“არ გამიბაზრო!”

ჩვენს ქალაქში ყველა ყველას იცნობს, ყველა ყველას ყველაფერს უყვება, ყველა ერთნეთის მეგობრის მეგობრები  ვართ. ძალიან ხშირად საშინელი სიმჭიდროვის განცდა მაქვს, ასე მგონია უკვე მთელ თბილისს ვიცნობ და თითოეული ჩემი საქციელი უამრავი ადამიანის განსჯის საგანი ხდება.

ჩემმა საყვარელმა ბიძამ კიდევ ერთი თბილისური მარაზმი მომიყვა: მის მეგობრებს ერთმანეთი მოეწონათ, (გაითვალისწინეთ, რომ ეს ადამიანები დაახლოებით 35 წლის არიან) სექსი ჰქონდათ, მეორე დღეს კი მთელმა მათმა სამეგობრომ იცოდა ამის შესახებ – მამაკაცმა იამაყა თავისი „მიღწევებით“. ასეთი სიტუაცია იშვიათი არ არის ჩვენს ქალაქში. „არ გამიბაზრდეს“ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია გოგოებში. ბევრი მათგანი ჯერ კიდევ არ არის მზად იმისათვის, რომ ყურადღება არ მიაქციოს რას იტყვიან მეზობლები, თავისი ცხოვრებით იცხოვროს და „ფეხებზე დაიკიდოს“ სხვისი აზრი.

ყველაფერი ისევ ქალიშვილობის ინსტიტუტთან მიდის. გეშინია, რომ ვერ გათხოვდები, ყველა სხვა თვალით შემოგხედავს, აღარ გექნება პატიოსანი გოგოს სახელი, არ აღგიქვამენ სერიოზულად და ა.შ.  და ამაში არის კიდეც რაღაც სიმართლის მარცვალი, (ოღონდ მარცვალი). აბა წარმოიდგინეთ ახლადგაცნობილმა ბიჭებმა შემთხვევით რომ გაიგონ, რომ შენ ქალიშვილი არ ხარ, შენზე მოთხოვნა ერთი–ორად აიწევს. თუ ერთ ძმაკაცს არაფერი გამოუვა, მეორე ცდის ბედს, შეიძლება ამ მეორესთან სექსი გქონდეს და პარალელურად მესამემ შემოგთავაზოს საღამოს გასეირნება. ხანდახან თბილისელ ბიჭებს უჭირთ ერთმანეთისაგან განასხვავონ გოგო, რომელიც ყველასთან წვება, არაქალიშვილი გოგოსაგან.

თუმცა, ეს არ არის საკმარისი მიზეზი, იმისათვის რომ სექსზე საერთოდ უარი თქვა. ყველა ერათნაირი არ არის. ბევრი „დაგეჩალიჩება“ და ბევრს ეტყვი უარს, ბევრი მოგაბეზრებს თავს და ბევრი შეგზიზღდება, მაგრამ თუ შენ ზუსტად იცი რა გინდა, როგორი კაცი გინდა, რას მოითხოვ მისგან, რისი გაცემა შეგიძლია და ა.შ. ეს საშუალებას გაძლევს მარტივად მიიღო გადაწყვეტილებები, აირჩიო ვისთან ღირს ურთიერთობა და ვისთან არა,  და ამავდროულად,  სხვისი აზრებსიც არ მიიტანო გულთან ახლოს.

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to “არ გამიბაზრო!”

  1. Di@ says:

    შეიძლება ადამიანს მაგრად ეკიდოს სხვისი აზრი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანახმაა მისი ინტიმური ცხოვრების დეტალები მთელს სანაცნობოს მოჰფინოს. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა – Privacy – უცხოეთში ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაცული “სიკეთეა”. ჭორიკნებს კი რა დალევს – აქნიონ ყბები.

  2. M.Z says:

    პოსტებზე მინდა გითხრა, რომ ცოტა სუსტები არიან, ხომ არ ჯობდა ცოტა გახვიდე ზოგადი ე.წ თემის ზოგადი შეხებიდან ცოტა უფრო ჩამთრევ ფაბულაზე. რადგან ძალიან შესამჩნევია, რომ თემას მალე ამოწურავ ხოლმე, ეს ალბად იმის გამო, რომ მეტს ვეღარაფერს ამბობ და მალევე ამიტომაც ამთავრებ.
    სექსთან დაკავშირებით: მე უფრო იმ აზრს ვიზიარებ რომ სექსი მარტო ” შეყოფა და გამოყოფა”
    არ არის და როცა ბლოგზე ამ თემას შეეხები ალბად ჯობია უფრო მეტი ინტელექტი გამოჩნდეს შენგან ვიდრე, როგორც უკვე გითხარი და მარტო შეყოფა გამოყოფის დონეზე არ დარჩეს.🙂
    თბილისელ გოგოებზეც: შენ მაპატიე მის.? ბლოგერო, მაგრამ უკვე დიდი ხანია და თანდათან უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ თბ. გოგოებს ( და ზოგადად საქ_ში ) მძაფრი არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ.

    ხო, მართლა: ამ ყველაფერზე პასუხი არ მინდა🙂

  3. fabuLous ::) says:

    me vetanxmebi magram, sxvisi azrii aravis ar kidiaaa..vinc idzaxis ro mkiidiao imasac ki😉

  4. ეხნატონი says:

    ra tqma unda. sxvis azrs mxolod mashin daikideb, roca shens garshemo “sxva” agar iqneba, anu sadme ukacriel kundzulze. sheidzleba daikido is, tu ras itkvian shenze, magram imazec unda ifiqro, rom shenze natqvamma shesadzloa sxva adamians dzalian atkinos guli, an martlac ragac ,arazmis gamo aanerviulos. me piradad am pasuxismgeblobas vgrdznob da arc erti is adamiani, vinc chems beds ganicdis ar mimachnia imis girsad rom vigacis chorebis gamo tundac erti camit darchnen gulnatkenni da imedgacruebulni. ubralod imis tqma minda rom ar arsebobs adamiani absolututrad marto, is “socialuri arsebaa” rac imas nishnavs, rom arian sxvebic vizec am adamians akisria garkveuli pasuxismgebloba da amis ar gatvaliscineba ubralod upasuxismgeblobaa.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s