სექსომეტრია

ჩემი მეგობარი ნუცა, რომელიც ერთხელ უკვე ვახსნე, როგორც ყველაზე რაციონალური ადამიანი მათ შორის ვისაც ვიცნობ, ამჯერადაც რაციონალურად მიუდგა საკითხს და გადაწყვიტა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონდეს სექსი შავკანიან მამაკაცთან, რადგან აბობენ, რომ ამ უკანასკნელებს, თეთრკანიანებთან შედარებით, გაცილებით დიდი პენისი აქვთ. მე დავინტერესდი რამდენად მართალი იყო ეს ამბავი და გადავწყვიტე საერთოდ გამეგო რას ნიშნავს „დიდი“ და „პატარა“ და რამდენად ახდენს ეს გავლენას სექსუალურ აქტზე.

თურმე არაერეგირებული პენისის ზომა საშუალოდ 8.5სმ დან 10.5 სმ–მდე მერყეობს. მაგრამ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, მამაკაცის სასქესო ორგანოც იცვლის ზომას. (მაგალითად, ცივ ამინდში, ცურვის დროს და ა.შ.) არსებობს „სტერეოტიპი“, რომ რაც უფრო მაღალია მამაკაცი მით უფრო გრძელი პენისი აქვს მას. ამერიკელ მკვლევარებს გამოუკვლევიათ ეს საკითხი და იმ დასკვნამდე მისულან, რომ ამ ორ მახასიათებელს შორის კორელაცია არ არსებობს. ამასთანავე, ისიც გავარკვიე, რომ  ჩემი ნუცაც გავრცელებული „სტერეოტიპების“ მსხვერპლი აღმოჩნდა, რადგან თურმე პენისის ზომა არავითარ კავშირშია რასასთან!

ამერიკელებმა ისიც გამოიკვლიეს, თუ რა კავშირია სექსუალურ კმაყოფილებასა და პენისის სისქეს შორის. კვლევაში 50 სექსუალურად აქტიური ქალი მონაწილეობდა, საიდანაც 45–მა დაასახელა, რომ სისქე უფრო მნისვნელოვანია, ვიდრე სიგრძე. ცდის პირთა მხოლოდ 10%–მა მიიჩნია, რომ სექსუალურ კმაყოფილებას განსაზღვრავს პენისის სიგრძე. სქელი სასქესო ორგანო თურმე, უფრო მეტად სტიმულირებს კლიტორზე, ქალებს ამ დროს „შევსებულობის“ განცდა აქვთ და ეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კმაყოფილებას იწვევს.

როგორც ირკვევა,  პენისის სიგრძე არ განსაზღვრავს ქალის სექსუალურ კმაყოფილებას. მაგრამ არის ერთი ფსიქოლოგიური გარემობა: კაცები „დიდი სასქესო ორგანოთი“ უფრო თავდაჯერებულები არიან და უფრო თავისუფლად იქცევიან სექსის დროს.

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to სექსომეტრია

  1. anna says:

    ვეთანხმები, სისქე სჯობს სიგრძეს :))) სულ ტყუილად არიან თავდაჯერებულები დიდ პენისიანი კაცები :დ

  2. fabuLous ::) says:

    orive unda jdebodes standartebshi tore mag “tqventvis gankutvnil” vibratorebs kubikis porma eqneboda😀😀

  3. NIKA says:

    YVELA QVABS TAVISI SAXURAVI AQVS

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s