მე ♥ ჩემი სამსახური

ჩემმა “ძვირფასმა” ბიჭმა ასე აქტურად რომ ველოდებოდი, არ დამირეკა. ის კი არა, facebook-ზეც კი უპასუხოდ დამტოვა. ეს რომ ერთი წლის წინ მომხდარიყო, ალბათ ჩემს თავს დავადანაშაულებდი და ძალიან, ძალიან ცუდად ვიქნებოდი.. ახლა კი, ჩემდა გასაკვირად მხოლოდ ერთ კონკრეტულ მომენტში „დავიგრუზე“ (როცა facebook-ის ჩათში “დამაიგნორა”), შემდეგი დღეების განმავლობაში კი არც გამხსენებია. ან კი როგორ გამახსენდებოდა, როცა სამსახრში ყველფერი თავზე მაყრია!

დღეს ჩემს საქმიანობაზე ვფიქრობდი და მივხვდი, რა მნიშვნლეოვანია ადამიანისთვის კარგი სამსახური და როგორ გვეხმარება ის ცხოვრებაში. არა მარტო მატერიალური თვალსაზრისით, – საკუთარი თავის რეალიზაციასაც ახდენ, მუდმივად დაკავებული ხარ და სულაც არ გრჩება იმის დრო, რომ რაღაც სისულელეზე ინერვიულო.

გთავაზობთ, რამოდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა გვქონდეს ყველა გოგოს სამსახური აუცილებლად!!!

• როცა მუშაობ, უფრო მეტად თავდაჯერებული და დამოუკიდებელი ხარ!
• აღარ გიწევს, ეხვეწო მშობლებს 20 ლარი, რომ კინოში წახვიდე!
• მარტოც ფანტასტიურად ერთობი შენს დაქალებთან ერთად და არავინ გჭირდება იმისათვის, რომ დაგპატიჟოს!
• არ ფიქრობ მხოლოდ შენს „შეყვარებულზე“ : არ უყურებ საათობით ტელეფონს და გამწარებული არ ელოდები როდის დარეკავს!
• უფრო მეტი შესაძლებლობა გაქვს, რომ შენს თავს მოუარო და უფრო მომხიბვლელი გახდე!
• არასოდეს არ რჩები იქ სადაც არ გინდა, რომ დარჩე, მხოლოდ იმიტომ, რომ ტაქსის ფული არ გაქვს!
• შეგიძლია მოყვე შენი სამსახურის შესახებ და ამით საინტერესო და საქმიანი ადამიანის იმიჯი შეიქმნა საზოგადოებაში!
• ადექვატურად იყენებ დიპლომს! (და არა მხოლოდ იმისთვის, რომ სარფიანად გათხოვდე)
• უფროსის მიერ შექება პირდაპირპროპორციულია შენს თვითშეფასებასთან!
• ცხოვრება უფრო აქტიური და ხალისიანია. შენ კი – უფრო ლამაზი და თავდაჯერებული!

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

13 Responses to მე ♥ ჩემი სამსახური

  1. JusT Smile says:

    როგორ მინდა,რომ ვმუშაობდეეე …. მაგრამ ჯერ ის მინდა,რომ ჩავაბაროოო

  2. veronika says:

    ღოჩაღ შენ! ყველას არ შეუძლია იყოს ასეთი გულახდილი!
    მომწონს შენი ბლოგი!-შენთან ვარ!

  3. tjorven says:

    ar vetanxmebi punqtebis naxevarsac ki : )))))))))))))))))))))))

  4. ანი says:

    აი ამიტომაც მინდა რომ ვმუშაობდე…

  5. Tornike says:

    “არ უყურებ საათობით ტელეფონს და გამწარებული არ ელოდები როდის დარეკავს!”
    ეს ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენაა. იშოვეთ სამსახურები : ))

  6. anna says:

    ჯერ სამსახური არ მაქვს, მაგრამ უმაგისობა სულაც არ მიშლის ხელს, მეკიდოს ზემოთნახსენები დაიგონრებები ^_^
    პრინციპში მსგავსი არაფერი მახსოვს ჩემი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე :დდ

  7. dakarguli says:

    შენ არაფერი დაგიკარგავს. ეს მან დაკარგა ძალიან საინტერესო ადამიანთან ურთიერთობის შანსი… სამსახური კარგია, როგორიც არ უნდა იყოს. მაშინაც კი თუ საყვარელ საქმეს არ აკეთებ. სამაგიეროდ უქმეები მთლიანად საკუთარ თავს შეგიძლია დაუთმო. უფრო მეტიც, ქართული მენტალიტეტის და დაჭაობებული აზროვნებისგან გასათავისუფლებლად პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები დასაქმდნენ და ეკონომიკურად დამოუკიდელბები გახდნენ. ეს მათ საკუტთარი თავის რეალიზების საშუალებას, დიდ სტიმულს და შინაგან დამოუკიდებლობას მისცემს.

  8. 13th says:

    ვეთანხმები პუნქტების უმრავლესობას🙂
    ჩემს შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში, ასეა.

  9. siyvarulovna says:

    სამსახური მინდა😦

  10. samsaxurze magari araperia yvela piradi problema gavicydeba imitoro samsaxuris oroblemebi ar gasveneben😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s