ისინი განსხვავდებიან ჩვენგან!

თინეიჯერი რომ ვიყავი, ბიჭებთან ურთიერთობისას ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ მათ უბრალოდ არ შეეძლოთ სიყვარული. მე მთელი დღის განმავლობაში ჩემს შეყვარებულზე ვფიქრობდი, დილიდანვე საღამოს ველოდებოდი, რომ  მენახა, ვნერვიულობდი და ვერ ვითმენდი, როცა არ მირეკავდა. ვფიქრობდი მარშუტკაში, სახლში, ლექციაზე, ტანსაცმლის შერჩევისას, დაქალებთან საუბრისას.. მოკლედ მთელი დღე, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი და როგორც არ უნდა ვყოფილიყავი.

ჩემი შეყვარებული კი ამდენს ნამდვილად არ ფიქრობდა ჩემზე. მისთვის ერნაირად მნიშვნელოვანი იყო: მისი სამსახური, მეგობრები და მე. მას შეეძლო, წასულიყო ბიჭებთან ერთად დასალევად და არ ვენახე მთელი ერთი დღე. ეს ნამდვილი ტრაგედია იყო ჩემთვის: „მე ხომ ყოველთვის მსიამოვნებს მისი ნახვა ყველაზე მეტად. მას კიურჩევნია მეგობრებთან ერთად წავიდეს.. მემგონი მოვბეზრდი… დასაწყისში,  ჩემს გარდა არაფერი აინტერესებდა, ახლა კი, ალბათ, აღარ ვუყვარვარ…“

თუმცა, რა თქმა უნდა, მე ვცდებოდი და საქმე სულაც არ იყო ასე მძიმედ. უბრალოდ, კაცებს ცოტა სხვანაირად უყვართ. მათ არ შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ სამსახურს, მეგობრებსა და საყვარელ ქალს შორის, რადგან სამივე ერთნაირად მნიშვნელოვანია. ის ვერასოდეს იქნება სრულფასოვანი რომელიმე მათგანის გარეშე. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ უყვარხარ, ან ნაკლებად უყვარხარ ვიდრე შენ. უბრალოდ კაცია და უბრალოდ სხვანაირად არ შეუძლია. ალბათ, არც ჩვენ მოგვეწონებოდა ისეთი მამაკაცი, რომელიც გამუდმებით ჩვენზე ფიქრობს სამსახურში და ძმაკაცებთანაც ჩვენზე ლაპარაკობს.( თქვენი არ ვიცი,  მე კი ნამდვილად არ მინდა ესეთი პარტნიორი.)

მოკლედ საქმე ისაა, რომ ქალი და მამაკაცი ფსიქოლოგიური ბუნებით ერთმანეთისაგან განვსხვავდებით და შესაბამისად საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაც განსხვავებულია. ჩვენთვის, რაც არ უნდა ბევრი უარვყოთ, ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ ვერასოდეს ვერ ვიგრძნობთ თავს სრულფასოვნად კაცის გარეშე. იმიტომ, რომ ქალები ვართ, იმიტომ, რომ გვინდა სუსტები ვიყოთ, პასუხისმგებლობას გავექცეთ და სხვამ მიიღოს გადაწყვეტილებები ჩვენს მაგივრად. რას ვიზამთ ესეთია ქალური ბუნება. ჩვენ თვითონ მივისწრაფით იმისაკენ, რომ დამოკიდებულები ვიყოთ.

კაცები კი პირიქით, დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვიან, თავიანთი კაცური „ზაიობები“ აქვთ – გამუდმებით ეჯიბრებიან ერთმანეთს (თუნდაც დალევისას),  რაღაც განსაკუთრებული,  სპეციფიკური, ქალებისაგან განსხვავებული კაცური თავმოყვარეობა აქვთ და ცდილობენ, რომ პირველობა და უპირატესობა დაამტკიცონ ყველა სიტუაციაში. და ჩვენც, ცნობიერად თუ არაცნობიერად გვსიამოვნებს ეს. აბა ვის უნდა კაცი, რომელიც არ არის პირველი, რომელსაც ძმაკაცები დასცინიან და ა.შ.

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ჩვენ მათი მიღწევის მოთხოვნილების მსხვერპლი ვხდებით. რატომ მოსწონთ კაცებს ქალები, რომლებიც უარს ეუბნებიან? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მიღწევის მოთხვნილება აქვთ, რაღაც მუღამში ვარდებიან და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდებიან, როცა მის გვერდით აღმოჩნდები. ესეც რაღაც სოციალურ–ფსიქოლოგიური ფენომენია. თითქოს თავისი თავისა და შინაგანი სოციუმის წინაშე ამტკიცებს, რომ მას შენი მოპოვება შეუძლია. და ჩვენ ესეც გვსიამოვნებს.

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

12 Responses to ისინი განსხვავდებიან ჩვენგან!

  1. tjorven says:

    martivia yvelaferi – junglebis kanoni moqmedebs yvelgan da yoveltvis !

  2. mishka says:

    yvelaferi kargad agwere magram xo arian iseti mamakacebic(ten bevrni arian) romlebic qalis xarjze cxovroben :)))
    xo kide zalian mainteresebs ramdeni wlis xar, 20 ?

  3. აბა ერთმანეთს,რომ ვგავდეთ წარმომიდგენია უკვე რა მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება არა მხოლოდ მამაკაცებისთვის,ქალებისთვისაც ))

  4. deme says:

    “mishka”

    კი ბევრი ადამიანი არის ვინც ქალის ხარჯზე ცხოვრობს, მაგრამ ყველას ის ჯობია ორივე რო საქმიანია და ერთმანეთს არჩენენ🙂

  5. sunwaited says:

    პირადული კითხვაა, მაგრამ პოსტიდან გამომდინარე მაინტერესებს თქვენი ასაკი.

  6. Dandellion says:

    ჰო, ყველაფერი ამომწურავად იყო ნათქვამი.
    ნამდვილად გეთანხმები.

    ქალი – ეს არის ცა, მაგრამ ეს ცა ისევე მაღლაა მამაკაცისაგან, როგორც მიწა ცის თაღისაგან.

  7. anosmagazine says:

    ჩვენ ვერასოდეს ვერ ვიგრძნობთ თავს სრულფასოვნად კაცის გარეშე. იმიტომ, რომ ქალები ვართ, იმიტომ, რომ გვინდა სუსტები ვიყოთ, პასუხისმგებლობას გავექცეთ და სხვამ მიიღოს გადაწყვეტილებები ჩვენს მაგივრად. რას ვიზამთ ესეთია ქალური ბუნება.—-
    ამაში ვერანარიად ვერ დაგეთანხმები. პარტნიორი, ინტიმი, სიყვარული, ყველას ჭირდება (პრინციპში ესეც სადაოა), მაგრამ ქალს თუ აქვს საქმე, შემოსავალი, საყვარელი ჰობი, საქმიანობა ის სუსტი, დამოუკიდებელი, გადაუწყვეტელი ვერ იქნება.

  8. zavisha says:

    ჯერ კიდევ ისევ ის მოძველებული მითი, რომ ქალი თუ უარს გეუბნება უფრო მუღამში ვარდები:) ეგ ტყვილია. უარს გააჩნია, ხანდახან ქალის უარი განიშნებს რომ მინდა შენთან უბრადლო გეთამაშები, და მაშინაა კაციც ვითომ მუღამში ვარდება🙂 თორემ არ ვიცი დღეს ვინმე ვინემს გულუსთვის ვენებს იჭრიდეს🙂 და წლები სდიოს:) მეორე კი რამდენიმე ფაქტი მართალია კაცებზე, რომ ზაიობები გვაქვს სამსახური ძმაკაცები ქლები და არა შეყვარებული, მაგრამ იმას ნუ იტყვი, რომ ქლები მარტო შეყავრებულზე ფიქრობენ და დამოუკიდებლები არ არიან🙂 თქვენ როგორც აღწერეთ ისეთი ცოლი ნამდვილად არ მჭირდება🙂 თუ თავის სამყარო არ ექნება და ჩაციკლული იქნება ჩემზე:) გადაწყვეტილებას ვერ მიიგებს და ასე შემდეგ:)

  9. Anuki says:

    post momewonaa:)))tumca aris shemtxvevebi roca qali ashkarad met upiratesobas plobs tavis mamakactan shedarebit,tumca imis gamo akveitebs tundac im mzrunvelobas da yuradgebas,rom unda masze izrunon,kii es qalis bunebaa.arseboben qalebi romlebsac mowont mamakacis martva da es ar mesmiis:))gaachnia shemtxvevas,me mirchevnia kaci axdendes chemze gavlenas vidre mee an tanabraad da araa uazroo axirebebiit “veuprosoo”am shemtxvevashi ver vigrznob rom chems gverdit mamakaciaa🙂

  10. papa says:

    au axla amas feministi kitxulobdes ras gamogladzgavda ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s