NO MARTINI, NO PARTY.

მას შემდეგ, რაც სექსუალური ცხოვრება დავიწყე, ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი რამ შეიცვალა. პირველ რიგში კი ურთიერთობები და დამოკიდებულება ბიჭების მიმართ. არ ვიცი ეს სექსის ბრალია, თუ უბრალოდ გავიზარდე, მაგრამ ფაქტია, რომ ადრინდელთან შედარებით ახლა ბევრად უფრო  დისტანციური ვარ ურთიერთობებში და თუ ბიჭის ხასიათი, გარეგნობა, ინტელექტუალური და მატერიალრი შესაძლებლობები არ მაკმაყოფილებს ფლირტიც კი არ მაქვს მასთან.

დიახ, მატერიალური შესაძლებლობები მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის. ბევრი ამას „მეშჩანობას“ ეძახის და თვლის, რომ მთავარი ამქვეყნად სიყვარულია. მე კი მგონია, რომ მთვარი და ერთადერთი არაფერიც არ არის. ყველაფერი ერთად უნდა იყოს თუ გინდა, რომ კარგად იგრძნო თავი. მე არანაირი სურვილი არ მაქვს ჩემს პარტნიორზე მეტი ხელფასი მქონდეს და არც ის მინდა, რომ მე ვიხდიდე ბარში ანგარიშს. ყველაფერს რომ თავი დაანებო თვითონ მას გაუჩნდება არასრულფასოვნების განცდა.

მემგონი მართლა დავბერდი და გამოვედი იმ ასაკიდან, როცა ქუჩაში, მანქანაში და სხვა „ბომჟურ“ სიტუაციებში დალევისას კარგად ვგრძნობდი თავს. არც კი ვიცი რა იყო მაშინ ჩემთვის მნიშვნელოვანი. არც გარეგნობით მომწონდა, არც ხასიათით..  არაფერი არ ქონდა კარგი ჩემს პირველ,  თინეიჯერულ სიყვარულს. ზოგჯერ „პაძემკაში’ უკრავდა და სვამდა, ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ეს ყველაფერი ძალიან მომწონდა.

შემდეგ სამინისტროს თანამშრომელი გავიცანი, თავზე ნამდვილად არ გადადიოდა, მაგრამ პაძემკაში დაკვრა არ უწევდა დასალევად, მანქანაც ყავდა. ექვს თვიანი ურთიერთობა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ კომფორტი დამეფასებინა ურთიერთობებში. მას შემდეგ „ბომჟები“ აღარ მიზიდავს.

რა თქმა უნდა, ჩემი სურვილი მატერიალური კეთილდღეობის შესახებ არ ნიშნავს იმას, რომ მზად ვარ ფულის გულისთვის ვინმესთან ურთიერთობა დავიწყო. როცა,  ადამიანი არ მოგწონს და მხოლოდ მისი შემოსავლები არის შენთვის საინტერესო, ამას თავისუფლად შეგვიძლია პროსტიტუცია ვუწოდოთ. თუმცა, ეს რომ ჩემთვის ერთ–ერთი უმნისვნელოვანესი კრიტერიუმია ურთიერთობის დასაწყებად ამას არც არავისთან არასოდეს უარვყოფ.

შარშან ზაფხულში ბათუმიდან რომ მოვდიოდი, ქობულეთში ჭყონიას სასტუმროში მომიწია გაჩერება ერთი დღით. საღამოს მე და ნუცა მზის ჩასვლას ვუყურებდით, მარტინის ვსვამდით და ვსაუბრობდით. და მე ნუცას ვუთხარი, რომ შესაძლოა ვერსოდეს მოვხვდე ჰავაის კუნძულებზე ჩემი ხელფასით, მაგრამ თუ მარტო ვიქნები და მხოლოდ ჩემი თავი მეყოლება სარჩენი, ყოველთვის შევძლებ დავისვენო ჭყონიას სასტუმროშითქო. და მართლაც, თქვენი არ ვიცი და მე ბევრად მირჩევნია თუნდაც ქართული სასტუმროს ბარში მარტინი ბიანკოს “წრუპვა”,  ფილარმონიის პაძემკაში “გომის” დალევას მისაყოლებლის გარეშე.

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , | 12 Comments

ისინი განსხვავდებიან ჩვენგან!

თინეიჯერი რომ ვიყავი, ბიჭებთან ურთიერთობისას ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ მათ უბრალოდ არ შეეძლოთ სიყვარული. მე მთელი დღის განმავლობაში ჩემს შეყვარებულზე ვფიქრობდი, დილიდანვე საღამოს ველოდებოდი, რომ  მენახა, ვნერვიულობდი და ვერ ვითმენდი, როცა არ მირეკავდა. ვფიქრობდი მარშუტკაში, სახლში, ლექციაზე, ტანსაცმლის შერჩევისას, დაქალებთან საუბრისას.. მოკლედ მთელი დღე, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი და როგორც არ უნდა ვყოფილიყავი.

ჩემი შეყვარებული კი ამდენს ნამდვილად არ ფიქრობდა ჩემზე. მისთვის ერნაირად მნიშვნელოვანი იყო: მისი სამსახური, მეგობრები და მე. მას შეეძლო, წასულიყო ბიჭებთან ერთად დასალევად და არ ვენახე მთელი ერთი დღე. ეს ნამდვილი ტრაგედია იყო ჩემთვის: „მე ხომ ყოველთვის მსიამოვნებს მისი ნახვა ყველაზე მეტად. მას კიურჩევნია მეგობრებთან ერთად წავიდეს.. მემგონი მოვბეზრდი… დასაწყისში,  ჩემს გარდა არაფერი აინტერესებდა, ახლა კი, ალბათ, აღარ ვუყვარვარ…“

თუმცა, რა თქმა უნდა, მე ვცდებოდი და საქმე სულაც არ იყო ასე მძიმედ. უბრალოდ, კაცებს ცოტა სხვანაირად უყვართ. მათ არ შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ სამსახურს, მეგობრებსა და საყვარელ ქალს შორის, რადგან სამივე ერთნაირად მნიშვნელოვანია. ის ვერასოდეს იქნება სრულფასოვანი რომელიმე მათგანის გარეშე. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ უყვარხარ, ან ნაკლებად უყვარხარ ვიდრე შენ. უბრალოდ კაცია და უბრალოდ სხვანაირად არ შეუძლია. ალბათ, არც ჩვენ მოგვეწონებოდა ისეთი მამაკაცი, რომელიც გამუდმებით ჩვენზე ფიქრობს სამსახურში და ძმაკაცებთანაც ჩვენზე ლაპარაკობს.( თქვენი არ ვიცი,  მე კი ნამდვილად არ მინდა ესეთი პარტნიორი.)

მოკლედ საქმე ისაა, რომ ქალი და მამაკაცი ფსიქოლოგიური ბუნებით ერთმანეთისაგან განვსხვავდებით და შესაბამისად საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაც განსხვავებულია. ჩვენთვის, რაც არ უნდა ბევრი უარვყოთ, ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ ვერასოდეს ვერ ვიგრძნობთ თავს სრულფასოვნად კაცის გარეშე. იმიტომ, რომ ქალები ვართ, იმიტომ, რომ გვინდა სუსტები ვიყოთ, პასუხისმგებლობას გავექცეთ და სხვამ მიიღოს გადაწყვეტილებები ჩვენს მაგივრად. რას ვიზამთ ესეთია ქალური ბუნება. ჩვენ თვითონ მივისწრაფით იმისაკენ, რომ დამოკიდებულები ვიყოთ.

კაცები კი პირიქით, დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვიან, თავიანთი კაცური „ზაიობები“ აქვთ – გამუდმებით ეჯიბრებიან ერთმანეთს (თუნდაც დალევისას),  რაღაც განსაკუთრებული,  სპეციფიკური, ქალებისაგან განსხვავებული კაცური თავმოყვარეობა აქვთ და ცდილობენ, რომ პირველობა და უპირატესობა დაამტკიცონ ყველა სიტუაციაში. და ჩვენც, ცნობიერად თუ არაცნობიერად გვსიამოვნებს ეს. აბა ვის უნდა კაცი, რომელიც არ არის პირველი, რომელსაც ძმაკაცები დასცინიან და ა.შ.

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ჩვენ მათი მიღწევის მოთხოვნილების მსხვერპლი ვხდებით. რატომ მოსწონთ კაცებს ქალები, რომლებიც უარს ეუბნებიან? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მიღწევის მოთხვნილება აქვთ, რაღაც მუღამში ვარდებიან და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდებიან, როცა მის გვერდით აღმოჩნდები. ესეც რაღაც სოციალურ–ფსიქოლოგიური ფენომენია. თითქოს თავისი თავისა და შინაგანი სოციუმის წინაშე ამტკიცებს, რომ მას შენი მოპოვება შეუძლია. და ჩვენ ესეც გვსიამოვნებს.

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 12 Comments

ეს დრო წავიდა: დაშორებიდან წელიწად–ნახევრის შემდეგ

დღეს, როცა  დაქალებთან საუბრისას,  ჩემი X გავიხსენე,  თიკომ პირდაპირ მითხრა – კარგი რა, ეგ დრო წავიდაო და მართალიც იყო. ზოგჯერ, ალბათ, ვიჭედებით რაღაც ეტაპზე და ერთიდაიგივე ამბავს ვღეჭავთ, ერთიდაიგივეს ათჯერ ვუყვებით ერთ ადამიანს. ნუთუ ისეთი სტრესი მივიღეთ, რომ ვეღარ ვახერხებთ გამოსვლას? თუ საერთოდ არ ვცდილობთ გამოსვლას, მხოლოდ იმიტომ, რომ მოსაყოლი გვქონდეს, სალაპარაკო თემა, ჩვენს დაქალებთან? მაგრამ ალბათ ეს საუბარიც რაღაცის მომცემია – ამ დროს ვაკეთებთ დასკვნებს ჩვენი გამოცდილებიდან, საუბრის დროს ვიღებთ სხვადასხვა შეფასებებს და ზოგჯერ გვსიამოვნებს, როცა ადანაშაულებენ მას, ვინც მიგატოვა.

დიახ, დაახლოებით წელიწად–ნახევრის წინ, სექტემბერში ყველა დილა შეშფოთებული წამოხტომით იწყებოდა – ეს აზრი ჯერ კიდევ სიზმარში მეპარებოდა და იმწამსვე მაფხიზლებდა – ჩვენ ერთად აღარ ვართ!! თავს „ოჯახურ ქეიფებზეც“ ვერ ვიკავებდი, ყველგან ვტიროდი. სრული შოკი,  სრული მარტობა, არავითარი წარმოდგენა იმაზე, როგორი უნდა ყოფილიყო თუნდაც ერთი სტანდარტული დღე ამის შემდეგ  და რაც მთავარია არაადექვატურად დაბალი თვითშეფასება. და კიდევ განცდა რომ ვერ ვუძლებ..

მე არ მქონდა პასუხი კითხვაზე რა მინდა – არც არაფერი მინდოდა.. რაზე უნდა მეოცნება, არაფერი არ იყო საკმარისი ჩემი ბედნიერებისთვის თუ არ იქნებოდა ის.  მოკლედ ყველაფერი შავ–თეთრი… არა.. ყველაფერი შავი იყო.  და აი ეხლაც, ერთი წლის შემდეგ, მახსენდება ფიზიკური შეგრძნება, რომ მკერდთან, სადღაც შუაში, ძაფი იყო გაწყვეტილი და ამას ნამდვილად ვგრძნობდი..

შემდეგ ისტერიული შეხვედრა.. თავმოყვარეობას იმ დროს არავითარი ფასი არ ჰქონდა ჩემთვის და ფეხებზე მეკიდა რას ვიფიქრებდი თუნდაც მე საკუთარ თავზე, რადგან მაშინ ფიქრიც არ შემეძლო ალბათ.. და ეს ყველაფერი ხომ ასე დრამატული არ იქნებოდა რომ არ გაქცეულიყო. ისიც კი ვერ შეძლო, რომ თვალებში შემოეხედა და ეთქვა, რომ მშორდებოდა. გაიქცა და თავიდან აიცილა ერთადერთი პასუხისმგებლობა, რომელიც მე მას შინაგანად დავაკისრე. ალბათ ყველა კაცს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა დაშორებაზე. „შენ თვითონ გადაწყვიტე, შენ თვითონ შეგიყვარდა, შენ თვითონ.. მას არაფერი დაუძალებია!!“ დავიღალე ამდენი შენ თვითნ! მარტო მე მქონდა ურთიერთობა? ურთიერთობა იმიტომ ჰქვია რომ ორი მხარეა! აღარ მინდა მე თვითონ! დაშორებისას მაინც დამეხმარე რომ არ ვიყო მხოლოდ „მე თვითონ“, მე არასაკმარისად ძლიერი ვარ ამისთვის!!!

თვეების შემდეგ კი, როდესაც ადამიანობის კიდევ ერთი შანსი მივეცი, იმ ნაკუწებს მისდგა დასახევად, რაც ადრე დახეულიდან დარჩა. სანამ ემოციებმა ერთ–ერთ ცენტრალურ გამზირზე პირდაპირი მნიშვნელობით არ ჩამკეცა და ჩემი ადამიანობა, პიროვნება, თვითშეფასება, თვითპატივისცემა და ყველაფერი რაც თვით–ზე იწყება, ნოლს არ გაუტოლდა, ვერ მივხვდი, რომ საქმე ტიპიურ სადისტთან მქონდა. (და ვერავინ ვერასოდეს შეძლებს შეიყვაროს ეს არაკაცი ისე, როგორც მე მიყვარდა).

თუმცა, დღეს მაინც მჯერა, რომ ყოველ უარყოფით გამოცდილებას რაღაც დადებითი ყოველთის ახლავს თან. უბედურად ყოფნის შემდეგ, აუცილებლად მიიღებ კომპენსაციას ცხოვრებისგან. მე ჩემი იმედგაცრუების შემდეგ, ჩემი მეგობრები მივიღე,  ეგ დრო წავიდაო რომ მეუბნებიან და რომლებიც,  ალბათ მართლები არიან.  აი, კიდევ ერთხელ მოგაბეზრეთ თავი ჩემი ძველი ისტორიებით,  უფრო სწორად ისტერიებით! მართლაც, ეგ დრო წავიდა – მე.. (ვერ დავასრულე, არ ვიცი რას ვგრძნობ).

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 17 Comments

მკითხავი ელიკო

გუშინ მე და ნუცა მკითხავთან ვიყავით! არასოდეს დამიჯერებია მსგავსი სისულელეები. არც ამჯერად მქონდა მოლოდინი, რომ საღამოს ათ საათზე,  გლდანის მეორე მიკრო რაიონში საკუთარი მომავლის შესახებ რაიმეს გავიგებდი. მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ წასვლა, იმ იმედით, რომ რაღაცეებს „გაარტყამდა“ და ცოტას გავერთობოდით.

გლდანში როგორც კი მივედით, უიღბლობებიც დაიწყო. თურმე ამ მიკრო რაიონში ორი 27–ე კორპუსი არსებობს. სანამ ეს გავარკვიეთ, სართულ–სართულ ვეძებეთ ჩვენი  ქალბატონი ელიკო. ბოლოს როგორც იქნა მივაგენით.

რატომღაც წარმოდგენილი მქონდა, რომ ყველაფერი ჩაბნელებული უნდა ყოფილიყო, მრგვალ მაგიდასთან თეთრი ბურთი უნდა მდგარიყო, სადაც რაღაცეები გამოჩნდებოდა. ელიკოს თვალები შეღებილი უნდა ჰქონოდა და  თავშალი უნდა კეთებოდა. მოკლედ, ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო, როგორც სერიალებშია ხოლმე. თუმცა, რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა: ელიკო ერთი ჩვეულებრივი „ბებო“ აღმოჩნდა, ფუმფულა ხალათში. როგორც ჩანს ქმართან ერთად ცხოვრობდა, მისაღებ ოთახში ტელევიზორიც კი იყო ჩარტული. ჩემი ფანტაზიები მაგიური გარემოს შესახებ იქვე ჩაიფუშა.

მკითხავმა სამზარეულოში შეგვიყვანა, ეტყობა იქ იღებდა ყოველთვის კლიენტებს. იქაურობა უამრავი ხატებით იყო სავსე. კედელზე ა4 ფორმატის ქაღალდი ეკიდა წარწერით „მარჩიელობა ყავაზე, კარტზე, 10 ლარი.“ როგორც ჩანს ამ ბიზნესში კიდევ ვიღაც ეხმარებოდა, თორემ რაღაც მეეჭვება ეს განცხადება ელიკოს ამოპრინტერებული ყოფილიყო.

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ყავა დავლიეთ და მკითხაობაც დაიწყო. ჯერ ნუცას ჭიქას ჩახედა.– ორი ბიჭი ჩანსო, – ნუცამ ცოტა გაიკვირვა – ერთი აქტიურიაო. – ისევ სახეზე შეხედა. – შენო ეჭვებში ხარ და გგონია რო არ გიყვარსო  და ხელს კრავო– ნუცამ ისეც გაიკვირვა. – მაგრამ უყვარხარო და უყურე შენო! შენც გიყვარსო! მოკლედ რაღაცეები „გაურტყა“. რაც უფრო მეტ რეაქციას აძლევდა ნუცა, მიტ უფრო მეტს ლაპარაკობდა ელიკოც.

შემდეგ ჩემზე მიდგა ჯერი: ჩაიხედა თუ არა ჭიქაში ეგრევე მითხრა: სიყვარულში არ გიმართლებსო! (ახალი ამბავი), ბედი გაქვს ჩაკეტილიო და სამი ბიჭი გყავს დაკარგულიო (იმ ერთმა რა დაუშავა არ ვიცი). სამსახურში ვერ დაწინაურდებიო, ოჯახს ძალიან დიდი ხანი ვერ შექმნიო, არაფერი სასიხარულო არ მოხდება შენს ცხოვრებაშიო. ესეთი ჭიქა არასოდეს არ მინახავსო, სულ შავი ყვავები და ჩატეხილი ხიდები გამოისახაო.

არ მჯერა, მკითხავების, არც არაფრის არ მჯერა ზებუნებრივის, მაგრამ ეს მაინც საშინლად არასასიამოვნო მოსასმენი იყო. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მეუბნებოდა, როგორი უბედური ვიქნები მთელი ცხოვრება. თვალები ამიცრემლიანდა.. თუმცა უეცრად, ჩემმა მკითხავმა დააბოყინა! დიახ, პირდაპირ დააბოყინა! – ურცხვად, მოურიდებლად,  საშინელი ხმით! მე დავიბენი, თვითონაც დაიბნა, მაგრამ გამოსავალი მაშინვე მოძებნა: ისეთი ბედი გაქვს, ხომ ხედავ რა დამემართაო! თითქოს ჩემი გაჭირვება არ მეყოფოდა ესეც მე დამაბრალა!!!

ვერ გეტყვით, რას ვგრძნობდი იქიდან რომ წამოვედი. ეს იყო რაღაც იმედგაცრუების, გაოგნების და მხიარულების ერთდროული შეგრძნება. მკითხავმა დააბოყინა, თანაც უბრალოდ კი არა, პირდაპირ ჩემს ცხოვრებას დააბოყინა ზემოდან!

 

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , | 45 Comments

რატომ ჯობია ახალი წელი პარტნიორის გარეშე?

ახალი წელი ჩემს მეგობრებთან ერთად გავატარე, – ათი ადამიანი თავის მეუღლესთან ერთად და  მე –  მეთერთმეტე კენტად. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, შესანიშნავად გავერთე და , არც ის შემიმჩნევია მეორე ნახევრების სადღეგრძელოს დროს რომ მითხრეს „მალე გეპოვნოსო“.  არც იმაზე დამწყდა გული  არც ერთმა ჩემმა თაყვანისმცემელმა რომ არ მაჩუქა საახალწლო საჩუქარი, რადგან ყველაფერი რაც მინდოდა საკუთარ თავს მე თვითონ ვაჩუქე: სხეულისა და სახის მოვლის საშუალებები, კოსმეტიკა,  ჩემი უსაყვარლესი DKNY–ის სუნამო, (ჩემი პარტნიორები  ვერასოდეს  ხვდებიან, რომელი სურნელი აარჩიონ ჩემთვის), ახალი ტანსაცმელი და რაც ყველაზე მთავარია „პრაიმ–ფიტნესის“ აბონმინენტი. მოკლედ ნახევარი ხელფასი, მხოლოდ საკუთარ თავს დავახარჯე და მივხვდი, რომ ჯობია ახალ წელს პარტნიორის გარეშე შეხვდე.

გთავაზობთ, რამოდენიმე მიზეზს,  თუ რატომ ჯობია უშეყვარებულოდ ყოფნა ახალ წელს:

  • როცა მარტო ხარ, ახალი წლის ღამეს ატარებ იქ სადაც გინდა, ვისთანაც გინდა,  რანაირადაც გინდა, ხოლო როცა პარტნიორი გყავს იძულებული ხარ მთელი ღამე მასთან და მის მეგობრებთან ერთად იყო.
  • არ გიწევს იმაზე ფიქრი რა უნდა აჩუქო, მოეწონება თუ არა და ა.შ. ამასთანავე,  საკმაო თანხასაც ზოგავ შენი თავის გასახარებლად.
  • როცა მარტო ხარ, სულ არ გაინტერესებს ახალი წლის ღამეს ვინ რამდენს დალევს, ვინ ვისთან იჩხუბებს და ა.შ. (თან არც შენ გიკონტროლებს არავინ სიმთვრალეს.)
  • შეგიძლია მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას წახვიდე და უფრო მრავალფეროვანი გახადო ახალი წელი.
  • მართალია, შენი თავისგან, მაგრამ საჩუქრად მიიღებ იმას რაც ნამდვილად გინდა და სულაც არ გიწევს მოტყუება, რომ მისი არასწორად შერჩეული სუნამო, შენი საყვარელი სურნელია.
Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , , , , | 2 Comments

მეგობარი

თბილისში ყველა ყველაფერზე კამათობს, პოლიტიკაზე, რელიგიაზე, ურთიერთობებზე. ძნელად თუ მოძებნით ადამიანს, რომელსაც არასოდეს უკამათია თემაზე – შესაძლებელია თუ არა გოგოს და ბიჭის მეგობრობა. მე ბევრი მეგობარი მყავს , მათ შორის ბიჭებიც და კამათის დროს, ყოველთვის ვამტკიცებდი, რომ ეს აბსოლუტურად შესაძლებელია, ყოველგვარი სხვა სურვილების გარეშე, თუმცა ერთ დღესაც  ჩემი პოზიცია ცოტათი შეირყა.

 

ერთი მეგობარი მყავს, დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. რა აღარ გადაგვხდენია ერთად. ყოველთვის მეგობრები ვიყავით და არც არასოდეს შეგვიხედავს ერთმანეთისთვის „სხვანაირად“.  ოთხი წლის განმავლობაში ყოველ დასვენების დღეს ერთად ვატარებდით. ყველაფერი ვიცოდი მისი სასიყვარულო ისტორიების შესახებ და მანაც ანალოგიურად. შემდეგ მე ჩემს ამჟამინდელ X–თან დავიწყე ურთიერთობა, რის გამოც უფრო იშვიათად ვნახულობდით ერთმანეთს. შემდეგ   ჩეხეთში წავიდა სასწავლებლად და მოკლედ, დავიკარგეთ.

წელიწად–ნახევრის უნახავი, ზაფხულში პირველად ვნახე. გასიმპატიურებულა.. მეც შევიცვალე. საკუთარ თავთან აღიარება გამიჭირდა, მაგრამ მომეწონა, თან „სხვანაირად“ მომეწონა. ძველი მეგობრები მასთან ავედით სახლში. ანა თავის ამჟამინდელ მეგობართან ერთად სადღაც გაქრა, სხვებიც დაიშალნენ და როგორღაც მაგიდასთან მარტო ჩვენ ორნი აღმოვჩნდით. უხერხული დუმილი სულ რამოდენიმე წამს გაგრძელდა, შემდეგ კი არც ვიცი როგორ, ან რატომ, მაგრამ, ერთდროულად ერთმანეთისკენ გავიწიეთ და ვაკოცეთ, არც ის ვიცი, როგორ და რატომ გადავინაცვლეთ მაგიდიდან მის საწოლში.

მართალი რომ გითხრათ, ეს ყველაზე  იდეალური სექსი  იყო ჩემს ცხოვრებაში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ  ზედიზედ ორჯერ ფანტასტიური ორგაზმი მქონდა და არც იმიტომ, რომ ჩავეხუტე და ბევრი ვილაპარაკეთ სექსის შემდეგ. უბრალოდ, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა, და გვიყვარდა არა ისე, როგორც ჩვეულებრივ გოგოს და ბიჭს უყვართ ერთმანეთი, არამედ როგორც მეგობრებს, როგორ ადამიანებს. და თქვენ წარმოიდგინეთ მას უფრო ახლობლად აღვიქვამდი სექსის დროს, ვიდრე ჩემს X-ს, რომელიც თავდავიწებით მიყვარდა.

მეორე დღეს ყველაფერი  ჩვეულებრივად გაგრძელდა. დამირეკა, არც ის უთქვამს გუშინ მთვრალი ვიყავიო და არც შეხვედრა შემოუთავაზებია.  ისევ პრაღაში წავიდა და ისევ დავიკარგეთ.  თუმცა, ისევ ისეთი მეგობრები ვართ, როგორც მანამდე და ისევ ისე გვიყვარს ერთმანეთი.

მე არ ვიცი სად არის ზღვარი გოგოს და ბიჭის მეგობრობას და არამეგობრობას შორის. თუ მე მეგობრის მიმართ ლტოლვა გამიჩნდა გამოდის, რომ აღარ არის ჩემი მეგობარი? ანუ ჩვენ ვეღარასოდეს შევძლებთ ვიყოთ ისევ ისე, როგორც აქამდე?

არც ის ვიცი რა იქნება, როცა ზაფხულში ისევ ჩამოვა, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ჩვენი სექსი ასეთი იდეალური არ იქნებოდა ჩვენ რომ რაღაცნაირად, განსხვავებულად, მეგობრულად არ გვყვარებოდა ერთმანეთი.

 

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , , , | 13 Comments

თბილისი LOVE

ყველაფერი ასე იწყება, ნიკა თავის ძმაკაცთან  მიდის, იქ კი ნინოს გაიცნობს. მოეწონება, ნომერს გამოართმევს, მეორე დღეს დაუმესიჯებს და თუ ნინომაც დაუბრუნა საპასუხო მესიჯი, მიხვდება, რომ „შანსი აქვს“. შემდეგ საიდანმე ფულს ისესხებს, კინოში რომ დაპატიჟოს ან თავის  ძმაკაცს თხოვს, რომ ახლად აღებული ხელფასით გოგოები წაიყვანონ სადმე. შემდეგ ნიკა აკოცებს  და ისინიც უკვე „ერთად არიან“.

შემდეგი ერთი თვის განმავლობაში ნიკა და ნინო ხან ერთ მეგობართან არიან სახლში, ხან მეორესთან. კინოში აღარ დადიან, არც ბარში. მარტო სულ უფრო და უფრო იშვიათად ხვდებიან ერთმანეთს, მხოლოდ ნიკასთან სახლში, იქაც, ხვევნა–კოცნას ხომ არ ატეხავენ. ზოგჯერ ნიკა, თავის მეგობრებს გამოართმევს ხოლმე მანქანას და კუს ტბაზე მიდიან, სასიამოვნო ხედით ტკბებიან  ხუთი წუთი და შემდეგ “გონის დაკარგვამდე” ზასაობენ. (ეს დაბურული შუშები მაინც არ აეკრძალა მთავრობას.)

შემდეგ ნიკა მუშაობას იწყებს, კრედიტ–ოფიცერი ხდება ბანკში და ორი თვის შემდეგ ნინოს ცოლობას სთავაზობს. ნინოც თანხმდება, იმიტომ რომ უყვარს და თავის თავთან უჭირს გამოტყდომა, მაგრამ,  გათხოვება უნდა. ჯვრისწერამდე სექსი ექნებათ, რადგან ნინო უკვე ენდობა ნიკას. თუმცა, კიდევ უფრო მეტად რომ ენდოს, სანამ რამეს იზამენ ეკლესიაში  “დაიწინდებიან”.

ნიკა და ნინოს პატარა ჯვრისწერა აქვთ, მშობლები სახლს უქირავებენ, მაგრამ მოგვიანებით, ყველა ხვდება, რომ ბინის ქირა არც ისე ადვილი გადასახდელია და  ახლადდაქორწინებულები დედამთილ–მამამთილთან გადადიან საცხოვრებლად. ნინო ბავშვს აჩენს. (დაქალებთან საუბარში, ხშირად ამბობს ხოლმე, “ნიკას რომ  ბავშვი გავუჩინეო”).  მასაც ისეთივე პრობლემები აქვს, როგორიც ყველას და ზოგჯერ  გაიფიქრებს ხოლმე, ნეტა რა მოხდებოდა რომ არ გავთხოვილიყავიო. მაგრამ,  ამას მხოლოდ მაშინ ფიქრობს, როცა ნიკა შაბათს საღამოს ძმაკაცებთან ერთად სვამს, თვითონ კი შვილთან ერთად არის.

არ ვიცი რას გრზნობენ ნინო და ნიკა ამ დროს. ბედნიერები არიან, თუ თავს აჯერებენ ამას.  არც ის ვიცი, ბოლომდე ერთად იქნებიან თუ არა. ალბათ, ამ ისტორიის იმდენი ვარიანტი არსებობს, რამდენი “ნიკაც” და რამდენი “ნინოც” ცხოვრობს თბილისში, ასე, რომ თქვენ მოიფიქრეთ, როგორ დასრულდება მათი ურთიერთობა. თქვენივე გადასაწყვეტია ისიც,  დაიწყება თუ არა საერთოდ მათ შორის რამე.

 

 

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 7 Comments

“ნება მომეცით, მოგარჭოთ!”

გუშინ ერთმა ბიჭმა ანას ყველაზე ორგინალურად შესთავაზა სექსი. არც მეტი არც ნაკლები, პირდაპირ ასე უთხრა: “თუ ნებას მომცემ, მოგარჭობო!”  გაოგნებულმა ანამ უკანმოუხედავად დატოვა იქაურობა. ეს ამბავი რომ მომიყვა, მთელი საღამო ვერ ვიკავებდი სიცილს, ვიჯექი სახლში და მარტო უაზროდ ვიცინოდი. წარმოიდგინეთ,  ზრდასრული ადამიანი სერიოზული გამომეტყველებით, რომელიც ამ სიტყვებით მიმართავს გოგოს.

ამ ფაქტმა დამაფიქრა იმაზე, თუ როგორ ხდება სექსის შეთავაზება თბილისში. და რამდენად  დამოკიდებულია გოგოს საქციელი შეთავაზების ფორმაზე:

ჩემს ბიძაშვილს ერთი მეგობარი ბიჭი ყავდა, რომელმაც ურთიერთობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ უთხრა, რომ მასთან სექსი უნდოდა. მაშინ ჯერ კიდევ ქალიშვილი იყო და ამ ნაბიჯის გადადგმა მისთვის არც ისე ადვილი აღმოჩნდა. ყოველთვის როცა თხოვდა,  უარს ეუბნებოდა. ერთხელაც კოცნის პროცესში, ჩემი ბიძაშვილი მივხვდა, რომ თანახმა იყო მასთან სექსზე. ყველაფერი უსიტყვოდ ვითარდებოდა, მაგრამ,  უცბათ გაჩერდა მისი მეგობარი, შეხედა და კითხა, ხომ არ გეშინიაო. ელენემაც უპასუხა, რომ ეშინოდა და არ უნდოდა მასთან არაფერი. . ერთი სიტყვა  საკმარისი აღმოჩნდა, რომ გადაწყვეტილება შეეცვალა.

სამი თვის შემდეგ ჩემმა ბიძაშვილმა ახალი ურთიერთობა დაიწყო და სექსიც ჰქონდა, თვითონ უკვირდა შემდეგ თავისი არჩევანი. არც უფრო მეტად ენდობოდა ამ ადამიანს და არც უფრო მეტად უყვარდა- “უბრალოდ, ყველაფერი თავისთავად მოხდა”

როგორც სჩანს, მთავარი მაინც შეთავაზებაა. როდესაც კაცი თავდაჯერებულია, არ ეშინია უარის და პირდაპირ, ყოველგვარი წინასწარი დასტურის გარეშე მიისწრაფვის სექსისკენ, თითქმის ყოველთვის წარმატებით ასრულებს ამ წამოწყებას, ხოლო ის ვინც თავს იზღვევს და შეკითხვებს სვამს, მეტწილად, საპასუხოდ მხოლოდ უარს იღებს ხოლმე. თქვენი საქმისა, თქვნ იცით, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, ჩემი რჩევა იქნება,  ნურასოდეს ეტყვით გოგოს იმას, რაც ანას უთხრეს. (თუ რა თქმა უნდა, მხოლოდ მისი დაქალების გამხიარულება არ არის თქვენი მიზანი.)  🙂

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , | 10 Comments

ვირტუალური იდეალი

მე, ისევე როგორც, ალბათ,  ბევრ თქვენგანს,ერთი „ვირტუალური მეგობარი“ მყავს. – ადამიანი, რომელიც არასოდეს მინახავს და რომელსაც აგერ უკვე ხუთი წელია ველაპარაკები.

ყველაფერი ასე დაიწყო: Skype–ში სტატუსად დავაყენე – Destination PHuture of Jazz. ცოტამ თუ იცის, რომ ეს ცნობილი ჯგუფის de_phazz –ის სრული სახელწოდებაა. მან  იცოდა.  საუბარი დავიწყეთ. თავიდან სრულიად ჩვეულებრივ პატარა ბიჭად აღვიქვამდი და მხოლოდ იმიტომ ველაპარაკებოდი, რომ კარგ მუსიკას მიგზავნიდა ხოლმე.  facebook–ში რომ გადავინაცვლეთ, საერთო მეგობრებიც აღმოვაჩინეთ, რომელთა წყალობით რამოდენიმეჯერ „კინაღამ“ შევხვდით კიდეც ერთმანეთს. თუმცა რას ვიზამთ, ეტყობა, „ბედი არ იყო“.

ამ ხუთი წლის განმავლობაში ვერც კი მივხვდი, როგორ გადაიქცა ეს „ვიღაც ჩვეულებრივი ბიჭი“ ჩემს იდეალურ მამაკაცად. მისი მსოფლმხედველობა, გემოვნება, დამოკიდებულებები, იუმორი – ხანდახან მგონია, რომ ჩემს კომპიუტერში ვიღაც არარეალური იდეალი ცხოვრობს.

თუმცა, ვინ იცის, იქნებ საშინელი ხმის ტემბრი აქვს, ან იქნებ პათოლოგია, ანდაც ხომ შეიძლება რბილ „ლ“–ს ფლობდეს? (არა, ამ უკანასკნელს ვერ დავიჯერებ).

ან რომ შევხვდე,  როგორი რეაქცია უნდა მქონდეს? ამდენი ხანია ვიცნობ და „სასიამოვნოა შენი გაცნობათქო“ ხომ არ ვეტყვი?  ვერც ძველი მეგობარივით შევხვდები.

მოკლედ ისევ ვაგრძელებთ საუბარს, ისევ ვნახულობ ხოლმე მის პროფილზე ვის უმეგობრდება და ვისთან ერთად იღებს ფოტოებს, ისევ ჩემს იდეალად რჩება და ისევ არ ვაპირებ მის ნახვას,  –  ის ხომ მხოლოდ მანამდე იქნება იდეალური, სანამ ვირტუალურობას შეინარჩუნებს.

„…მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი…“

მართლაც,  ეს ყველაფერი ჩვენს ფანტაზიაშია. თუმცა მანამ სანამ ვაცნობიერებთ, რომ ეს ადამიანი ჩვენი წარმოდგენის ნაყოფია და არა რომელიმე კონკრეტული პიროვნება , პრობლემებიც არ გვექმნება. მთავარია მუდამ გვახსოვდეს, რომ იდეალები მხოლოდ ჩვენს აზრებში, წარმოდგენებში, ოცნებებში და „კომპიუტერებში“ ცხოვრობენ.

„…და თუ არა ხარ, ის ვისაც ვფიქრობ, დღეს მე არ ვნაღცლობ დაე ვცდებოდე…“

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , , , | 8 Comments

“არ გამიბაზრო!”

ჩვენს ქალაქში ყველა ყველას იცნობს, ყველა ყველას ყველაფერს უყვება, ყველა ერთნეთის მეგობრის მეგობრები  ვართ. ძალიან ხშირად საშინელი სიმჭიდროვის განცდა მაქვს, ასე მგონია უკვე მთელ თბილისს ვიცნობ და თითოეული ჩემი საქციელი უამრავი ადამიანის განსჯის საგანი ხდება.

ჩემმა საყვარელმა ბიძამ კიდევ ერთი თბილისური მარაზმი მომიყვა: მის მეგობრებს ერთმანეთი მოეწონათ, (გაითვალისწინეთ, რომ ეს ადამიანები დაახლოებით 35 წლის არიან) სექსი ჰქონდათ, მეორე დღეს კი მთელმა მათმა სამეგობრომ იცოდა ამის შესახებ – მამაკაცმა იამაყა თავისი „მიღწევებით“. ასეთი სიტუაცია იშვიათი არ არის ჩვენს ქალაქში. „არ გამიბაზრდეს“ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია გოგოებში. ბევრი მათგანი ჯერ კიდევ არ არის მზად იმისათვის, რომ ყურადღება არ მიაქციოს რას იტყვიან მეზობლები, თავისი ცხოვრებით იცხოვროს და „ფეხებზე დაიკიდოს“ სხვისი აზრი.

ყველაფერი ისევ ქალიშვილობის ინსტიტუტთან მიდის. გეშინია, რომ ვერ გათხოვდები, ყველა სხვა თვალით შემოგხედავს, აღარ გექნება პატიოსანი გოგოს სახელი, არ აღგიქვამენ სერიოზულად და ა.შ.  და ამაში არის კიდეც რაღაც სიმართლის მარცვალი, (ოღონდ მარცვალი). აბა წარმოიდგინეთ ახლადგაცნობილმა ბიჭებმა შემთხვევით რომ გაიგონ, რომ შენ ქალიშვილი არ ხარ, შენზე მოთხოვნა ერთი–ორად აიწევს. თუ ერთ ძმაკაცს არაფერი გამოუვა, მეორე ცდის ბედს, შეიძლება ამ მეორესთან სექსი გქონდეს და პარალელურად მესამემ შემოგთავაზოს საღამოს გასეირნება. ხანდახან თბილისელ ბიჭებს უჭირთ ერთმანეთისაგან განასხვავონ გოგო, რომელიც ყველასთან წვება, არაქალიშვილი გოგოსაგან.

თუმცა, ეს არ არის საკმარისი მიზეზი, იმისათვის რომ სექსზე საერთოდ უარი თქვა. ყველა ერათნაირი არ არის. ბევრი „დაგეჩალიჩება“ და ბევრს ეტყვი უარს, ბევრი მოგაბეზრებს თავს და ბევრი შეგზიზღდება, მაგრამ თუ შენ ზუსტად იცი რა გინდა, როგორი კაცი გინდა, რას მოითხოვ მისგან, რისი გაცემა შეგიძლია და ა.შ. ეს საშუალებას გაძლევს მარტივად მიიღო გადაწყვეტილებები, აირჩიო ვისთან ღირს ურთიერთობა და ვისთან არა,  და ამავდროულად,  სხვისი აზრებსიც არ მიიტანო გულთან ახლოს.

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , | 4 Comments