ეს დრო წავიდა: დაშორებიდან წელიწად–ნახევრის შემდეგ

დღეს, როცა  დაქალებთან საუბრისას,  ჩემი X გავიხსენე,  თიკომ პირდაპირ მითხრა – კარგი რა, ეგ დრო წავიდაო და მართალიც იყო. ზოგჯერ, ალბათ, ვიჭედებით რაღაც ეტაპზე და ერთიდაიგივე ამბავს ვღეჭავთ, ერთიდაიგივეს ათჯერ ვუყვებით ერთ ადამიანს. ნუთუ ისეთი სტრესი მივიღეთ, რომ ვეღარ ვახერხებთ გამოსვლას? თუ საერთოდ არ ვცდილობთ გამოსვლას, მხოლოდ იმიტომ, რომ მოსაყოლი გვქონდეს, სალაპარაკო თემა, ჩვენს დაქალებთან? მაგრამ ალბათ ეს საუბარიც რაღაცის მომცემია – ამ დროს ვაკეთებთ დასკვნებს ჩვენი გამოცდილებიდან, საუბრის დროს ვიღებთ სხვადასხვა შეფასებებს და ზოგჯერ გვსიამოვნებს, როცა ადანაშაულებენ მას, ვინც მიგატოვა.

დიახ, დაახლოებით წელიწად–ნახევრის წინ, სექტემბერში ყველა დილა შეშფოთებული წამოხტომით იწყებოდა – ეს აზრი ჯერ კიდევ სიზმარში მეპარებოდა და იმწამსვე მაფხიზლებდა – ჩვენ ერთად აღარ ვართ!! თავს „ოჯახურ ქეიფებზეც“ ვერ ვიკავებდი, ყველგან ვტიროდი. სრული შოკი,  სრული მარტობა, არავითარი წარმოდგენა იმაზე, როგორი უნდა ყოფილიყო თუნდაც ერთი სტანდარტული დღე ამის შემდეგ  და რაც მთავარია არაადექვატურად დაბალი თვითშეფასება. და კიდევ განცდა რომ ვერ ვუძლებ..

მე არ მქონდა პასუხი კითხვაზე რა მინდა – არც არაფერი მინდოდა.. რაზე უნდა მეოცნება, არაფერი არ იყო საკმარისი ჩემი ბედნიერებისთვის თუ არ იქნებოდა ის.  მოკლედ ყველაფერი შავ–თეთრი… არა.. ყველაფერი შავი იყო.  და აი ეხლაც, ერთი წლის შემდეგ, მახსენდება ფიზიკური შეგრძნება, რომ მკერდთან, სადღაც შუაში, ძაფი იყო გაწყვეტილი და ამას ნამდვილად ვგრძნობდი..

შემდეგ ისტერიული შეხვედრა.. თავმოყვარეობას იმ დროს არავითარი ფასი არ ჰქონდა ჩემთვის და ფეხებზე მეკიდა რას ვიფიქრებდი თუნდაც მე საკუთარ თავზე, რადგან მაშინ ფიქრიც არ შემეძლო ალბათ.. და ეს ყველაფერი ხომ ასე დრამატული არ იქნებოდა რომ არ გაქცეულიყო. ისიც კი ვერ შეძლო, რომ თვალებში შემოეხედა და ეთქვა, რომ მშორდებოდა. გაიქცა და თავიდან აიცილა ერთადერთი პასუხისმგებლობა, რომელიც მე მას შინაგანად დავაკისრე. ალბათ ყველა კაცს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა დაშორებაზე. „შენ თვითონ გადაწყვიტე, შენ თვითონ შეგიყვარდა, შენ თვითონ.. მას არაფერი დაუძალებია!!“ დავიღალე ამდენი შენ თვითნ! მარტო მე მქონდა ურთიერთობა? ურთიერთობა იმიტომ ჰქვია რომ ორი მხარეა! აღარ მინდა მე თვითონ! დაშორებისას მაინც დამეხმარე რომ არ ვიყო მხოლოდ „მე თვითონ“, მე არასაკმარისად ძლიერი ვარ ამისთვის!!!

თვეების შემდეგ კი, როდესაც ადამიანობის კიდევ ერთი შანსი მივეცი, იმ ნაკუწებს მისდგა დასახევად, რაც ადრე დახეულიდან დარჩა. სანამ ემოციებმა ერთ–ერთ ცენტრალურ გამზირზე პირდაპირი მნიშვნელობით არ ჩამკეცა და ჩემი ადამიანობა, პიროვნება, თვითშეფასება, თვითპატივისცემა და ყველაფერი რაც თვით–ზე იწყება, ნოლს არ გაუტოლდა, ვერ მივხვდი, რომ საქმე ტიპიურ სადისტთან მქონდა. (და ვერავინ ვერასოდეს შეძლებს შეიყვაროს ეს არაკაცი ისე, როგორც მე მიყვარდა).

თუმცა, დღეს მაინც მჯერა, რომ ყოველ უარყოფით გამოცდილებას რაღაც დადებითი ყოველთის ახლავს თან. უბედურად ყოფნის შემდეგ, აუცილებლად მიიღებ კომპენსაციას ცხოვრებისგან. მე ჩემი იმედგაცრუების შემდეგ, ჩემი მეგობრები მივიღე,  ეგ დრო წავიდაო რომ მეუბნებიან და რომლებიც,  ალბათ მართლები არიან.  აი, კიდევ ერთხელ მოგაბეზრეთ თავი ჩემი ძველი ისტორიებით,  უფრო სწორად ისტერიებით! მართლაც, ეგ დრო წავიდა – მე.. (ვერ დავასრულე, არ ვიცი რას ვგრძნობ).

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

17 Responses to ეს დრო წავიდა: დაშორებიდან წელიწად–ნახევრის შემდეგ

  1. giobakradze says:

    უბრალოდ უნდა შეეგუო მაგ სიტუაციას :))) შენ მეტს ვეღარაფერს იზამ, თუ გასაკეთებელია თვითონ გააკეთოს🙂

  2. sunny says:

    ჩემი თავი გამახსენდა.. გამახსენდა კიარა ესე მეგონა რო ჩემი დაწერილი იყო😐

  3. წა-ვი-და! არაფერს გამოყავხარ მდგომარეობიდან ისე, როგორც ახალ ურთიერთობას.

  4. არაფერს გამოყავხარ მდგომარეობიდან ისე, როგორც ახალ ურთიერთობას. – გეთანხმები🙂

  5. შანსი აღარ უნდა მივცეთ, როცა ასე ძალიან გვატკენენ, მაგრამ სამწუხაროდ როცა ძალიან გიყვარს სანამ ბოლომდე არ “გადაგივლის” ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით ვერ აცნობიერებ ყველაფერს :((

    მეგობრები+ახალი ურთიერთობა=საუკეთესო რეზულტატს

    • ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ზოგჯერ, როცა გგვგონია რომ გადაგვიარა, ტურმე არ გადაუვლია :)) მართალია, საუკეთესო გამოსავალი ჩემი აზრითაც მეგობრები და ახალი ურთიერთობაა.

  6. dakarguli says:

    ici,… cavikitxe es posti…. chems istorias vkitxulobdi megona,… zustad ase iko chemtanac kvelaperi… zustad ese… albat kartveli mamakaci kargavs interess kalis mimart, roca sabolood moipovebs. tundac tvitonac acnobierebdes, rom did sikvaruls anadgurebs.,… radgan shen miige gadackvetileba, kopilikavi misi, pasuxismgeblobas mtlianad shen gakisrebs. mati logikit, radgan motkuvdi, imsaxureb… an rame egeti… ar vici… me am etaps, rac shen agcere exla gavdivar da sakutar tavs vteni cxovrebis gagrdzelebis survils….

    • tikuna says:

      mec igive gadamxda da megona verasdros davivickebdi, magram rodesac vipove is vinc masze uketesi agmochnda saertod damavickda da mxollod chem tavze meshleba nervebi rom amdeni ganvcade im araraobis gamo

      • dakarguli says:

        იმედია, მეც იგივეს ვიგრძნობ ოდესმე… სხვა არც მჭირდება, უბრალოდ ამ ფურცლის გადაშლა და ტკივილისგან გათავისუფლება ჰაერივით მჭირდება….

  7. veronika says:

    Sen weliwad naxevaria,ibrzvi,rom daiviwyo….me ki 33 walia gavchede!

  8. es ise says:

    so many broken hearts )) +1 comin soon😀 maybe

  9. niania says:

    შეიძლება ბანალურად ჟღერს მაგრამ მეც რო წავიკითხე შენი პოსტები, მეც მომეჩვენა რომ ჩემზე წერ…. მეც გადამიარა შენსავით, მეც ვტიროდი 1 თვე გადაუღებლად, მეც წელიწადზე მეტი დამჭირდა რომ დამეკიდა… და ბოლოს დარჩა ჩემი X სგან მარტო სიცარიელე, არც დადებითი და არც უარყოფითი, დარჩა მხოლოდ სიცარიელე… და იცი რას მივხვდი და ეხლა დანამდვილებით ვიცი? მართალი იყო ჩემი X როცა მეუბნებოდა შენ თვითონ და არავინ არაფერს გაძალებდაო, მე თვითონ ავირჩიე და შევიყვარე ეს არაკაცი და მე თვითონ მივეცი მერე საშუალება რომ გადამიაროს

  10. ვერა says:

    ო მამა… ნეტავ ერთი წელი იყოს გასული…3თვე გავიდა…მაგრამ დავიკიდე…სხვა მყავს… ერთი თვე სახლიდან არ გავსულვარ,ისტერიკები…ზუსტად ეგეთი ისტორია…მაგრამ მერე მივხვდი რომ ს…ი იყო…ხოდა ახლა ერთადერთი რისიც მეშინია,სადმე ქუჩაში არ შემხვდეს და იგივე არ ვიგრძნო მის მიმართ,რაც ადრე… ტფუი

  11. niko says:

    guli damecva vin dacera es gverdi shemiyvarda mgoni :))

  12. niko says:

    im arakacs etkva mainc kacurad sad garboda magrad gamittyda

  13. Miauuuh says:

    mova dro da mixvdeba ramxela bedniereba dakarga shentan dashorebit : ) jer marto is ramdens nishnavs rodesac ganatlebuli xar elementaruli gesmis cxovrebashi da shen ho ashkarad elementarulze bevri gesmis : DD :* mokled daikide raa yvelaperi kargad iqneba !! kacebs chlungi qalebi upro uyvart kargad atrialeben tavis chkuaze da uketac atyueben…chkvian da ganatlebul qaltan yopna ki didi pasuxismgeblobaa risic sheeshinda savaraudot :DD (ukacravad da ramdenixani iyavi shens x tan?

  14. t)) says:

    რატო აღარ წერ?:(ბოლო პოსტიდან სამი წელია გასული…ეს პოსტი ჩემზეა დაწერილი:((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s