ფროიდი, უცნობი და ერთი ღერი სიგარეტი

რამდენიმე წლის წინ, წიგნების მაღაზიაში:

–        ფროიდი ქათულად გააქვთ?

–        ფროიდის რა გინდათ? – გვერდიდან ხმა

–        რაღაცა და (ტკაცუნი თითებით).. ტაბუ..

–        ააა.. ტოტემი და ტაბუ? ქართულად.. ფუუ რა სისულელეა.. – მიპასუხა მან და ნუცა მიხვდა, რომ მთელი მომავალი ცხოვრების განმავლობაში მე მას ვერასოდეს დავივიწყებდი. სიმპატიური იყო და თან „ფუ რა სისულელეაო“ რაღაც განსაკუთრებული თავდაჯერებულობით წარმოთქვა.

რა თქმა უნდა, წლები გავიდა და ‘ტოტემი და ტაბუ“ წავიკითხე (რუსულად)  ეს ადამიანი კი არასოდეს აღარ მინახავს, არც სახეზე მახსოვს როგორია და მართალი რომ გითხრათ, ვერც კი ვხვდები რატომ მომეწონა მაშინ.

ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევით, რომ გუშინ მსგავსი ისტორია კიდევ ერთხელ შემემთხვა,  სრულიად უცნობი ადამიანი მომეწონა და „ფუ რა სისულელეასგან“ განსხვავებით მისგანაც ვიგრძენი სიმპატიები. მაგრამ სამწუხაროდ არც სახელი ვიცი, არც გვარი, არც სამსახური, და არც ის, თუ კიდევ რამდენი საათის განმავლობაში გაძლებს ჩემს მეხსიერებაში მისი გარეგნობა .

მოკლედ, ყველაფერი ასე მოხდა: სამსახურიდან რაღაც საქმეზე ვიყავი წასული ერთ–ერთ დაწესებულებაში, ამ დროს, დერეფანში ორი სასიამოვნო გარეგნობის ყმაწვილი იცდიდა კონსულტაციისთვის. (ერთი განსაკუთრებით სიმპატიური). გამომელაპარაკნენ, უამრავი კითხვა დამისვეს, ისე რომ ვერც კი მოვასწარი სახელი გამეგო.  მან პროფესია მკითხა:

–მის ფროიდ, – გამიღიმა ჩემმა უცნობმა თანამოსაუბრემ. შემდეგ სიგარეტი მოვწიეთ. ( თუ ბიჭი ხართ და ოდესმე სიგარეტის მოწევა შემოგთავაზეთ, ესეიგი მომწონხართ.)  ამ დროს შიგნიდან დაუძახეს,–  მერე აუცილებლად მოვწიოთ ერთადო.

მე ჩემი საქმე მოვაგვარე.. და წამოვედი..  ის კი შენობაში დარჩა. ალბათ ვეღარასოდეს შევხვდებით ერთმანეთს. მაგრამ რა უნდა მექნა, დერეფანში ხომ არ დავუცდიდი სანამ გამოვიდოდა.

მოკლედ, წამოვედი და მივხვდი რომ ამ სასიამოვნო, განსაკუთრებული იუმორის მქონე „ენჯეოშნიკს“ ვეღარასოდეს ვნახავდი. თუ რა თქმა უნდა ისე ძალიან არ მოვეწონე, რომ facebook-ში ვისაც კი ჩემნაირი სახელი ქვია ყველა არ ნახოს, მიპოვოს და დამიმატოს. (რაც პირნციპში შეუძლებელია). მეორე ვარიანტი კი ის არის, რომ მისი პროექტი დაფინანსდება და საიტზე დაიდება, მე ყველა ახალდაფინანსებულ პროექტს შევამოწმებ და საბოლოოდ ვიპოვი. (თუმცა ესეც შეუძლებელია სავარაუდოდ).

და მაინც, რატომ ხდება თბილისში ისე, რომ მაინცდამაინც, მეგობართან სახლში, დაბადებისდღეზე ან საერთო ნაცნობების სხვა წრეში უნდა გაიცნო ბიჭი. ან რატომ ითვლება ნომერის მიცემა და გამორთმევა „რაღაცად“. ან რატომ ვარ ესეთი სულელი, რომ სახელის კითხვა დამავიწდა, ან დავლოდებოდი.  ან სულაც, თვითონ ეკითხა რამე ისეთი, რომ შემდეგ მარტივად მოვეძებნე.  მოკლედ, რაღა აზრი აქვს ამაზე ფიქრს, თუმცა დასანანია, მე ხომ მოერეჯერ დავკარგე ჩემი ფროიდი. (საინტერესოა, რა კომენტარს გააკეთებდა ამაზე ნამდვილი ფროიდი ცოცხალი რომ ყოფილიყო?)

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , . Bookmark the permalink.

14 Responses to ფროიდი, უცნობი და ერთი ღერი სიგარეტი

  1. anna says:

    ბევრჯერ მომწონებია ეგრე ვიღაც მაგრამ არა… დამიკარგავს

  2. just smile says:

    მეც მომწონებია ეგრე ბიჭი,მაგრამ იგივე დასასრული ქონდა ჩემს ამბავსაც … ნომრის მიცემა/გამორთმევა კიდევ თბილისში გოიმობად და სოფლელობად ითვლება … მაგრამ რატო არ ვიცი🙂

  3. ეგრე ბევრი შეიძლება მოგეწონოს, ყველას ხო ვერ გაიცნობ…

  4. Jazzmena says:

    ფროიდი თავის “ფსიქოანალიზს” გვერდზე გადადებდა და სიგარეტზე დაგპატიჟებდა…

  5. dakarguli says:

    sheni proidebis xibli scored imashia, rom ,,proidebad,, darchnen )))) carmoidgine, is simpatiuri bichi sheidzleba chais gabzekili neka titit svams ))) an xvrinavs, an tetri cindebi acvia shav pexsacmelebtan kombiaciashi )))) (ra boroti var😀😀😀 )))) iseti pontia : rac upro shoprs xar, mit upro vtklbebi… ise, roca aset shtabechdilebas axdens adamiani, imedgacrueba upro didia… ise, xom ar damecera nashromi saxelad : ,,tavdacvis 101 xerxi,,, an ,,peminizmis pirveli chanasaxebi sakartveloshi,, an rame eget rame😀😀😀

    • გეთანხმები აბსოლუტურად! თუ გინდა მერე ერთად დავწეროთ ინტერნეტ წიგნი თავდაცვაზე და იმუნიტეტზე :))

      • dakarguli says:

        აღვშფოთდი, ისე მომეწონა შენი შემოავაზება ))))) მინდა ძალიან…. ჩავუსხდეთ და დავწეროთ )))))

  6. აუ აუ ეგეთი რამდენი მომენტი მქონიაააა :O მაგრამ ხანდახან (მარტო ხანდახან) ჯობია რომ ასე ბევრს შეხვდე ხოლმე, ბევრი ასეთი მომენტი გქონდეს… ნუ ალამაზებს ცხოვრებას რა🙂 ერთხელ ავტოსტოპით მივდიოდით ქუთაისში და ისეთმა მაგარმა ბიჭმა გამიჩერა უფრო მაგარი მანქანით, რომ თავი სიზმარში მეგონა, ნუ გზაში ბევრი ვილაპარაკეთ, ხოდა ფეისბუქზეც დავიმატე…. ახალი წლები იყო და ფეისბუქზე შესასვლელად არც ერთს არ გვეცალა, მაგრამ რომ მოვიცალეთ და ორიოდე სიტყვა გავცვალეთ სულაც არ აღმოჩნდა ისეთი როგორიც წარმომედგინა😦 ხოდა ეხლა ვფიქრობ, ხომ ჯობდა, რომ სიმპათიურ უცნობ ჰიჩჰაიკერად დარჩენილიყო ჩემთვის და არა მოსაბეზრებელ ნაცნობად, რომელსაც ჩათში თავს არიდებ?😐
    P.S. მაგარი ბლოგია ძაააალიან და უკვე სამი დაიწყო, მე კიდე ამ ბლოგს ვკითხულობ :O

    • xoo, martali xar :)) yoveltvis egre jobia xolme, rom ucnobebad darchnen :)) malobt rom mogwons chemi blogi🙂

      • 13th says:

        არა, “ყოველთვის ჯობია” არა. ზოგჯერ ჯობია და ვფიქრობ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუ იგრძენი მისგან სიმპატია, ერთი პატარა ინიციატივა შეგეძლო გამოგეჩინა, მიგეცა ვიზიტკა. და შემდეგი დარაჩენი ნაბიჯი უკვე მისგან წამოვიდოდა…

        მეორეს მხრივ, კი მქონია მსგავსი სიტუაცია მეც. და ჩემდა გასაკვირად შემხვედრია ის ადამიანი მეორეჯერ, ასე შემთხვევით. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ვფიქრობ, შეგხვდება კიდევ… და ამ ჯერზე არ დაიბნე🙂

  7. Anuki says:

    mqonda shemtxveva rodesac quchashi mivdiodii da mankaniit vigac bichi momsdevda da mezaxda,me zed ar vuyurebdi vitom ar mesmoda,roca gadasasvleltan mivedi pexebtan gamichera da mitxra ramdens gezaxdi da arc miyurebdi vipikre sheeshindao,shemdge mtxova gagiyvan sadac midixaro,me uari vutxarii,ar vici ratoo:(( arada ra bichii iyoo,mankana kidev uproo .. :D:Dmashin teleponi ar mkonda nomeri ro mtoxa ar miveci,ro mkonoda ki mivcemdi😀 gabrazebulma kari miijaxuna mankaniis da ise swrapad da gabrazebit moxia ro mankanebi eridebodnen!!!mteli gza gulsawyvetilma gaviare da vinane :((((( albat ese iyoo sachiroo )))))

  8. eeeh ramdenjer yopila aseti shemtxveva😦 magram albat ne sudba

  9. ვერა says:

    ეჰჰჰჰ…მეც მქონდა ეგეთი შემთხვევა…რამდენიმე თვის წინ ბარნოვზე ვიყავი..გასაუბრება მქონდა და გახარებული თავქვე ვეშვებოდი…ხოდა თავი ვერ მოვთოკე და შევასკდი :დ რომ შევხედე,იმდენად მომეწონა რომ ენა ჩაივარდა და ბოდიშიც ვერ მოვუხადე…ბოლოს თვითონ შემომთავაზა და იქვე კაფეში ყავა დავლიეთ,,,ზოგად თემებზე ვსაუბრობითთ…ბოლოს რომ გამოვდიოდით ნომერი მთხოვა…მე კიდევ ათას სისულელეს აყოლილმა ვუთხარი,თუ ეს შემთხვევითობა არ იყო და ბედია ისევ შეგასკდები სადმე,სულ დაბნეული დავდივარ–მეთქი და გამოვიქეცი… იმის მერე დავდივარ მისი ნახვის მოლოდინში…ბედი გამოვცადე თუ ბედმაა გამოსცადა ჩემი ნებისყოფა არ ვიცი… მოკლედ თავს ვირწმუნებ რომ თბილისი ძალიან პატარაა და ისევ შემხვდება სადმე…. არადა დარწმუნებული ვარ ფაისბუქზე უამრავი საერთო მეგობარი გვეყოლება..მაგრამ რას გაიგებ…ალბათ ვერასოდეს რომ ვეღავ ვნახო…კარგიც იქნება… იქნებ სულ არ ყოფილიყო ჩემი ოცნების მამაკაცი …ახლა კი მისი ნახვის სასიამოვნო მოლოდინი მაქვს სულ,ყველგან…მან ხომ იცოდა სადაც ვსწავლობ…თუ მოინდომებს ილიას უნივერსიტეტს ამოატრიალებს და მიპოვნის…ან იქნებ ეს კომენტარიც წაიკითხოს:))) მოკლედ ,ყველაფერი ცემი ზოდიაქოს ბრალია…ყველაფერი სპონტანური და ამოუცნობი რომ მხიბლავს :))))

  10. Miauuuh says:

    me mqonda msgavsi shemtxveva 1 wlis da 2 tvis win da isev ertad vart :D:D sul sul shemtxvevit gavicani kafeshi nomeri rom mkitxa arc davfiqrebulvar mashinve vutxar da imis mere ertad vart :D:D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s