shift-delete

თათიამ გადაწყვიტა თავისი ”ბიჭი-რობოტი” სამუდამოდ წაეშალა თავისი ცხოვრებიდან და facebook-ის friend-ებიდან წაშალა, თანაც უკვე მეორეჯერ. პირველად ნებისყოფამ უღალატა და მეექვსე friend request აღარ დააიგნორა. ახლა კი ფიქრობს რომ უკვე მზად არის იმისათვის, რომ დაივიწყოს და აღარ შევიდეს ყოველ დღე მის პროფილზე იმის გასარკვევად, თუ ვის დაუმეგობრდა, ვის დაუტოვა კომენტარი, რა სურათები დადო, ახალია თუ არა ეს სურათები და ა. შ.  არ ვიცი რამდენად დაეხმარება facebook-დან წაშლა დავიწყებაში, თუმცა მეც ასე მოვიქეცი როდესაც ჩემს X -თან გადავწყვიტე დამემთავრებინა ყველაფერი, მეტიც საერთოდ გავაუქმე ჩემი პროფილი.

უმეტეს შემთხვევაში ქალებს ძალიან გვიჭირს პირდაპირ გავწყვიტოთ ურთიერთობა. მითუმეტეს, როცა ის აქტიურობს. მაშინაც კი, როდესაც თითქმის ყველაფერი გარკვეულია, რაღაც იმედების ძებნას ვიწყებთ, მის საქციელებს ვამართლებთ, ვცდილობთ ხელჩასაჭიდი ვიპოვოთ.. ნამდვილად ვეთანხმები იმ აზრს, რომ ქალებში ჭარბადაა მაზოხიზმი: როცა ზუსტად ვიცით, რომ ეს კაცი ვერასოდეს გვაგრძნობინებს თავს კომფორტულად მაინც ვებღაუჭებით და არ ვკარგავთ სამუდამოდ.

ალბათ იმედი გვაქვს რომ გამოსწორდება? არა, თათიამ ზუსტად იცის, რომ არ შეუძლია, ოცდაათი წლის კაცი შეცვალოს. მაშინ რა გვინდა? მართლა მაზოხისტები ვართ? გვსიამოვნებს, როცა გულს გვტკენენ? თუ გვგონია, რომ სხვა არავინ შემოგვხედავს? ან იქნებ ვფიქრობთ, რომ ყველას მაინც აქვს ნაკლი და ეს უნდა ავიტანოთ?

წელიწად-ნახევრის წინ მეც გამიჭირდა, თუმცა დღეს მხოლოდ მოგონებაა და სხვა არაფერი. ადამიანები, რომლებთანაც არაკომფორტულად ვგრძნობთ თავს და ”ვიგრუზებით” უნდა გავუშვათ. თუნდაც ქმრები, რომლებთანაც სიყვარული და ოჯახური თანაცხოვრება მარაზმში გადადის. შეყვარებულთან დაშორება რა მოსატანია, როცა ოჯახები ინგრევა. ეს, ალბათ, ძალიან რთულია,  მაგრამ თუ ჩვენ თვითონ არ ვიზრუნეთ საკუთარ სულიერ სიმშვიდესა თუ კომფორტზე, ზოგისთივს ეს სულერთია, მიუხედავად იმისა რომ ”უყვარხარ”.

და კიდევ, ვერასოდეს წავშლით მას ჩვენი ცხოვრებიდან სანამ თავში აზრად მოგვდის: ”სუსტი ვარ”; ”როგორ უნდა ვიცხოვრო მის გარეშე”, ”რა უნდა გავაკეთო ყოველ დღე”; ”ვერ გავთხოვდები”; ”მასზე მეტად არასოდეს არავინ შემიყვარდება” და ა. შ.

ჩემი სიყვარული ერთ დღესაც მოულოდნელად დამთავრდა, მაგრამ მე დღეს ბედნიერი ვარ.

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

6 Responses to shift-delete

  1. Ellé says:

    ვაიმე,რა ნაცნობია.. :ს..და როგორი მართალი ხარ..

  2. Anuki says:

    zalian kargii:))))))znelia adaminis shecvlas cdilobde,mashin roca giyvars!!!!!! bevri ram arc me momwoons chems sheyvarebulshi da vcdilob shevcvalo,magizianebs is roca raagacs ver xvdeba mxolod mas shemdeg me tu ar chavawvetee,minda tavisiit iyoos isetii rogoriic me minda!!!ragaceebs mivagwie,magarm ro vpikroob rom es chemit moxerxda isev viwyeen ra vknaa????????:(((((

  3. dato darbaidze says:

    shen yvela dasmul shekitxvas vecdebi gavce pasuxi :)))
    me vtvli ro mamakacebi qalebs yvela aspektshi jobian rac ar unda iyos is garda ertisa, qals ro sheudzlia siyvarulis gancda kacma arc ki daikvexnos… ( es ubralod chemi azria )

  4. Miauuuh says:

    icxovre imastan vis gareshec ar shegidzlia da ara imastan vistanac shegidzlia : )) me da chemi sheyvarebulic mazoxisturad vchxubobt titqmis yoveldge ramdenixania ertad vart magram verc is manebebs ttavs verc me ubralod ar minda sxvisi shexeba mirchevnia is erti shemexos da tumdac shemomartyas da ise shemexos vidre sxva momeperos da ise😀 nu es ratqmaunda xumrobit :D:D:D dznelia gaudzlo yoveldgiur kompliktebs uazro echvianobebs da sxva mravals magram es siyvarulma icis😀 da siyvarulit racarunda gaaketo mainc sasiamovnoa : DD))❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s