ნახევრად სავსე!

ალბათ ყველა ქალს ხვდება ცხოვრებაში კაცი, რომელიც ატყუებს და რომელიც ცდილობს მის გამოყენებას. ჩემს ერთ მეგობარს,  ერთი ბიჭი,  დანახვისთანავე ძალიან მოეწონა. ამ უკანასკნელს კი მხოლოდ სექსი უნდოდა მასთან. თანაც ამისთვის რომ მიეღწია, ეუბნებოდა, რომ უყვარდა, რომ დიდი ხანია ასეთი რამ არ დამართნია, რომ სულ ენატრებოდა და ა.შ.  სექსის შემდეგ კი, როგორც მოსალოდნელი იყო,  ყველაფერი შეიცვალა – ის დაიკარგა. ახლა ჩემი მეგობარი  ყველაფერს საკუთარ თავს აბრალებს. ჩემი აზრით კი, მისი ერთადერთი „დანაშაული“  ის არის, რომ მიამიტია.

იყო დრო, როცა ვერც მე ვერკვეოდი, ვინ რა ურთიერთობას მთავაზობდა, რა სურდა ჩემგან და რა მინდოდა თავად მე.. რას ნიშნავდა ჩემთვის სექსი და როგორ აღიქვამდა ამას ჩემი პარტნიორი. ზუსტად ერთი კვირა და რამოდენიმე “სმს” იყო საჭირო იმისთვის, რომ ვიღაც შემყვარებოდა. ამ “მესიჯობაში” ერთხელაც ისე შემიყვარდა, რომ დარწმუნებული ვარ, არავის, არასოდეს არ შეუყვარდება ეს ადამიანი ისე, როგორც მე.  მიყვარდა, იმიტომ რომ მიყვარდა და მიყვარდა ისეთი როგორიც იყო. ოდესმე ამ ამბავს მოგიყვებით ალბათ, ახლა კი იმას გეტყვით მხოლოდ, რომ დაშორებიდან სულ რაღაც ერთი თვე „გადაუღებლად“ ვტიროდი და სულ რაღაც ერთი წელი თავი ბედნიერად არ მიგრძვნია.

მაგრამ მიუხედავად ამისა, დღეს მგონია, რომ ამ ურთიერთობისგან უფრო მეტი მივიღე, ვიდრე დავკარგე. რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც მოგვატყუებენ, ისეთებიც, რომლებიც პასუხისმგებლობას გაურბიან და ისეთებიც, რომლებიც არაადამიანურად გვტკენენ გულს..

თქვნი არ ვიცი, მე კი ამ ყველაფრის შემდეგ ემოციების რკინის გალიაში ჩაჯდომას და ადამინების მიმართ ნდობის დაკარგვას ვარჩიე შევგუებულიყავი . მტკივნეულ წარსულს გამოცდილება დავარქვი,   შეგუებას კი – შენარჩუნება და ამით გადავწყვიტე კი არ შევგუებოდი რაღაც ცუდს, არამედ შემენარჩუნებინა რაღაც კარგი.  (… რაღაც, ნახევრად სავსე და ნახევრად ცარიელი ჭიქის ამბავში).

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to ნახევრად სავსე!

  1. pelagiaa says:

    ჰეჰე სევდიანი პოსტია მაგრამ პოზიტიური
    მართალი ხარ
    მსგავსი ურთიერთობის შემდეგ კი მაინც გადაუღებლად ან ხანგამოშვებით ვტირით და კარგა ხანს ახალ ურთიერთობაში ვერ “ვებმებით”, არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი…
    ამ პერიოდში გვგონია, რომ ის ყველაზე დიდი სიყვარული იყო და ისე ვერავის შევიყვარეთ და საერთოდ ეჭვი გვეპარება–შეგვიძლია კი ისევ ვინმეს შეყვარება,მაგრამ მოდის დრო და ჩვენს ირგვლივ ყველაფერი ისევ ვარდისეფრია და ისევ გვიყვარს ისე არა რა თქმა უნდა როგორც წინა,სხვანაირად,მაგრამ “სხვანაირი” არ ნიშავს, რომ ნაკლებად; უბრალოდ ყველა კონკრეტული ადამიანი სხვადახვანაირად გვიყვარს, სიყვარული მრავალფეროვანია….

  2. dato darbaidze says:

    ar vityvi uprto angelozi vartqo magram albat zogjer tviton qalebi ver ugeben qalebs…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s