თუ დარეკავს..

როცა შეცდომას ვუშვებთ ბიჭთან ურთიერთობაში, გამოსწორებისას ხშირად ბევრად უფრო მეტად ვცდებით, ვიდრე პირველად  და ყველაზე  ცუდი ის არის ხოლმე, რომ შესაძლოა შემდეგ მთელი ურთიერთობა განსაზღვროს ამ ერთმა შეცდომამ და მისი გამოსწორების გაუთავებელმა მცდელობებმა.

მოკლედ, ერთ ბიჭს ვხვდები,  (ან არ ვიცი, შეიძლება ვხვდებოდი) – რამოდენიმე კვირის წინ რომ გეკითხათ, როგორ ბიჭთან დავიჭერდი ურთიერთობას, ფაქტიურად მას აღვწერდი. მოკლედ, ჩემს როგორც იქნა ისეთი ადამიანი გამოჩნდა, რომელიც ზუსტად ის არის რაც მინდოდა და მე იმის მაგივრად, რომ კარგად მეგრძნო თავი მასთან, დავიბენი..

ძველი პოსტებიდან ალბათ მიხვდით, რომ არც თუ ისე წარმატებული ურთიერთობები მქონია ბიჭებთან, – რამდენჯერაც შემიყვარდა, იმდენჯერ ვიგრძენი თავი ძალიან ცუდად. ბოლო ურთიერთობამ გაუცნობიერებლად თითქოს რაღაც „იმუნიტეტი“ გამომიმუშავა. ყველა ბიჭი ფეხებზე დავიკიდე და არავისთან არ მქონდა სტაბილური „შეყვარებულური“ ურთიერთობა– ყოველ დღე მესიჯობებით და ნახვებით. იმდენად მივეჩვიე შაბათობით სხვადასხვა ადამიანების გაცნობას და მხოლოდ ფლირტს, რომ ბოლოს ვერც კი წარმომედგინა როგორ უნდა დამეწყო სრულფასოვანი,  ჯანსაღი ურთიერთობა.

მოკლედ, მარტო ბევრად კომფორტულად და მშვიდად ვგრძნობდი თავს, იმიტომ, რომ პერსპექტივაშიც არ ქონდა ვინმეს, რომ მასზე ემოციურად დამოკიდებული გავხდებოდი. ახლა კი, რატომღაც ურთიერთობის დასაწყისშივე გადავწყვიტე, რომ აუცილებლად ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა და ორი დღის წინ ვთხოვე არასოდეს დაერეკა ჩემთვის. და თქვენ წარმოიდგინეთ, მართლა ასე მერჩივნა იმ მომენტში. და მანაც აღარ დარეკა.. უკვე მეორე დღეა. რამდენიმე წუთის წინ „facebook”-ზე მივწერე, და არაფერი მომწერა ( ალბათ წარმოგიდგენიათ, როგორ ვგრძნობ თავს ახლა).

ხანდახან, გამოცდილებამ, რომელიც ცხოვრებაში გვეხმარება ხოლმე, შესაძლოა პირიქით, უკან დაგვხიოს და უფრო მშიშრები გაგვხადოს. ადრე ბევრად უფრო თამამი ვიყავი და ყოველთვის დღევანდელი დღით ვცხოვრობდი, არასოდეს მიფიქრია რა იქნებოდა ხვალ:  დავშორდებოდი, შევიყვარებდი,ცოლად გავყვებოდი,  მე გავხდებოდი მასზე დამოკიდებული თუ ის.  ახლა კი,   ძალიან ბევრს ვფიქრობ, წინასწარ რაღაც დაშვებებს ვაკეთებ, და ეს სულაც არ არის მემგონი კარგი. აშკარად დროა,  ჩემს წარსულ აჩრდილებს თავი დავანებო და როგორც ადრე, სრულიად ახალ ურთიერთობას, სრულიად ახალ ადამიანთან ვიწყებდი, ასევე მოვიქცე ახლაც…   რა თქმა უნდა, თუ დარეკავს…

This entry was posted in Uncategorized and tagged , , . Bookmark the permalink.

7 Responses to თუ დარეკავს..

  1. incognito says:

    საკუთარ შეცდომებზე სწავლა რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ, გაითვალისწინე ის, რომ ყველა ურთიერთობა ინდივიდუალურია🙂 FB-ზე შესაძლოა საერთოდ არც ენახა ჯერ რო მიწერე, ასე რომ ტყუილად თავს ნუ დაიგრუზავ, ის რაც ბუნებრივად ხდება ყველაფერი კარგია, დაჟე დაშორებაც. არც იმას შეიძლება ქონდეს ცუდი შედეგი, შენ თითონ დაურეკო, და რა თქმა უნდა თუ გიპასუხა და შეხვედრაზე დაგთანმხდა, აუხსნა შენი პრობლემის შესახებ, თუ გაგიგებს ხო კარგი, თუ არ გაგიგებს და დაიკიდე, ესეიგი მაგ ურთიერთობიდან კარგი არაფერი გამოვიდოდა🙂
    Good Luck

  2. შენ მიწერა მაინც გადაწყვიტე და მე სერიოზულ ურთიერთობებს იმდენად გადაჩვეული ვარ, რომ როცა ეს ნაბიჯი უნდა გადავდგა, უბრალოდ ვიკარგები…

  3. dakarguli says:

    მმმ, არ გეჩვენება, რომ უკვე გახდი მასზე დამოკიდებული? მეც საშნელი კრახი განვიცადე, მაშინ როცა უგონოდ მიყვარდა შენსავით გადავწყვიტე რაღაცეები…. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ჯანსაღი ურთიერთიბების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ შენ უკვე ნერვიულობ მის გამო და უარს ამბობ შენს არჩეულ გზაზე, ურთიერთობების იმ მოდელსზე, რომელიც ადრე სასურველი იყო შენთვის. ადამიანური თვისებაა აზრის შეცვლა, მაგრამ ისევ თავიდან დაიწყება ყველაფერი… იმედგაცრუება, ტკივილო და ასე შემდეგ… გათხოვდები? ბეჭედი იძლევა ბედნიერების გარანტიას? ამ კუთხიოთ შეხედე საკითხს… თუ ასე იმოქმედა უკვე შენზე ამ ადამიანმა, იქნებ სწორად მოიქეცი, როცა სთხოვე აღარ დაერეკა შენთვის? დაფიქრდი, ღირს ამაზე დარდი? )))) წარმატებები შენ!

    • ხოო, ზუსტად მითხარი ყველაფერი🙂 მართლა ეგრეა და ეხლა, როცა დროც გავიდა და (კიდევ არ რეკავს) უფრო და უფროო ვხვდები, რომ კარგად მოვიქეცი🙂 თუმცა არის კიდევ ერთი რამ, მე წინასწარ დავუშვი, რომ ცუდად ვიქნებოდი, არადა ხომ შეიძლებოდა რომ სულაც არ ყოფილიყო ასე🙂

      • dakarguli says:

        emociurad masze gaxdi damokidebuli da scored aman charto tavdacvis instinkti… me ra makvs salaparako, cuxel mteli rambla cremlebit davalbe)))) magram es imasac nishnavs, rom agarasodes davushveb, ropm vinmes ase dzalian gadaveba dzargvebit…
        shenc igrdzeni, rom saprtxe iko da…. da kidev erti, radgan ar dareka, eseigi dzalian scorad moikeci,…. )))

  4. tikuna says:

    to unda darekavs! tu ar darekavs mashin sheveci magis pativmokvareobas. e.i. ar ukvarxar

  5. siyvarulovna says:

    არ მიყვარს სერიოზული ურთიერთობები და ყოველთვის გავურბივარ რატომრაც

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s