მკითხავი ელიკო

გუშინ მე და ნუცა მკითხავთან ვიყავით! არასოდეს დამიჯერებია მსგავსი სისულელეები. არც ამჯერად მქონდა მოლოდინი, რომ საღამოს ათ საათზე,  გლდანის მეორე მიკრო რაიონში საკუთარი მომავლის შესახებ რაიმეს გავიგებდი. მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ წასვლა, იმ იმედით, რომ რაღაცეებს „გაარტყამდა“ და ცოტას გავერთობოდით.

გლდანში როგორც კი მივედით, უიღბლობებიც დაიწყო. თურმე ამ მიკრო რაიონში ორი 27–ე კორპუსი არსებობს. სანამ ეს გავარკვიეთ, სართულ–სართულ ვეძებეთ ჩვენი  ქალბატონი ელიკო. ბოლოს როგორც იქნა მივაგენით.

რატომღაც წარმოდგენილი მქონდა, რომ ყველაფერი ჩაბნელებული უნდა ყოფილიყო, მრგვალ მაგიდასთან თეთრი ბურთი უნდა მდგარიყო, სადაც რაღაცეები გამოჩნდებოდა. ელიკოს თვალები შეღებილი უნდა ჰქონოდა და  თავშალი უნდა კეთებოდა. მოკლედ, ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო, როგორც სერიალებშია ხოლმე. თუმცა, რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა: ელიკო ერთი ჩვეულებრივი „ბებო“ აღმოჩნდა, ფუმფულა ხალათში. როგორც ჩანს ქმართან ერთად ცხოვრობდა, მისაღებ ოთახში ტელევიზორიც კი იყო ჩარტული. ჩემი ფანტაზიები მაგიური გარემოს შესახებ იქვე ჩაიფუშა.

მკითხავმა სამზარეულოში შეგვიყვანა, ეტყობა იქ იღებდა ყოველთვის კლიენტებს. იქაურობა უამრავი ხატებით იყო სავსე. კედელზე ა4 ფორმატის ქაღალდი ეკიდა წარწერით „მარჩიელობა ყავაზე, კარტზე, 10 ლარი.“ როგორც ჩანს ამ ბიზნესში კიდევ ვიღაც ეხმარებოდა, თორემ რაღაც მეეჭვება ეს განცხადება ელიკოს ამოპრინტერებული ყოფილიყო.

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ყავა დავლიეთ და მკითხაობაც დაიწყო. ჯერ ნუცას ჭიქას ჩახედა.– ორი ბიჭი ჩანსო, – ნუცამ ცოტა გაიკვირვა – ერთი აქტიურიაო. – ისევ სახეზე შეხედა. – შენო ეჭვებში ხარ და გგონია რო არ გიყვარსო  და ხელს კრავო– ნუცამ ისეც გაიკვირვა. – მაგრამ უყვარხარო და უყურე შენო! შენც გიყვარსო! მოკლედ რაღაცეები „გაურტყა“. რაც უფრო მეტ რეაქციას აძლევდა ნუცა, მიტ უფრო მეტს ლაპარაკობდა ელიკოც.

შემდეგ ჩემზე მიდგა ჯერი: ჩაიხედა თუ არა ჭიქაში ეგრევე მითხრა: სიყვარულში არ გიმართლებსო! (ახალი ამბავი), ბედი გაქვს ჩაკეტილიო და სამი ბიჭი გყავს დაკარგულიო (იმ ერთმა რა დაუშავა არ ვიცი). სამსახურში ვერ დაწინაურდებიო, ოჯახს ძალიან დიდი ხანი ვერ შექმნიო, არაფერი სასიხარულო არ მოხდება შენს ცხოვრებაშიო. ესეთი ჭიქა არასოდეს არ მინახავსო, სულ შავი ყვავები და ჩატეხილი ხიდები გამოისახაო.

არ მჯერა, მკითხავების, არც არაფრის არ მჯერა ზებუნებრივის, მაგრამ ეს მაინც საშინლად არასასიამოვნო მოსასმენი იყო. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მეუბნებოდა, როგორი უბედური ვიქნები მთელი ცხოვრება. თვალები ამიცრემლიანდა.. თუმცა უეცრად, ჩემმა მკითხავმა დააბოყინა! დიახ, პირდაპირ დააბოყინა! – ურცხვად, მოურიდებლად,  საშინელი ხმით! მე დავიბენი, თვითონაც დაიბნა, მაგრამ გამოსავალი მაშინვე მოძებნა: ისეთი ბედი გაქვს, ხომ ხედავ რა დამემართაო! თითქოს ჩემი გაჭირვება არ მეყოფოდა ესეც მე დამაბრალა!!!

ვერ გეტყვით, რას ვგრძნობდი იქიდან რომ წამოვედი. ეს იყო რაღაც იმედგაცრუების, გაოგნების და მხიარულების ერთდროული შეგრძნება. მკითხავმა დააბოყინა, თანაც უბრალოდ კი არა, პირდაპირ ჩემს ცხოვრებას დააბოყინა ზემოდან!

 

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

46 Responses to მკითხავი ელიკო

  1. anna ამბობს:

    რა საშინელებაა :(( სწორედ ამიტომ არ გამჩენია გართობის მიზნით მაინც მივსულიყავი სადმე მსგავს “დაწესებულებაში” რამე ცუდი რომ მითხრას, დავიგრუზები :დ

  2. 13th ამბობს:

    აი, ხომ არ გჯერა, მაგრამ როგორ იმოქმედა ცუდმა სიტყვებმა, არა? კარგი რომ ეთქვა, ხომ გაგიხარდებოდა 🙂
    ორივე ვარიანტში არ დაუჯერო და ნუ დაიგრუზები.
    ადამიანი თვითონ ჭედავს თავის ბედსო, ხომ გაგიგია 🙂 ამიტომ, შენზეა და მოკიდებული, თუ როგორ წარიმართება შენი ცხოვრება. მე ასე ვთვლი.

    good luck 🙂

  3. teo ამბობს:

    mec vikavi zustad mag elikostan :)))))) ogond liftidan rom gamovedi cin amoprinterebuli furceli shemomepeta romelzec “ELIKO –> ” msgavsi tsartsera iko. etyoba mouxsnia :))))))))

  4. Kate_AlukaЯD ამბობს:

    მმმ… საერთოდ მკითხაობების და ეგეთი რაღაცების არ მჯერა : ) მიუხედავად იმისა რომ ასტროლოგია ძალიან მიყვარს არც მისი მომავლის გამოცნობების მჯერა…
    ამას წინათ ერთმა ბიჭმა “მიმკითხავა” ვარსკვლავებზე :დ
    მოკლედ პირადი ცხოვრება არ გეღირსებაო მითხრა :დ გამეცინა არც მჯერა მაგრამ საშინელ ხინჯად დამჩა გულში და აგერ ერთი თვეა ვერ მოვიშორე : )))

    • დამიჯერე გექნება პირადი ცხოვრება აუცილებლად, ცუდი მოსასმენია ვიღაც რაღაცას რომ გეუბნება ცუდს, მარა კარგი რა, ჩემზე უკედ იცი, რომ ვარსკვლავები კი არა, ჩვენ თვითონ ვირჩევთ პირად ცხოვრებას. :))

      • Kate_AlukaЯD ამბობს:

        ნამდვილად ^^ მაგრამ მე მჯერა ბედისწერის და ეგეთი “სისულელეების”…
        თუმცა ვეცდები საკუთარი ბედი თვითონ შევქმნა : ))))

      • mari ამბობს:

        zustaaaadd sadaa gtxovv t mitxariT raaa

  5. Natalie ამბობს:

    es yvelaperi ariiis eshmakiseuliii gaiget xalxoo.. pirvel rogshii chiqis amotrialebidan iwyeba codvis chadena. nu gaaketebt amas… upali gwamdet da miendet.. yava da karti arapers getyvit…. esec ert erti satyuaraa rogorc sxva mravali aseti dawesebuleba…upali imistvisaa rom kargi da cudii gagansxvavebinot ertmanetisgan vinc ras imsaxurebs imas viigebs.. da igive es ubedoba ert erti nawilia uplia gakvetilisgan. araswor da cud nabijze upali YVELAS dasjis… upali dagexmarebas mxolod tqven moiqecit sworad….

  6. V_Silk ამბობს:

    მე ბოლოს ის მომეწონა, “პირდაპირ ჩემს ცხოვრებას დააბოყინა ზემოდან!” 😀 😀

  7. teko ამბობს:

    ooo moicade raa :D:D dges viyavit me da chemi daqalebi da iseti sisuleleebi ibodiala lamis iqve xarxari avtexe ai rom ityvian bedi ar qonda ver gaartya veraferi :D:D:D ase rom ar daijero =))))))):X:X

  8. naniko ამბობს:

    უიი მეც ვიყავი მკითხავთან სულ რამოდენიმე დღის წინ ბათუმში და ძალიან ცუდად იმოქმედა მისმა ნათქვამმა და ღამე სულ შეშინებული მეღვიძება. არადა თითქოს მანამდე ღ მჯეროდა ეგეთების:(

  9. naniko ამბობს:

    mari ase dajinebiT ratom kiTxulob? rac ar unda problema gqondes gadasachreli da rogorc ar unda gainteresebs girchev ar mixvide mkiTxavTan arasdros. chemi gamocdilebidan gamomdinare geubnebi

  10. qumbatov ამბობს:

    mevar 21dz me minda kemi bedze

  11. lola@ru.ge ამბობს:

    vaivai rogor gvavqiveben es egret codebuli mkitxavebi da cvens xarjze mdidrdebian

  12. Leave a reply ამბობს:

    Misamarti mec mainteresebs.gtxovt momceret sakontaqto momeri ar kordinatebi

  13. მარიამი ამბობს:

    Me bevrtan var namyofi da vxvdebi vin ityueba da vin ara exla mivddivar bolojer da rogorc vici seriozulia vnaxot ra iqneba 🙂

  14. Tina ამბობს:

    Elikos nomeri icit vinmem?

  15. Magis ამბობს:

    Gamarjoba mchirdeba mkitxaoba ra bedi dawyevlili aq chem megobars mgoni vinmes sheuzlia romouxsnas

  16. Gulnazi ამბობს:

    Rogor vipovo mkitxavi eiko dzaian minda rom vipovo da piradulshi momweret

  17. giorgi aladashvili ამბობს:

    rogor sheidzleba shevexmianot kalbaton elikos?

  18. giorgi aladashvili ამბობს:

    tu sheidzleba rom mitxrat tele nom kalbatoni elikosi

  19. Zina ამბობს:

    Me mjeravs tqveni da saertod mkitxavebis da minda gavigo hemi momavali da ra melis cxovrebashi

    • Jana Gevorkyan ამბობს:

      500 ადამიანი უკვე სარგებლობს http://www.gadanie.webin.ge . ბიზნესი და პირადი ცხოვრება. გაიგე რა გელის მომავალში და მოარიდე თავი მომავალი პრობლემებისაგან.
      Фото მკითხავი თბილისში.
      ახალი წელი მოდის და გინდათ რომ ყველა სურვილი ასრულდეს. ჩაიფიქრეთ და მობრძანდით ჩვენთან. 25 დეკემბრიდან 19 იანვრამდე ყველა სურვილები სრულდება. მობრძანდით ჩვენ გვიმკითხავებთ და გეტყვით რა გელით მომავალში, ვინ არის თქვენი ბედი და რა უნდა გააკეთოთ რომ ასრულდეს სურვილი, ბიზნესის აწყობაში დაგეხმარებით, შელოცვებს გავაკეთებთ. ვხსნით ჯადოებს, ვაკეთებთ შელოცვებს ბედზე და ბიზნესზე. დაგვირეკეთ 599157224 ჟანნა… Хотите узнать что ждет вас в новом году, кто ваша вторая половинка и какие изменения произойдут в новом году. С 25 декабря по 19 января дни гадания и исполнения всех заветных желаний. Позвоните и мы вам все скажем, поможем в бизнесе, сделаем амулет защитный на удачу, на замужество и снимем порчу и сглаз. Прием по записи 599157224 Жанна.Еще
      მკითხაობა, მკითხავი თბილისში , mkitxavi , mkitxaoba, natelmxilveli, მკითხავის ნომერი, ცნობილი მკითხავები
      gadanie.webin.ge
      მკითხაობა, მკითხავი თბილისში , mkitxavi , mkitxaoba, natelmxilveli, მკითხავის ნომერი, ცნობილი მკითხავები
      gadanie.webin.ge

  20. Jana Gevorkyan ამბობს:

    Jana Gevorkyan · Works at Facebook
    500 ადამიანი უკვე სარგებლობს http://www.gadanie.webin.ge . ბიზნესი და პირადი ცხოვრება. გაიგე რა გელის მომავალში და მოარიდე თავი მომავალი პრობლემებისაგან.
    Фото მკითხავი თბილისში.
    ახალი წელი მოდის და გინდათ რომ ყველა სურვილი ასრულდეს. ჩაიფიქრეთ და მობრძანდით ჩვენთან. 25 დეკემბრიდან 19 იანვრამდე ყველა სურვილები სრულდება. მობრძანდით ჩვენ გვიმკითხავებთ და გეტყვით რა გელით მომავალში, ვინ არის თქვენი ბედი და რა უნდა გააკეთოთ რომ ასრულდეს სურვილი, ბიზნესის აწყობაში დაგეხმარებით, შელო… Еще
    მკითხაობა, მკითხავი თბილისში , mkitxavi , mkitxaoba, natelmxilveli, მკითხავის ნომერი, ცნობილი მკითხავები
    gadanie.webin.ge

  21. Jana Gevorkyan ამბობს:

    500 ადამიანი უკვე სარგებლობს http://www.gadanie.webin.ge . ბიზნესი და პირადი ცხოვრება. გაიგე რა გელის მომავალში და მოარიდე თავი მომავალი პრობლემებისაგან.
    Фото მკითხავი თბილისში.
    ახალი წელი მოდის და გინდათ რომ ყველა სურვილი ასრულდეს. ჩაიფიქრეთ და მობრძანდით ჩვენთან. 25 დეკემბრიდან 19 იანვრამდე ყველა სურვილები სრულდება. მობრძანდით ჩვენ გვიმკითხავებთ და გეტყვით რა გელით მომავალში, ვინ არის თქვენი ბედი და რა უნდა გააკეთოთ რომ ასრულდეს სურვილი, ბიზნესის აწყობაში დაგეხმარებით, შელოცვებს გავაკეთებთ. ვხსნით ჯადოებს, ვაკეთებთ შელოცვებს ბედზე და ბიზნესზე. დაგვირეკეთ 599157224 ჟანნა… Хотите узнать что ждет вас в новом году, кто ваша вторая половинка и какие изменения произойдут в новом году. С 25 декабря по 19 января дни гадания и исполнения всех заветных желаний. Позвоните и мы вам все скажем, поможем в бизнесе, сделаем амулет защитный на удачу, на замужество и снимем порчу и сглаз. Прием по записи 599157224 Жанна.Еще
    მკითხაობა, მკითხავი თბილისში , mkitxavi , mkitxaoba, natelmxilveli, მკითხავის ნომერი, ცნობილი მკითხავები
    gadanie.webin.ge
    მკითხაობა, მკითხავი თბილისში , mkitxavi , mkitxaoba, natelmxilveli, მკითხავის ნომერი, ცნობილი მკითხავები
    gadanie.webin.ge
    მკითხაობა, მკითხავი თბილისში , mkitxavi , mkitxaoba, natelmxilveli, მკითხავის ნომერი, ცნობილი მკითხავები
    gadanie.webin.ge
    მკითხაობა, მკითხავი თბილისში , mkitxavi , mkitxaoba, natelmxilveli, მკითხავის ნომერი, ცნობილი მკითხავები
    gadanie.webin.ge

  22. Jana Gevorkyan ამბობს:

    ახალი წელი მოვიდა და გინდათ რომ ყველა სურვილი ასრულდეს. ჩაიფიქრეთ და მობრძანდით ჩვენთან. 25 დეკემბრიდან 19 იანვრამდე ყველა სურვილები სრულდება. მობრძანდით ჩვენ გვიმკითხავებთ და გეტყვით რა გელით მომავალში, ვინ არის თქვენი ბედი და რა უნდა გააკეთოთ რომ ასრულდეს სურვილი, ბიზნესის აწყობაში დაგეხმარებით, შელოცვებს გავაკეთებთ. ვხსნით ჯადოებს, ვაკეთებთ შელოცვებს ბედზე და ბიზნესზე.
    ყველა იცით, რომ არსებობს არა მარტო სომხების თვის, ასევე ნთელ საქართველოსთვის დღესასწაული მათთვის, ვისაც სურს იპოვოს თავისი მეორე ნახევარი სურფ სარქისი მკითხაობა მფარველ მოყვარულებს, რომელიც იწყება 22 დან, 27 იანვარამდე. ამ დროს, 7 ბედნიერი დღის განმავლობაში ყველა სურვილები სრულდება როგორც პირად ცხოვრებაში ასევე ბიზნესში. განსაკუთრებით ღამე 26-დან 27 იანვარს. არ გამოტოვოთ თქვენი შანსი. მოდით, და თქვენ იპოვით თქვენი ბედნიერება. და ვინც სურს, რომ სიზმარში გაიგოთ ვინ არის თქვენი მეორე ნახევარში საჩუქრათ მიიღებს პატარა მარილიანი ნამცხვარი.
    დაგვირეკეთ 599157224 ჟანნა… Хотите узнать что ждет вас в новом году, кто ваша вторая половинка и какие изменения произойдут в новом году. С 25 декабря по 19 января дни гадания и исполнения всех заветных желаний. Позвоните и мы вам все скажем, поможем в бизнесе, сделаем амулет защитный на удачу, на замужество и снимем порчу и сглаз. А также все вы знаете, что ни только армянская диаспора. но и жители Грузии отмечаеют праздник для тех, кто хочет найти свою вторую половинку под названием Сурп Саркис- гадани е в день покровителя влюбленных, который начинается с 22 января по 27 января. В эти 7 счастливых дней исполняются все желания как в личной жизни, так и в бизнесе. Особенно в ночт с 26 по 27 января. Не упустите свой шанс. Приходите, И вы приобретете свое счастье. А кто захочет увидеть заветный сон в котором может появится вторая половинка получит в подарок “соленную лепешку”. Мы ждем вас. Прием по записи 599157224 Жанна.Еще
    მკითხაობა, მკითხავი თბილისში , mkitxavi , mkitxaoba, natelmxilveli, მკითხავის ნომერი, ცნობილი მკითხავები
    gadanie.webin.ge

  23. Melina ამბობს:

    Rogor vipovo eliko mkitxavi

  24. Lika ამბობს:

    Dzalin mwirdeba daxmareba

  25. nina ამბობს:

    მეც ვიყავი მოკლე პერიოდში 3 სხვადასხვა მკითხავთან. ერთ-ერთი სწორედ ეს ელიკო იყო. ისე ყველაზე ნორმალური ეგ მომეჩვენა. რა თქმა უნდა სულ სხვადასხვა რაღაცეები მითხრეს და წლების შემდგე ვრწმუნდები რომ არ უნდა მივსულიყავი. ქვეცნობიერად თუ ცნობიერად იჯერებ მათ ნათქვამს და შენს გადაწყვეტილებებზე ახდენს გავლენას. მოკლედ ისეთი რაღაც მითხრეს რაც არ მოხდა. სამაგიეროდ იმ პერიოდში სხვა რაღაცეებზე ვთქვი უარი, რადგან ამათი ნათქვამით სხვა მოლოდინები მქონდა. ადამიანებმა საკუთარ გულს და გონებას უნდა მოვუსმინოთ და ისე მივიღოთ გადაწყვეტილებები.

  26. ლიკა ამბობს:

    ნომერი რო მომწეროთ ქალბატონ ელიკოსი

  27. lika ამბობს:

    nomeri momweret qalbaton elikosi

  28. მელანო ამბობს:

    გამარჯობათ მინდა თქვენი დახმარება როგორ მოვიდე

Leave a reply to naniko კომენტარის გაუქმება