“ტარზანი”

რამოდენიმე დღის წინ, ერთ გულისამრევ, სტანდარტულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. გოგოები და ბიჭები ერთად დასალევად ავედით სახლში, ყველა დათვრა და ერთი უშველებელი ბიჭი ხან ჩემს „შებმას“ ცდილობდა და ხან ჩემი მეგობრის. თავიდან მე მეძგერა, შემდეგ საძინებელში ის გაიყვანა, იქ რომ არაფერი გამოუვიდა, ისევ ჩემსკენ გამოიწია. მოდიოდა და ყურში მჩურჩულებდა რაღაცეებს. აუტანელი ტიპი იყო – რაღაც, ადამიანსა და ცხოველს შორის – მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ იქნებოდა მის გვერდით და როგორი იქნებოდა ეს ვიღაც. მას უბრალოდ ქალი უნდოდა და თანაც აშკარად ძალიან.


რა თქმა უნდა, იმ საღამოს  საშინლად იმედგაცრუებული და “კაცურთავმოყვარეობაშელახული” დარჩა ჩვენი “ტარზანი”…

ფუ, რა გულისამრევია ასეთი სიტუაცია. როდესაც შენს სახელს, შენს გარეგნობას, შენს ხასიათს და საერთოდ შენ – არავითარი მნიშვნელობა და აზრი არ გაქვს, როცა მთავარი შენი საშოა. ამ შემთხვევაში შენ არაფრობა ხარ,  აქტის შემდეგაც, ალბათ, ყველაფერი სხვანაირია, იცმევს და მიდის, ემოცია არსად არის, სექსს ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ნებისმიერ სხვა ცხოველურ მოთხოვნილებას. მეორე შემთხვევაში კი, მე ვფიქრობ, საქმე უფრო ემოციებთან გვაქვს და, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ მხოლოდ სიყვარულს. ლტოლვაზე და რაღაც აღფრთოვანების, ფრენის ემოციაზე მაქვს საუბარი, რომელიც ორივე მხრიდან მოდის და ყველაფერი ბედნიერების გრძნობით მთავრდება.

თუმცა ძნელია საუბარი ასეთ თემებზე, როდესაც იმ ქვეყანაში ცხოვრობ, სადაც დიდი უმრვლესობა “ტარზანია”.. და თან ყველაზე მნიშვნელოვანი იცით რა არის? რომ “ტარზანობა” ანუ  ცხოველური ინსტინქტის დონეზე დაყვანილი ურთიერთობები გოგოსთან  ჩვეულებრივად ითვლება ჩვენს ქალაქში. ისინი ვიღაცეებს “ნაშებს” არქმევენ  (ამ სტატუსის დამაკმაყოფილებელი კრიტერიუმები ჯერ კიდევ საკვლევ საგნად რჩება), შემდეგ ატეხილი ცხოველებივით იქცევიან მათთან.  თუ დაკმაყოფილდნენ ხომ კარგი, თუ არადა იქით ადანაშაულებენ.  რაღაც კატეგორიებად აქვთ დაყოფილი, “საყვარელი გოგო”, “ნაშა”,  “ბავშვი” და რავიცი, კიდევ უამრავი მაგდაგვარი. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ სიტუაცია და საკუთარი განწყობა განსაზღვრავს ამ სტატუსებს და არა თვითონ ის ადამიანი რომელსაც იარლიყებს აწეპებენ და რომელზეც ფაქტიურად არაფერი იციან.  თქვენ წარმოიდგინეთ ისე აქვთ გადაკეტილი ზოგიერთებს, არც უნდათ გაიგონ რამე და აგრესიულები ხდებიან მოლოდინებს რომ გაუცრუებ.


მოკლედ, არ ვიცი, მემგონი ჯუნგლებში ვცხოვრობთ და არ გვინდა ამის გაცნობიერება.


This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

9 Responses to “ტარზანი”

  1. pelagiaa says:

    “იმას კი ვერ ხვდებიან, რომ სიტუაცია და საკუთარი განწყობა განსაზღვრავს ამ სტატუსებს და არა თვითონ ის ადამიანი რომელსაც იარლიყებს აწეპებენ და რომელზეც ფაქტიურად არაფერი იციან.”–ai es ამ ჭეშმარიტებას თუ ოდესმე მიხვდებიან…თუმცა ამას რო მიხვდნენ მაშინ “ტარზანები” არც იქნებიან :)… ესე რომ ყველაფერს ჯობია ასეთი ტარზანები ნაკლებად შემოგხვდნენ გზაზე, მე ასეთების მიმართ იმუნიტეტი მაქვს, ავტომატურად ამუშავდება ხოლმე მათი მოცილების მექანიზმი და ახლოს არ ვიკარებ :)))) მაგრამ ესე ძალიან რომ მომრავლებულან….😦

  2. 42play says:

    იცი, “ტარზანები” ძალიან მეცოდებიან… სექსი მათთვის დაახლოებით ისეთივე რაღაცაა, რაც “პეპსი”-სთვის სარეკლამო რგოლის გადაღება: )) რომ მერე სადმე გაუშვან (უმეტესად ძმაკაცებთან) და ისეთივე წარმატებით ახდენენ მონტაჟს, სიუჟეტის მიჭრა-მოჭრას, რომ ბევრ პროფესიონალ პიარშიკს შეშურდება. აი სინამდვილე ბევრად უფრო მახინჯია; ) თუმცა არ უნდათ აღიარონ : )

  3. Di@ says:

    მომეწონა, კარგი პოსტი იყო. იარლიყებზე შენი ოსაზრება განსაკუთრებით…

  4. Anuki says:

    samwuxaro realobaaa:)))))

  5. dato darbaidze says:

    davijero aravin damtvrala da sexy ar mondomebia ? tundac shen ?
    eg ar nishnavs ro cxoveli xar memgoni…( magram magas ro gogos agrdznobineb ukve bandzi xar)

  6. ჰაჰა, ვისაც უნდა შეიკავოს თავი, ვისაც უნდა არა, მაგრამ არჩევანის თავისუფლება ხომ უზენაესია:)))) მე პირადად, ეგეთ ბიჭთან არ მინდა რამე საერთო მქონდეს, ზოგს _ უნდა:)) what’s problem😛

    • dato darbaidze says:

      mtavari is kiara vistan daidzineb aramed vistan gaigvidzeb :)))) da memgoni magis momxrebi xart tqven da magaria ! :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s