რატომ ჯობია ახალი წელი პარტნიორის გარეშე?

ახალი წელი ჩემს მეგობრებთან ერთად გავატარე, – ათი ადამიანი თავის მეუღლესთან ერთად და  მე –  მეთერთმეტე კენტად. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, შესანიშნავად გავერთე და , არც ის შემიმჩნევია მეორე ნახევრების სადღეგრძელოს დროს რომ მითხრეს „მალე გეპოვნოსო“.  არც იმაზე დამწყდა გული  არც ერთმა ჩემმა თაყვანისმცემელმა რომ არ მაჩუქა საახალწლო საჩუქარი, რადგან ყველაფერი რაც მინდოდა საკუთარ თავს მე თვითონ ვაჩუქე: სხეულისა და სახის მოვლის საშუალებები, კოსმეტიკა,  ჩემი უსაყვარლესი DKNY–ის სუნამო, (ჩემი პარტნიორები  ვერასოდეს  ხვდებიან, რომელი სურნელი აარჩიონ ჩემთვის), ახალი ტანსაცმელი და რაც ყველაზე მთავარია „პრაიმ–ფიტნესის“ აბონმინენტი. მოკლედ ნახევარი ხელფასი, მხოლოდ საკუთარ თავს დავახარჯე და მივხვდი, რომ ჯობია ახალ წელს პარტნიორის გარეშე შეხვდე.

გთავაზობთ, რამოდენიმე მიზეზს,  თუ რატომ ჯობია უშეყვარებულოდ ყოფნა ახალ წელს:

  • როცა მარტო ხარ, ახალი წლის ღამეს ატარებ იქ სადაც გინდა, ვისთანაც გინდა,  რანაირადაც გინდა, ხოლო როცა პარტნიორი გყავს იძულებული ხარ მთელი ღამე მასთან და მის მეგობრებთან ერთად იყო.
  • არ გიწევს იმაზე ფიქრი რა უნდა აჩუქო, მოეწონება თუ არა და ა.შ. ამასთანავე,  საკმაო თანხასაც ზოგავ შენი თავის გასახარებლად.
  • როცა მარტო ხარ, სულ არ გაინტერესებს ახალი წლის ღამეს ვინ რამდენს დალევს, ვინ ვისთან იჩხუბებს და ა.შ. (თან არც შენ გიკონტროლებს არავინ სიმთვრალეს.)
  • შეგიძლია მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას წახვიდე და უფრო მრავალფეროვანი გახადო ახალი წელი.
  • მართალია, შენი თავისგან, მაგრამ საჩუქრად მიიღებ იმას რაც ნამდვილად გინდა და სულაც არ გიწევს მოტყუება, რომ მისი არასწორად შერჩეული სუნამო, შენი საყვარელი სურნელია.
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to რატომ ჯობია ახალი წელი პარტნიორის გარეშე?

  1. Di@ says:

    ეს იცი როგორი პოსტია, მე რომ ვწერ ხოლმე, საკუთარი თავისვე მოსატყუებლად და მერე ჩემივე ტყუილის დასაჯერებლად…🙂

  2. piccolina says:

    აუ მართალი ხარ
    ნუ საჩუქრების პონტში არა, ყოველთვის ვუკეთებ ჩემს თავს საჩუქრებს (ყოველ თვე ანუ) და სხვების საჩუქრებიც, რაც არ უნდა იყოს, მახარებს
    მარა შედარება გავაკეთე უბრალოდ – ახალი წლები, როცა ბიჭთან ერთად ვიყავი და ახალი წლები ბიჭების გარეშე. აშკარად ბიჭების გარეშე რომელიც იყო, ის უფრო მხიარული იყო :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s