NO MARTINI, NO PARTY.

მას შემდეგ, რაც სექსუალური ცხოვრება დავიწყე, ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი რამ შეიცვალა. პირველ რიგში კი ურთიერთობები და დამოკიდებულება ბიჭების მიმართ. არ ვიცი ეს სექსის ბრალია, თუ უბრალოდ გავიზარდე, მაგრამ ფაქტია, რომ ადრინდელთან შედარებით ახლა ბევრად უფრო  დისტანციური ვარ ურთიერთობებში და თუ ბიჭის ხასიათი, გარეგნობა, ინტელექტუალური და მატერიალრი შესაძლებლობები არ მაკმაყოფილებს ფლირტიც კი არ მაქვს მასთან.

დიახ, მატერიალური შესაძლებლობები მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის. ბევრი ამას „მეშჩანობას“ ეძახის და თვლის, რომ მთავარი ამქვეყნად სიყვარულია. მე კი მგონია, რომ მთვარი და ერთადერთი არაფერიც არ არის. ყველაფერი ერთად უნდა იყოს თუ გინდა, რომ კარგად იგრძნო თავი. მე არანაირი სურვილი არ მაქვს ჩემს პარტნიორზე მეტი ხელფასი მქონდეს და არც ის მინდა, რომ მე ვიხდიდე ბარში ანგარიშს. ყველაფერს რომ თავი დაანებო თვითონ მას გაუჩნდება არასრულფასოვნების განცდა.

მემგონი მართლა დავბერდი და გამოვედი იმ ასაკიდან, როცა ქუჩაში, მანქანაში და სხვა „ბომჟურ“ სიტუაციებში დალევისას კარგად ვგრძნობდი თავს. არც კი ვიცი რა იყო მაშინ ჩემთვის მნიშვნელოვანი. არც გარეგნობით მომწონდა, არც ხასიათით..  არაფერი არ ქონდა კარგი ჩემს პირველ,  თინეიჯერულ სიყვარულს. ზოგჯერ „პაძემკაში’ უკრავდა და სვამდა, ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ეს ყველაფერი ძალიან მომწონდა.

შემდეგ სამინისტროს თანამშრომელი გავიცანი, თავზე ნამდვილად არ გადადიოდა, მაგრამ პაძემკაში დაკვრა არ უწევდა დასალევად, მანქანაც ყავდა. ექვს თვიანი ურთიერთობა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ კომფორტი დამეფასებინა ურთიერთობებში. მას შემდეგ „ბომჟები“ აღარ მიზიდავს.

რა თქმა უნდა, ჩემი სურვილი მატერიალური კეთილდღეობის შესახებ არ ნიშნავს იმას, რომ მზად ვარ ფულის გულისთვის ვინმესთან ურთიერთობა დავიწყო. როცა,  ადამიანი არ მოგწონს და მხოლოდ მისი შემოსავლები არის შენთვის საინტერესო, ამას თავისუფლად შეგვიძლია პროსტიტუცია ვუწოდოთ. თუმცა, ეს რომ ჩემთვის ერთ–ერთი უმნისვნელოვანესი კრიტერიუმია ურთიერთობის დასაწყებად ამას არც არავისთან არასოდეს უარვყოფ.

შარშან ზაფხულში ბათუმიდან რომ მოვდიოდი, ქობულეთში ჭყონიას სასტუმროში მომიწია გაჩერება ერთი დღით. საღამოს მე და ნუცა მზის ჩასვლას ვუყურებდით, მარტინის ვსვამდით და ვსაუბრობდით. და მე ნუცას ვუთხარი, რომ შესაძლოა ვერსოდეს მოვხვდე ჰავაის კუნძულებზე ჩემი ხელფასით, მაგრამ თუ მარტო ვიქნები და მხოლოდ ჩემი თავი მეყოლება სარჩენი, ყოველთვის შევძლებ დავისვენო ჭყონიას სასტუმროშითქო. და მართლაც, თქვენი არ ვიცი და მე ბევრად მირჩევნია თუნდაც ქართული სასტუმროს ბარში მარტინი ბიანკოს “წრუპვა”,  ფილარმონიის პაძემკაში “გომის” დალევას მისაყოლებლის გარეშე.

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

12 Responses to NO MARTINI, NO PARTY.

  1. tjorven says:

    archevans mainc ver gaaketeb bolomde verasodes .

  2. 13th says:

    გეთანხმები, იმაში, რომ ფული არ თამაშობს უკანასკნელ როლს ურთიერთობაში (აღარაფერს ვამბობ ოჯახზე). რაც არ უნდა გიყვარდეს და არ გენანებოდეს, ბოლო ბოლო ამოგივა მაინც ყელში მუდმივად თუ არა ხშირად მის მაგივრად გადახდა; ან უარის თქმა კარგ ბარზე/კაფეზე/კლუბზე და გართობაზე, როცა იცი, რომ მას ამის საშუალება არ აქვს.

  3. anosmagazine says:

    მართლაც და ყოჩაღ რომ ასე ღიად წერ ასეთი თემების შესახებ. კონკრეტულად ამ პოსტს რაც შეეხება, მე ვფიქრობ რომ გააჩნია ურთიერთობას, ასაკს, და შესაბამისად პრიორიტეტებიც აქედან მოდის.

  4. ეფემია says:

    roca yvelaferi yelshi amogiva mashin archevanis winashe arc ki idgebi, erti “xsnis” gza gekneba marto : )

  5. “თქვენი არ ვიცი და მე ბევრად მირჩევნია თუნდაც ქართული სასტუმროს ბარში მარტინი ბიანკოს “წრუპვა”, ფილარმონიის პაძემკაში “გომის” დალევას მისაყოლებლის გარეშე.”
    აქ რამეა საკითხავი? :დ
    *პადზემკა.

  6. Anuki says:

    sruliad getanxmebii….tumca amistvis sexualurii urtiertoba aramgonia sachiro iyoos,es is elementarulaia rac mamakacis mxridan unda mododes roo sadgac buchknarshii ar agayudoos da ar gachamoos,znelia roca asaki xels ar uwyobs imashii kacs,rom tavisiishemosavlis wyaro kondes rataa sayvarel adamians asiamovnos,shen ki ukve sheyvarebuli xar maszee:)))

  7. Devi says:

    რა თქმა უნდა გლამურული სიტუაცია ყოველთვის უფრო მიმზიდველია, მაგრამ რადგან ზოგს ბომჟურიც უსწორდება/უსწორდებოდა, ე.ი. ყველაფერს თავის მუღამი აქვს…

    P.S. ეხლა აღმოვაჩინე ბლოგი, Keep Writing

  8. nika says:

    arasworia, es tema anu upulod ar shegiyvardebaa xo ??? tu dakarge adamianii romelic giyvardaa magis gulistvis inaneb , da mixvdebii roo puliii sisulelea, da vigac banjgvlian melots unda gayve romelsac bevri puli ak da bavshi imas daemsgavseba : )000000

  9. Luna G says:

    არაა აუცილიებელი ბანჯგვლიან მელოტს გაყვე, შესაძლოა საკუთარი თავი ყველაფრით უზრუნველყო და შემდეგ გირსეული ადამიანი იპოვო, არ ვგულისხმობ ქართული ტრადიციების უბადლო შემნახველსა და გამაგრძელებელს სტერეოტიპული თვალსაზრისით. რომ ვკითხულობდი ჩემს თავზე მეგონა და ახლა ვხვდები რომ მხოლოდ ჩემტან არ შეცვლილა ასე უცებ შეხედულებები და პრიორიტეტები.

  10. zacharia says:

    ყველაზე სამწუხარო ის არის რომ ამ ქვეყანაში ფულიანების 90% ქართული სტერეოტიპის მატარებელია და ასტამბურაა. ასე რომ სიმპათიური ფულიანები ცოტაა ან უკვე დაქორწინებულები არიან🙂 Good Luck !

  11. Miauuuh says:

    pulic mkidia da yvelaperic roca is chems gverdit aris❤ :D:D:D arc magar manqaniani bichebisken ar gamirbis tvalebi mastan ertad yopna nebismier adgilas chemtvis havais kundzulebze vighac sxva tiptan ertad yopnaze kargia😀 ; )) roca giyvars mastan ertad yvelaperi 100 magad sasiamovnoa sanam amastan viqnebodi puliani bichebic myavdnen magar adgilebshidac davdiodi rac mindoda da roca mindoda mqonda magram mainc ragac maklda da exla roca is ragac ar maklia (siyvaruli) tavs srulyopilad da kargad vgrdznob yovelgvari aseromvtqvat "dzerski" chyonias sastumroebis gareshe da dzalian magari pontebis gareshe :X misi erti chaxutebac ki yvelazee didi pupunebaa chemtvis❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s