თბილისი LOVE

ყველაფერი ასე იწყება, ნიკა თავის ძმაკაცთან  მიდის, იქ კი ნინოს გაიცნობს. მოეწონება, ნომერს გამოართმევს, მეორე დღეს დაუმესიჯებს და თუ ნინომაც დაუბრუნა საპასუხო მესიჯი, მიხვდება, რომ „შანსი აქვს“. შემდეგ საიდანმე ფულს ისესხებს, კინოში რომ დაპატიჟოს ან თავის  ძმაკაცს თხოვს, რომ ახლად აღებული ხელფასით გოგოები წაიყვანონ სადმე. შემდეგ ნიკა აკოცებს  და ისინიც უკვე „ერთად არიან“.

შემდეგი ერთი თვის განმავლობაში ნიკა და ნინო ხან ერთ მეგობართან არიან სახლში, ხან მეორესთან. კინოში აღარ დადიან, არც ბარში. მარტო სულ უფრო და უფრო იშვიათად ხვდებიან ერთმანეთს, მხოლოდ ნიკასთან სახლში, იქაც, ხვევნა–კოცნას ხომ არ ატეხავენ. ზოგჯერ ნიკა, თავის მეგობრებს გამოართმევს ხოლმე მანქანას და კუს ტბაზე მიდიან, სასიამოვნო ხედით ტკბებიან  ხუთი წუთი და შემდეგ “გონის დაკარგვამდე” ზასაობენ. (ეს დაბურული შუშები მაინც არ აეკრძალა მთავრობას.)

შემდეგ ნიკა მუშაობას იწყებს, კრედიტ–ოფიცერი ხდება ბანკში და ორი თვის შემდეგ ნინოს ცოლობას სთავაზობს. ნინოც თანხმდება, იმიტომ რომ უყვარს და თავის თავთან უჭირს გამოტყდომა, მაგრამ,  გათხოვება უნდა. ჯვრისწერამდე სექსი ექნებათ, რადგან ნინო უკვე ენდობა ნიკას. თუმცა, კიდევ უფრო მეტად რომ ენდოს, სანამ რამეს იზამენ ეკლესიაში  “დაიწინდებიან”.

ნიკა და ნინოს პატარა ჯვრისწერა აქვთ, მშობლები სახლს უქირავებენ, მაგრამ მოგვიანებით, ყველა ხვდება, რომ ბინის ქირა არც ისე ადვილი გადასახდელია და  ახლადდაქორწინებულები დედამთილ–მამამთილთან გადადიან საცხოვრებლად. ნინო ბავშვს აჩენს. (დაქალებთან საუბარში, ხშირად ამბობს ხოლმე, “ნიკას რომ  ბავშვი გავუჩინეო”).  მასაც ისეთივე პრობლემები აქვს, როგორიც ყველას და ზოგჯერ  გაიფიქრებს ხოლმე, ნეტა რა მოხდებოდა რომ არ გავთხოვილიყავიო. მაგრამ,  ამას მხოლოდ მაშინ ფიქრობს, როცა ნიკა შაბათს საღამოს ძმაკაცებთან ერთად სვამს, თვითონ კი შვილთან ერთად არის.

არ ვიცი რას გრზნობენ ნინო და ნიკა ამ დროს. ბედნიერები არიან, თუ თავს აჯერებენ ამას.  არც ის ვიცი, ბოლომდე ერთად იქნებიან თუ არა. ალბათ, ამ ისტორიის იმდენი ვარიანტი არსებობს, რამდენი “ნიკაც” და რამდენი “ნინოც” ცხოვრობს თბილისში, ასე, რომ თქვენ მოიფიქრეთ, როგორ დასრულდება მათი ურთიერთობა. თქვენივე გადასაწყვეტია ისიც,  დაიწყება თუ არა საერთოდ მათ შორის რამე.

 

 

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

7 Responses to თბილისი LOVE

  1. LiLaC says:

    რა კარგია, რომ ჩემი ისტორია სულ სხვაგვარად იწყება.. ე.ი. გაგრძელებაც არ იქნება ასეთი )))

  2. M.Z says:

    შენი პოსტები თითქმის ყველა წავიკითხე და მგონი იმისთვის წერ, რომ უბრალოდ წერო .🙂
    მაპატიე პირდაპირობა მაგრამ ესეა.
    ცოტა უფრო მეტი იკითხე უფრო მეტი დააგროვე და მერე დაწერე, ესე ჯობს . უფრო მეტი მკითხველიც გეყოლება და მარტო მეგობრები_დაქალების წრით არ შემოიფარგლები..

  3. ძვირფასო M.Z, შენ ანინას ბლოგი წაიკითხე ხოლმე😉

  4. incognito says:

    მშვენიერი ხშირი ბანალური სცენარია, ასეა თუ ისე თითქმის ყოველთვის ასე ხდება (ყოველშემთხვევაში თბილისში). და ძალიან სამწუხაროა რო არავინ არ ფიქრობს ხოლმე იმას, რომ ყველა ურთიერთობას განახლება და ობრთხილება ჭირდება. უფრო მეტად ცოლქმრულს. როდესაც ურთიერთობის, ერთმანეთთან ყოფნის, და ერთმანეთის სიყვარულის დაფასება ორივეს შეუძლია, ყველაფერი ძალიან კარგად ვითარდება და გრძელდება. მე ჩემის მხრივ ვთვლი რო ძალიან გამიმართლა და მიუხედავად იმისა რო მე და ჩემი შეყვარებული ერთად თითქმის 3 წელია ერთად ვართ, ახლაც ძალიან ხშირად მაქვს ის მომენტი რო თითქოს ახლიდან შემიყვარდა. დღესაც დავდივართ კინოშიც, თეატრშიც, კაფეებშიც, რესტორნებშიც, კლუბებშიც, მეგობრებთან ერთადაც და მეგობრების გარეშეც. დღესაც ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე ისე, როგორც ადამიანის გაცნობისას ხდება პირველი რამოდენიმე დღე ან კვირა. მიუხედავად იმისა რო ფაქტიურად ყოველ საღამოს ვხვდებით ერთმანეთს, ძალიან ხშირად შესვენებაზეც ერთად ვსადილობთ, და ამის გარდა კიდე სკაიპითაც მთელი დღე ვლაპარაკობთ, ხან მნიშვნელოვან, ხანაც უმნიშვნელო თემაზე, და ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივად და ჩვეულებრივად ხდება.

    რაც შეეხება ამ ბლოგს. ძალიან მომწონს და ხშირად ვკითხულობ. M.Z.-ს ვეთანხმები იმაში რომ “მგონი იმისთვის წერ, რომ უბრალოდ წერო”, და ვთვლი რო ძალიან კარსაც შვები🙂 მე ძალიან მაქვს ხოლმე იმის სურვილი რომ უბრალოდ რამე დავწერო, ნაფიქრი ან ასე შემდეგ მაგრამ რატომღაც არასოდეს არ ვწერ.
    ვობშემ საღოლ🙂 მე პირადად ძალიან მომწონს შენი ბლოგი, ზოგი პოსტი მეტად, ზოგი ნაკლებად მაგრამ საბოლოოდ მომწონს, ფრიად საინტერესო რაღაცეებს წერ ხოლმე.

    მოკლედ წარმატებები და “так держать”. (“ეგრე გეჭიროს” ცუდად ჟღერს თორე არ მოგწერდი რუსულად )😀😀

  5. dima says:

    saocaria..ra tu ar mogecona erti blog istoria meore mesame imas mainc nugar ambob..rom mtlianad wavikitxeo? mazoxisti xar?🙂

    an amdens ragato? cer😀 roca adamians ar mowons..rame ubralod stovebs saits da gadis..da kitxvas da mitumetes sapasuxod ceras da kritikas..ar daiwyebs ..

    didi madloba me ramodenimes gavecani..jer magram titqmis yvela postshi ufro meti realuri da dgevandeli situacia..davinaxe vidre absurduli da sinamdviles moklebuli..

    ase rom kargi gogo xa r:) da warmatebebi..

    ubralod ertia..mxolod saubari vercerts ver mogvitans bednierebas..😦 da praktikashi unda ganvaxorcielot..da rac mtavaria vimoqmedot..swored..tumca swori azrovnebis gareshe arc moqmedebas aqvs azri da ufro cud shedegsac moitans..

  6. Reblogged this on Geomentalism and commented:
    ალბათ ყველას გეცნობათ სიტუაცია რომელიც ამ პოსტშია აღწერილი. ტიპიური ცხოვრების სტილი თბილისში და არა მარტო თბილისშიც, ასეთი სიტუაციია მთლიანად საქართველოში. ამას მე ვერ დავარქმევ ცხოვებას,რადგან ეს არსებობაა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s