„თეთრი პენელოპე“

ყოველთვის დიდი ინტერესით ვისმენ ხოლმე ჩემი და ჩემი მეგობების ბებიების ისტორიებს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ოდესღაც ჩვენხელები იყვნენ, რომელთაც სიგიჟემდე ჰყვარბიათ და რომლებსაც შეუძლიათ ყოველ საღამოს სხვადასხვა განმაცვიფრებელი ამბავი მოგვიყვნენ თავიანთი ცხოვრებიდან.

ყველაზე საინტერესო გათხოვების ისტორიაა.. თურმე, მამაჩემის დედამ ეს ნაბიჯი რომ გადადგა,  უხაროდა, კინოში ათ საათიან სენსზე ვივლიო..  თათიას ბებიას კი ეგონა, რომ ხუმრობით მიდიოდა მმაჩის ბიუროში და ხელი რომ მოაწერა, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ ეს ხუმრობა არ იყო.. ქეთის ბებიამ კი  წერილები რომ ვერ მიიღო ომში წასული შეყვარებულისაგან, ჯიბრზე გათხოვდა ვიღაც სხვა „მთხოვნელზე“, ახლა კი, სამოცი წლის შემდეგ, ისევ შეხვდა თურმე თავის პირველ სიყვარულს.

მე რომ დავიბადე დედაჩემის დედ–მამა უკვე გაშორებულები იყვნენ. ბევრი არაფერი მახსოვს ბაბუაჩემის შესახებ ბავშვობიდან, შეიძლება ითქვას არც ვიცნობდი წესიერად.  კითხვაც კი არ მიჩნდებოდა მის შესახებ, მხოლოდ მაშინ დავინტერესდი ამ პიროვნებით, როცა ქელეხში მისი „ამორალობის“ სადღეგრძელო დალიეს..

მხატვარი იყო, ნამდვილი ხელოვანი.. ბოჰემური ცხოვრებით უყვარდა ცხოვრება.. ბებიაჩემი ახლაც იხსენებს მის თავქარიან ისტორიებს.. ერთხელ ვაგზალზე რაღაც შენობის სახურავზე ასულა და იქიდან უამრავი ფული გადმოუყრია – ხალხის რეაქციაზე „კაიფობდა“ თურმე.. გაბრაზებულ ბებიაჩემთან მივიდოდა ხოლმე დაყრიდა უამრავ ვარდებს მის წინაშე და თხოვდა ფეხით გადაევლო მათზე.. არანორმალურად უყვარდა სიცოცხლე და სიამოვნება.. „ოჯახში უნდა მიიტანო თუნდაც ქურდობის ფასად.“ –ასეთი იყო მისი ცხოვრების პრინციპი.

ბებიაჩემი კი – უალამაზესი და უწმინდესი.. მოდიოდა თურმე რუსთაველზე ბაბუაჩემთან ერთად.. ამ დროს გალაკტიონს გაუჩერებია, თავზე ხელი გადაუსვამს და უთქვამს შენ ნამდვილი ქართველი ქალი ხარო.. (ამას დღემდე დიდი სიამაყით ყვება ჩემი საყვარელი ბებო).

შემდეგ  ბაბუაჩემი დაიჭირეს.. ციმბირში გადაასახლეს.. თხუთმეტი წელი ელოდა ბებიაჩემი, ორ შვილთან ერთად.. უამრავი კაცი ცდლიობდა მასთან დაახლოებას.. ერთს ცხელი უთოც კი ჩაარტყა თურმე..  ციმბირში მიდოდა ხოლმე.. ბევრჯერ გაუხსენებია, სიფრიფანა კაბა მეცვაო, ვიყინებოდი და ვეძებდი სად უნდა წავსულიყავიო..

თხუთმეტი წლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.. სიკვდილმისჯილთა კამერა ალბათ საკმარისზე მეტია იმისათვის რომ ყველაფერი შეიცვალოს.. ერთმანეთს დაშორდნენ.. ბაბუაჩემმა სხვა ქალი შეირთო.. „თეთრ პენელოპეს“ კი (ასე უწოდა ბაბუაჩემის ქელეხში ერთ–ერთმა ხელოვანმა ბებიაჩემს) მას შემდეგ არასოდეს შეყვარებია არვინ..   გარდაცვალებემდე რამოდენიმე დღით ადრე, როცა ბაბუამ მოგვაკითხა, ქვემოდან დავინახე როგორ იყურებოდა ფანჯრიდან ჩუმად..

ერთხელ, ჩემს ოთახში ვიჯექი და ვტიროდი,  ჩემს X –ს მივტიროდი.. ამ დროს ბებაჩემი შემოვიდა და მითხრა, არ გრცხვენია ჩემს წინაშე რომ ტირიო?..  და მეც ნამდვილად შემრცხვა..

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

7 Responses to „თეთრი პენელოპე“

  1. თიკუნა says:

    auuuuuu gavgijdi bebiashenze, ra magarii istoriaa, albat dzalian sakvareli qalia, mec shemikvarda….

  2. lexo says:

    au babu ra kacia, neta kide cocxali iyos da gadmoyaros fulebi🙂

  3. xxx says:

    like, like, like!!!!!!! dzan sakvareli istoriaa

  4. რა კარგი ისტორიაა ♥
    მიყვარს ,მოხუცების ამბების მოსმენა, ბევრ საინტერესოს ყვებიან ხოლმე ♥

  5. tyry says:

    ძალიან კარგი ისტორიაა, კარგად დაწერილი🙂

  6. tyry says:

    გედგდფ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s