მე მინდა, ჩემი ქმარი „ჩვარი“ იყოს!!!

ჩვენს ლამაზ დედაქალაქში ერთი საინტერესო ტენდენცია შევნიშნე: ცოლიანი კაცის სექსი სხვა ქალთან თურმე, ღალატი არ ყოფილა, ეს სრულიად ჩვეულებრივი რამაა და შეგუებული უნდა ვიყო, რომ თუკი ერთ დღესაც გავთხოვდები ჩემი ქმარი აუცილებლად მიღალატებს. სხვა შემთხვევაში, როგორც ერთმა ბიჭმა „ამიხსნა“: „კაცი კი არა ჩვარი იქნება“.  ბევრი ვიფიქრე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ თუკი კაცობა ცოლის ღალატით განისაზღვრება, მინდა, რომ  ჩემი მომავალი ქმარი „ჩვარი“ იყოს!!!

ქორწინების შემდეგ, რაღაც გაუგებარი მიზეზების გამო, ქმრები უფლებას აძლევენ საკუთარ თავს სხვა ქალებთან იარონ ერთი „ღამით“ და ამას სულაც არ ეძახიან ღალატს. ერთმა ჩემმა ცოლიანმა ნაცნობმა საინტერესო არგუმენტი მომიყვანა, იმის დასამტკიცებლად თუ რატომ არ არის ეს ღალატი: კაცებს არ გვამახსოვრდება ის ქალები, რომლებთანაც ცოლის გარდა ვერთობითო. შენ კი რომ გათხოვდე და მსგავსი რამ გააკეთო, აუცილებლად დაგამახსოვრდებაო.“ საინტერესო მოსაზრებაა, მაგრამ, მეც რომ იმავე ინტენსივობით ვუღალატო ქმარს, როგორც ჩემი მეგობარი ღალატობს თავის მეუღლეს, ალბათ მეც ამერევა სათვალავი. „იმიტომ რომ კაცი ვარო და ძმაკაცებს ხომ არ დავკარგავ ცოლის გამოო..“ –  ძმაკაციც ესეთი უნდა თუ ცოლს არ უღალატე რომ დაიკარგება. საკუთარ უნებისყოფობას რაღაც სიტუაციურ ფაქტორებს მიაწერენ და ამით სრულიად ჩვეულებრივს და მისაღებს ხდიან ქორწინების მერე სხვა ქალებთან ურთიერთობას.

„ საყვარელი ხომ არ მყავსო“– მითხრა კიდევ ერთმა „მოღალატე“ ქმარმა.(როგორც ირკვევა, ერთ ქალთან უფლება გაქვს მხოლოდ ერთხელ გქონდეს სექსი თუ გინდა, რომ ეს ღალატად არ ჩაითვალოს). გეთანხმებით, სხვადასხვაა ერთი ღამის ურთიერთობა და სისტემატიური საყვარელი. ამ უკანასკნელს კაცი მაშინ იჩენს, როცა ცოლ–ქმრულ ურთიერთობაში რაღაც სერიოზული პრობლემაა და მე ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად ცოლის ბრალია. გამოსავალი ამ დროს ისაა, რომ დაშორდე და თავს მიხედო. მაგრამ, როცა ერთი ღამით აქვს ურთიერთობა და შენ მაინც ყველაზე მეტად უყვარხარ ეს უფრო საშინელებაა არაა? გაგლეჯილი მთვრალი ვიღაცასთან წვება, ეფერება, კოცნის, არც კი იცის ნორმალურად ვინაა და მერე ისევ შენთან მოდის. და რაც ყეველაზე მთავარია ეს ჩვეულებრივი რამააო ფიქრობს.

მაგრამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია აქ გასათვალისწინებელი, თუ ეს ყველაფერი ასეთი მისაღები და ჩვეულებრივია, მაშინ რატომ არ მიდიან ცოლთან და რატომ არ ეუბნებიან დღეს სხვა ქალთან გავერთეო. ესეიგი რაღაც ისეთი ჩაიდინეს, რაც ცოლს ძალიან ატკენს გულს. და ნუთუ ამას იმიტომ აკეთებენ „ძმაკაცები არ დამშორდნენო?“ – და კიდევ, მოდი ყველაფერს მეგობრებს ნუ დავაბრალებთ და შევთანხმდეთ, რომ ხანდახან ეს სულაც არ ხდება სიტუაციის და ძმაკაცების გართობის გამო.

რას ვიზამთ, ადრე იქმნება ოჯახები ჩვენს ქალქში და ჯერ არ გვაქვს დაკმაყოფილებული გართობის მოთხოვნილება..  სექსი ყველას უნდა, მაგრამ ვერ ბედავენ თავის ერთადერთ სიყვარულს „შეჰკადრონ“ ქორწინებამდე, იმიტომ, რომ ერთადერთი „პრასვეტი“ საქართველოში სარფიანი გათხოვებაა და იმიტომ, რომ მამიკო, ალბათ, გაგიჟდება რომ გამოაცხადო სახლში, მე ჩემს შეყვარებულთან გადავდივარ საცხოვრებლადო.

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

21 Responses to მე მინდა, ჩემი ქმარი „ჩვარი“ იყოს!!!

  1. incognito says:

    ნუ მიწყენთ ინკოგნიტოდ რომ ვწერ, უბრალოდ ასე ვთვლი საჭიროდ.

    ახლა რაც შეეხება ამ თემას, ნამდვილად საჭირბოროტოა.
    დავიწყებ იმით, რომ ამ სიტუაციას წინ უძღვის ისიც, რომ ადრე ქალებს არავითარი “მე” არ გააჩნდათ ფაქტიურად და მთავარია გათხოვილია, კეთილმოწყობილია და “მერე რა მოხდა, კაცია და გაძვრა”. ეს მიდგომა კაცებში ისევ შემორჩა მაგრამ ქალებში სულ უფრო და უფრო ნაკლებად იჩენს თავს.

    ძალიან ხშირად ქმრის სხვა ქალებთან გართობა გამოწვეულია იმით, ცოლთან ვერ კმაყოფილდებიან, ესეც იმიტო რო ერთფეროვანი ხდება, კიდევ იმიტომ რომ რატომღაც ტეხავს ცოლ-ქმარს შორის მაგ თემაზე დიალოგი, ანუ მხოლოდ და მხოლოდ მოვალეობის მოხდად რჩება მათ შორის სექსი.

    ჩემი გამოცდილებით, საბოლოო ჯამში სიყვარულშია საქმე, და სიყვარულიც სხვადასხვანაირად შეიძლება აღიქმებოდეს.

    მე მყავდა ცოლი, რომელსაც დიდი ხანი არ ვღალატობდი, მაგრამ დადგა ის დროც როდესაც დავიწყე ძრომიალი და სულ უფრო და უფრო ხშირად “დავძვრებოდი”.
    და ამის მიზეზი საერთოდ არ იყო სექსის უკმარისობა, კი იყო რაღაცეები რაც სასურველი იყო რო ყოფილიყო მარა არ იყო და ეს მხოლოდ გვერდზე სიარულისას ვიპოვე, მაგრამ ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
    ძალიან ხშირად, ალბათ უმეტეს წილად, ცოლ-ქმარს შორის ურთიერთგაგების უქონლობა იწვევს მათ ღალატს, უბრალოდ კაცები ამას გაცილებით იოლად უყურებენ და აკეთებენ ვიდრე ქალები.

    ახლა არის ადამიანი რომელიც მიყვარს, მასთან ერთად ვარ, არ მიღალატია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არც გამიჩნდება ამის სურვილი. და ამ გოგოსთან ერთად საკმაოდ დიდი ხანია ვარ.
    საკმაოდ გახსნილი ურთიერთობა გვაქვს, და ყველაფერს ვცდილობთ გაგებით მოვეკიდოთ და ვინაიდან სექსიც ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმაა ურთიერთობის, ამ საკითხის გარშემოც ხშირად მოგვიწია საუბარი, რამის ახსნა, გაზიარება, სწავლება და ასე შემდეგ, რამაც მერწმუნეთ, ძალიან კარგი შედეგი გამოიღო.

    ცხადია, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველაფერთან ერთად, ძალიან კარგი მეგობრებიც ვართ და უპრობლემოდ გამოგვდის ნებისმიერი საკითხის თუ პრობლემის ერთად გადაჭრა.

    ასე რომ მოგიწოდებთ კაცებსაც და ქალებსაც, იყავით ერთგულები, გახსნილები ერთმანეთთან ბოლომდე, ნუ ითვალთმაქცებთ, ვობშემ მოეშვით და ბევრი რამ თავისით დალაგდება (გაფუჭებული ურთიერთობის აღდგენა ამ მეთოდითაც კი ძალიან რთულია, უფრო მეტიც, მიმაჩნია რო შეუძლებელია) ასე რომ თავიდანვე დაიჭირეთ თადარიგი და იცხოვრეთ შეთანხმებულად.

    რაღაც ძალიან დიდი პოსტი გამომივიდა, მაგრამ შესაძლოა ვინმესთვის ეს სასარგებლო იყოს🙂

    • mzime) says:

      ჩემი აზრით სექსში გაუხსნელობაც მამაკაცების ბრალია(ყოველ შემთხვევაში ხშირად),”ბოვშების გულობიზა თორე ამას რავა გაკადრებდი” მიდგომა აქვთ ცოლთან მიმართებაში.სანამ ბოლომდე გახსნილები არ იქნებიან მეუღლეები სექში კაცს ყოველთვის გაუჩნდება “ძრომიალის” სურვილი

      • ........ says:

        tu gatxovili qali sxva mamakactan dadis magram mastan seqsi ar aaqvs magram mastan tavs kargad grznobs amas ra qvia da saertod ras fiqrobt ra unda gaaketos xom ver mirchevdit

  2. SexSystem says:

    ვეთანხმები ავტორს, ეს პრობლემა მართლაც მწვავედ დგას საქართველოში, თუმცა ჩემი პირადი გადასახედიდან ვფიქრობ, რომ კარგ ქალს (რომელმაც ყველაფერთან ერთად ასევე იცის, თუ როგორ უნდა მოიქცეს საძინებელში) ნორმალური კაცი არასდროს მიატოვებს

  3. LiLaC says:

    როგორ გეთანხმები ^_^
    და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ საკიტხზე მარტო ბიწებთან კი არა, გოგოებთანაც მიწევს ხოლმე კამათი…
    მეც მინდა ესეთი ”ჩვარი” ქმარი : ))))

  4. SexSystem says:

    ყველა კაცი შეიძლება აქციო მასეთ “ჩვრად”, ეს მარტივია:

    1. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება, წვრილმანი საყვედურებით ნუ შეგვიჭამთ გულს ყოველწუთში

    2. გათხოვების შემდეგაც მოუარეთ თავს- ნუ გასუქდებით ძალიან🙂

    3. იყავით განახლებადი, ნუ დარჩები სახლში თავწაკრული და მარტო ფეისბუქში ნუ ამოიხდენ სულს, შეგახსნებ რომ შენს ბრაუზერს ვიკიპედიის ვებ-გვერდის გახსნაც წამებში ძალუძს🙂

    4. იყავით ყურადღბიანი (ყურადღებაში ცხადია არ ვგულისხმობ მხოლოდ აწყვეტილი ღილის დროულად დაკრებას, მაგრამ ესეს მნიშვნელოვანია ხანდახან) თუნდაც კვირაში ერთხელ ჰკითხეთ სამსახურის ამბები, ოდნავ მაინც დაინტერესდი მისი ჰობით, მეგობრებით და ა.შ.

    5. სექსში იყავით წამქეზებლები და მოუსვნრები, მაგრამ ნუ მიახლით პირდაპირ “მოდი დღეს ჰამაკში ვცადოთ და ხვალ აუზზე, ან ახლა ეს პოზა მინდა და ის პოზა უკვე მომოწყინდა”, ჩვენთვის აუცილებილია ამ “საქმეში” იმის შეგრძნება რომ ყველაფერის ინციატორები თავად ვართ და თქვნს სურვილებს 1-1ში ვხდებით

    ხო მოკლედ, სულ ეს არის რაც ამჯერად მახსენდება, რა თქმა უნდა ეს მხოლოდ ჩემი პირადი შეხედულებაა და ობიექტურობაზე პრეტნზია არ მაქვს, მაგრამ თუ ასე მოიქცევით, ამით ჩემს პრეტენზიულ გემოვნებას დააკამყოფილებთ, რაც იმას ნიშნავს რომ კაცების 90%-ს გაგიჟებით შეგიყვარებენ- აბა თქვენ იცით, წარმტებები🙂

  5. litterator says:

    ახალს ვერ დავწერ (უკვე ბევრი ითქვა ზემოთ)🙂 ხოდა მარტო ქალს ნუ აბრალებთ რა, კაცის ბრალიც არის და თუ ურთიერთობაში ჩნდება მესამე ან მესამის ყოლის სურვილი, ორივე მხარის ბრალია ჩემი აზრით.

    როგორც წესი კაცი აკომპლექსებს ქალს იყოს გახსნილი ურთიერთობაში, თქვას რა უნდა, რატომ უნდა, სად უნდა და ა.შ.

    SexSystem -მა პუნქტებად რომ ჩამოაყალიბა მოთხოვნები და პრეტენზიები, არ გიფიქრიათ რომ მსგავსი მოთხოვნები და პრეტენზიები ქალსაც შეიძლება ჰქონდეს, თუმცა პირველ პუნქტში “წვრილმანებზე ნუ იწუწუნებს” უკვე ბლოკავთ ქალს და დანარჩენი 4 პუნქტი მხოლოდ თქვენს გარშემო დაკუნტრუშობს.

    ეგოისტები ხართ, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობთ და არასოდეს პარტნიორზე, მითუმეტეს თუ ეს პარტნიორი ცოლია, რახან ცოლია აჰკიდებთ სხვადასხვა მოვალეობებს (ძირიტადად საყოფაცხოვრებო ხასიათის) სულ არ ფიქრობთ იმაზე, რომ იმავე სახლში ცხოვრობთ თქვენც და ეს მოვალეობები თქვენი ნაწილიც არის . . .

    ერთი სიტყვით უყურადღებოები ხართ ქორწინების შემდეგ, თორემ ქორწინებამდე იცოცხლე😀

  6. litterator says:

    აუ ხო მომეწონა პოსტი :**

  7. SexSystem says:

    “სულ არ ფიქრობთ იმაზე, რომ იმავე სახლში ცხოვრობთ თქვენც და ეს მოვალეობები თქვენი ნაწილიც არის” – ეს ჩგეთვალა :yეს:

    სხვამხრივ კი ჩემს მიერ ჩამოთვლილ პუნქტებს რაც ეხება, ეს მხოლოდ ქმრის “ჩვრად” გადაქცევის ფორმულა იყო და არა ზოგადად აუცილებელი მოთხვნები ქალის მიმართ, ყველას ხომ არ უნდა “ჩვარი” ქმარი?! ასე რომ მათი შესრულება სავალდებულო არ არის🙂

    • litterator says:

      ყველას ხომ არ უნდა “ჩვარი” ქმარი?! – ანუ გულისხმობ, რომ ვიღაცას მოსწონს ქმარი რომ ღალატობს? და ამის შესახებ იგებს პოსტფაქტუმ და ისიც დავუშვათ ვიღაცისგან ყურმოკვრით?

  8. Taa says:

    გაგლეჯილი მთვრალი ვიღაცასთან წვება, ეფერება, კოცნის, არც კი იცის ნორმალურად ვინაა და მერე ისევ შენთან მოდის. და რაც ყეველაზე მთავარია ეს ჩვეულებრივი რამააო ფიქრობს.

    ar vici gaTxovili rom var magitom Tu ratom
    es nacili ise Semzaravad agviqvi guli kinagam ameria😦
    martali xar🙂

  9. akunkula says:

    პოსტი ძალიან მომეწონა.
    ამას წინად ჩემს მეგობარსაც ვეკამათე ამაზე.
    ჩემი მეგობრის ( ბიჭის ) არგუმენტი ის იყო , ცოლს ყველაფერს ვერ ვაკადრებო.
    უაზრობაა! სასაცილოც კია🙂
    ქალების დიდი ნაწილი რომ ამას მისაღებად თვლის, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს.
    მაგრამ
    მე ხომ ქმარს მარტო სადილების საკეთებლად არ მივყვები. კარგი სექსი ჩემთვისაც აუცილებელი და სასიამოვნოა.
    ყველაზე საწყენი მართლაც ისაა, რომ არ ესმით, რტომაა ასეთი ქცევა ღალატი.
    თუ კაცს ბეზრდება ერტი პარტნიორი, ლოგიკურად, ქალს უფრო ბეზრდება.
    ესე იგი, მეც მაქვს უფლება, ერთი ღამით გავისერინო კაცებში და ეს ღალატად არ უნდა ჩამეთვალოს ხომ?
    ამის გაგონებაზე კიდევ შეიძლება საერთოდ მოგკლან🙂
    ასე რომ სასაცილოა ეს ყველაფერი,ძალიან დიდი პრობლემა რომ არ იყოს.
    პ.ს.მეც მინდა ჩვარი ქმარი.

  10. dato darbaidze says:

    me ragac echvi meparaba egre iyos kide chemi taobis axalgazrdebshi…
    xo mara gartoba ar nishnavs imas ro bolomde aishva da yvelaperi gaketo rac ki odesme cudi gagipiqrebia… yvelapershi aris zgvari albat

  11. კესო says:

    კი,ნამდვილად მართალია ყველაფერი,რაც აქ წერია.მე გოგო ვარ და ვთვლი,რომ ხშირად ცოლის ბრალია კაცი სხვასთან რომ მიდის;ხოლო,თუ იდეალური ურთიერთობის მიუხედავად,ქმარი ადგა და მაინც სხვასთან გაერთო,ეს უკვე კაცობა კი არა არაკაცობაა!!!

  12. :):):))))))))))))))))))))))))) says:

    meugle asocirdeba:-siyvarultan ndobastan,megobartan.raxan meugle qvia adamiantan romelic avirchiet nebit da vigebt ermanetze pasuxismgeblobas zrunvas ragac tvalsazrisit.vicit yvelapeii iwyeba da dasasrulicc aqvs mara aris sxva ramec sxva etapebic rac chvenzea damokidebuliii gadav tu ara sxva etapshi rac sheidzleba iyos(sheni,dzvirfasi,imedi,dzala,ndoba) rac yvelas ar sheudzlia da arc siyvaruli sheudzlia yvelas.siyvaruli da seqsi erti da igive ar ari.me vfiqrob siyvarul ufro meti sheudzlia vidre motxovnilebas anu seqs.
    siyvaruli tu gvinda unda viswavlot am grdznobis gafrtxileba movla ganaxeba tu galamazeba.siyvarulshi ki seqsic shedis da ufroo marali grdznobebic rac sashvalebas ar gvadzlevs sayvarel adamians vatkinot an vawyeninot sancvlot kii shegvidzlia kides vapatiot da gaugot.tuu siyvarultan erdad agviqvavt yvelafers.
    tuu ginda roo ar awyenino da dafaso sayvareli adamiani shentavs moerevi tundac dasacini gaxde.amas mxolod imshemtxvevashi gaketeb ro uyvarxar adamians mteli arsebit.amass gaaketebb abaaa raa:d:D:)))))))

  13. :)))) says:

    ძალიან მაინტერესებს როცა კაცი აღიარებს ღალატს ცოლთან … ცოლი როგორ უნდა მოიქცეს… რადგან თავად აღიარა ეს საქციელი და ნანობს ამიტომ უნდა აპატიოს თუ ….???? უბრალოდ შენიშვნის სახით მინდა ვთქვა რომ ძალიან იდეალური ურთიერთობა იყო … ძალიან… ყველა ზემოთხსენებული მოთხოვნილებები ცოლქმარს შორის ურთიერთობის ზედმიწევნით კარგად შესრულებული. ძალიან გახსნილი ურთიერთობა ყველანაირ საკითხთან და მათ შორის სექსთან დაკავშირებითაც. ძალიან კარგი მეგობრებიც და რავიცი როგორ უნდა აგიხსნათ. მაგრამ მაინც მოხდა ღალატი და მხოლოდ იმის გამო როგორც ამბობს რომ უბრალოდ ჟინი იყო ის ქალი დაეთრია და ახლა მასთან აღარ არის … ეს რას ნიშნავს ვინმემ იცით? და ეს რა მიზეზია ვერ ვხდები?

  14. D.CH. says:

    tsoli qmris sauketeso sayvareli unda iyos…….. qmarsac misi dakargvis “shishi” unda qondes yovel wams….. tsols da qmars shoris yoveltvis unda iyos ragac amoutsnobi rasats mteli tsxovreba unda edzebdnen ertmanetshi…. qali saabazanoshi mowesrigebisas kars unda ketavdes, mashinats rotsa saxlshi marto qmari yavs, araa sachiro qmarma detalurad itsodes misi yoveldgiuroba da bunebrivi valdebulebebi, an is tu rogor icavs coli higienas, es yvelaferi ertferovania, ertferovneba momabezrebelia rac minimum siyveruls anelebs, qmars gverdit ubralod mowesrigebuli, lamazi da tavshekavebuli tsoli chirdeba, rac yvelaze seqsualurs xdis qals…. mokled es 10%ia imis rac qalebma mkacrad unda daitsvat!!.. ajobebs daglil da mshier qmars sagamos botli gvinit da ori chiqit daxvdet saxlshi, magram dzalian seqsualurebi da mowesrigebulebi, iseti ro shimshilis mada sexys madas daematos, vidre mteli dge ragac cximiani sachmeli aketo, qmars chamis meti survili ar gauchndes da bolos gadabrundes daidzinos imito ro cols tmashi samzareulos suni qonda gamjdari da titebze mwvanilebis surneli datrialebda…. materializms nu shewert yvelafers….. bavshvobashi satamashoebs vshlidi da bolomde ro davanawevrebdi vagdebdi im dgesve, mere rkinis manqana miyides verc davshale, verc gavtexe da dgemde shenaxuli maqvs, da dgemde ar vici shignidan rogoria ;;;)

  15. alexandramacedonian says:

    მიკვირს კაცებისა რომლებიც ღალატს ამართლებენ შემდეგით : “ცოლს ყველაფერს ვერ კადრებ” ანუ ორალზეა ხოო აქ ბაზარი ? ანუ ცოლს ვერ ეტყვი მი%@# გამიკეთეო და იმას კადრებ ხოო სხვასთან რო წახვიდე ?

  16. Miauuuh says:

    kaci ise unda dagalo rom sxvastan wasv;os traki ki ara gaxedvis trakic ar qondes :D:D me piradad egre viqcevi yoveldge ukve ramdenixania :D:D:D vcdilob da mgoni gamomdis kidevac rom yvelanairad davakmayofilo qali qmraistvis kargi shvilebis dedac unda iyos da loginshi bozic ; )) migalatebs da icis rom damkargavs tu ugirs chemi dakargva ert siamovnebad gaaketos ; )))😀

  17. Miauuuh says:

    kacebis galati 50 procenti mainc qalebis bralia yoveldge tavis tkivilebi rom awuxebt :D:D

  18. emili says:

    Saertodac, megobrebo, kaci monogamiuri arseba ar gaxlavt da qali yirazec rom gadadiodes mainc ver sheinarchunebs kacs ise rom ar ugalatos :))) tubar gindat.rom gigalaton ar gatxovdet :))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s