მე მინდა იყო მთა..

ჩემი დაქალი ირინკა მიხვდა, რომ შეყვარებული აღარ ჰყავს, რომ კაცი, რომელიც თითქმის ორი წელია მის გვერდითაა, უკვე მისი მეგობარია. უყვარს, პატივს სცემს, ზოგჯერ ენატრება კიდეც და მისგანაც ანალოგიურს იღებს.. თუმცა, ყოფილა რაღაც ისეთიც, რაც უფრო მეტია ვიდრე სიყვარული, პატივისცემა და თუნდაც სექსი… მაგრამ ამის თქმა იმ ადამიანისთვის ვისაც სიგიჟემდე უყვარხარ, დამეთანხმებით ალბათ, რთულია.

პაუზა შესთავაზოს? მგონი ცუდი გამოსავალია.. საერთოდ, პაუზები არ ამართლებს ურთიერთობებში. მას ყოველთვის რჩება იმედი რომ კვლავ ერთად იქნებით. ისევ გირეკავს შესვენების გამოცხადებიდან სამი დღის შემდეგ..  ან თავს იკავებს და მოუთმენლად ელოდება იმ დღეს, როცა შენ დაურეკავ და ილაპარაკებთ.

მოკლედ თუ დაშორება გინდა, პაუზით კიდევ უფრო წელავ ამ პროცესს, და თუ არ გინდა, მით უარესი, შენით აფუჭებ ურთიერთობას. პაუზა თითქოს გაქცევაა პრობლემისაგან, რომელიც მაინც მოუგვარებელი რჩება.. რატომ უნდა ალოდინო და შეუზღუდო თავისუფლება ადამიანს თუკი მაინც დაშორებას აპირებ? პაუზა გაურკვევლობაა და ეს უკანასკნელი კი ალბათ, ყველაზე საშინელი რამეა ურთიერთობაში, მითუმეტეს, როცა სიყვარულზე ვსაუბრობთ.

მოკლედ, მას შემდეგ, რაც პაუზა დავგმეთ, გადავწყვიტეთ სხვა გზებიც განგვეხილა. ირინკამ ისიც კი იფიქრა სასწავლებლად წავალ უცხოეთშიო. მისი აზრით, ასე ნელ–ნელა გადაეჩვევიან ერთმანეთს და მტკივნეულიც არ იქნება არავისთვის. თუმცა, მომავალ წლამდე მაინც არ გასტანს ეს ურთიერთობა. მოკლედ, ყველაფერი იქამდე მიდის, რომ გადადებას ჯობია პირდაპირ დაელაპარაკოს. უთხრას, რომ მეტი ყურადღება სჭირდება, რომ უნდა თავი ქალად იგრძნოს, რომ უნდა ეპრანჭებოდეს, რომ დაეყრდნოს, თავი დაცულად იგრზნოს, რომ იმუშაოს.. აუხსნას, რომ სულაც არ მოსწონს ეს გენდერული თანასწორობა და სურს, რომ აიდეალებდეს, მისთვის ავტორიტეტი იყოს.. უნდა, რომ შეიცვალოს (თუმცა, თვითონაც იცის, რომ ეს ასე არ იქნება).

ამ საუბარში თათიამ უთხრა:

–წარმოიდგინე, რომ ვითომ გკითხა, – როგორი გინდა გავხდე?

–მე მინდა იყო მთა.–უპასუხა ირინკამ.

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to მე მინდა იყო მთა..

  1. კაკოოოF მარააზმ

    კაკოF აბსუურდ

    ქალებს რომ იმის დაფასება შეეძლოთ რაც აქვთ ყველა უფრო მეტად ბედნიერი იქნებოდა სამყაროში ვიდრე არის : )

  2. tikuna says:

    მთა მაგარი შედარებაა, ცივი და უფროსი ყველა ასპექტში… ე.ი. ირინკას უნდა რობოტი უყვარდეს? 🙂

  3. pelagiaa says:

    ვაიმე მთა არა! ოღონდ მთა არა, მე მყავს მთა და მისი “მთობა” მტანჯავს :))))))))))
    მაპატიეთ თვაი ვერ შევიკავე :))), მთა რო წვაიკითხე გამახსენდა ჩემი მთა (ლა მონტან—ამაზე პოსტიც დავწერე,მაგრამ იმდენად მთაა,მგონი ვერ მიხვდა რომ მასზე იყო :))))))))))))
    http://pelagiaa.wordpress.com/2010/02/14/la-montagne/

  4. ურთიერთობის მოგვარება პაუზით მართლაც ყველაზე ცუდი ვარიანტია, ამით ჩემი აზრით შეურაცყოფას აყენებ მას ვინც გიყვარს, ან გიყვარდა, ან აღარ გინდა რომ იურთიერთობო, არ ჯობია პირდაპირ აელაპარაკო და აუხსნა სიტუაცია?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s