ვირტუალური იდეალი

მე, ისევე როგორც, ალბათ,  ბევრ თქვენგანს,ერთი „ვირტუალური მეგობარი“ მყავს. – ადამიანი, რომელიც არასოდეს მინახავს და რომელსაც აგერ უკვე ხუთი წელია ველაპარაკები.

ყველაფერი ასე დაიწყო: Skype–ში სტატუსად დავაყენე – Destination PHuture of Jazz. ცოტამ თუ იცის, რომ ეს ცნობილი ჯგუფის de_phazz –ის სრული სახელწოდებაა. მან  იცოდა.  საუბარი დავიწყეთ. თავიდან სრულიად ჩვეულებრივ პატარა ბიჭად აღვიქვამდი და მხოლოდ იმიტომ ველაპარაკებოდი, რომ კარგ მუსიკას მიგზავნიდა ხოლმე.  facebook–ში რომ გადავინაცვლეთ, საერთო მეგობრებიც აღმოვაჩინეთ, რომელთა წყალობით რამოდენიმეჯერ „კინაღამ“ შევხვდით კიდეც ერთმანეთს. თუმცა რას ვიზამთ, ეტყობა, „ბედი არ იყო“.

ამ ხუთი წლის განმავლობაში ვერც კი მივხვდი, როგორ გადაიქცა ეს „ვიღაც ჩვეულებრივი ბიჭი“ ჩემს იდეალურ მამაკაცად. მისი მსოფლმხედველობა, გემოვნება, დამოკიდებულებები, იუმორი – ხანდახან მგონია, რომ ჩემს კომპიუტერში ვიღაც არარეალური იდეალი ცხოვრობს.

თუმცა, ვინ იცის, იქნებ საშინელი ხმის ტემბრი აქვს, ან იქნებ პათოლოგია, ანდაც ხომ შეიძლება რბილ „ლ“–ს ფლობდეს? (არა, ამ უკანასკნელს ვერ დავიჯერებ).

ან რომ შევხვდე,  როგორი რეაქცია უნდა მქონდეს? ამდენი ხანია ვიცნობ და „სასიამოვნოა შენი გაცნობათქო“ ხომ არ ვეტყვი?  ვერც ძველი მეგობარივით შევხვდები.

მოკლედ ისევ ვაგრძელებთ საუბარს, ისევ ვნახულობ ხოლმე მის პროფილზე ვის უმეგობრდება და ვისთან ერთად იღებს ფოტოებს, ისევ ჩემს იდეალად რჩება და ისევ არ ვაპირებ მის ნახვას,  –  ის ხომ მხოლოდ მანამდე იქნება იდეალური, სანამ ვირტუალურობას შეინარჩუნებს.

„…მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი…“

მართლაც,  ეს ყველაფერი ჩვენს ფანტაზიაშია. თუმცა მანამ სანამ ვაცნობიერებთ, რომ ეს ადამიანი ჩვენი წარმოდგენის ნაყოფია და არა რომელიმე კონკრეტული პიროვნება , პრობლემებიც არ გვექმნება. მთავარია მუდამ გვახსოვდეს, რომ იდეალები მხოლოდ ჩვენს აზრებში, წარმოდგენებში, ოცნებებში და „კომპიუტერებში“ ცხოვრობენ.

„…და თუ არა ხარ, ის ვისაც ვფიქრობ, დღეს მე არ ვნაღცლობ დაე ვცდებოდე…“

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

8 Responses to ვირტუალური იდეალი

  1. Mate says:

    სურათებზე მოგწონს?

  2. egoisti says:

    ნახე❤ ნახე ნახე ნახე !!!

  3. kristi says:

    მეც მყავს ერთი ვირტუალური მეგობარი, თვეებია ვწერთ ერთმანეთს, მაგრამ ეგ ავღანელია და ეხლა ჩამოსვლა უნდა ძააააან და რა ვქნააააა? მირჩიეთ რამე:( თანაც მოწვევა მე უნდა გაუკეთო

  4. არ ვიცი რა გირჩიო, მართლა არ ვიცი.. კარგად დაფიქრდი გინდა თუ არა და ყოველთვის გახსოვდეს, ადამიანები ისეთები არ არიან ხშირად როგორებიც ვირტუალურ სივრცეში ჩანან.. ასე რომ არ ვიცი ეს არ არის მარტივი, მარა რავი, რო ჩამოვიდეს რა.. ნახავ როგორია და შეიძლება მაგრად გაგისწორდეს..

  5. temko says:

    😀 აუ და საბოლოოდ შეხვდი? მმმ? დაუნიშნე შეხვედრა შორიდან დააკვრიდი🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s