მკითხავი ელიკო

გუშინ მე და ნუცა მკითხავთან ვიყავით! არასოდეს დამიჯერებია მსგავსი სისულელეები. არც ამჯერად მქონდა მოლოდინი, რომ საღამოს ათ საათზე,  გლდანის მეორე მიკრო რაიონში საკუთარი მომავლის შესახებ რაიმეს გავიგებდი. მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ წასვლა, იმ იმედით, რომ რაღაცეებს „გაარტყამდა“ და ცოტას გავერთობოდით.

გლდანში როგორც კი მივედით, უიღბლობებიც დაიწყო. თურმე ამ მიკრო რაიონში ორი 27–ე კორპუსი არსებობს. სანამ ეს გავარკვიეთ, სართულ–სართულ ვეძებეთ ჩვენი  ქალბატონი ელიკო. ბოლოს როგორც იქნა მივაგენით.

რატომღაც წარმოდგენილი მქონდა, რომ ყველაფერი ჩაბნელებული უნდა ყოფილიყო, მრგვალ მაგიდასთან თეთრი ბურთი უნდა მდგარიყო, სადაც რაღაცეები გამოჩნდებოდა. ელიკოს თვალები შეღებილი უნდა ჰქონოდა და  თავშალი უნდა კეთებოდა. მოკლედ, ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო, როგორც სერიალებშია ხოლმე. თუმცა, რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა: ელიკო ერთი ჩვეულებრივი „ბებო“ აღმოჩნდა, ფუმფულა ხალათში. როგორც ჩანს ქმართან ერთად ცხოვრობდა, მისაღებ ოთახში ტელევიზორიც კი იყო ჩარტული. ჩემი ფანტაზიები მაგიური გარემოს შესახებ იქვე ჩაიფუშა.

მკითხავმა სამზარეულოში შეგვიყვანა, ეტყობა იქ იღებდა ყოველთვის კლიენტებს. იქაურობა უამრავი ხატებით იყო სავსე. კედელზე ა4 ფორმატის ქაღალდი ეკიდა წარწერით „მარჩიელობა ყავაზე, კარტზე, 10 ლარი.“ როგორც ჩანს ამ ბიზნესში კიდევ ვიღაც ეხმარებოდა, თორემ რაღაც მეეჭვება ეს განცხადება ელიკოს ამოპრინტერებული ყოფილიყო.

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ყავა დავლიეთ და მკითხაობაც დაიწყო. ჯერ ნუცას ჭიქას ჩახედა.– ორი ბიჭი ჩანსო, – ნუცამ ცოტა გაიკვირვა – ერთი აქტიურიაო. – ისევ სახეზე შეხედა. – შენო ეჭვებში ხარ და გგონია რო არ გიყვარსო  და ხელს კრავო– ნუცამ ისეც გაიკვირვა. – მაგრამ უყვარხარო და უყურე შენო! შენც გიყვარსო! მოკლედ რაღაცეები „გაურტყა“. რაც უფრო მეტ რეაქციას აძლევდა ნუცა, მიტ უფრო მეტს ლაპარაკობდა ელიკოც.

შემდეგ ჩემზე მიდგა ჯერი: ჩაიხედა თუ არა ჭიქაში ეგრევე მითხრა: სიყვარულში არ გიმართლებსო! (ახალი ამბავი), ბედი გაქვს ჩაკეტილიო და სამი ბიჭი გყავს დაკარგულიო (იმ ერთმა რა დაუშავა არ ვიცი). სამსახურში ვერ დაწინაურდებიო, ოჯახს ძალიან დიდი ხანი ვერ შექმნიო, არაფერი სასიხარულო არ მოხდება შენს ცხოვრებაშიო. ესეთი ჭიქა არასოდეს არ მინახავსო, სულ შავი ყვავები და ჩატეხილი ხიდები გამოისახაო.

არ მჯერა, მკითხავების, არც არაფრის არ მჯერა ზებუნებრივის, მაგრამ ეს მაინც საშინლად არასასიამოვნო მოსასმენი იყო. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მეუბნებოდა, როგორი უბედური ვიქნები მთელი ცხოვრება. თვალები ამიცრემლიანდა.. თუმცა უეცრად, ჩემმა მკითხავმა დააბოყინა! დიახ, პირდაპირ დააბოყინა! – ურცხვად, მოურიდებლად,  საშინელი ხმით! მე დავიბენი, თვითონაც დაიბნა, მაგრამ გამოსავალი მაშინვე მოძებნა: ისეთი ბედი გაქვს, ხომ ხედავ რა დამემართაო! თითქოს ჩემი გაჭირვება არ მეყოფოდა ესეც მე დამაბრალა!!!

ვერ გეტყვით, რას ვგრძნობდი იქიდან რომ წამოვედი. ეს იყო რაღაც იმედგაცრუების, გაოგნების და მხიარულების ერთდროული შეგრძნება. მკითხავმა დააბოყინა, თანაც უბრალოდ კი არა, პირდაპირ ჩემს ცხოვრებას დააბოყინა ზემოდან!

 

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

28 Responses to მკითხავი ელიკო

  1. anna says:

    რა საშინელებაა :(( სწორედ ამიტომ არ გამჩენია გართობის მიზნით მაინც მივსულიყავი სადმე მსგავს “დაწესებულებაში” რამე ცუდი რომ მითხრას, დავიგრუზები :დ

  2. 13th says:

    აი, ხომ არ გჯერა, მაგრამ როგორ იმოქმედა ცუდმა სიტყვებმა, არა? კარგი რომ ეთქვა, ხომ გაგიხარდებოდა🙂
    ორივე ვარიანტში არ დაუჯერო და ნუ დაიგრუზები.
    ადამიანი თვითონ ჭედავს თავის ბედსო, ხომ გაგიგია🙂 ამიტომ, შენზეა და მოკიდებული, თუ როგორ წარიმართება შენი ცხოვრება. მე ასე ვთვლი.

    good luck🙂

  3. teo says:

    mec vikavi zustad mag elikostan :)))))) ogond liftidan rom gamovedi cin amoprinterebuli furceli shemomepeta romelzec “ELIKO –> ” msgavsi tsartsera iko. etyoba mouxsnia :))))))))

  4. მმმ… საერთოდ მკითხაობების და ეგეთი რაღაცების არ მჯერა : ) მიუხედავად იმისა რომ ასტროლოგია ძალიან მიყვარს არც მისი მომავლის გამოცნობების მჯერა…
    ამას წინათ ერთმა ბიჭმა “მიმკითხავა” ვარსკვლავებზე :დ
    მოკლედ პირადი ცხოვრება არ გეღირსებაო მითხრა :დ გამეცინა არც მჯერა მაგრამ საშინელ ხინჯად დამჩა გულში და აგერ ერთი თვეა ვერ მოვიშორე : )))

    • დამიჯერე გექნება პირადი ცხოვრება აუცილებლად, ცუდი მოსასმენია ვიღაც რაღაცას რომ გეუბნება ცუდს, მარა კარგი რა, ჩემზე უკედ იცი, რომ ვარსკვლავები კი არა, ჩვენ თვითონ ვირჩევთ პირად ცხოვრებას. :))

      • ნამდვილად ^^ მაგრამ მე მჯერა ბედისწერის და ეგეთი “სისულელეების”…
        თუმცა ვეცდები საკუთარი ბედი თვითონ შევქმნა : ))))

      • mari says:

        zustaaaadd sadaa gtxovv t mitxariT raaa

  5. Natalie says:

    es yvelaperi ariiis eshmakiseuliii gaiget xalxoo.. pirvel rogshii chiqis amotrialebidan iwyeba codvis chadena. nu gaaketebt amas… upali gwamdet da miendet.. yava da karti arapers getyvit…. esec ert erti satyuaraa rogorc sxva mravali aseti dawesebuleba…upali imistvisaa rom kargi da cudii gagansxvavebinot ertmanetisgan vinc ras imsaxurebs imas viigebs.. da igive es ubedoba ert erti nawilia uplia gakvetilisgan. araswor da cud nabijze upali YVELAS dasjis… upali dagexmarebas mxolod tqven moiqecit sworad….

  6. V_Silk says:

    მე ბოლოს ის მომეწონა, “პირდაპირ ჩემს ცხოვრებას დააბოყინა ზემოდან!”😀😀

  7. teko says:

    ooo moicade raa :D:D dges viyavit me da chemi daqalebi da iseti sisuleleebi ibodiala lamis iqve xarxari avtexe ai rom ityvian bedi ar qonda ver gaartya veraferi :D:D:D ase rom ar daijero =))))))):X:X

  8. naniko says:

    უიი მეც ვიყავი მკითხავთან სულ რამოდენიმე დღის წინ ბათუმში და ძალიან ცუდად იმოქმედა მისმა ნათქვამმა და ღამე სულ შეშინებული მეღვიძება. არადა თითქოს მანამდე ღ მჯეროდა ეგეთების:(

  9. naniko says:

    mari ase dajinebiT ratom kiTxulob? rac ar unda problema gqondes gadasachreli da rogorc ar unda gainteresebs girchev ar mixvide mkiTxavTan arasdros. chemi gamocdilebidan gamomdinare geubnebi

  10. qumbatov says:

    mevar 21dz me minda kemi bedze

  11. lola@ru.ge says:

    vaivai rogor gvavqiveben es egret codebuli mkitxavebi da cvens xarjze mdidrdebian

  12. Leave a reply says:

    Misamarti mec mainteresebs.gtxovt momceret sakontaqto momeri ar kordinatebi

  13. მარიამი says:

    Me bevrtan var namyofi da vxvdebi vin ityueba da vin ara exla mivddivar bolojer da rogorc vici seriozulia vnaxot ra iqneba🙂

  14. Tina says:

    Elikos nomeri icit vinmem?

  15. Magis says:

    Gamarjoba mchirdeba mkitxaoba ra bedi dawyevlili aq chem megobars mgoni vinmes sheuzlia romouxsnas

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s