Tag Archives: ურთიერთობა

ცოლად არასდროს მოგიყვან!

გუშინ მე და ანა, მის ახალ კაცზე ვსაუბრობდით, უფრო სწორად ახალზე კი არა, პოტენციურ პარტნიორზე. მოკლედ, რა ხდება. ერთმანეთი მეგობართან გაიცნეს, შემდეგ დიდი ხანი საუბრობდნენ facebook-ზე და ბოლოს შეხვდნენ. შეხვედრისას ხანმოკლე საუბარი ქონდათ მომავალ ურთიერთობაზე და საქმიანი წინადადებასავით წარუდგინეს ერთმანეთს … Continue reading

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , | 43 Comments

ზამთრის უკანასკნელი დღე ჩემს ცხოვრებაში

გუშინ დაგეგმილმა დღევანდელმა დღემ აბსოლუტურად არ გაამართლა. მოკლედ, რაშია საქმე, – გუშინ გადავწყვიტე, რომ ჩემი X-ის ”აჩრდილი” სამუდამოდ მომეშორებინა ჩემი ცხოვრებიდან და ბოლოს და ბოლოს რაღაც დამეწყო, არა, სიყვარული არა და არც რაღაც მსგავსი, (ამას ვერ დავუკარგავ ჩემს ყოფილს, მან მგონი სამუდამოდ … Continue reading

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , | 24 Comments

”ბარტერი”

დღეს სამსახურში მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, წარმოვიდგინე როგორ მივადებდი თავს ვინმეს მხარზე, როგორ ვიწუწუნებდი ბევრს, როგორ მოვუყვებოდი ჩემს ამბებს და როგორ დამაყენებდა ეს ყველაფერი კარგ ხასიათზე ზუსტად თხუთმეტ წუთში. ამისათვის ერთი ბიჭი ავირჩიე, რომელიც აქტიურად ცდილობს ყოველი შაბათი საღამო ერთად … Continue reading

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , | 4 Comments

ვაი! ვაი! ვაი!

დღეს მთელი თბილისი ეკა ხოფერიას გუშინდელ გადაცემაზე საუბრობდა. ჩემს გარშემო ძირითადად ზვიად ძიძიგურს ლანძღავდნენ და მართალი გითხრათ, არც მე მიმაჩნია სწორი მისი პოზიცია. უფრო მეტად კი იმაზე გავბრაზდი, რომ ”ადამინის უფლებათა დამცველი” ვერ ხედავდა განსხვავებას პათოლოგიასა და ჰომოსექსულალიზმს შორის, ამ … Continue reading

Posted in Uncategorized | Tagged , , , , | 18 Comments

Perfect!

თუკი ცხოვრებაში რამოდენიმე პარტნიორი გეყოლებათ, აუცილებლად შეძლებთ განასხვავოთ კარგი, ცუდი, ნორმალური და საშინელი სექსი ერთმანეთისაგან. მაგრამ რა არის იდეალური სექსი? საკმარისია ორგაზმი იმისათვის, რომ პარტნიორი შევაფასოთ, როგორც „perfect”? რა უნდა გააკეთოს კაცმა, რომ ქალი აბსოლუტურად დაკმაყოფილებული დარჩეს? სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვა … Continue reading

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , | 2 Comments

“იდეალური იმედგაცრუება”

ერთმანეთი მეგობართან გავიცანით, ვილაპარაკეთ, ბევრი ვიცინეთ ერთად.  ნომერი ჩაიწერა.. იმ საღამოსვე მომწერა. მეორე დღეს მოუთმენლად ელოდებოდა როდის გამოვიდოდი სამსახურიდან და მეც სიმართლე რომ გითხრათ, ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა ექვსი საათი. კინოში ვიყავით, მერე მეგობრები ვნახეთ. ღამე ისევ დამიმესიჯა… მოკლედ … Continue reading

Posted in Uncategorized | Tagged , , , , | 3 Comments

sex-მორალი

გუშინ ერთმა  მეგობარმა მითხრა, რომ მე არანაირად არ ვარ თავისუფალი ადამიანი და ეს ჩემი პროდასავლური იდეები სისულელეა, რადგან სანამ რამის შეცვლა მომინდება ჯერ საკუთარი თავი უნდა შევცვალო. კიდევ მითხრა რომ მეც ქართული მენტალიტეტის სერიოზული მიმდევარი ვარ, ბევრს ვლაპარაკობ, მაგრამ რეალურად  … Continue reading

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , | 13 Comments

“უხამსი წინადადება”

თავისუფლების, რისკისა და საინტერესო ცხოვრების ძიებაში, დღეს ქუჩაში მივდიოდი, როდესაც უეცრად ვიღაც უცნობი, შეიძლება ითქვას ასაკიანი კაცი გამომელაპარაკა. რაღაც აინტერესებდა და როდესაც პასუხი გავეცი, მკითხა რა პროფესიის ვიყავი. ლაპარაკი დავიწყეთ, თანაც საკმაოდ საქმიანი. ბოლოს იქვე კაფეში შესვლა და მის საქმიანობაზე … Continue reading

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , , | 2 Comments

Feedback!

ჩემმა მეგობარმა ანამ ერთი ძალიან მაგარი ისტორია მომიყვა: ერთი არაჩვეულებრივი ბიჭი ყავდა, რომელიც ფანტასტიურ კუნილინგუსს აკეთებდა და თანაც ამას მთელი გულით ცდილობდა.თუმცა მას ერთი ნაკლი ჰქონდა: ყოველთვის, როცა თავის საქმეს მორჩებოდა, ყოველგვარი სიგარეტის მოწევის, ჩახუტების ან შთაბეჭდილებების გაზიარების გარეშე დგებოდა, … Continue reading

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , | 8 Comments

მე – ქალიშვილი

ყველაფერი სტანდარტულად იწყება, დაქალის შეყვარებულის „სასტავთან“ერთად დაჩაზე მიდიხარ. თავიდან ყველა შენ გაქცევს ყურადღებას, შემდეგ კი შენც აკეთებ არჩევანს და რაღაც გაუგებარი ზემოქმედებით შენ და ის გვერდიგვერდ აღმოჩნდებით მაგიდასთან.. შემდეგ გვარს გკითხავს, რომ მეორე დღესვე დაგამატოს facebook–ზე, შემდეგ ნომერს.. რამოდენიმეჯერ ისევ … Continue reading

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , | 8 Comments