Perfect!

თუკი ცხოვრებაში რამოდენიმე პარტნიორი გეყოლებათ, აუცილებლად შეძლებთ განასხვავოთ კარგი, ცუდი, ნორმალური და საშინელი სექსი ერთმანეთისაგან. მაგრამ რა არის იდეალური სექსი? საკმარისია ორგაზმი იმისათვის, რომ პარტნიორი შევაფასოთ, როგორც „perfect”? რა უნდა გააკეთოს კაცმა, რომ ქალი აბსოლუტურად დაკმაყოფილებული დარჩეს?

სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვა კრიტერიუმებს ასახელებენ იდეალური სექსის გარშემო. ანასთვის, მაგალითად, მთავარია პარტნიორთან იმდენად გახსნილი იყოს, რომ, რაც არ უნდა მოუვიდეს აზრად თავის „მარავალფეროვან“ ფანტაზიაში ყველაფერი განახორციელოს. თუმცა, ხშირად ეს  პარტნიორზეა დამოკიდებული. თითქმის ყოველთვის გოგოს თავისუფლების ხარიხსს  ბიჭის ქცევა განსაზღვრავს სექსის დროს.

თათიასთვის მნიშვნელოვანი სიყვარულია. გრძნობების გარეშე, მისი აზრით,  სექსისგან სიამოვნებას ვერ მიიღებ. ცოტა საკამათო თემაა, მაგრამ მისთვის ეს იდეალური სექსის უპირობო კრიტერიუმია.

ნუცა ერთდროულ ორგაზმს მიიჩნევს უნაკლო სექსის აუცილებლობად.. აქტი მაშინ არის იდეალური, როცა პარტნიორები ერთმანეთზე ზრუნავენ და ცდილობენ მაქსიმალურ წერტილამდე ერთად მიაღწიონ.

ირინკამ ამ ყველაფერს სექსის შემდეგ ჩახუტება, სიგარეტის მოწევა და საუბარიც დაამატა. ალბათ, პრელუდიაც მნიშვნელოვანია და ისიც, რომ პარტნიორი ხვდებოდეს სექსის დროს როდის ხარ საკმარისად აღზნებული და როდის ნაკლებად.  მეორე დღეს რომ გამოჩნდეს, თუნდაც ერთი sms მოგწეროს – ესეც შეიძლება კარგი სექსის კრიტერიუმად ჩაითვალოს.

მოკლედ, ყველა თავისას ამბობს, იმას, რაც მისთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია, თუმცა საბოლოოდ ყველა მაინც ერთისკენ მიდის, რომ სექსი ორი ადამიანის ურთიერთობაა და თუ გინდა, რომ იდეალური იყო უნდა შეძლო პარტნიორის დაკმაყოფილება ფიზიკურადაც და სულიერადაც, თანაც, რა თქმა უნდა, ისე რომ შენც მიიღო სიამოვნება. შესაძლოა სულაც არ იყოს სიყვარული, მაგრამ არსებობდეს რაღაც ემოცია, სურვილი, რომ სიამოვნება მიანიჭო სხვას. როცა სექსი მხოლოდ საკუთარი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გაქვს, ალბათ, იდეალური ვერასოდეს იქნები.

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to Perfect!

  1. Lee says:

    Amen To That!!!

  2. 13th says:

    Perfect პოსტია, მთელს ბლოგზე საუკეთესო🙂

    ჯერ-ჯერობით იმედია,🙂 და უკეთესებს წაიკითხავ მომავალში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s