“სხვანაირად რომ მექნა..”

რამოდენიმე წლის წინ, მე და შეყვარებულზე გაბრაზებიული ნუცა, რომელიღაც ბარში ვიჯექით და ვჭორაობდით. ამ დროს, მისი, ახლა უკვე X, მოვიდა თავის საკმაოდ სიმპატიურ ძმაკაცთან ერთან. აშკარად, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ მარტო უნდა დაგვეტოვებინა  ნაჩხუბარი წყვილი. რაღაც მიზეზები მოვიფიქრეთ და გამოვედით. უცნობმა შემომთავაზა მასთან ერთად წავსულიყავი. დეკემბერი იყო.. ციოდა.. ლექცია ერთი საათის მერე მეწყებოდა..

თხუტმეტი წუთის შემდეგ,  ACID-ში ვიჯექით, მე, ის, მისი მეგობარი და იმ მეგობრის საცოლე. ვიგრზენი, რომ მოვეწონე და მეც მომეწონა.. ლექციის დრო რომ მოვიდა,  წასვლა დავაპირე. მთხოვა გააცდინეო.. მაგრამ მაინც წავედი.. სამაგიეროდ, მიზანმიმართულად დავტოვე ჩანთა, რომ მეორე დღეს ისევ შევხვედროდი. (მსგავსი რამ, რომელიღაც ფილმში მქონდა ნანახი). თუმცა, ჩემი თანამგზავრი ჩემს განზრახვას ვერ მიხვდა და მეორე სართულიდან დამიწყო ძახილი. მე უკვე კართან ვიყავი და ვფიქრობდი, გადამედგა თუ არა ნაბიჯი?  ფილმებში ყველაფერი სხვაგვარად ხდება.. ავბრუნდი და ჩანთა ავიღე. ერთმანეთი აღარ გვინახავს.

და სხვანაირად რომ მექნა?..

სხვანაირად რომ მექნა, კაცმა არ იცის რა მოხდებოდა. შეიძლება არც არაფერი გამოგვსვლოდა, ან იქნებ, დღემდე ერთად გვევლო ACID-ში, ანდაც უარესი, საერთოდ დამეკარგა ჩემი ჩანთა..

„სხვანაირად რომ მექნა“ ძალიან საინტერესო „ფენომენია.“ ყოველ დღე ჩვენ უამრავ არჩევანს ვაკეთებთ: ჩანთას ვტოვებთ ან არ ვტოვებთ, ვთანხმდებით ან არ ვთანხმდებით, ვშორდებით ან ვურიგდებით.. და თითოეული „სხვანაირად რომ მექნა“, სულ სხვაგვარად წარმართავდა ჩვენს ცხოვრებას.  მაგრამ რომელია ყველაზე სწორი „სხვანაირად რომ მექნა??“  თუ შეცდომებს არ დავუშვებთ, მაშინ რა იქნება ჩვენი გამოცდილება? ან თუ ყველასათვის მისაღებ არჩევანს გავაკეთებთ, იქნება კი ის ჩვენთვის მისაღები? თუ გამუდმებით დავგეგმავთ ჩვენს მოქმედებებს დავიჯერო, ეს დადებით შედეგს გამოიღებს? ან თუკი მუდმივად სპონტანურად მოვიქცევით ურთიერთობისას, ეს იქნება სწორი?

„სხვანაირად რომ მექნა“ – მეც ბევრჯერ მითქვამს საკუთარი თავისათვის. ბევრი მიფიქრია ამაზე, მთელი ალტერნატიული მომავალიც კი წარმომიდგენია, მაგრამ სხვანაირად არ ვქენი! და რომც უდიდესი შეცდომა დამეშვა ცხოვრებაში, ამას მაინც აღარაფერი ეშველება.

This entry was posted in Uncategorized and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s