ესეც შენი ვალენტინობა..

დილით სახლიდან რომ გამოვედი ვიღაც გოგომ სასწრაფოდ მომაჩეჩა ხელში სარელკამო ბუკლეტი წარწერით: ” 40%-იანი ფასდაკლება, დელფოსში, მხოლოდ შეყვარებული წყვილებისათვის”. –  ფასდაკლებაც არ მეკუთვნის.. რა დისკრიმინაციაა..

მე მომწონს ეს დღე და არ მიყვარს, როცა” არ აღიარებენ” და ამბობენ, რომ ყველა დღე სიყვარულისაა. ამას, მგონი მხოლოდ ის ადამიანები აკეთებენ, რომლებსაც ფული არ აქვთ, რომ შეყვარებულს საჩუქარი აჩუქონ, ან უბრალოდ არ ყავთ შეყვარებული და დაბოღმილები არიან.

მეც ”დაბოღმილი” ვარ დღეს. დიახაც! რა უბედურებაა, ყოველ 14 თებერვალს შეიძლება ყველა ”პაკლონიკი” ერთდროულად გაქრეს და სახლში ვიჯდე? ყველანი სადღაც მიდიან, ნუცაც, თათიაც, ირინკაც.. მე კი ანას (ერთადერთ უშეყვარებულო დაქალს) უნდა ჩავკიდო ხელი და რომელიმე ბარში (თუ რა თქმა უნდა ადგილი იქნება) რედბულ-არაყში  ”ჩავიხშო დარდი”! ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ ხომ იცით, ყველა ხუმრობაშია სიმართლის მარცვალი.

არადა, მომწონს მარტოობა, თავისუფალი ვარ. მხოლოდ ჩემს თავზე დამოკიდებული და კარგადაც ვერთობი ხშირად.. თუმცა სიყვარულის დღეს  მხოლოდ საკუთარი ჩრდილი რომ მიმაცილებს სახლამდე, მხოლოდ მაშინ მიჩნდება, რაღაც მარტოობის,  ოდნავ სევდიანი, ”რაღაცნაირი” განცდა..

მაგრამ, არაუშავს, დღეს კიდევ ერთხელ,  მე თვითონ ვაჩუქე ჩემს თავს საჩუქარი, მერე ანასთან ერთად სადმე საყვარელ ადგილას წავალ და ბევრს დავცინებ ფუმფულა დათვებით და წითელი ვარდებით მოსიარულე ”ბანნძ წყვილებს”. ესეც შენი ვალენტინობა.. ველოდები საღამოს!

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

8 Responses to ესეც შენი ვალენტინობა..

  1. knuti says:

    😐
    დასაცინი რაა.
    უნდა გიხაროდეს, რომ ამდენი ბედნიერი წყვილია, კი არ უნდა გშურდეს…
    http://knuti.wordpress.com/2011/02/11/valentines-day/ პოსტის ბოლო ნაწილი გადაიკითხე😀

  2. JusT Smile says:

    მეც ეგრე ვარ თითქმის🙂

  3. ნინო says:

    “რა უბედურებაა, ყოველ 14 თებერვალს შეიძლება ყველა ”პაკლონიკი” ერთდროულად გაქრეს და სახლში ვიჯდე? ” რა ნაცნობი სიტუაციაა :)))) მაგრამ სახლში მაინც არ ვზივარ ასეთ დროს, გასართობს და თავშესაქცევს ყოველთვის ვნახულობ. მართალია მეც ბოროტად მეცინება ხოლმე იმ ერთ წითელ ვარდზე თითქმის ყველა გამვლელი გოგონას ხელში რომ ვხედავ მაგრამ გულს არ ვიტეხ, დღეს მაგალითად ჩემს თავს 5 ცალი წითელი ვარდი მივართვი რომელიც ძალიან მიყვარს და ჩემს ოთახს ძალიან ალამაზებს… :))

  4. ირინა says:

    დაცდილი მაქვს, ყოველ ვალენტინობას ან მარტო ვხვდები, ან ნაჩხუბარი ვარ😀 აქედან მარტო ერთადერთი დასკვნა გამომაქვს: მარტო უფულო ბიჭებს მოვწონვარ :))))))))) რა უბედურებაა, რა არის!:))

  5. ana says:

    momewona sheni postebi,kargia tu chvens daobebuli azrebit gatenil saqartveloshi erti adamiani mainc piqrobs normalurad da tan arc sakutari azris gamorqma uchirs :)) valentinobas rac sheexeba mec igive situaciashi var yovel 14 tebervals da ukve mivechvie kidec:D rac sheexeba pumpula datuniebs da eget banalur sisawyleebs,me magas cheemi udatunio martooba mirchevnia:D

  6. Beqa says:

    გერჩივნოთ მოგივათ ასაკი და მერე აგარ იტყვით მაგას : ))) << სულ ამის თქმა შემიძლია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s