ზამთრის უკანასკნელი დღე ჩემს ცხოვრებაში

გუშინ დაგეგმილმა დღევანდელმა დღემ აბსოლუტურად არ გაამართლა.

მოკლედ, რაშია საქმე, – გუშინ გადავწყვიტე, რომ ჩემი X-ის ”აჩრდილი” სამუდამოდ მომეშორებინა ჩემი ცხოვრებიდან და ბოლოს და ბოლოს რაღაც დამეწყო, არა, სიყვარული არა და არც რაღაც მსგავსი, (ამას ვერ დავუკარგავ ჩემს ყოფილს, მან მგონი სამუდამოდ წამართვა ბავშვური თავდავიწყებული სიყვარულის უნარი, სულ ცოტა თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცის ნახვამდე მაინც.) მანამდე კი, როგორც უკვე გითხარით, ერთ ბიჭთან გავაფუჭე ურთიერთობა როგორც კი რაღაც სტაბილურობის განცდა ვიგრძენი.

მოკლედ, გუშინ ვნახე და კიდევ ერთხელ მიმახვედრა, რომ ჩარჩოებში ჩასმული ”დურა” ვარ. და მეც, ჩავეხუტე და, რა თქმა უნდა, მას არ დაუნახავს, მაგრამ თვალები ამიცრემლიანდა. და ეს იმიტომ, რომ ორი წლის წინ მე თვითონ ვეუბნებოდი ჩემს X-ს ჩარჩოებში ჩასმული ”დურაკი” ხართქო, შემდეგ კი იმის მაგივრად, რომ ის შეცვლილიყო, მე თვითონ ჩავჯექი ამ ჩარჩოებში. ვინ დარეკავს პირველი, ვინ იქნება ”მანიპულიატორი”, ვინ გახდება უფრო დამოკიდებული და ა.შ. არადა ყოველთვის ნამდვილ იდიოტებად მიმაჩნდა ყველა, ვინც ამაზე ამახვილებდა ყურადღებას ურთიერთობებში. ახლა კი მე ვარ ასეთი..

ხოდა, გეგმებს რაც შეეხება.. გადავწყვიტე, რომ დღეს ამ ბიჭისთვის დამერეკა. ამჯერად მე დამერეკა! საერთოდ, ძირითადად ურთიერთობის დასაწყისში ქალები ვაფუჭებთ ხოლმე ყველაფერს, ხოდა ეხლა თვითონვე უნდა გამოვასწოროთქო ვიფიქრე და საგულდაგულოდ მოვემზადე დღევანდელი დღისთვის. მთელი საღამო უკვე წარმოდგენილი მქონდა. განსაკუთრებულად მომწონდა საკუთარი თავი. თქვენ წარმოიდგინეთ, ახალი გეტრებიც კი ვიყიდე ”ეტამში” თავისი დასაჭერებით..

ჩემი წარმოდგენით, შუა დღისას უნდა დამერეკა სამსახურიდან, მერე საღამოს თვითონ დამირეკავდა და მერე ყველაფერი ყველაზე მაგარი იქნებოდა. გამოვედი სახლიდან და ეს დღე მთელი თავისი მოლოდინებით მომყვებოდა უკან. ეს რაღაც ახალი ეტაპია ჩემს ცხოვრებაშიმეთქი ამას ვფიქრობდი, რომ პეკინზე ჩემი X-ის მანქანა გაჩერდა და ისიც გადმოვიდა.. სასწრაფოდ იქვე არკაში შევტეხე, რომ არ შევჩეხებოდი. ვერ დამინახა.. დაახლოებით ერთი წელია შორიდანაც კი არ მინახავს, მე მეგონა საქართველოში არ იყო. ახლა კი, ახლა, სწორედ ახლა.. რა შუაში იყო საერთოდ.

თუმცა, მერე რა, იხტიბარი არ გავიტეხე, უკანმოუხედავად წამოვედი იმ ადგილიდან და ისევ გავაგრძელე ჩემი დაგეგმილი დღე. შუა დღისას დავრეკე, ველაპარაკე, მომეჩვენა, რომ რაღაც ისე ვერ იყო. (ყოველ შემთხვევაში მე ესე არ მქონდა დაგეგმილი) მერე, საღამოს ველოდებოდი და რომ დამირეკა, როგორც კი ავიღე ნახევარ საათში გამომიარეთქო ვუთხარი, მან კი მიპასუხა, რომ ვერ ვახერხებო.

სახლში მოვედი, დავჯექი, ახლა ისევ ვზივარ და პოსტს ვწერ, შემდეგ კი ჩემს ახალ ნაყიდ, ლამაზ გეტრებს გავიხდი და დავიძინებ. არა, ამჯერად ხვალინდელი დღის მოლოდინში აღარ!

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

24 Responses to ზამთრის უკანასკნელი დღე ჩემს ცხოვრებაში

  1. LiLaC ამბობს:

    მე კიდევ ხვალიდან ვიწყებ ახალ ცხოვრებას :))

  2. ჩორვენი ამბობს:

    Kargia , eseti movlenebi afxizlebs da axali moqmedebebisken bizgebs xolme adamianebs 😀 ase rom relax : ) its ok : ) dgevandelic xval iyo da gushin gaxdeba iseve rogorc xval gaxdeba dges da ase shemdeg 😀

  3. veronika ამბობს:

    -გული დამწყდა…შენს მაგივრად მეც მეტკინა…მაგრამ გახსოვდეს,რაც ხდება უკეთესობისკენ ხდება!

  4. ეფემია ამბობს:

    X-is naxva iko cudi nishani:) rogorts yoveltvis ik da im wutas gamochnda sadac ar unda gamocheniliko 🙂

  5. dato darbaidze ამბობს:

    ra sul problemebshi xar kacebtan dakavshirebit ra gchirs egeti :))))
    ra magaria chem saxlobloshi visac ki yavs sheyvarebuli ukve didi xania yavt 2dan4 wlamde :))))

  6. vekoo ამბობს:

    მარტო გეტრებით არ შემოიფარგლებოდი შენ :დ

    ისე კი, საწყენია, ისადა, დაიკიდე დურები , სხვა რა გითხრა :დ

  7. memiyvarsxelovneba ამბობს:

    cxovrebas tavisi gegmebi aqvs da chvens gegmebs zedac ar apurtxebs xshirad.

    ise dzaan momcons sheni postebi ❤ ar megona saqartveloshi vinme chemsavit tu azrovnebda =]]

  8. ირინა ამბობს:

    აუუუუ “ეტამის” გეტრებიიიი ;( რა საოცრებები იყიდება, რომ შევდივარ ვეღარ გამოვყავარ სითი პარკის თანამშრომლებსაც კი 😀
    რა X, რის X, გაზაფხული მოდის და ორგანიზმი და ტვინი სიახლეებს ითხოვს, კაცო! :)) მეზიზღება თებერვალი, go ahead, spring! (sun)

  9. sandro ამბობს:

    გეტრები თავისი დამჭერებით მაგარი ეროტიული აქსესუარია

  10. xoxna87 ამბობს:

    ???///

  11. maiklaa ამბობს:

    tyvila ar dagegmot eg sisulelebi ai morcha xvalidan axali cxovreba dges shevicveli morcha ese araperi xdeba damijereet saertood araperi yvelpers dro chirdebat ginda sheicvalot ? da tanac samumdamod mashin gansakutrebit moindomeet daa bevri ecadeet moitiminet da ragac drois mere martla sheicvelbit magram ara 1 dgeshi ise dzalian shemecodee :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s