დაქალები vs შეყვარებული

რამდენიმე დღის წინ თათიას ყოფილმა შეყვარებულმა ჩვენ, მისი დაქალები დაგვადანაშაულა იმაში, რომ ურთიერთობა აღარ აქვთ. ასეთი შემთხვევები არც თუ ისე იშვიათია ხოლმე ჩვენს ქალაქში – როცა ბიჭი ყოფილი შეყვარებულის მეგობრებს ადანაშაულებს.  ეს კი ძირითადად მაშინ ხდება, როცა პარტნიორს ზედმეტად სუსტები ვგონივართ, იმისთვის, რომ მასთან ურთიერთობა გავწყვიტოთ ან უბრალოდ არ უნდა ამის დაჯერება.

მეც აღმოვჩენილვარ მსგავს სიტუაციაში. როცა ჩემს დაქალებს ჩემი და ჩემი X-ის პრობლემებზე ვუყვებოდი. ყველა სხვადასხვა რამეს მირჩევდა: ნუცა მეუბნებოდა, რომ საერთოდ დავშორებოდი, ირინკა მთავაზობდა, რომ პაუზა ამეღო, სალომე  დალაპარაკებას მირჩევდა, ანა კი თვლიდა, რომ პრობლემა საერთოდ არ მქონდა და ძალით ვიქმნიდი. და საბოლოოდ იმდენი რჩევა მივიღე, რომ ყოველდღე სხვადასხვანაირად ვცდილობდი ჩვენი პრობლემების მოგვარებას, რამაც, რა თქმა უნდა,  საპირისპირო შედეგი გამოიღო.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ხშირად, ჩვენ, დაქალები ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ ჩვენს მეგობარს და  ამას მთელი გულით ვაკეთებთ. ვეუბნებით იმას, რაც, ჩვენი აზრით, საუკეთესო გამოსავალია. თუმცა, ხანდახან გვავიწყდება, რომ ეს ჩვენი აზრია მათ ურთიერთობაზე და არა ის, რაც რეალურად ხდება ამ ორ ადამიანს შორის. მაგრამ, ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ რჩევები აღარ მივცეთ ჩვენს მეგობრებს, ან არ მივიღოთ მათგან. უბრალოდ კარგად უნდა გავაანალიზოთ რა გვინდა ჩვენ თვითონ და მოვიქცეთ ისე, როგორც მხოლოდ ჩვენ მიგვაჩნია სწორად. როგორც დაქალებმა კი უნდა დავივიწყოთ პირადი სიმპატიები და ანტიპატიები და რეალურად დავეხმაროთ ჩვენს მეგობარს. საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ უბრალოდ დაველაპარაკებით ამის შესახებ, ვკითხავთ რას  გრძნობს და რას აპირებს, ისე, რომ თვითონვე მისცეს თავის თავს ჯანსაღი რჩევა.

რაც შეეხება თათიას,  მე მაინც მგონია, რომ ის ისე მოიქცა, როგორც თვითონ თვლიდა საჭიროდ… და საჭიროდ თვლიდა, რადგან უნდოდა დაემტკიცებინა, რომ მის გარეშე ცხოვრება მარტივად შეუძლია და თქვენ წარმოიდგინეთ შეძლო კიდეც.

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

9 Responses to დაქალები vs შეყვარებული

  1. anna says:

    არასდროს მიკითხავს რჩევა მეგობრისტვის..
    მაინც ვერ ვიყენებ მოცემულ მომენტში😦

  2. siyvarulovna says:

    არასდროს მიმიცია რცევა ან ის გააკეთე ან ეს თქო. დიდი დიდი დალაპარაკება ვურჩიო. არ მიყვარს სხვის პირად ურთიერთობაში რომ ვერევი

  3. კი მაგრამ თუ ხედავ რომ შენმა დაქალმა შეიძლება ცხოვრება დაინგრიოს ჩაერევი კი არა ძალით გამოგლეჯ იმ ბიჭს, მაგრამ მე პირადად ისე გამამწარა და იმდენი მანერვიულა მსგავსმა პრობლემამ რომ ეხლა საერთოდ აღარ ვერევი არავის ცხოვრებაში, ეს კი მხოლოდ იმის ბრალია რომ ვერასოდეს ვერ აღვიქვამთ სინამდვილეში ვის სურს ჩვენთვის კარგი და ვის არა:)

    • ხოო, ჩემს ცხოვრებაშიც იყო ერთი დაქალი, რომელმაც ძალიან ბევრი მანერვიულა და სულ ტყუილად, ჩემი დიდი მონოლოგები, მონოლოგებად დარჩა. ბოლოს მივხვდი, რომ ადამიანს რაღაც გზა რომ აქვს არჩეული, იმას ვერასოდეს ვეღარ შეაცვლევინებ და ალბათ არც უნდა შეაცვლევინო, რადგან მისი ცხოვრებაა და შესაბამისად მისი არჩევანი

      • სამწუხაროდ მართალი ხარ:) უბრალოდ ზოგი ისეთი ცუდი ზნისაა კისერს რომ წაიტეხს მერე მოგიბრუნდება და შენ გეჩხუბება თუ იცოდი და თუ ხედავდი რატომ არ მითხარიო🙂 მაგრამ მაინც სჯობს ადამიანი შენს სოროში იჯდე და ხშირად დახუჭო თვალები და ყურები😀 (ისე ვერ ვიტან დამალულ საზოგადოებას)

  4. ეფემია says:

    tatiam yvelaze swori gadawyvetileba miigho rac sheizleboda:)
    tumca arasodes ar unda moikce sxvisi zegavlenis kvesh, radgan sabolood mainc ise ikcevi rogorc shen ginda da ara dakalebs : )

  5. იცი რა არი? ჩემი აზრით ნუცას შენი ამჟამად X მოწონდა და ამიტომ გითხრა დაშორდიო და საერთოდ ამ პოსტს და ამ საკითხს ჩემი აზრით ყველა სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ხალხო ! ეს არ არის მარტო კომენტარის დასატოვებელი პოსტი… ეს მთელი განსახილველი საკითხია. თქვენ კიდევ კომენტარს მოაგდებთ და არც ბრუნდებით უკან

  6. :))))))))))))) აბა კი😛

    ისე დედაჩემი მეუბნება, ერთმანეთზე ისე ხართ გადაბმულები, დარჩებით ერთმანეთის შემხედვარეო:)))))) სიმართლის რაღაც მარცვალი ამაშიც არის😛 მაგრამ მე პირადად სულ არ მინდა ისეთი დაქალი, ვინც მარტო დამკვირვებლის როლშია და ხმას არ იღებს, არც რჩევას მაძლევს, იქნებ სულ გამომეცალა ტვინი, არ უნდა შემანჯღრიოს? და რაც შეეხება, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, მაგას ყველა მეტნაკლებად მაინც იღებს, ადრე თუ გვიან.
    ესაა ჩემი კომენტარი :პ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s