ვაი! ვაი! ვაი!

დღეს მთელი თბილისი ეკა ხოფერიას გუშინდელ გადაცემაზე საუბრობდა. ჩემს გარშემო ძირითადად ზვიად ძიძიგურს ლანძღავდნენ და მართალი გითხრათ, არც მე მიმაჩნია სწორი მისი პოზიცია. უფრო მეტად კი იმაზე გავბრაზდი, რომ ”ადამინის უფლებათა დამცველი” ვერ ხედავდა განსხვავებას პათოლოგიასა და ჰომოსექსულალიზმს შორის, ამ უკანასკნელებს უზნეოებს უწოდებდა და მათი დასჯაც კი მიაჩნდა სწორი. მემგონი მარტო საქართველოში თუ გვეყოლება ადამინთა უფლებების დამცველი მსგავსი იდეებით.

ფსიქიკურად დაავადებულებიო – ესიც კი ახსენა, მგონი . ნეტავ ფროიდი რას ეტყოდა ცოცხალი რომ ყოფილიყო: როდესაც ადამიანი რაღაცის მიმართ საშინელ აგრესიას გამოხატავს, მას არაცნობიერად ეს ყველაფერი თავად აწუხებს და უარყოფა კი ერთ-ერთი თავდაცვის მექანიზმია – დარწმუნებული ვარ ასეთი იქნებოდა მისი შეფასება, ხოლო რაც შეეხებათ ჰომოსექსუალებს, მგონი მათ არავითარი დისფუნქცია არ აქვთ არც სოციალურ ცხოვრება-მოღვაწეობაში და არც საშიში არიან ვინმესთვის.  ფსიქიკურ პათოლოგიაზე, ჩემი აზრით, სრულიად ზედმეტია საუბარი.

მე ბევრი გეი მეგობარი მყავს, რომლებიც აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანები არინ და თავს ახლა უხერხულად ვგრძნობ, რომ მათ ჩვეულებრივობა-არაჩვეულებრივობაზე მიწევს საუბარი. ადამიანების ზნეობრიობა სოციალურ ურთიერთობებში უნდა განვსაზღვროთ, მგონი, და არა საწოლში. თუ უზნეო იქნება და საკუთარ ორიენტაციასა და პირად ცხოვრებაზე ბავშვებთან ილაპარაკებს, რა მნიშვნელობა აქვს მასწავლებელს ჰომო ორიენტაცია ექნება თუ ჰეტერო? მე რომ ოდესმე მასწავლებელი გავხდე და ბავშვებს ის ველაპარაკო, რასაც ამ ბლოგზე ვწერ ხოლმე, ალბათ მეც დასასჯელი ვიქნები, მიუხედავად იმისა რომ ჰეტეროსექსუალი ვარ.

ვაცნობიერებ, რომ საქართველოში ვცხოვრობ და იმასაც ვაცნობიერებ, რომ ძალიან ბევრი ბნელი ადამიანი ცხოვრობს აქ, მაგრამ გუშინდელი ძიძიგურის და იმ ვიღაც დიმიტრის ფაშისტურმა გამოსვლებმა საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ჩვენ კიდევ დიდი ხანი არაფერი გვეშველება!

ვაი!  ვაი!  ვაი!

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , . Bookmark the permalink.

18 Responses to ვაი! ვაი! ვაი!

  1. Lee ამბობს:

    im fsiqologma tavidan sworad tqva: homoseqsualizmi ar aris archevani.. yvelaferi qartuli “dampali fsiqologiis” bralia.. rogor ginda homoseqsualma normaluri cxovrebit icxovros roca misken xels ishvers yvela da atas garyvnilebas amboben, mashin roca dzalian bevri martla amoralurad cxovrobs.. sanam qartvelebi ar moveshvebit sxva admianebis gansjas da mat sulshi xelebis “faturs”,rogorc kaxi kavsadze ityoda- chven araferi ar gveshveleba… 🙂

  2. tikuna ამბობს:

    მე დიდად არ ვარ ჰომოსექსუალების პროპაგანდის მომხრე და მართალი გითხრა მაღიზიანებენ კიდეც, მაგრამ გუშინ მეც აღვშფოთდი

  3. Jazzmena ამბობს:

    ფროიდს თვითონ იმდენი ფსიქიკური პრობლემები და გადახრები ჰქონდა, რომ არამგონია რაიმე გაკვირვებოდა დგეს რომ ცოცხალი ყოფილიყო… 🙂
    მე ყველგან ვთქვი და აქაც ვიმეორებ!!! წინააღმდეგი ვარ “გაუკუღმართებული ორიენტაციის” მქონე ადამიანების თანამდებობებზე, საპასუხისმგებლო ადგილებზე და მითუმეტეს მასწავლებლად მათი დანიშვნა… არავინ არ თქვას რომ ბავშვებზე ცუდ ზეგავლენას არ იქნოებს და მიდრეკილებას არ გაუჩენს მათ მიმართ… მაგრამ ასევე წინააღმდეგი ვარ მათდამი აგრესული და “ჰიტლერისეული” მიდგომისა…
    რაც შეეხება ძიძიგურს და სხვა “მის მსგავსად მოაზროვნე” ადამიანებს, მგონი ესენი უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენენ ვიდრე ჰომოსექსუალ-ლესბ-ტრანს და ა.შ. ადამინები… 🙂 😉

  4. niksologi ამბობს:

    1.”ადამიანების ზნეობრიობა სოციალურ ურთიერთობებში უნდა განვსაზღვროთ, მგონი, და არა საწოლში.”
    -მამენტ და საერთოდ რატომ უნდა განისაზღვროს ადამიანის ზნეობრიობა? ასეთი ცნებები არის მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობები. იყავი რაციონალური და სხვისთვის უსაფრთხო და გავარტყი ყველა ფორმალობას და ჩარჩოს.
    მაგრამ ვაი რომ მასშტაბურად ამის განხორციელება ძნელია! მაინც ჩარჩო და შემოსაზღვრულობაა საჭირო.
    2. ”რა მნიშვნელობა აქვს მასწავლებელს ჰომო ორიენტაცია ექნება თუ ჰეტერო?”
    – ეს საკითხი ასე მარტივადაც ვერ მოგვარდება…
    ჩვენ, ქართველებს ჯერ ის ვერ გადაგვიწყვეტია რა გვინდა. რაც გვინდა ის არ ვიცით როგორ უნდა მივიღოთ. და რასაც მივიღებთ კიდევ რის სანაცვლოთ ვიღებთ მას ესეც გაურკვეველი გვაქვს!

  5. 13th ამბობს:

    არ მინახავს გადაცემა, ამ პოსტს ვუპასუხებ და კომენტარებს. ჩემი აზრით, ორიენტაციას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს/არ უნდა ქონდეს ადამიანის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნისას. თუნდაც მასწავლებელი განა ცოტა იცით ჰეტერო და უნიჭო, უზრდელი, გაუნათლებელი? გინდათ მითხრათ, რომ ჰომო+ნიჭიერს არჩევთ ჰეტერო+უნიჭო?

    (ნიჭიერი/უნიჭო სიტყვის მასალისთვის ვწერ, მიმიხვდებით რასაც ვგულისხმობ).

    მომეწონა ფრაზა: “თავს ახლა უხერხულად ვგრძნობ, რომ მათ ჩვეულებრივობა-არაჩვეულებრივობაზე მიწევს საუბარი.”

    • Jazzmena ამბობს:

      როგორ არ აქვს მნიშვნელობა… აბა წარმოიდგინე, შენი “ჰომო+ნიჭიერი” როგორ უხსნის ბავშვებს “ვეფხისტყაოსანს” და როგორ ესაუბრება მათ ტარიელის, ავთანდილის ვაჟკაცობაზე და მიჯნურთა სიყვარულის თემაზე!!! 🙂 დარწმუნებული ხარ რომ ის ღირებულად და სწორად აუხსნის ბაშვებს მნიშვნელოვან საკითხებს?! ან წარმოიდგინე “ჰომო+ნიჭიერი” რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს შენი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრად, განათლების მინისტრად და ა.შ. ეს ხო საცოდაობა იქნება….

      • niksologi ამბობს:

        გეტყვი ეხლა რა პონტია:
        უნდა ილაპარაკო ისე რომ ჰომოსექსუალურების უფლებები არ შელახო, ამით პროგრესულად მოაზროვნე ჩანხარ, საღად ითვლება შენი აზრი და აშე შემდეგ, თორე ისე შეიძლება მოშნად ცუდსაც კი ფიქრობდე მათზე. ხო მიმიხვდი რისი თქმაც მინდა 🙂
        სიტყვები სიტყვებისთვის ანუ 🙂 სხვის დასანახად, წასაკითხად და გასაგონად 🙂

  6. Jazzmena ამბობს:

    niksolog ეგ არის, ათიანში გაარტყი!!! 😉 🙂 ვითომ უფრო თანამედროვეები და “ტოლერანტები” არიან , სინამდვილეში ბალზე სხედან და ატმის მურაბას ჭამენ… 🙂

    • რატომ ფიქრობთ ესე ვერ ვხვდები? ადამიანი რომელმაც კარგად იცის თავის საქმე რატომ არ უნდა მუშაობდეს მასწავლებლად ვერ ვხვდები.. იმისთვის რომ ვეფხსიტყაოსანი ახსნას აუცილებლად ტარიელტან უნდა მოახდინოს იდენტიფიკაცია? ან მხოლოდ სიტყვები რა შუაშუა? თუ დამოკიდებულება არ შეიცვლება ზოგადად მაშინ რა აზრი აქვს ლაპარაკს?

      • Jazzmena ამბობს:

        “კარგად იცის საქმე” რას ნიშნავს?! მასწავლებლობა დურგლობა და “მალიარობა” ხომ არ არის რომ კარგად იცოდეს?! მასწავლებლობა მარტო განათლებულობას არ გულისხმობს, მასში უნდა იყოს მორალური, ეთიკური ფასეულობები, ღირსება და პატივისცემა უნდა იდოს ყველა მასწავლებელში!!! ბავშვებისთვის მაგალითის მიმცემი და ეტალონი უნდა იყოს!!! მომავალ თაობასთან აქვს საქმე და არა კედელთან და პარკეტთან…. ჰომოსექსული, ლესბოსელი და სხვა გადახრილ-პათოლოგიური ადამიანები შორს ბავშვებისგან!!!! 😉

      • ღირსება, მორალური ფასეულობები და პირადი სექსუალური ცხოვრება განსხვავდება ერთმანეთისაგან 🙂

      • gio ამბობს:

        ხარი ხართან რომ დააბა ან ზნეს იცვლის ან ფერსაო
        თუმცა, მამენტ თუ პედიკობაში ცუდი არაფერია, ალბათ იმის წინააღმდეგიც არ იქნებით,
        რომ თქვენს შვილებს პედიკები ასწავლიდნენ, პიდარასტი მეგობრები ყავდეთ და ა.შ.
        ხოდა ერთხელაც ნუ გაგიკვირდებათ, როდესაც თქვენი საყვარელი, ფუნჩულა და მიამიტი
        ვაჟკაცი ვიღაც ჯემალიკოს მოგითრევთ სახლში სათნო ღიმილით.

  7. Lee ამბობს:

    Jazzmena თავიდან ამბობ ძიძიგური უფრო დიდი პრობლემააო და ბოლოს აყოლებ რომ ჰომოსექსუალები თურმე “გადახრილ–პათოლოგიური” ადამიანები არიან.. და ტურმე ჰომოსექსუალებში არაა “მორალური, ეთიკური ფასეულობები, ღირსება და პატივისცემა” და ამის მერე შენ ამბობ რომ ძიძიგურისგან დიდად განსხვავებული აზრის ხარ?? :–D
    ქართველები ვერ ვხვდებით ჯერ კიდევ, რომ სხვისი ცხოვრება და მით უმეტეს სხვისი პირადი ცხოვრება ჩვენი საქმე არაა..

    • Jazzmena ამბობს:

      Lee “თურმე”-ებით არ ვილაპარაკოთ გეხვეწები…

      ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი გადმოსახედიდან, ჰომოსექსუალები “გადახრილ-პათოლოგიური” ადამიანები არიან, რომელთაც დამახინჯებული მორალი, ეთიკა, ღირსება და ფასეულობები აქვთ!!! არამგონია გაუგებრად ვწერდე რამეს…
      ქართველები ვერ ვხვდებით ჯერ კიდევ, რომ ცუდადა ჩვენი საქმე!!! იმდენად გადავგვარდით, რომ ქალი და კაცი ვეღარ გაგვირჩევია ერთმანეთისაგან…

      P.S. მე შეურაცყოფას არ ვაყენებ არავის და შენგანაც იგივეს მოვითხოვ!!! ძიძიგურს არ შემადარო თუ კაცი ხარ (ან თუ ქალი ხარ, ან თუ ჰომოსექსუალი ხარ, ან თუ ლესბოსელი ხარ, რავი როგორც მოგეხერხება… !!!) 😉

      • Lee ამბობს:

        ქართველების საქმე მაგიტომაა ზუსტად ცუდად.. შენ ხომ არჩევ ქალს და კაცს ერთმანეთისგან?? მეც ვარჩევ.. და სხვა თუ ვერ არჩევს, არ მესმის, ეგ მე ან შენ როგორ გვეხება??

  8. hamid ამბობს:

    My dearest friend. I thank you for the text you wrote and hope georgians will accept your ideas. Gays are usual like every one else and even if some of them are not good people, it’s not because they’re gay, but because they are not good people. I thank you again and wish you good luck.

  9. homoseqsualistebis dedac !!! ამბობს:

    visac qartvelebi da qartuli morali ar ainteresebs gaajvit saqartvelodan da im garyvnil amerikashi ufro gaaryvenit tavebii … eg normaluria aba kacma tavis funqcia ar icis .. da sadme kafeshi an barshi shevide da iq qartveli kaci mepranchos xo iqve unda davbrido.. visac dagianaxavt dedas mogitynavt..

  10. dato darbaidze ამბობს:

    ravici ravici mara arcet geys ar unda gey iyos me ese mgonia ratomgac… sanam iseni tavis sakutar tavs gamoutydebian rom geyebi arian albat didi brdzolas itanen magram ra qnan egetebad daibadnen…

    ar mevasebiantqo ar vityvi mara me saerto enas ver vpoulob verasdros ratomgac mgonia ro yoveltvis matze magla vdgavar da metis gaketeba shemilia (sheileba egre ar iyos magram eg grdznoba maq ashkarat)

Leave a reply to Jazzmena კომენტარის გაუქმება