”ბარტერი”

დღეს სამსახურში მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, წარმოვიდგინე როგორ მივადებდი თავს ვინმეს მხარზე, როგორ ვიწუწუნებდი ბევრს, როგორ მოვუყვებოდი ჩემს ამბებს და როგორ დამაყენებდა ეს ყველაფერი კარგ ხასიათზე ზუსტად თხუთმეტ წუთში. ამისათვის ერთი ბიჭი ავირჩიე, რომელიც აქტიურად ცდილობს ყოველი შაბათი საღამო ერთად გავატაროთ და გადავწყვიტე მეც გამომეჩინა ინიციატივა – ”ბარტერი” შევთავაზე – სახლში მანქანით უნდა დავეტოვებინე, მე კი სანაცვლოდ ჩაიზე დავპატიჟებდი. არ მცალიაო! ეს კიდევ არაფერი, როცა ვუთხარი ცუდ ხასიათზე ვართქო კითხვაც კი არ გაუჩნდა რატომ! ერთადერთი, რასაც ეს ადამიანი მთავაზობს ამ ეტაპზე სექსია და არა საღამოს მხარზე თავის მიდება, ჩაის დალევა და ა.შ. ეს ყველაფერი არ უთქვამს, მაგრამ, რაღაცეები უთქმელადაც ცხადია ზოგჯერ.

ჩვენი ”გარიგება” თავიდანვე განწირული იყო წარუმატებლობისთვის.

ალბათ, ყველა ქალი ურთიერთობის დაწყებისას კარგად უნდა გაერკვეს რა სურს კაცს  მისგან, რისი შეთავაზება შეუძლია და რისი არა. შემდეგ იმაზეც იფიქროს თვითონ რა უნდა ამ კაცისგან ან რას გასცემს მისთვის. რა მოლოდინი აქვს ამ ურთიერთობისაგან და რამდენად რეალური შეიძლება იყოს ეს მოლოდინი. ალბათ, ყველას ჰქონია ცხოვრებაში ცალმხრივი სიყვარული და ყველამ იცით, რომ ეს არც თუ ისე სასიამოვნოა. ურთიერთობებიც  ხომ    ერთგვარი ბარტერია: ჩვენ გავცემთ სხვა ადამიანისთვის დროს, ემოციებს, ხანდახან ფინანსებს და ზოგჯერ ნერვებსაც, სანაცვლოდ კი სასურველ უკუკავშირს ველოდებით. თუმცა კომპანიებისაგან განსხვავებით პირად ურთიერთობებში ხშირად ყველაფერი სხვანაირად ხდება.  ერთი მხარე  მეტს გასცემს ხოლმე, ვიდრე მეორე ან უბრალოდ სხვადასხვა რამეს ითხოვენ ერთმანეთისაგან და ”გარიგებაც” წარუმატებელად მთავრდება.

არც კი ვიცი რატომ მოვინდომე, რომ ადამიანს, რომელსაც ჩემი გარეგნობის გარდა არაფერი არ აინტერესებს ჩემს შესახებ, ჩემი ისტორიები მოესმინა და მხარდაჭერა გამოეხატა. მეტიც, ისე გავთამამდი, რომ წუწუნიც კი მინდოდა მასთან. არადა, რეალურად ის მხოლოდ რედბულ-არაყს და სექსს მთავაზობს შაბათობით, ყველანაირი ”ჩაის” და ბევრი საუბრის გარეშე.

რას ვიზამთ, ჩვენი სურვილები და შემოთავაზებები ერთმანეთს ასცდა… ბარტერი ჩაიშალა…

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to ”ბარტერი”

  1. xxx says:

    რატომ ხვდები მაგ ტიპს შაბათობით, ცოტა გაუგებარია როდესაც იცი რომ სჰენტან მხოლოდ სექსი უნდათ ისეთ ადამიანთან ურთიერთობა რატომ უნდა გააბა?

    • ”რატომ ხვდები მაგ ტიპს შაბათობით, ცოტა გაუგებარია როდესაც იცი რომ სჰენტან მხოლოდ სექსი უნდათ ისეთ ადამიანთან ურთიერთობა რატომ უნდა გააბა? ”
      არ ვხვდები, და პოსტიც მაგაზეა, რომ ერთმანეთის სურვილებს ვერ ვაკმაყოფილებთ და ურთიერთობა არ გამოგვდის..

  2. ეფემია says:

    chemi bolo garigebac ver shedga .. e.w . “sdzelka” chaishala swored ar motxovnebis tu motxovnilebebis acdenis gamo.
    me kargad chamovayalibe ra mindoda da ras vitxovdi, isic chamovayalibe mas ra undoda da ase mshvidad gadavusvi xazi (imedia sabolood! : ) ) aset stuaicebshi jobia emociebi da grznobebi cota gverdze gadado da racionalurad chamoyaro ra ginda, ras eli da ras igheb !: )
    like!

  3. efemia says:

    chemi bolo garigebac ver shedga da e.w. :sdzelka” chaishala.
    me chamovayalibe ra mindoda da ras vitxovdi , isic chamovayalibe mas ra undoda..samwuxarod es 2 ram ertaments ar daemtxva amitomac dzalian civad gadavusvi xazi .. (imedia sabolood ! : ) )
    sworad ase xdeba xolme, aset dros emociebi da grznobebi cota gverdit unda gadado da chamoyaro sheni motxovnebi tu motxovnilebebi, aseve molodinebi , da tu aghmoachine rom ertmanets ar emtxveva es ase vtkvat “wylis nayvaa” da meti araferi
    like!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s