“იდეალური იმედგაცრუება”

ერთმანეთი მეგობართან გავიცანით, ვილაპარაკეთ, ბევრი ვიცინეთ ერთად.  ნომერი ჩაიწერა.. იმ საღამოსვე მომწერა. მეორე დღეს მოუთმენლად ელოდებოდა როდის გამოვიდოდი სამსახურიდან და მეც სიმართლე რომ გითხრათ, ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა ექვსი საათი. კინოში ვიყავით, მერე მეგობრები ვნახეთ. ღამე ისევ დამიმესიჯა…

მოკლედ მომეწონა. მშვიდი, სტაბილური და სასიამოვნო ურთიერთობა წარმოვიდგინე. თანამშრომლებმაც კი შეატყვეს რომ ჩემი ფეხსაცმლის ქუსლის ზომა  კიდევ უფრო გაიზარდა და მაკიაჟშიც გაჩნდა ცვლილებები, მე ხომ ყოველ დილით განსაკუთრებით ვიპრანჭებოდი მომავალი ურთიერთობისთვის. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ  როგორი აღფრთოვანებით ვყვებოდი დაქალებში  მის შესახებ.

გუშინ სექსი გვქონდა… ? არა, სექსი არა, უფრო სწორედ ვერა.. ყველაფერი სიმთვრალეს დააბრალა, მაგრამ ისიც მოაყოლა ასეთი რამ ხშირად მემართებაო.  შემდეგ ისიც გაირკვა, რომ თურმე დასცინიან კიდეც ამის გამო და ეს ყველაფერი მის ცხოვრებაში ხშირი კი არა  ძალიან ხშირი ყოფილა. არადა ის ისეთი იდეალური იყო…

ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა იდეალებზე.. რა თვისებების დეფიციტი შემიძლია ავიტანო და რისი არა? ზოგადად თბილისელ გოგოებს, რომ კითხოთ,  როგორი წარმოუდგენიათ  იდეალური ბიჭი, გიპასუხებენ, რომ უნდათ, სიმპატიური, განათლებული, ყურადღებიანი, ფულიანი და ა.შ, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთს თუ გაახსენედება, რომ სექსიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია (და, რა თქმა უნდა არა ერთადერთი). თქვენი არ ვიცი, მაგრამ იდეალურ კაცზე  რომ მიდგეს საუბარი, მე ეს ასპექტი ნამდვილად არ გამომრჩება, ნუ ყოველ შემთხვევაში გუშინდელი ღამის შემდეგ მაინც.

კიდევ იმაზე ვფიქრობდი, როგორი იქნება ამ ადამიანის ცხოვრება მომავალში, თავს თუ არ უშველის და ექიმს არ მიმართავს. ნუთუ ვინმე შეძლებს მთელი ცხოვრება  აიტანოს ის, რასაც მე მხოლოდ ერთი ღამე ვერ გავუძელი?  ან კიდევ ერთადერთი რომ იყოს თავისი ცოლისათვის, ეს უკანასკნელი ხომ ვერასოდეს გაიგებს რა არის განსხვავება კარგ, ცუდ და უფრო ცუდ სექსს შორის?

დღეს ისევ შევხვდით. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, მაგრამ უნდა ვაღიარო, მის მიმართ ყოველგვარი ინტერესი დავკარგე. არაფერი მითქვამს, მაგრამ ალბათ იგრძნო. სულ იმას გავიძახი სექსი ურთიერთობაა და არა მხოლოდ მოთხოვნილებათქო, მაგრამ მასლოუს პირამიდა ხომ იცით, მარტივი მოთხოვნილება თუ არ დააკმაყოფილე უფრო მაღალ საფეხურზე ვერ გადახვალ. რა თქმა უნდა, მხოლოდ კარგი სექსი არ ნიშნავს სასურველ ურთიერთობას, მაგრამ ამის გარეშე, სულ რომ ყველაფერი “იდეალურად” იყოს, სრულფასოვნად მაინც ვერასოდეს იგრძნობთ თავს.

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to “იდეალური იმედგაცრუება”

  1. pelagiaa says:

    ჰმმ სამწუხაროა😦
    საერთოდ ყველაფერი რომ “გლადკა” იყოს” არ შეიძლება”, სულ გამოჩნდება რაღაც მინუსი, სამწუხაროა
    საინტერესოა თვითონ არ ადარდებს ეს ან ექიმთან მისვლა არ გეგმავს? სანამ ყველაფერი დაკარგული არაა, იქნებ მიზეზი ძალიან მარტივაი და ეშველოს, მიკვირს კაცმა როგორ ჩაიქნია ამაზე ხელი…

  2. Anuki says:

    albat icis ro ar eshvelebaaa????????mamakacistvis yvelaze mnishvnelovani mgoni misii girsebaa wesiit da rogorc vicii tavze metad uprtxildebian,netav ar awuxebs es problemaa?samwuxaroaa imedgacruebaa,mitumetes roca tvli rom ideali ipove da loginshi gimtyunebs!!!

  3. dato darbaidze says:

    arajamteli cxovreba !!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s