ერთ პოზაში გაყინული ანგელოზები

”male gataveb kaci ver gataveb kaci ar agidgeba kaci ))) iqneba is iswavlot ro kacis… unda xandaxan adgoma da welshi gamartva )) ”- ეს ბლოგის ერთ-ერთი მკითხველის კომენტარია. და თქვენ წარმოიდინეთ,  ერთი მხრივ,  ვეთანხმები კიდეც.

მართალია,  გატენილია თბილისი ”ხამი”, სექსუალურად გაუნათლებელი, პრიმიტივი კაცებით, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ არც ჩვენ ვართ ”ანგელოზები”.

სექსი ,  ჩვენს ქალაქში რაღაც კონფლიქტივითაა სქესთა შორის. ჯერ ერთი,  ერთმანეთს აბრალებენ, რომ საერთოდ აქვთ, მეორე მეორე, ერთმანეთს აბრალებენ, რომ ცუდი სექსი აქვთ, მერე მესამე , კი აზრზე არ არიან როგორ უნდა ასიამოვნონ ერთმანეთს უკეთესად და არც ცდილობენ, რომ გაიგონ.

არა, ეს თბილისელი გოგოები მაინც რაღაც განსაკუთრებულები ვართ,- თითქმის არავის არ აქვს ორგაზმი და მაინც  დიდი მოწამეებივით, ხმას არ იღებენ და ატყუებენ პარტნიორს. ესეც გაუნათლებლობის ბრალია, – გონიათ, რომ თვითონ არიან დამნაშავეები, ჯანმრთელობასთან პრობლემები აქვთ და ასე შემდეგ, – არადა რეალურად შეიძლება მხოლოდ ის იყოს პრობლემა, რომ ამდენი თვის მანძილზე, მხოლოდ ერთ პოზაში აქვთ სექსი.

და ესეც ჩვენი ბრალია, – ჩვენ ვგრძნობთ თავს შეურაცხყოფილად რაღაც კონკრეტულ პოზებში. ჩვენ ვიძახით სხვა გოგოებზე, რომ ”იხმარეს” და შემდეგ ჩვენ თვითონვე განვიცდით თავს ”ნახმარად”. ეს კაცის ბრალი არ არის – ეს ჩვენი აღქმებია. აბა მიდი და იფიქრე, რომ ის კი არა, შენ ხმარობ მას,  უფრო აქტიურიც გახდები და სიამოვნებასაც მიიღებ და შენ წარმოიდგინე შეურაცხყოფილადაც არ იგრძნობ თავს ”ძაღლის პოზაში.”

მოკლედ ახლა გთავაზობთ, რამოდენიმე რჩევას ქალებს, იმისთვის, რომ გავხდეთ ”ცოტა” უკეთესები მაინც:

  • როცა კაცთან სექსისთვის ხარ, იყავი სექსისთვის და ნუ იფიქრებ ბევრს საქორწილო კაბაზე.
  • დაიმახსოვრე, რომ სექსი ჩვეულებრივი მოთხოვნილებაა, ამით არაფერი არ იწყება და არ მთავრდება. უბრალოდ სექსი გაქვს, ჯანსაღი სექსი, ჯანსაღი სიამოვნებისთვის.
  • ივარჯიშე, გახდი უფრო პლასტიური, დაიცავი დიეტა, დაიკელი წონაში, იყიდე ლამაზი საცვლები, – გახდი უფრო მიმზიდველი და სექსუალური, შესთავაზე სიახლეები.
  • გაიპარსე ფეხები! დიახ, ზამთარშიც კი!
  • ნუ გაითამაშებ ორგაზმს სისტემატიურად, მესმის, რომ გინდა თვითშეფასება აუმაღლო, მაგრამ ნუ გაინადგურებ საკუთარს. სექსი იმიტომ გაქვს, რომ სიამოვნება მიიღო და არა მხოლოდ იმისთვის, რომ მიანიჭო.
  • ნუ იხმარ ისეთ სიტყვებს, რომელიც შენს პასიურობას უსვამს ხაზს. (ხმარობს, მო**ნა, მისცა და ა.შ.)
  • მისიონერული პოზის გარდა სხვა პოზებიც არსებობს.. (ეს ისე ცნობისთვის…)
  • ნურასოდეს დაკავდები ორალური სექსით, თუ არ გინდა ეს, მაგრამ დამიჯერე,  არც ეს არის შეურაცყოფა  და ”თავის დამცირება”. იყავი სექსუალურად თავისუფალი და ინიციატივიანი.
  • უთხარი რა გსიამოვნებს და კითხე მასაც.
  • წაიკითხე უფრო მეტი და წააკითხე მასაც.
  • აგრძნობინე შენს კაცს, რომ გიყვარს სექსი, რომ შენთვის მნიშვნელოვანია ორგაზმი.
  • არ მისცე მის პენისს საშუალება დაემორჩილოს დედამიწის გრავიტაციას, დიმორჩილე შენ!
  • თუმცა სანამ ყველაფერ ამას დაიწყებდე, იპოვე 10 განსხვავება შენსა და გასაბერ ქალს შორის!
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

37 Responses to ერთ პოზაში გაყინული ანგელოზები

  1. niksologi says:

    კარგი ხარ, მომწონხარ.
    ისე, გოგოს თვალით როგორ იკითხება ეს, ნეტავ?

  2. likanto says:

    ვკითხულობ ამ ყველაფერს და კარგია.. მაგრამ მეორეს მხრივ, რაღაც პროტესტის გრძნობა მიჩნდება… არ ვიცი როგორ აღვწერო ეს განცდა… განა ეგრე მარტივია ყველაფერი და განა, ზამთარში გაპარსული ფეხებითა და ლამაზი საცვლით შეიცველება ყველაფერი? პრობლემა ღრმად არის დამარხული ჩვენს აზროვნებაში, ცნობიერებასა და აღზრდაში. რაც არ უნდა ვიძახოთ ევროპეიზაცია, შორენიზაცია, და სექსრევოლუცია, ერთია რასაც ვამბობთ, მეორეა რასაც ვაკეთებთ მაშინ როდესაც შუქი ქრება და საძნებლის კარი იკეტება…

    • sandro says:

      კი პრობლემა ბევრად ღრმაარის, მაგრამ საიდანღაც ხო უნდა დაიწყო პრობლემის გადაჭრა? მემგონი კარგი დასაწყისი შემოგვთავაზა ავტორმა! არა?

      • dato darbaidze says:

        ra aris sigrmiseuli problema ? 5 weli sheyvarebuli ro gyavs da kide giwevs sxva gogoebtan urtiertoba chum chumat ?
        kargit ra saqartveloshi 20 wlis zemodan iwyeba sexsualuri cxovreba mgoni roca sxva qveynebshi es 15 wels asaxavs…

  3. Anuki says:

    getanxmebi:)))))

  4. vekoo says:

    აუ, კაი, რა ასე მგონია ეს პოსტი ბებიაჩვენებისთვის იყო განკუთვნილი (თუმცა, ბებიაჩემი ეხლაც იპარსავს ფეხებს :დ )

    ვიღას ჭირდება ასეთი რჩევები, მაოცებს პირდაპირ :დ

    ეს შორიდან გაკვეთილები-“მე ძალიან მაგარი ვარ, ისწავლე ჩემგან” – საკმარისია :დ

    გავიგეთ, რომ შენ იცი და შეეშვი სხვებს :დ

    ან იქნებ მე ვერ ვხედავ სხვანაირ სამყაროს და მართლაც ჭირდებათ ეგ რჩევები?

    • ხო, ალბათ სხვანაირ სამყაროს ხედავ და მეც ხანდახან! მაგრამ თბილისში ვცხოვრობთ და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სადაქალო. მოდი პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ, გარეთ გავიდეთ და გოგოებს ვთხოვოთ ფეხზე პროსტა შეგვახედონ :)))))) ნუ ეს მაინც გადაობაა და სხვა მხრივ კი ბევრი ვიცი ვინც ერთ პოზაში თვეების მანძილზე ორგაზმზე ოცნებობდა. ცოტა ხნით შენს სამეგობროს თავი დაანებე და გაიხედ გამოიხედე რა ხდება! ზოგმა სიტყვა ერექცია არ იცის რა არის, ოღონდ მართლა და ბიჭები კიდევ იმას ამბობენ გოგოს უკნიდან რო ”ვხმარობ” მგონია შეურაცხყოფას ვაყენებო. :))

    • siyvarulovna says:

      ვეკო სჭირდებათ (ნოდ) და კარგად იყო ჩამოყალიბებული ყველა პუნქტი.

      თუმცა მთავარი პრობლემა მაინც აზროვნებასთან არის და პირველ რიში ეგ თუ არ შეიცვალა ვერნაირი ვარჯიში,საცმალი და მონდომება ვერ უშველით

  5. ნუ იხმარ ისეთ სიტყვებს, რომელიც შენს პასიურობას უსვამს ხაზს. (ხმარობს, მო**ნა, მისცა და ა.შ.) <<<<<<<<<< ვოტ, ესაა პრობლემა. მგონი კავკასიელ ქალებს ქვეცნობიერში გვიზის, რომ ყველა პონტში "ნახმარები" გამოვდივართ. სწორედ ეს პასიურობა განაპირობებს მერე გენდერულ უთანასწორობას, ძალადობას ქალზე და ა.შ.
    ძალიანაც სწორი პოსტია, ვეთანხმები ყველა პუნქტს! იპოდრომზე რომ დავრბივარ, 90% კაცები დარბიან, ქალები კიდევ უმეტესობა უცხოელია, დანარჩენი 2–3% ჩემზე პატარა გოგოები და ძალიან ბებერი ქალები, რომლებისთვისაც მგონი აზრი არ აქვს ირბენენ თუ ყირაზე გადავლენ.😐
    თავის მოვლის ამბავია, დილით ადრე გაღვიძებას და იპოდრომზე სირბილს ხაჭაპურის ჭამა გვირჩევნია.

    • dakarguli says:

      აი, როგორ ვერ ვიტან სიტყვას ,,იხმარა,, ან ,,ტ****ვს,,… ადამიანო, იქნებ მე ვხმარობ, რა იცი დდდ რომელი საზომით და შკალით ზომავენ ნეტა, ვინ ვის ხმარობს… ან ეს ,,ხმარების,, მომენტი რა უბედურებაა… ფუ!!!

  6. vuhu says:

    ძალიან ბავშვურია თუმცა მეტწილად მართალი🙂 ისა და რა მაინტერესებს იცი, ავტორები თავის სახელს და გვარს რატომ არ აწერენ? მგონი როდესაც სექსუალურ თავისუფლებაზე ლაპარაკობ (მომხრე ვარ ორივე ხელით) მგონი იმის თავისუფლებაც უნდა გქონდეს რომ ინკოგნიტოდ არ წერო🙂 მარი, შენი დაწერილია? აქ ბევრი თემა გადავიკითხე, უმრავლესობა გაჯერებულია ტრადიციული პოსტფემინისტური პათოსით. გოგონებო, ფემინისტური მოძრაობა დამთავრდა დასავლეთში მაშინ, როდესაც ქალებმა პოლიტიკური და სოციალური თანასწორობა მიიღეს, დანარჩენი უკვე მთლიანად თითიდან გამოწოვილია. ყველა ქალს აქვს არჩევნის თავისუფლება და ტირანს აირჩევს ქმრად თუ თვითონ გახდება ტირანი ეგ უკვე ფემინიზმთან და გენდერულ თანასწორობასთან არაფერ შუაშია. რაც არ უნდა სიმართლეს ღაღადებდეთ ამ საიტიდან (და ხშირ შემთხვევაში მართლა სიმართლეს ღაღადებთ) პათოსია იმდენად ცუდი, რომ მთელ შრომას წყალში გიყრით. ჯერჯერობით რასაც ვკითხულობ თავიდან ბოლომდე ქალებზე გათვლილი საიტია და ერთადერთი იდეა რაც დავინახე ის არის რომ ქალებმა წაკითხვის შემდეგ ნწნწ თქვან და უი ეს საზიზღარი კაცებიო დააყოლონ🙂 თორე რეალურად მართლა არაფრის მომტანი ინფოა. და ჰაერში გასროლილად დარჩება თუ ტარგეტ ჯგუფად კაცებს არ მოიაზრებთ (ან ორივეს სქესს)
    თავს თავისუფლებას მივცემ და მეც ინკოგნიტოდ არ დავრჩები თქვენსავით
    პატივისცემით და კეთილი სურვილებით:)
    ვახო სახოკია🙂

    • ინკოგნიტოდ დარეჩენას თავისი მიზეზები აქვს, ერთ-ერთი კი ის არის, რომ ისე არ მეყოფა გახამებული ქართველი კაცები ეხლა აქედანაც რო არ მომძებნონ. ამ ბლოგის მიზანი კი ნამდვილად არ არის ნწნწნწ.. პრინციპში მინდა რომ პრობლემები გავაცნობიეროთ. და პრობლემები ბევრია. ყველა ისტორია, რაც აქ წერია აბსოლუტური სიმართლეა, თუ არ ჩავთვლით სახელებს. ფემინიზმი კი ჩემგან მართლა შორსაა. რა ვქნა თუ ბევრი არშემდგარი მამაკაცი შემხვდა ცხოვრებაში? ეს ესე იყო და ალბათ კიდევ ძალიან ბევრს შეხვდა ასეთი. არც იმას ვამბობ, რომ მე ვარ იდეალური და კაცები ცუდი. ჩვენშიც ძალიან ბევრი პრობლემაა, თუნდაც ის, რომ კონტაქტი არ გვაქვს სექსის დროს.
      არც იმას ვუშლი ვინმეს, რომ ტირანი აირჩიოს, პროსტა სექსი ასწორებს! მართლა მაგრად ასწორებს და ალბათ დამეთანხმებით. ეს კი ჩვენ ქვეყანაში მაგარი პრობლემაა.
      სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით, ჩემი მკითხხველი ძირითადად ყველა პროგრესულად მოაზროვნე მეჩვენება და ის რაზეც ვწერ თვითონაც კარგად იციან, მაგრამ ძალიან მინდა იმათმაც წაიკითხონ, ვინც თეთრ კაბაში ქალიშვილად გათხოვებას სექსის ლეგალიზების მიზნით აპირებს. :))
      საიტი არამარტო ქალებისთვისაა, არამედ იმათთვის, ვისაც აინტერესებს, რას ფიქრობენ გოგოები ამა თუ იმ სიტუაციებში.

    • vkiviii VUhuuuuuuuuuu : ))))))) daanebe bavshvebs tavi!!!

    • dakarguli says:

      ჩემო ვახო… სანამ საქართველოში მზესუმზირის გამიდველები და მაყვალა ბებიები სხვისი საცვლების თვლას არ მოეშვებიან და ადამიანის პირადი ცხოვრების სულ ოდნავი პატივისცემა არ იარსებებს, სულ იქნება ანონიმურობის აუცილებლობა… ისე, ავტორის არგუმენტის რკინას კვნეტს დდდდდ

  7. vuhu says:

    ნწ ნწ🙂

  8. საუკეთესო პოსტი🙂

  9. ეფემია says:

    bolo aris saswauli🙂
    imitom rom tetr kabashi gatxovili gogonebis 90% araferit gansxvavdeba gasaberi kalisgan, ara gansxvavdebian isini ar kavdebian oraluri sexit, gasaber kals ki shegidzlia “yvelaferi akadro” rogorts erti chemo megobari bichi ityoda:)
    da saertod sanam sexi sheuracxmyofeli ikneba , da sanam bichebi an gogonebi ilaparakeben sheyvarebuls sexi rogor vakadro/makadrosoo manamde araferi eshvelebat am gayinul gakvavebul angelozebs !:)

  10. dato darbaidze says:

    rac ar unda kargad icode sexy da gamogdiodes kidec eg imas ar nishnavs ro yvelastan gamogiva… an yvelastan ertnair siamovnebas miigeb.
    eg igiviea labat ro sheileba dainaxo yvelastvis mosawoni qali da shen vabshe ar mogewonos mara gverdze gaixedo da dainaxo did cxvira gogo da tqva ra lamazia da lamisaa shegiyvardes :))) (vitom ramis momcemi shedarebaa ?) :)))
    ratomgac mgonia ro urtiertgageba yvelaperi ar vici gatavebit sheileba yvelastan gatavo mara gatavebis mere ra shegrdzneba geupleba egaa memgoni yvelaze mtavari…

  11. Jessie says:

    “# არ მისცე მის პენისს საშუალება დაემორჩილოს დედამიწის გრავიტაციას, დიმორჩილე შენ!
    # თუმცა სანამ ყველაფერ ამას დაიწყებდე, იპოვე 10 განსხვავება შენსა და გასაბერ ქალს შორის!”” >> ეს ყველაზე მნშვნელოვანია :)))) ნამდვილად სამწუხაროდ ახლანდელ თაობას , გოგოებს განსაკუთრებით, არ აქვს “სექსუალური განათლება” და მანდილოსნებს ჰგონიათ, რომ ან მამაკაცი ასწავლის ყველაფერს ან სირცხვილია ზედმეტი რამე იცოდეს. კაცებს პირიქით: ჰგონიათ, რომ ნამეტანი ბევრი ნახეს პორნoებში და ახლა ეს ყველაფერი უნდა განახორციელონ, მაგრამ უბრალოდ შემთხვევით ქალებთან. რაც არ უნდა გასატყდომი იყოს, ქართველ მამაკაცებში აქამდე მოქმედებს პრინციპი: ცოლს ხომ არ ვაკადრებ?!. არადა მასეთი ფრაზის კადრება უფრო სასირცხვილოა.

    კაი პოსტია. F**ing reality

  12. incognito says:

    მალადეც….. ძირს გაყინული ანგელოზები :დ :დ

  13. incognito says:

    პ.ს. თუმცა კაცზეც ძალიან ბევრია ცხადია დამოკიდებული. ძალიან ბევრი შეიძლება გაყინული იყოს და გაალღვო😉

  14. anna says:

    აუ არ გადაუვლია ამ პოსტის მუზას მთელი ბლოგისთვის? მაგის კომენტარებია ყველგან :დდდ

  15. efemia says:

    და ვინ არის მუზა???: ) ძაან დამაინტერესა)

  16. Didi veraferi gamosadegari rchevebia realobashi : ) anu is rom fexi unda gaiparso da tavisufali iyo sexsshi tu ginda da gaqvs ar exmareba adamians (mdedrs) shecvalos midgoma azrovneba da gaigrmavos codna : ) ase rom mgoni sxvanairi unda yofiliyo an posti an punqtebi : ) tumca vigacistvis esec magari siaxle iqneba :”D

  17. dato darbaidze says:

    amdeni yovlis mcodneebi sad shevikribet ertad neta :)))))))))))))))

  18. dakarguli says:

    ძალიან კარგი პოსტია, გულწრფელად… საერთოდ ყველაფერი ინდივიდუალურია… არ მქონდა არანაირი სექსუალური განათლება, მაგრამ საკუთარი თავი მე თვითონ გავაოცე დდდდ არც არანაირი კომპლექსი მქონია და არც აქტიურობის ამბავს ვუჩიოდი, მაგრამ დაშორების მერე დიდი დეპრესია დამეწყო…
    ფაქტია, მენტალიტეტი, რაც არ უნდა პროგრესულად მოაზროვნე იყო, ბევრს ნიშნავს. რასაც მთელი ცხოვრება გიჩიჩინებენ ერთი ბლოგის კითხვით არ შეიცვლვლება. დააახლოებით ისეთი ვარიანტია, თუ გახსოვთ დუმბაძის რომანი, სადაც მანიკურების წასმაზე და მოკლე კაბის ჩაცმაზე დაობენ. ეხლა ესაა კამათის თემა. შეიძლება თუ არა იდეალურ ქართველ მანდილოსანს და კდემამოსილ ქალს ჰქონდეს თავისუფალი სექსი. თუ უკვე ის ფაქტი, რომ სიტყვა სექსი ვახსენე მართმევს უფლებას, მანდილოსანი მეწოდოს. ვის რა უშავდება იმით, რომ მე ნევროზი არ მაქვს, ჯანმრთელობასთან ამ მიზეზით მაინს პრობლემა არ მაქვს და მუდმივად ფორმაში ვარ… სამშობლოს ვღალატობ, ოჯახს თუ მამიდის მულებს ვტკენ გულს…
    ბარსელონაში არის ერთი წყვილი (ნუ, წყვილი ბევრია, მე ამ კონკრეტულ მაგალითზე ვამახვილებ ყურადღებას ))))), რომელიც ერთი წელია ხვდება და ბიჭი თავს იგიჟებს, როგორ ვაკადრო ჩემს გოგოს ზედმეტი რამეო… წარმოიდგინეთ, რომ ის აქ გაიზარდა და გოგო უკვე 3 წელია ამ ქალაქში ცხოვრობს. ის აღნიშნავს, რომ ბედნიერია შეყვარებულს ასე ძალიან რომ უყვარს… რომ არც კი უცდია რამე ეკადრებია. იმსჯელეთ აქედან გამომდინარე.
    ასე რომ პოსტის ავტორს ერთ დღესაც არ გაუღვიძია და არ გადაუწყვეტია აქ სიზმრები მოეყოლა… ასახავს იმას, რაც რეალობაა. მე 24 წლის ვიყავი, როცა პირველად ვაკოცე… ნუ, არც მყვარებია იქამდე და სხვის თვალში ქულების დასაწერად ნამდვილად არ გავირჯიდი თავს დდდდ.
    რამდენიმე წელია საქართველოდან წამოვედი და სიტუაცია ძალიან შეიცვალა ამ მხრივ. 5 წლის მერე ეს თემა საერთოდ აღარ იქნება აქტუალური. მაგრამ ჩვენს თაობას ნამდვიულად აქვს პრობლემა ამ მხრივ.
    გაიღვიძეთ მანდილოსნებო, სანამ თქვენ თვითონვე არ დაგიწყიათ საკუთარი თავის მანდილოზავრებად აღქმა დდდდ

  19. Qilipa says:

    ,,გაიპარსე ფეხები! დიახ, ზამთარშიც კი!” – ლოოოლ :დ

  20. Tornike says:

    გრავიტაციის რჩევა იყო ზე : ))))❤

  21. es ise says:

    chemi azrit gaparsva araa aucilebeli tu mandamainc bichi ar moitxovs sxvanairad.
    me vicnob bichebs romelebsac chveulebrivi tmiani gogoebi mowont da izidavt) es gaparsva ar gaparsvac dzalian culturuli ambavia zogan iparsaven zogan ara😀

  22. es ise says:

    da es imattvis visac ufro sigrmiseuli sex ainteresebs http://thoughtcatalog.com/2011/what-it-feels-like-to-be-eaten-out/😀

  23. dima says:

    გაიპარსე ფეხები! დიახ, ზამთარშიც კი!

    sHESANISHNAVI..DA GARDA IMISA ROM KACI VAR.. chvenc uamravi higienuri problema gvaqvs..romelic sruliad gvikargavs urtiertobis survils..sapirispiro sqestan..da aseve gogoebs..

  24. levani says:

    yvelaze saintereso razec aq ar saubrobt isaa rom mxolod siamovneba ki araa seqsi xelovnebacaa. ar mesmis im wyvilebis visac mxolod sawolshi aqvt seqsi. yvelaze umagresi chem praqtikashi quchashi diid trubaze mqonda tanac zamtarshi iseti gayinuli iyo rkinis es idi nacheri xelebi gaeyina chem mewyviles. amis garda gvqonda kidev iset adgilas rogoricaa matarebeli, tba, tye. ras gaigeb pantazia iuyos mtavaria. kidev eert rames gagandobt. chem partniors ar qonda cxovrebashi gancdili orazmi xoda vaswavle ra aris imashi dasadzraxi rom zogma ar icis rogor miagwios amas.

  25. saba says:

    chemi azrit higiena aris mtavariii….. tundac pexebis gauparsaobaa tundac sxva adgilebis romelsac xshirad ar iparsaven da romel kacs moewoneba rocaa shishveli qalis tanze xedavs balans………

  26. თორნიკე says:

    ეს პოსტი გასამრავლებელია და ყველა გოგოსთვის დასარიგებელი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s