საუკეთესო, საუკეთესოთა შორის

ჩემს დაქალ ანას, რომელსაც საკმაოდ ხშირად ვახსენებ ხოლმე, ყველაზე მეტად უყვარს სექსი მათ შორის ვისაც ვიცნობ. თან საკმაოდ” მახვილგონივრულად” არჩევს კაცებს და თითქმის ყოველთვის კმაყოფილი რჩება. ანას იშვიათად უყვარდება, მემგონი ”ნამდვილი სიყვარულით” არასოდეს ყვარებია არავინ. უბრალოდ განსაკუთრებულად მაშინ წყდება ხოლმე გული დაშორების შემდეგ, თუ ეს ბიჭი ლოგინში საუკეთესო იყო საუკეთესოთა შორის.
ანას ფეხებზე კიდია ყველა ის ადამიანი, რომელიც, ჩემი აზრით, ცუდად მოექცა, ანა არასოდეს იტყვის იმას რომ კაცები ან ცუდები არიან ან კარგები. უბრალოდ ერთხელ, მითხრა, რომ მისთვის ყველა კაცი  სხვადასხვა ზომის და ფორმის ვიბრატორივითაა, რომელთანაც საუბარიც უსწორდება დროდადრო.
თუმცა მის ცხოვრებაშიც იყო რაღაც, პირველი… მნიშვნელოვანი უმნიშვნელოთა შორის.. ერთი, სუსტი და გადაუწყვეტელი..  ანამ მას უღალატა, შემდეგ კიდევ უღალატა, შემდეგ დაშორდა…

შემდეგ დიდი დეპრესია დაგვეწყო. მეც და მასაც. ორივენი დავრჩით, სრულიად მარტო, ერთმანეთის პირისპირ, ცაში გამოკიდებულები. არა, უბრალოდ დეპრესია არა, -მანიაკალური დეპრესიული ფსიქოზის მსგავსი რაღაც გვჭირდა.. ვიჯექით და ვიცინოდით, მაგრამ ძალიან ძალიან ცუდად ვიყავით ორივე და არც ერთს არ გვქონდა საცინრად საქმე. ეს ყველაზე არაჯანსაღი სიცილი იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელიც თვეების მანძილზე, ყოველ საღამოს გრძელდებოდა. ბოლოს ისე ავახარხერეთ საკუთარი სულიერი განცდები და პრობლემები, რომ ყველაფერი ეს ხუმრობა და იუმორი გახდა. და თითოეული ყველაზე საშინელი წუთი ყოფილი ურთიერთობებიდან ”ღადაობად” გადაიქცა.
ყველზე საინტერესო კი იცით რა არის? ანას არასოდეს არ უთქვამს არც ერთი კაცისთვის, რომ ცუდად არის, ან განადგურებულია სულიერად, ის არასოდეს ცდილობს ვინმეს თავი შეაცოდოს, ის არასოდეს არ უკეთებს აფიშირებას იმას, რომ ვიღაცის გამოა ცუდად. ის მაშინაც კი იცინის, როცა ხვდება, რომ ყველაფერი დამთავრდა. ბევრს კი ეს არ შეუძლია, ქალები საერთოდ მეტად ისტერიულები ვართ, ხშირ შემთხვევაში. პატარა პრობლემა რომ გვექმნება გავრბივართ და დემონსტრაციულად ვყვირით, როგორი უბედურები ვართ. ვიღაცეებს ან რაღაცეებს ვაბრალებთ ამ უბედურებას, და შემდეგ გვსიამოვნებს, როცა თავზე ხელს გადაგვისვამენ. ანა კი სხვანაირია. მან იცის, როგორ უნდა იხარხარო იმაზე, რაც ყველაზე, ყველაზე მეტად გტკენს გულს.

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

30 Responses to საუკეთესო, საუკეთესოთა შორის

  1. anna ამბობს:

    ნეტავ მეც ასე ვიყო

  2. LiLaC ამბობს:

    წიპა სამანტა ))

  3. dato darbaidze ამბობს:

    ra cudia roca vibratori xar da arc ki ici :))))))))))) lol
    ravi me ana rogorc daxasiateo magrad ar damevasa tan imdenad ar damevasa ro arc ki minda egeti adamianebi ro arsebobdnen :))))))))))))

    megobrebma sheukribet puli da uyidet >>> sex machine :))))) sxvatashoris bevri aqebs :)))

  4. cdisპიreli ამბობს:

    საკუთარ თავზე ხარხარი კარგი რამ არის.

  5. dato darbaidze ამბობს:

    DAKARGULI

    gagcemdi pasuxs magram gachnia rogori tembritaa dasmuli :)))

    • dakarguli ამბობს:

      ესეთით: ქალები ხომ პირდაპირ მამაკაცების ცხოვრების აზრს წარმოვადგენთთქოოოო ))))) ანუ, მომხმარებლური დამოკიდებულება უცხო მამაკაცებისთვის ნამდვილად არ უნდა იყოს…. წესით ასეთი ხასიათის ურთიერთობა სავსებით დამაკმაყოფილებები უნდა იყოს თქვენთვის…. ვცდები?

  6. siyvarulovna ამბობს:

    საკუტარ უბედურებაზე ხარხარიც ერთგვარი გამოხატვაა უბედურებისა ^_^

    პ.ს რაღაცები, ვიღაცები ❤

  7. kuluaruli ამბობს:

    me momwons ana da ertaderti, rac minda vurchio bolomde ese gaagrdzelos 🙂 rac sheexeba vibrators, naturaluri martla jobia, tan tu kaci xar, vibratorze magla unda idge, anas etyoba eg ar eshleba 🙂 rac sheexeba datos comments, ana shenze archevans albat arc gaaketebda, tan mitumetes qalebs vibratorebs urchev 😉 😀

  8. dato darbaidze ამბობს:

    თბილისური LOVE ბლოგი

    davijero aq yvelaperi yvelas ise esmis rogorc unda an awyobs ?:)))

  9. incognito ამბობს:

    ar vici ramdenad ari am posttan kavshirshi, ubralod daemtxva ro vkitxulobdi am posts da am musikas vusmendi, romelic zalian mominda ro momezgvna ki ara da, dameshearebina shentvis 🙂
    vobshem, zalian saintereso adamiani xar 😉
    Good Luck
    P.S. imedia daideba linki sworad

  10. Mate ამბობს:

    mezareba dakomentareba

  11. vekoo ამბობს:

    სულაც არ მინდა ეგეთი ხარხარი

  12. Ilia ამბობს:

    არამგონია ანა თავისუფალი ადამიანი იყოს. მემგონი სექსი მისთვის იმის გაცნობიერების საშუალებაა რაოდენ ცუდად იცნობს კაცებს და როგორც ჩანს ოდნავ “სწორი” და ღირსეული კაციც კი არ შეხვედრია. როგორც ჩანს ძალიან ახალგაზრდაა და ძალიან რთულად იძენს გამოცდილებას. მაგრამ მემგონი ადრე თუ გვიან წესიერი ადამიანი გამოჩნდება მის ცხოვრებაში. წარმატებებს ვუსურვებ და მეტ დაფიქრებას ! 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s