეფანში ორი სასიამოვნო გარეგნობის ყმაწვილი იცდიდა კონსულტაციისთვის. (ერთი განსაკუთრებით სიმპატიური). გამომელაპარაკნენ, უამრავი კითხვა დამისვეს, ისე რომ ვერც კი მოვასწარი სახელი გამეგო.  მან პროფესია მკითხა:

–მის ფროიდ, – გამიღიმა ჩემმა უცნობმა თანამოსაუბრემ. შემდეგ სიგარეტი მოვწიეთ. ( თუ ბიჭი ხართ და ოდესმე სიგარეტის მოწევა შემოგთავაზეთ, ესეიგი მომწონხართ.)  ამ დროს შიგნიდან დაუძახეს,–  მერე აუცილებლად მოვწიოთ ერთადო.

მე ჩემი საქმე მოვაგვარე.. და წამოვედი..  ის კი შენობაში დარჩა. ალბათ ვეღარასოდეს შევხვდებით ერთმანეთს. მაგრამ რა უნდა მექნა, დერეფანში ხომ არ დავუცდიდი სანამ გამოვიდოდა.

მოკლედ, წამოვედი და მივხვდი რომ ამ სასიამოვნო, განსაკუთრებული იუმორის მქონე „ენჯეოშნიკს“ ვეღარასოდეს ვნახავდი. თუ რა თქმა უნდა ისე ძალიან არ მოვეწონე, რომ facebook-ში ვისაც კი ჩემნაირი სახელი ქვია ყველა არ ნახოს, მიპოვოს და დამიმატოს. (რაც პირნციპში შეუძლებელია). მეორე ვარიანტი კი ის არის, რომ მისი პროექტი დაფინანსდება და საიტზე დაიდება, მე ყველა ახალდაფინანსებულ პროექტს შევამოწმებ და საბოლოოდ ვიპოვი. (თუმცა ესეც შეუძლებელია სავარაუდოდ).

და მაინც, რატომ ხდება თბილისში ისე, რომ მაინცდამაინც, მეგობართან სახლში, დაბადებისდღეზე ან საერთო ნაცნობების სხვა წრეში უნდა გაიცნო ბიჭი. ან რატომ ითვლება ნომერის მიცემა და გამორთმევა „რაღაცად“. ან რატომ ვარ ესეთი სულელი, რომ სახელის კითხვა დამავიწდა, ან დავლოდებოდი.  ან სულაც, თვითონ ეკითხა რამე ისეთი, რომ შემდეგ მარტივად მოვეძებნე.  მოკლედ, რაღა აზრი აქვს ამაზე ფიქრს, თუმცა დასანანია, მე ხომ მოერეჯერ დავკარგე ჩემი ფროიდი. (საინტერესოა, რა კომენტარს გააკეთებდა ამაზე ნამდვილი ფროიდი ცოცხალი რომ ყოფილიყო?)

Posted in Uncategorized | Tagged , , , | 14 Comments