ცოლად არასდროს მოგიყვან!

გუშინ მე და ანა, მის ახალ კაცზე ვსაუბრობდით, უფრო სწორად ახალზე კი არა, პოტენციურ პარტნიორზე. მოკლედ, რა ხდება. ერთმანეთი მეგობართან გაიცნეს, შემდეგ დიდი ხანი საუბრობდნენ facebook-ზე და ბოლოს შეხვდნენ. შეხვედრისას ხანმოკლე საუბარი ქონდათ მომავალ ურთიერთობაზე და საქმიანი წინადადებასავით წარუდგინეს ერთმანეთს თავიანთი შეთავაზების პირობები. ერთი წინადადებით, რომ გამოვხატო, – ბიჭი ამბობს, რომ მოსწონს, მასთან სექსი უნდა, მაგრამ არ უყვარს და ცოლად მოყვანას არ აპირებს. არც ანას უნდა გათხოვება, არც მას უყვარს და სექსიც ძალიან უნდა, თუმცა სანამ მეორედ ნახავდა, მაინც გადაწყვიტა გვემსჯელა ამ თემაზე.

პირველი საკითხი რაზეც ვისაუბრეთ იმაში მდგომარეობს, თუ რამდენად ღირს ურთიერთობა კაცთან, რომელიც სულ ორჯერ გყავს ნანახი და რომელიც მხოლოდ სექსს გთავაზობს. თუ მაინცდამაინც რაიმე განსაკუთრებული ნაკლი არ გაქვთ, ასობით ბიჭთან შეგიძლიათ გქონდეთ მსგავსი ურთიერთობა.

მეორე კითხვა რომელიც ჩნდება ისაა, თუ რატომ გვაფრთხილებს კაცი (და სხვათა შორის არაერთი იქცევა ასე) წინასწარ, რომ მას არ შეუყვარდები და ცოლად არ მოგიყვანს. შენ ხომ ერთხელაც არ გიგრძნობინებია მისთვის, რომ გათხოვება გინდა, ან კი რატომ უნდა გინდოდეს შენ ხომ მეორეჯერ ნახე ის. რაღაც წინასწარი დაბლოკვასავით არის. ეს ურთიერთობის განმავლობაშიც გრძელდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში. რაღაც პერიოდული გრაფიკივით აქვთ ეს შეხსენებები.

ადრე ერთ ბიჭთან მქონდა ურთიერთობა, რომელიც გარკვეული ინტერვალებით მახსენებდა ხოლმე, რომ ცოლად არ მომიყვანდა. ხანდახან მეკითხებოდა კიდეც ხომ არ შეგიყვარდიო. მე კი ისეთი განცდა მქონდა, თითქოს უფლება არ მქონდა შემყვარებოდა. ბოლოს, რა თქმა უნდა, ყელში ამომივიდა ყველაფერი და ურთიერთობაც ამას შეეწირა. ვერ ვხვდები, რატომ იქცევიან ასე, ალბათ ჩვენი ბრალია, დამოკიდებული ვხდებით მათზე და ტვინს ვუბურღავთ?  თითქოს ეშინიათ, ვინმე არ ”შეეტენოთ”, თავისუფლება არ დააკარგინოთ და პასუხისმგებლობა დააკისროთ. მაგრამ, როდესაც, არანაირ მარწუხებში არ აქცევ და თავისუფლები ხართ ორივე, ხომ შეიძლება არ ისაუბრონ ამ ყველაფერზე და უბრალოდ შეირგონ დღევანდელი დღე? რაღაც შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს როცა კაცი მეუბნება ჩვენ ერთ დღეს აუცილებლად დავშორდებითო.

ცოლი, ქმარი, ურთიერთობა, სექსი,

და მესამე საკითხიც რაზეც მე და ანამ ვიმსჯელეთ ეს იყო. რას ნიშნავს არასოდეს მოგიყვან ცოლად და აუცილებლად დავშორდებით? იმას, რომ პასუხისმგებლობის აღებას გაურბიან, თუ ეშინიათ, რომ იმედები არ გაგიჩნდეს და არ ”შეეტენო”? ცოლის მოყვანა არ უნდათ საერთოდ, თუ კონკრეტულად ჩვენი? ჩემმა X-მა, მაგალითად, დაშორებიდან სულ რაღაც 6 თვეში საცოლე გაიჩინა.. და რა უნდა ვიფიქრო მე? რომ, ცოლის მოყვანა კი არა, ჩემი მოყვანა არ უნდოდა? ანუ მე მაქვს რაღაც ნაკლი, რაღაც რაც მის კრიტერიუმებში არ ჯდება..

და შემდეგ, ამ ფიქრებში მიდიხარ ძალიან შორს, განიხილავ ათას დეტალს, რომელიც შეიძლება მის თვალში ნაკლი იყო. მატერიალური მდგომარეობა? არა შეუძლებელია.. ამას, როცა უყვართ არ აქცევენ ყურადღებას.. ლამაზი არ ვარ? არა ვარ, ნამდვილად ვარ. იქნებ მის დებილ მეგობრებთან რომ ვერ შევედი კონტაქტში ის იყო ამის მიზეზი? და კიდევ უამრავი კითხვა გიჩნდება და მაინც ვერანაირად ვერ პასუხობ მთავარს – რატომ არა მე?

და იცით, ერთხელ  მე ეს კითხვა დავუსვი მას და მიპასუხა, არ ვიციო… მაშინ ვფიქრობდი, რომ სიყვარული მართლაც რაღაც ისეთია, რომ ”გულს ვერ უბრძანებ” და ცოტა დავიმშვიდე ამით თავი. თუმცა შემდეგ იცით რას მივხვდი? რომ კაცი რომელიც ურთიერთობის დაწყებიდან იმას გიჩიჩინებს, რომ ცოლად არ მოგიყვანოო,  შეუძლებელია, არ იცოდეს რატომ არ მოგიყვანს. ის ხომ თავიდანვე უკრძალავს თავის თავს რომ შეგიყვაროს.

რაღაც ისე გამომდის თითქოს ძალიან მინდოდა მასზე გათხოვება. მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ მე ამაზე არ ვფიქრობდი. მე უბრალოდ მიყვარდა. ის კი მაიძულებდა გამჩენოდა ეს კითხვები და რაც, მგონი ლოგიკურიც იყო ჩემი მხრიდან. როგორ შეიძლება ადამაინთან ერთად იცხოვრო, გაიღვიძო და დაიძინო, საჭმელი გაუკეთო და მისი გაკეთებული ჭამო, მოუყვე და მოგიყვეს, ჩაეხუტო და სექსი გქონდეს და არ გიყვარდეს? ანუ გამოდის, რომ ეს ყველაფერი სიყალბეა და მხოლოდ სექსუალურ მოთხოვნილებას იკმაყოფილებთ? ვიცი, რომ ყველა ურთიერთობა უნიკალურია და ასე არ უნდა დავყო, მაგრამ მაინც მრჩება  პასუხგაუცემელი კითხვები საკუთარ თავთან.

რაც, შეეხება, ანას, სწორედ ეს ვუთხარი მასაც. ასეთ ურთიერთობებში, რაღაც  საფრთხეები არსებობს. თუ მას არ უნდა რომ შეიყვარო და უბრალოდ გთავაზობს, რომ გაერთოთ, ხარ, კი შენ მზად, რომ  მხოლოდ და მხოლოდ  სექსი გქონდეს და არასოდეს მოგინდეს, რომ მის მეგობრებთან შეყვარებული დაგიძახოს? (და ნურცერთი გოგო ნუ მეტყვით იმას, რომ სტატუსი არ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი).

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

43 Responses to ცოლად არასდროს მოგიყვან!

  1. ninexa ამბობს:

    gavgijdiiiiiiiiii dzalian magariaaaaa :)))) zustad ise msjelob rogorc me vfikrob. dzlaian gamixarda erti sagad moazrovne adamiani rom gamochnda :)))))

    • otad ამბობს:

      da gexvewebi sagadmoazrovneba sa dainaxe ? me magalitad piriqit gamichnda survili metqva da amexsna is tu ra arasworad piqroben da iqcevbian albat… nu am konkretul sityvaciashi mainc

      • me_yviteli ამბობს:

        idealurad gadmocemulia yvelaferi.shegizliamitxra otad ra ar mogeconaa?asea zustad.gamocdilic maqvs.mshioshara kacebi izgveven xolme ase tavs. mshoshrebi da arafris maqnisebi.samcuxarod yvela mamakaci esea.

  2. ninexa ამბობს:

    zustad ise msjelob rogorc me vfikrob. dzlaian gamixarda erti sagad moazrovne adamiani rom gamochnda :)))))

  3. gigitustra ამბობს:

    hm… mokled bichebshi dasamali agarefri agar datove shen ukve 🙂

  4. otad ამბობს:

    1. chemi kaci an chemi qali es gamotqma mezizgebaaaaaaa !!!
    2. mar mevaseba iseti tipajis gogoebi romelebic pirvelive gacnobisas loginshi ugordebian mamakcs…

    nu rac shexeba mizezs tu ratom xdeba eg pasuxi ubralod martivia…

    me gogo pirveli gacnobistanave loginshi chaviwvino ragac yvelapers azri ekargeba…titqos mas ar edzebdi ar mogwons misi eseti saqcieli tundac imito ro 100 jer mainc gqonia egeti urtiertoba sxva qalebtan romlebtanac mizani mxolod sexsy iyo

    da winsawar gaprtxilebas me mivawerdi imas rom is ubralod zedmet pasuxismgeblobas ixsnis tavidan da ro dadgeba dashorebis dge tavis tavtan martali iyos… me xom yvelaperi utxari tavidanve…

    P.S mec bevri mipiqria colis moyvanaze magram jer asad mechqareba da minda vnaxo isti romelic jer ar minaxavs…(silamaze magrad pox) tavisi gansakutrebuli xasiatidan gamomdinare da ara tipiuri chveulebrivi qali…

  5. vekoo ამბობს:

    ხოოო, ბიჭს შეიძლება ძალიანაც სიამოვნებდეს შენთან ურთიერთობა, შეგეჩვიოს, ცოტაც შეუყვარდე, შენზე ეჭვიანობაც დაიწყოს, მაგრამ ცოლად მოყვანა მაინც არ უნდოდეს და ამის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ გულის სიღრმეში კეთილ ბოზად გთვლის, სათნო ბოზად.
    ნუ, პრიკოლი ტერმინია, მაგრამ ასეა.

    • otad ამბობს:

      nu ra gasakviria tu pirvelive shexvedrisas loginshi chauwvebi rom egre ipiqros?
      nu bozi sityva ar mevaseba dzaan cudad asocirdeba chemshi magram…

      • faifuris angelozi ამბობს:

        tu qals tavidanve seqsis gamo shexedav ra mnishvneloba aqvs egreve chagiwveba tu ramodenime xnis mere? maincdamainc strategiebi unda gadaatamashos rom ar ifiqro au egreve rogor damiwvao?)))) adgebi a sxvastan waxval raga imas exvewo xo?
        tan rogorc chans arcert shemtxvevashi asets ar moiyvan colad,mashin ra gamodis?

      • otad ამბობს:

        davijero egre gaugebrad davwere rame ?oO
        ra shuahsia stradegia ra shuashia sexy ? gogos roca icnob da tqven shoris dgeba saubari mere iwyebs ukve tu ra ginda misgan…

  6. ეფემია ამბობს:

    gushin ertma bichma saintereso ram mitxra, megobrebi “chmor” mapatiet chum, wynar da satno gogoebze vlaparakobdit yvelaferze rom tavs xrian, da sixarulit tkva rom ai aseti gogo minda moviyvano colado, kmris MONA-MORCHILI rom iknebao, da e.w. “satno bozi” sheyvarebuli /sayvareli/megobari gogona mindao,
    da mere mivxvdi ai ratom ara chven da ratom “chmorika” gogonebi:)) satno bozi verasodes ikneba kmris verc mona da verc morchili 🙂

    • otad ამბობს:

      kqi exla :))) erti adamianit nu imsjeleb :))) eg azrovena chabarda an nel nela mainc bardeba warsuls :))

      da rogor mainteresebs shen ra upasuxe mere shens megobars ? ar kitxe rato maindamainc egeti gogoebitqo ?

      va es >satno< bozi memgoni popularobas ipovebs

      • dreamar ამბობს:

        მსგავსი სურვილისთვის ბიჭების ხმრიდან მეც ხშირად მომიკრავს ყური: ცოლად რომ “სათნო” და “დამჯერი” გოგო უნდათ სტაბილური ურთიერთობებისთვის და საყვარლად კიდევ ბოზი, მრავალფეროვანი და საინტერესო ურთეირთობებისთვის :დ

      • otad ამბობს:

        vis ar unda mis gverdit jamteli adamiani iyos ??:)))
        kai ra ra bozi ris bozi :)))))))))) mecineba ukve ra

  7. faifuris angelozi ამბობს:

    minda gitxra rom kacs romelic gafrtxilebs colad ar mogiyvan an dro gayavs shentan an saertod ar mowonxar da mxoloddamxolod seqsi unda shentan da isic albat imitom rom sxva qali ver naxa…me ase mimachnia.
    kaci rom viyo iset qals ar gavixdi mudmiv seqsualur partniorad romelis mimartac odnav mainc ar meqneba ragac samomavlod gegmashi.(ertjeradebs ar vgulisxmob)

  8. Nat Noideaz ამბობს:

    კომენტარების წაკითხვის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ ეს მხოლოდ ქართული პრობლემაა.

  9. memiyvarsxelovenba ამბობს:

    apkiani diskusiebi kai iyo =]]]]]] ise me ar vipiqrebdi aset adamianze seriozulad romelic cinascar maprtxilebs. magram garkveul situaciashi sheidzleba dagchirdes iseti bihci romelsac ertjeradi sexi unda da meti araperi

  10. BeK Bag ამბობს:

    au dzaan koshmariaaa Sicilit gavigude … 😀

  11. BeK Bag ამბობს:

    Ubralod Ketili Pumpula Piso gonixar.. 3 jeradi gamoyenebistvis ra tqma unda eseti tu arsebobs rame ? 😀

  12. ეფემია ამბობს:

    me vupasuxe eg sheni monazoni chmorika gogo dzaan male mogbezrdeba da xshirad ughalatebtko da coli masihn unda moiyvano roca ghalatis survili gagikrebatko:)

    p.s. gamokitxva chavatare bichebshi :” colad ar mogiyvan arasodres” ritia gamowveulitko da dzalian bundovani pasuxebi mivighe, po tipu : “ar vici, “ai ro shexedav gogos xvdebi colad gamogadgeba tu nashad” da sxva kidev msgavsebi : ) mokled bichembma tviton ar ician rato ar mivida is gogo gultan axlos da ratom mivida meore 🙂

    • otad ამბობს:

      :)))))))) ar vici sxvas rogor rainairad mara me velodebi energias muxts tu ra qvia amgas ar vici roca davinaxav gogos da mivxvdebi ro is aucileblad chemi unda gaxdes…

      P.S yoveltvis momxrevar iyo is vinc xar tundac imito ro adamianis shecvla dzan dznelia da iqidan gamomdinare ro yvela axlanas tavisi chalxana yavso(arvici ramdenad egrea eg gamotqma)

  13. gigitustra ამბობს:

    imena mishiko tu gamartavs plenarul sxdomas da ganixilavs am sakitxs parlamntshi tore ras daajereb qartvel xalxs statiebit rom sexi aucilebelia janmrtelobisatvis 🙂 ise kai mosasmeni ki iqneba mishasgan amis mowodeba 😉

  14. Jessie ამბობს:

    კაცები დიდი აბვშვები არიან.. არ უნდათ სკუთარ თვზე პასუხისმგებლობის აღება… და თუ ცოლობას სთხოვენ ვინმეს, ესეც უბრალოდ სპონტანურად.. ემოციებს აყოლილები რომ არიიან.. მეც ვხვდებოდი ზოგიერთს ვისზედაც ასიანად ვიტყოდი რომ ციოლად არ გავყვებოდი… მაგრამ მე2 პაემანზე ამის გადაწყვეტა ძნელია…

    უცნაურია ურთიერთობა ამრტო სექსიტ შემოიპარგლებოდეს… ამს უთიერთობა არ ჰქვია..ამას ჰქვია უბრალოდ ცხოველურ ინსტინქტებს აყოლა.. მასეთი სექსით ნებისმიერთან შეიძება დავკავდეთ და არცაა აუცილებელი მუდმივი ერთი პარტნიორი..

  15. kola ამბობს:

    მეც ყოველთვის ვაფრთხილებ გოგონებს, რათა შემდეგ თავიანთი “ნაზი” გრძნობების გაცრუება , ან “უქმად” დაკარგული დრო არ მომკითხონ. უმრავლეს შემთხვევაში მთანხმდებიან და რაღაც პერიოდის შემდეგ უკლებლივ ყველა მათგანი ავლენს ქალთა სქესისთვის დამახასიათებელ უკიდურეს პრაქტიციზმსა და მერკანტილობას. გულისამრევია…

  16. anuka ამბობს:

    არაფერი ისე არ “აბავს” კაცს, როგორც კარგი სექსი. ერთი კარგი სექსი, მეორე, მესამე და მერე ცოლად არ მოგიყვან კი არა შენ ფანჯრებთან სერენადების სიმგერას დაიწყებს…

  17. ნინა ამბობს:

    წავიკითხე. ძეტკა შენ ან ძალიან პატარა ხარ და ან ძალიან გამოუცდელი.
    იმიტომ გიიასნებს მაგას, რომ ქალიშვილი არ ხარ, ტრადიცული მამაკაცების აზრით ქალიშვილი არ უნდა შეგიყვარდეს და ის ცოლადაც არ მოყავთ. ძალიან მარტივია ყველაფერი. ბიჭი, რომ მაგას მეუბნება ეგრევე ნა ხუიზე ვუშვებ. არც გათხოვება მინდა და არაფერი, მაგრამ არ მჭირდება ისეთი მამაკაცი გვერდით, რომელიც მხოლოდ სახმარ ობიექტად აღმიქვამს და ჩემს მერე ქალიშვილი საცოლე ეყოლება. უბრალოდ გართობა უნდა და აღგიქვამს ბოზად, ნაშად. აი ეგეთ მამაკაცებს სათოფეზე არ გაეკარო.
    და იმენა ნერვები მომეშალა ამ პოსტის მერე, როგორი გულუბრყვილოები ხართ ქართველი გოგონები. იმენა წამის მეასედებში ვუშვებ ნა ხუიზე როგორც კი ბიჭს ეგეთ დამოკიდებულებას შევამჩნევ და თუ გეუბნება ხომ საერთოდ. აააუუუუუუუ თბილისში გოგონებს კიდე ბევრი გაქვთ სასწავლი.

  18. mmm ამბობს:

    mec magas meubneba chemi love ro ar momiyvans colad ,magram gasakviri isaa ro dashorebas arapirebs arasdross :D:D:D ver gavige veraperii ra undaa

    • mmm ამბობს:

      bozi kide nagdad ar vgonivar imitoroo arc pirvel naxvaze mimicia da arc sxvastan mqonia manamde araperiii

      • AlexandrA ამბობს:

        mmm “arc pirvel naxvaze mimicia” es mimicia imdenad cudad jgers ro albat colad ar mogiyvans is bichi namdvilad )))))) es xumrobit ra tqma unda :D:D:D :* mimicia bozuri gamonatqvamia da magashi chans sheni damokidebuleba mag bichis mimart da sakutari tavis mimart. sxva ver gcems pativs sanam shen ar cem shen tavs pativs! mimicias roca ambob pativiscemas ver vxedav… me mapatie… ((

  19. maia ამბობს:

    kacebs yvelaze metad daqorwinebis eshiniat, mitumetes tu icis rom yvela qali masze gagijdeba da winaswar izgvevs tavs da ixsnis yvelanair pasuxismgeblobas, tumca shedarebit dzlier kacebs arc siyvarulis eshiniat ramdensac ar unda sheuyvardes

  20. AlexandrA ამბობს:

    apkiani diskusiebi momewonaa ))))) otad-s vetanxmebi bevr ragacashi. rac sheexeba, “colad arasdros mogiyvan!”_ mecineba ))))) me ro kaci viyo ar moviyvandi gogos romelic pirvelive naxvaze loginshi chamixteboda ara imito ro vifiqrebdi boziatqo(tumcaga sheileba esec mefiqra) , aramed imito ro ubralod mugams davkargavdi… da umugamo qali kide ratqmaunda colad ki ara nashadac ar gamogadgeba da ertjeradad “wava ras” temaa… da sanam movitxovt statusebs da kacisgan damokidebulebas_ “me shen mchirdebi! shen is ertidarti xar! shen chemi coli gaxdebi!” manamde uketesiaa sakutari tavi, sakutari ase vtqvat, qaloba ufro tviton chevn davafasot da sachiro simagleze davayenot, cxovelur insiqtebze ar daveshvat da pirvelive siamovnebaze ar gavcvalot arc girseba da arc tundac momavali potenciuri qmari! P.S. ar vqadageb namdvilad, ubralod chemi ketili rcheva iqneboda gogoebistvis :))) :***

  21. გამოხმაურება: ცოლად არასდროს გამოყვები | anna's Blog

  22. stories.ge ამბობს:

    bavshveboo bebrebo da.a.sh ra gchirt ram gagaxurushat ? 🙂 ra yle da muteli amogdit piridan namusi sul mtlad dakarget?:D fu bliad suka

  23. ana ამბობს:

    vaime zustad igive situaciashi agmovchndi me 😦 ramodenime tve vxvdebodit me da is bichi ertmanets,, mere ro mixvda masze damokidebuli gavxdi uimisod ver vdzlebdi adga da uxmod mimatova, arcerti sityva ar uxsenebia imis ro davshordeto, ubralod adga da wavida mec ar damisvams mistvis zedmeti kitxebi mivxvdi ro ragacnairad gacivda chveni grdznobebi, aqedan 1tveshi adga da sxva gogo moiyvana colad. arada sigijemde movwondi ubralod ise moxda ro me is manjobina magram dges dadis tavchqxrili, dagonebuli,, da dabneuli albat tviton ar icoda ra surda.

  24. ეგზომ მშვიდი რიდი ამბობს:

    საქმე იმაშია რომ, კაცის ტვინი სხვანაირადაა მოწყობილი, მას ყველაფერი უნდა. კაცი ბუნებით მონადირეა, რაც ასაკში შედის უფრო მეტ გამოცდილებას იღებს და უფრო კარგად არტყავს მიზანში. მამაკაცს აქვს გამრავლების ინსტიქტი, მაგრამ თუ ადამიანად შედგება აუცილებლად მოუნდება ოჯახის შექმნა და შთამომავლობის დატოვება. ბოზური ცხოვრების წესი ქალსაც ეხება და კაცსაც, თუ ბოზობაში მონაწილე რომელიმე მხარემ უარი თქვა მასში მონაწილეობაზე, მაშინ ეს “ფენომენიც” არ იარსებებს, გაქრება ბოზობა. დღეს კაციც და ქალიც თითქოს მხოლოდ ამაზე ფიქრობს, რომელ უარზეა საუბარი, მაგრამ კაცს 100%-ით გააქვს ლელო, ქალს კი ძალიან იშვიათად. მივდივართ ძალიან შორს, იქ სადაც ძალა აღმართს ხნავს. რაც არ უნდა მოხდეს, რა დროც არ უნდა გავიდეს, მამაკაცის მტაცებლური ხასიათის მომრჯულებელი ქალი ვერ გახდება. ამას ვინც მიხვდა და ეგუება ის ცოლი ხდება, ვინც ვერ ეგუება და წინააღმდეგობას უწევს, ის მარცხდება და იღებს იარლიყ – ნაშასა და ბოზს. ერთიცაა, ვინც მომთაბარე-ბოზურ ცხივრებას ეწევა, ჰგონია რომ მან აღმოაჩინა წრფელი და ნამდვილი გრძნობა, რომელიც არასდროს დამთავრდება. არადა ქალები უფრო ადრე გადიან პენსიაზე)))

  25. სრული დებილი ამბობს:

    მეგონა ჩემ ისტორიას ვკითხულობდი და მივხვდი რომ ქალები ჩვეულებრივი იდიოტები ვართ… როდესაც ურთიერთობის საწყისში ბიჭი ამას გეუბნება, მაშინვე ყოველგვარი ურთიერთობა უნდა დაასრულო მასთან! განა იმიტომ რომ გათხოვებაა შენი მთავარი ინტერესი, არამედ იმიტომ რომ ზუსტად მერე გვიჩნდება ასეთი პასუხგაუცემელი კითხვები, რაც გულს გვიღრღნის და თავს გვატკიებს… ისწავლეთ ჩვენ მაგალითზე და ნუ დადებილდებით!!!!!!!!

  26. natiakodua ამბობს:

    იმათ, ვისაც წინასწარ ეუბნებიან, რომ ცოლად არ მოიყვანენ, კიდევ უკეთესად აქვთ საქმე, ვიდრე… მოკლედ, თუ ბიჭი გთავაზობს დროებით ურთიერთობას ვალდებულებების გარეშე, ეს ნორმალურია (კაცია და გუნება) და ნორმალურია, რომ შენ გაქვს არჩევანის უფლება, დათანხმდე ან გააგზავნო ჯანდაბაში, მაგრამ ისეც ხდება, რომ ვიღაც ნაბიჭვარი თავს უფლებას აძლევს, სიმართლე ურთიერთობის დასასრულს გითხრას, თან ისე, თითქოს არც არაფერი, თითქოს ასეც იყო საჭირო და დააგვირგვინოს ეს ფრაზით- ცოლად არასდროს მოგიყვანდი. ჯერ ერთი, მაინც ვერ გავიგე, რატომ ჰგონიათ კაცებს, რომ გათხოვებაზეა ვინმე დახამებული, მეორეც, სიამოვნება სიამოვნებად, მაგრამ სექსისთვის ურთიერთობის გაბმა, მაგარ არაადეკვატურობად მიმაჩნია, რომელი საუკუნეა, ვინც გინდა ის მოგცემს, ნეტაი როგორ არ გეზარება შეყვარებული ტრისტანის თამაში 9 თვის განმავლობაში? ამ თამაშმა მიმიყვანა სუიციდის მცდელობამდე და ფსიქიატრის კაბინეტამდე და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ, თურმე “ცოლად ვერ მომიყვანდა”. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ქალი უნიტაზი არ არის, მასში მოთხოვნილება რომ დაიკმაყოფილო.

დატოვე კომენტარი