ადგილი სიყვარულისთვის

ჩემი დაქალი ირინკა ერთი,  საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დგას, თეორიულად მას და მის შეყვარებულს სექსი აქვთ, თუმცა  პრაქტიკულად ამის განხორციელებას ვერსად ვერ ახერხებენ.. მანქანა არც ერთს არ ყავს და სახლშიც მარტო არასოდეს რჩებიან, ექსტრემალური სექსი კი მის ფლეგმატიკ შეყვარებულს არც თუ ისე ხშირად იზიდავს. ერთი შეხედვით თითქოს მარტივი პრობლემაა, მაგრამ ირინკასთვის ეს უკვე აღარ არის სახუმარო თემა.

მართლაც, რა უნდა ქნას წყვილმა, თუ ისინი არ ცხოვრობენ მარტო და არც მანქანა ყავთ? ბუჩქებში და სადარბაზოებში ხომ არ დაკავდებიან ამ საქმით? ჩვენი თბილისური წყვილები, როგორც ჩანს, რეალურად დგებიან ამ პრობლემის წინაშე. მე გადავწყვიტე გამოსავალი მომეძებნა და საერთოდ გამერკვია სად აქვთ ახალგაზრდებს სექსი. ამისათვის პატარა გამოკითხვა ჩავატარე მეგობრებში, რამაც მიმახვედრა, რომ ადგილის არქონა საკმაოდ ბევრ პრობლემებს ქმნის. ყველაზე პოპულარული ადგილი სექსისთვის კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია აღმოჩნდა, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია მანქანა. შემდეგ ადგილზე აგარაკი გავიდა თბილისის სიახლოვეს. ზოგი თურმე ოთახში იკეტება, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრები სახლში არიან, (ეს მაინც რაღაც დისკომფორტია, ჩემი აზრით.) ზოგი კი საერთოდ უარს ამბობს სისტემატიური სექსუალური პარტნიორის ყოლაზე ამ მიზეზის გამო.

ამ ჩემი პატარა გამოკითხვისას ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი მაინც ნუცამ შემომთავაზა– სასტუმრო. თუმცა აქაც არის ერთი დაბრკოლება: ნუცა ყოველთვის საუკეთესო სასტუმროში მიყვება თავის საქმროს, ირინკას და მის შეყვარებულს კი ამდენი ფული არ აქვთ. არის კი თბილისში ნორმალური, სუფთა და კომფორტული სასტუმრო ახალგაზრდა წყვილებისთვის ხელმისაწვდომ ფასად???

იაპონიაში, მაგალითად, არსებობს ე. წ. „love hotels”, რომელიც განკუთვნილია სპეციალურად წყვილებისთვის და იქ შესვლა არც თუ ისე ძვირია, თანაც სისუფთავესა და კომფორტის გარდა, თქვენ განსაკუთრებული რომანტიულ გარემოსაც შემოგთავაზებენ. აუცილებლად ეწვიეთ ამდაგვარ სასტუმროს, თუკი ოდესმე თქვენს პარტნიორთან ერთად იაპონიაში აღმოჩნდებით.

თუმცა, სანამ იაპონიში წავიდოდეთ, მოდით ისევ თბილისს დავუბრუნდეთ და  გავარკვიოთ რას გვთავაზობს ჩვენი ქალაქი. მართალია, ჩვენთან უშუალოდ სიყვარულისთვის განკუთვნილი სასტუმროები არ არსებობს, ვარდის ფურცლებით და რომანტიკული განათებებით, თუცა აქაც იპოვით კომფორტს იაფად, თუნდაც სახლ–სასტუმროებში, რომლებიც დღიურად ქირავდება.

არ ვიცი, რამდენად დაგეხმარებათ ამგვარი ოთახის მოძებნა, რამდენდ შეძლებთ, რომ ყოველდღიურად იაროთ იქ, მაგრამ სულ არაფერს ხომ ჯობია კვირაში ერთხელ მაინც გქონდეთ სექსი საყვარელ ადამიანთან?? ზოგჯერ მანქანასაც გამოართმევს ძმაკაცს,  თქვენი მშობლებიც ოდესმე წავლენ სადმე და ზოგჯერ ექსტრემალური სექსიც არ არის ცუდი. ასე კი ბევრად უფრო მეტი გამოვა,  ვიდრე კვირაში ერთხელ. მოკლედ,  ნუ იტყვით უარს ურთიერთობაზე და ნუ გათხოვდებით მხოლოდ იმის გამო რომ ყოველ საღამოს ერთად იწვეთ საწოლში. სცადეთ ყველა საშუალება და იპოვოთ ადგილი თქვენი სიყვარულისთვის!!

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

10 Responses to ადგილი სიყვარულისთვის

  1. anna says:

    რა კარგია რომ თითქმის ყოველთვის მარტო ვარ სახლში❤
    ეგ პრობლემაც არ მაქვს :დ

  2. incognito says:

    sachirboroto postia🙂 tumca erti is gamogrcha – “sastumroshi vinme nacnobma ar dagvinaxos” :)) magram erti rchevas mec dagimatebt, arsebobs aseti gasartobi centri KOPALA, wynetshi, ar minda reklama gamomivides, ubralod arc tu ise cudi adgilia, da arc tu ise zviriani🙂

  3. piccolina says:

    მართლა სერიოზული პრობლემაა და მე თუ მკითხავ, მისი თავი და თავი ფინანსური დამოუკიდებლობის არ ქონაა (უმუშევრობა, დაბალ ანაზღაურებადი სამსახური)

  4. bluekittie says:

    love hotels iaponiashi pirvel rigshi medzavebistvisaa gankutvnili🙂 da ertjeradi urtiertobebistvis🙂 sakartvelosgan dzalian gansxvavdeba mati mdgomareoba am mxriv🙂

  5. Anuki says:

    saqartveloshi amis gamo bevri kargavs partniors,roca wlobit sexy ar gakvs da kidev sheyvarebulis statusit sargebloob…ha haa ravici tbilisshi aseti adgilebi tua dzishovi:)))tu kargia zvirii girs da ash…

  6. 13th says:

    უფრო მეტი კონკრეტიკისათვის: “დაგუგლეთ” “ბინები დღიურად” ან რამე მსგავსი ტექსტი. 40-60 ლარად 24 სთ ბინა შენია. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ვაწყდებით ისევ და ისევ მატერიალურ პრობლემას. დღევანდელ საქართველოში არც ესაა იაფი თანხა. ასე რომ ესეც ვერაფერი კარგი გამოსავალია წყვილების უმრავლესობისათვის.

  7. RandomUser says:

    საქართველოშიცაა იაფი და სუფთა სასტუმროები მაგალითად “ტეხასი” საათი 20 ლარი ღირს

  8. irakli says:

    kargia vigacas mainc ro ar akvs es problema..)))) jamrteli sexsi jamrteli cxovrebaa…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s