კაცი თუ ხარ..

რას ფიქრობთ გენდერულ თანასწორობაზე? ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ ქალი და კაცი ერთნაირი უფლებებით უნდა სარგებლობდეს საზოგადოებაში, ერთნაირი შანსი უნდა ქონდეთ სამსახური დაიწყონ, ერთნაირად უნდა ინაწილებდნენ საშინაო საქმეებს, ორივეს უნდა ქონდეს შანსი ხმა მისცეს არჩევნებში, არც ერთი არ უნდა იყოს ძალადობის მსხვერპლი და ა.შ.. და ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად შემოდის ჩვენს კულტურაშიც და ქალები და კაცები სულ უფრო მეტად თანასწორნი ხდებიან. და ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია.

თუმცა როგორ წყდება  თანასწორობის საკითხი რომანტიულ ურთიერთობებში? დარწმუნებული ხარ, რომ გინდა ყველაფერში თანასწორი  იყო შენს კაცთან ? მაგალითად, როცა რესტორანში ფულს იხდი, როცა ლიფტში ერთდროულად შედიხართ, როცა, შენს ოთახში ”პერესტანოვკას” აკეთებ?  პირადად მე, არანაირად არ მინდა კონოში ჩემი ფული მეთვითონ გადავიხადო, არც ის მინდა რომ მძიმე ნივთები ვათრიო და ხანდახან ისიც მსიამოვნებს, როცა ჩემს მაგივრად აგვარებს ჩემი ბიჭი ჩემსავე პრობლემებს. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ რაღაც გარკვეული ქალური და კაცური როლები მაინც არსებობს ყველა საზოგადოებაში და ეს არც თუ ისე უსიმოვნოა ორივე მხარისათვის.

კაცი თუ ხარ… ბევრჯერ გამიგია წინადადების ასეთი დასაწყისი განსაკუთრებით ტრადიციულ სუფრებზე.. კაცი თუ ხარ დიდი ყბა უნდა გქონდესთქო ერთ მეგობარს ვუთხარი რამდენიმე დღის წინ. სრულ იდიოტობად გეჩვენებათ არა? (ჩემი მეგობარის არ იყოს), შეიძლება, მაგრამ, არ მიყვარს ფემინური გარეგნობის კაცები, განუვითარებელი მხრებით პატარა ნაზი სახეებით და  ”კოტიტა” თითებით. რაღაც მგონია, რომ ვერასოდეს ვერ აღმაგზნებს  ასეთი კაცი.

გარდა გარეგნული და თავაზიანი ჯესტებისა, ხასიათშიც ხომ არის სოციალური განსხვავებები. გთავაზობთ არაკაცურ საქციელებს, რომლებიც მე და ჩემს დაქალებს ცხოვრებაში გადაგხვდენია:

  • კაცი თუ ხარ, როგორც მინიმუმ სფიქერფოუნით არ უნდა ელაპარაკებოდე თუნდაც ნაშას, იმის გამო, რომ სხვებმა გაიგონ რა ”მაგარი ტიპი” ხარ. (არც მაშინ, როცა გინდა შეყვარებულები ერთმანეთს დაშორდნენ)
  • ან გოგო რო გეუბნება შენთან სექსი არ მინდაო, მანამდე არ უნდა კოცნო ძალით სანამ არ მოუნდება.
  • კაცი რომ ხარ მივლინებაში წასულმა ( უფრო სწორად გაქცეულმა) არ უნდა დაურეკო გოგოს და არ უნდა უთხრა გშორდებიო
  • კაცი თუ ხარ, გოგოს არ უნდა მიწერო facebook-ზე,  მაგრად მინდიხარ და შესვენებაზე გამოდიო, როცა პროფილის სურათად შენი შვილი სურათი გიყენია.
  • კაცი თუ ხარ, არც ერთ ძმაკაცს არ უნდა მისცე იმის უფლება, რომ შენს გოგოს ”ეფარცქვალონ”, თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა არ გიყვარს ეს გოგო.
  • როცა იცი, რომ დალევისას, სერიოზული ერექციული პრობლემები გაქვს , კაცი თუ ხარ ან არ უნდა მიეკარო გოგოს, ან ვიაგრა უნდა დალიო და ან საერთოდ ალკოჰოლი ამოიღო შენი ცხოვრებიდან.
  • კაცი თუ ხარ არ უნდა დაულომბარდო გოგოს ”ცეპი” და მერე არ უნდა გადააგდო.
  • კაცი თუ ხარ…

(ეს ჩვენი გამოცდილებისგან.. ხოლო ქალებზე მოგვიანებით, შემდეგ შემდეგ პოსტებში იხილავთ..   ;))

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

44 Responses to კაცი თუ ხარ..

  1. efemia says:

    კაცი თუ ხარ გოგო კინოში მარტო არ უნდა დატოვო
    კაცი თუ ხარ ბარიდან არ უნდა გაიპარო როცა ანგარიშს მოითხოვ
    და საერთოდ კაცი თუ ხარ რაღაც პასუხისმგებლობები შენს თავზე უნდა აიღო, იმდენი მაინც რამდენსაც გოგო იღებს საკუთარ თავზე : )

    • KoT says:

      რაიყოთ რა გამწარებული პოსტები წავიკითხე..
      არ ვიცოდი თუ ეგრე იქცეოდნენ კაცები…
      რავიცი მე პირადად არასდროს არ გამიკეთებია ისეთი რამე რაც პოსტებში წავიკითხე..
      და კომენტარებში რაც წავიკითხე ხო მითუმეტეს..
      არა გატყუებთ ერთ ერთი გავაკეთე.. ნუ ძალიან დამჭირდა🙂 მივლინებაზე რაც ეწერა ეგ.
      მაგრამ აღიარების არასდროს არ მრცხვენია..
      ისე თქვენი ბრალია ეგ ყველაფერი..
      თქვენ ქცევებიდან გამომდინარეა ზოგი რაღაც. ყველა არა..
      მაგრამ პირადად მე
      ქალს მარტო იმიტო ვაფასებ პირველ რიგში რო მანდილოსანია..
      აი ამაზე არავინ არ შემედაოს..
      დანარჩენი მე ვიცი კიდევ ბევრია..🙂

  2. sandro says:

    დიდი ყბა თუ დიდი …?

  3. kuluaruli says:

    თუ კაცი ხარ ესეთი კითხვები არ უნდა დასვა :))) :))) :)))))

  4. Lee says:

    გენდერული თანასწორობა ორივე სქესის უფლებრივი გათანსწორებაა, თორემ კომოდის გასაადგილებლად ქალები (გარკვეული ნაწილის გამოკლებით) რომ არ გამოვდგებით, მგონი მაგაზე დიდი დავა არცაა საჭირო!😀

  5. რამ გაგამწარა ასე.🙂 წინასწარ ბოდიში თუ რამე გეწყინება.

  6. ნამდვილად. შესაძლებლობები ნამდვილად სხვადასხვანაირი გვაქვს, როგორც ფიზიკური, ისე _ გონებრივი და ამაზე ნურავინ იდავებს. მაგრამ უფლებები და მოვალეობები თანასწორი უნდა გვქონდეს. არჩევანის თავისუფლება ქალსაც და კაცსაც ერთნაირი უნდა ჰქონდეს. არ უნდა იყოს რო აი ვთქვათ სამზარეულოში ტრიალი ქალის საქმეა მარტო. თუ უსწორდება ქალს, სულ ნუ გამოსულა სამზარეულოდან თუ უნდა, მაგრამ ეს ვალდებულება არ უნდა იყოს. ან კიდევ, ეარსოფტში თამაში არ უნდა იყოს მარტო ბიჭის გასართობი. მინდა და ვისვრი ავტომატს, ვისი რა საქმეა :O
    :ბეჭდისდასმა:😀

  7. ვააა……. :)))) მართალი პოსტია ვერაფერს იტყვი…

    რაც შეეხება ყბას..

    რაღაც ცუდად ჟღერდა და მაგიტო აღადავდა ალბათ თორე ქვე-ტექსტი გასაგებია… ეხლა მეც რო წავიკითხე კაცს დიდი ყბა უნდა ქონდესო გადავყირავდი, მაგრამ გასაგებია

  8. Jazzmena says:

    “didi yba” kargi iyoo… exla mivxvdi marlon brandoze rato gijdebian turme… :))))

  9. tamaRa says:

    ეს “აღგრძნება” რაღა უბედურებაა მაინც???

  10. siyvarulovna says:

    კაცი თუ ხარ კაცი უნდა იყო (მზე)

  11. mamuka says:

    ”კაცი თუ ხარ….”’ ეგ გასაგებია მაგრამ აი ქალი თუ ხარ მაშინ რახვდება რა მოეტხოვება ქალს ეგეც დაწერეთ საინტერესოა მომთხოვნი ქალბატონები თვითონ რა პრინციპებით ხელმძღვანელობენ🙂

    • ლიბიკა სილვესტრის says:

      ქალი თუ ხარ, უნდა მისცე შენს გვერდით მყოფ კაცს იმის შესაძლებლობა, რომ მოიქცეს, როგორც კაცი🙂

  12. რა მაინტერესებს ამ ტიპს როგორი ყბა აქვს? არასოდეს დავკვირვებივარ მამაკაცის ყბაზე რაღაც ძალიან ახალია დიდი ყბა

  13. psychocity says:

    თუ კაცი ხარ ვიღც გოგოს არ უნდა ”ეჩალიჩო” მხოლოდ იმის გამო რომ შენმა ძმაკაცებმა ”დაგაფასონ”.

    მესმის თქვენი პრობლემა , რომ ებრძვით მზგავს დამახინჯებულ აზროვნებას , მაგრამ პრობლემა იქნებ არა მამაკაცში არამედ ქალშია ? ან საერთოდ ტრადიციებში?

  14. მართალი ხარ, რაღაც პონტში თანასწორები უნდა ვიყოთ, მაგრამ მაინც ყოველთვის იქნება ისეთი რამ რაც მენდომება რომ მამაკაცმა გააკეთოს და არა მე, ან პირიქით )) კაცია და გუნება😀

  15. Sweet says:

    shecdomaa: “აღმაგრზნებს”

    scoria: “agmagznebs”

    :/

  16. niksologi says:

    შეცდომა: ”არაკაცულ”
    სწორია: ”არაკაცურ”

  17. niksologi says:

    ეხლა მე დავწერ რაღაცებს და მერწმუნე ეს სიმართლესთან არც ისე შორსაა…

    1.”კაცი თუ ხარ, არც ერთ ძმაკაცს არ უნდა მისცე იმის უფლება, რომ შენს გოგოს ”ეფარცქვალონ”, თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა არ გიყვარს ეს გოგო.”
    2.”კაცი თუ ხარ არ უნდა დაულომბარდო გოგოს ”ცეპი” და მერე არ უნდა გადააგდო.”
    — ესენი გოგოს ილუზიებზე უფრო მეტყველებს ვიდრე კაცის არაკაცობაზე. გოგო კი ფიქრობს რომ მისი გოგოა, მაგრამ… ვაი რომ მაგრამ! კაცის ცნობა უნდა შეგეძლოთ. იაღლიში გაგეჩითებათ და მერე ეგრევე კაცის ბრალია ყველაფერი! მოდი საკუტარ თავში მოძებნე მიზეზი? იქნებ ზედმეტან გულუბრყვილო და მიმნდობი ხარ? არ არ ვიცი….

    3.”კაცი თუ ხარ, გოგოს არ უნდა მიწერო facebook-ზე, მაგრად მინდიხარ და შესვენებაზე გამოდიო, როცა პროფილის სურათად შენი შვილი სურათი გიყენია.”
    — შვილის სურათი რომ არ ეყენოს და ისე მიწეროს მოსულა?😉

  18. Giorgi says:

    LOL , ase ram gagaborotad

  19. გაბოროტება სად დაინახეთ ვერ გავოგე. რავი მემგონი ამ პუნკტებში რაც წერია არ არის არც ერთი ნორმალური საქციელი არ მეთანხმებით? მემგონი, არაკაცურია არა? ხოდა ეს ყველაფერი რეალობაა, ესეთი თიპოები არსებობენ, “ცეპებს” რომ ალომბარდებენ და ყველაფერზე წამსვლელები რომ არიან სექსისთვის, და მე ვარ კიდე გაბოროტებული??? :))))))))))))))))

  20. dakarguli says:

    ეს როგორი პონტია იცი? ქართული ამბავია რა … იტოგში, ტიპი გეფიცება მიყვარხარო, შენთვის ამას და იმას ვიზამო და ვგრუგ და ნაძრალაა… და მაინტერესებს, როგორ უნდა გავარკვიოთ, ვინ იტყუება და ვინ არა? სიცრუის დეტექტორზე შევაერთოთ და რამე? ისე, არც თუ ურიგო იდეაა, მაგრამ გარკვეულ სირთულეებთან დაკავშირებული))
    ისე, ჟურნალისტებს ასწავლიან, რომ არამცდაარამც არ დახატონ მსხვერპლი თეთრ ფერებში და დამნაშავე შავად… რადგან მსხვერპლი თვითნაც დამნაშავეა, უფლება რომ მისცა, მოეეტყებიათ. ამიტომ ის ნაცრისფერია. მაგრამ მეორე მხრივ, შეტენო პასუხისმგებლობა ქალს, იმისთვის რომ ნაბიჭვარი შეყვარებული ყავდა, რომელიც თავს ანგელოზად ასაღებდა…… უსამართლობაა სხვა თუ არაფერი…
    პ.ს. ყურადღებას ნუ მომაქცევთ, ჩემი გასაჭირი მადგას დდდდდდ

    • niksologi says:

      როგორ უნდა შეატყო კი არა, თავიდანვე მეტ-ნაკლებად უნდა იყოს ნათელი წყვილში ვინ რას ფიქრობს, ვინ რას ელის, და ვინ ვინაა სტატუსით…
      მოკლედ შორს წაგვიყვანს ამაზე ბაასი…

      პრინცი მოფრნდა ერთის მხრივ – ნაშა ავაგდე მეორე მხრივ! აი აქ გვენძვრის, მოშნად თან!

      • dakarguli says:

        ხო და ქალს რომ ნაშად აღიქვამ და სიყვარულს ეფიცები და მის წინ მუხლებზე ეცემი ეგაა ზუსტად არაკაცობა. ტყუილი არცეთ შემთხვევაში არ არი დასაშვები…. ია ტაკ დუმაიუ….

  21. dato darbaidze says:

    kaci tu xar martivad daikide :)))))))))))

  22. niksologi says:

    dakarguli, ოხ კაცების მოდგმა გაწყდეს? თუ რისი თქმა გინდა?🙂🙂🙂

    • dakarguli says:

      უი, ეხლა ნუ მეკითხები ეგეთ რაღაცეებს, ნამეტანი აკრეფილი მაქვს და ქოქოლას დაგაყრით დდდ ერთ სამ თვეში ისევ კეთილი გავხდები და მაშინ მკითხე, რისი თქმა მინდა დდდდ ნამეტანი გამაბრაზეს და ….

      • ნუ აცესებ სამ თვეს და ხუთს და ცხრაას!!! ეგრე რო ეტაპებად დავყავი, უსასრულოდ გაგრძელდა. თქვი და დღეს უკვე კარგად ხარ. და რომ გაგახსენდება ის შენი x, უბრალოდ მარტივად გაიფიქრე “ერთი მაგის დებილი დედაც მოვ**ანთქო (მაპატიეთ უცენზურობისთვის) :))))))

  23. dakarguli says:

    ერთი მაგისი დებილი დედაც …… დდდდდდდდდდდდ ნუ, გულში რაც გავიფიქრე აღარ დავწერ ))))))))))) გავაოფე ეხლა მე აქ აშკარად ))))

  24. maki says:

    კაცი თუ ხარ, მაგრა რო გასიამოვნებს გოგო სექსში და მაგრა რო გაგისწორდება, მერე არ უნდა უთხრა “დიდი არაფერი ხარო” …..

  25. helikopter says:

    კაცი თუ ხარ არ უნდა გაიხვრიტო ყურები :p და კაცი თუ ხარ არ უნდა შესთავაზო გოგოს სექსი უნდა ანზ..რიო :პ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s