”გამარჯობა, მე მსხვერპლი ვარ!”

როცა ძალიან, ძალიან გტკივა თავი, როდესაც ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ ეს–ესაა გაგისკდება, ამ დროს შენ ეუბნები შენს ახლობლებს, სვამ წამალს, წამოწვები,თვალებს ხუჭავ და ისევ და ისევ უმეორებ შენებს რომ გტკივა. და ისინიც, შენს გვერდით არიან, გაწვდიან წამალს, გეუბნებიან, რომ იქნებ დაიძინო, წნევას გიზომავენ და ნერვიულობენ, მაგრამ ვერავინ, ვერავინ, ვერავინ ვერ ხვდება როგორ გტკივა შენ თავი. იმიტომ რომ თავი შენ გტკივა, მარტო შენი ტკივილია. ისინი წარმოიდგენენ, ხვდებიან, მაგრამ ვერ აღიქვამენ. ისინი ხომ ვერ გრძნობენ რა ხდება ახლა შენს ორგანიზმში.

და თუ შენ ყველას ისე მოაჩვენებ თავს, რომ არ გტკივა, ვერც ვერავინ ვერ მიხვდება რა ხდება ამ დროს შენში.

ჩვენი თავის ტკივილი ჩვენია! ჩემს თავის ტკივილს არასოდეს არ აღიქვამს სხვა და არც მე უნდა მინდოდეს წესით. ალბათ ეს არის ჩვენი – ქალების ყველაზე დიდი ნაკლიც–გვინდა, რომ აღიქვან.

და იქნებ ჩვენ უფრო მეტად ვიტკიებთ თავს, ვიდრე სინამდვილეში გვტკივა? და იქნებ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ სხვამ უფრო კარგად წარმოიდგინოს და გაიაზროს ჩვენი ტკივილი. იქნებ შეგნებულად არ ვსვამთ წამალს, რომ ყურადღება მოგვაქციონ? იქნებ იმდენად სუსტები ვართ, რომ ჩვენი სისუსტით გვინდა თავი დავიმკვიდროთ? და იქნებ ეს ყველაფერი გაცნობიერებული აქვთ სხვებს და ზიზღს ვიწვევთ მათში.

სრულიად შესაძლებელია ასეც იყოს, მაგრამ ჩვენ ხომ ნამდვილად განვიცდით, როცა გვტკივა. თუმცა სხვებს როცა ვანახებთ, (უფრო სწორი იქნება რო ვთქვათ, მას როცა ვანახებთ), მერე საკუთარი თავი გვეზიზღება და ისინიც არ გვიცოდებენ. ანდაც, რატომ უნდა ვუყვარდეთ სუსტები, ან ჩვენ გვინდა, რომ ვინმეს ვეცოდებოდეთ.?

წარმოიდგინეთ ქალი, რომელიც სიკვდილის სცენას დგამს. რა თქმა უნდა მას ტკივა, ცუდად არის, მაგრამ რას ფიქრობს ამ დროს.. დარწმუნებული ვარ, თითქმის ყველა მხოლოდ იმას წარმოიდგენს, რას იფიქრებს მისი საყვარელი მამაკაცი, როცა მისი ”სიკვდილის” ან თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ გაიგებს.

ხშირად ქალები ვცდილობთ დავადანაშაულოთ, ვანახოთ რა ცუდად ვართ მათ გამო, როგორ ვიტანჯებით და რისთვის?  -ვინმე ვინმეს დაბრუნებია მხოლოდ იმის გამო, რომ ის მეორე ცუდად არის?

არა, რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ემოციები უნდა შევიკავოთ და არ გამოვხატოთ არაფერი. უბრალოდ, დგება მომენტი,  როცა ხვდები, რომ მხვერპლის როლში ხარ და ამით უშედეგო მანიპულირებას იწყებ, ეს კი მომავალში თვითონვე გაღიზიანებს.

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

16 Responses to ”გამარჯობა, მე მსხვერპლი ვარ!”

  1. ერთია, როცა დგამენ და მეორე – როდესაც მართლა იკლავენ. ორივეს ვერ ვიტან!!!

  2. dato darbaidze ამბობს:

    araperia maradiuli ubralod ar unda gaxde vinmeze damokidebuli…da misi iqit cxovreba ro ver warmogedginos… imdeni lamazi qali da simpatiuri kacebi daiarebian ro ravici :))) da mjobnze mjobni ram dalia… edzebde da hpovebdeo <<< memgoni ese unda iyos 🙂

    rac shexeba ganicado sxvisdi gulshi ra xdeba es sheudzlebeia da kargica amavdroulad tore imdeni gaubedurebuli adamiani daiareba qveynad yvelas tkivili ro me vigrdzno matze adre me movkvdebi :))

    P.S minda erti naxvit shemiyvardes vinme :)))

  3. ირინა ამბობს:

    აუუუუ სწორიაა!!! მაგრამ აი ზუსტად ეგრე ბიჭები იქცევიან!:)) ოღონდ მართლა, ან მე მხვდება მარტო პანიკიორი ბიჭები თუ რა არის, არ ვიცი, მაგრამ თითქმის ყველა ასე იქცევა: თავს მაცოდებს, თავის თვითმკვლელობაზე მელაპარაკება (!) და ა.შ. ჰოდა, ასე რომ მოვიქცე მეც ვინმე ბიჭთან, წარმომიდგენია ის რას იფიქრებს ჩემზე:)) ასე რომ, არ მოვიქცევი ეგრე არასდროს:))

    დაა, რაც შეეხება ერთი ნახვით სიყვარულს, აი ზუსტად, მართლა მოდის რაღაც მუხტი ხანდახან, უცხო ადამიანებისგანაც, როცა მთელი გულით გგონია, რომ ის “ისაა”:)

    • კიი, გეთანხმები, მეც დაამმართნია მსგავსი რამ, მაგრამ სიყვარული არ იყო ნამდვილად. ალბათ, გარეგნობით მოგწონს და რაღაც მოლოდინებს აგებ იდეალური ადამიანი, ი ვსიო. მერე გაიცნობ და აღმოჩნდება რომ სხვანაირია. მერე გააჩნია როგორი ძლიერი მოლოდინები გქონდა. ან პროსტა დაიკიდებ ან მისი საქციელების მორგებას დაიწყებ შენს მოლოდინებთან და მერე სადღაც გაიჭედები. ნუ ალბათ ისეთებიც არიან, რომლებსაც უმართლებთ, მაგრამ ისე, ზოგადად რომ შევხედოთ ერთი ნახვით სიყვარული იგივე, რაც მინდა ვინმე მიყვარდეს და ამ კონკრეტულ ადამიანში ხედავ იმას, რაც შენ გინდა, რომ დაინახო 🙂 რავი მე ესე ვფიქრობ 🙂

      • dato_Darbaidze ამბობს:

        eg minda ro miyvardes tbilishi imena cvetshia :)) gansakutrebit gogoebshi :))

        da rac shexeba irinas kide ravi magrad manteresebs bichi ro dagiwyebs laparaks ase vizav tavs moviklav tavs shegacodebs da ragacebii…ai mere rogorga agdzeleb eget bichtan urtiertobas ?

        ar vici magram me mgonia qalma kactan tavi qalat unda igrdznos da kacma kide qaltan kacad…

        P.S kide arseboben egeti bichebi ?:)) dges dgeobit qalebi abaven kacebs da… :)))

  4. dakarguli ამბობს:

    mtkivneuli temebia… 😀 albat adamiani ,,camlavs,, sakutar tavs, ajerebs, rom ukvars… da tan erti shexedvit, erti shexebit da a.sh… me gaviare eg… yvelaze codo da gamagizianebeli sakuTavi tavis sibralulshi da sikvarulshi gadavardnaa… garkveul etapze gasagebia, magram tu didxans gagrdzelda,.,,, texams…

  5. buy tramadol ამბობს:

    Very interesting site. Hope it will always be alive!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s