მე ♥ რობოტი

ხანდახან მგონია, რომ კაცებს ემოციები საერთოდ არ გააჩნიათ. ჩემს მეგობარ თათიას უკვე ოთხი თუ ხუთი წელია ერთ ბიჭთან აქვს ურთიერთობა. დაშორდებიან – შერიგდებიან, მერე ისევ დაშორდებიან, მერე მეგობრობენ.. მერე ისევ შერიგდებიან და მერე ისევ ყველაფერი თავიდან… თათიას უყვარს, გიორგისაც, უბრალოდ, როგორც თვითონ ამბობს, ემოციებს არ გამოხატავს, ეშინია, რომ მასზე დამოკიდებული გახდება და დაშორების შემდეგ თავს ცუდად იგრძნობს. იმას კი ვერ ხვდება, რომ ამით, თავიდანვე აფუჭებს ყველაფერს.

მეც მქონია ურთიერთობა “ბიჭ–რობოტთან”..  ემოციებს რომ იკავებს, ცოლს არასოდეს მოვიყვანო რომ იძახის და მაქსიმალურ დისტანციას იჭერს ურთიერთობებში, თანაც იმის საშუალებასაც არ გაძლევს, რომ დაშორდე და საერთოდ გაწყვიტო მასთან ყველაფერი. რაღაც ფსიქოლოგიური წნეხივითაა, თითქოს შენი სუსტი წერტილი აქვს ნაპოვნი და მანიპულირებს. შენც მასზე დამოიკდებული ხდები და ბოლოს ეს ურთიერთობა რაღაც სადო–მაზოხიზმს ემსგავსება… როცა ვიხსენებ, ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩემს X–ს კონკრეტული “ფაილი” ჰქონდა შექმნილი თავის Laptop-ში სახელწოდებით “გეგმა A ” და ყველაფერს ზედმიწევნით ამ გეგმის მიხედვით ასრულებდა.

მაგრამ ყველაზე საინტერესო კი იცით რა არის? რომ, არა მარტო ეს ადამიანი, არამედ ზოგადად ამ ტიპის კაცები ყოვეთვის ერთნაირი სცენარით მოქმედებენ… თითქოს მათ ყველფერი ავტომატიზირებული აქვთ და თავი რომ შეაყვარო, რაღაც წითელ ღილაკს უნდა მიაჭირო. თუმცა, ესეც დროებით, შემდეგ სისტემაში Error  ირთვება და შენი პარტნიორიც ისევ რობოტად გადაიქცევა.


This entry was posted in Uncategorized and tagged , . Bookmark the permalink.

2 Responses to მე ♥ რობოტი

  1. pelagiaa says:

    ვაიმე მეცნობა
    მე მგონი მეც მიყვარდა ესეთი რობოტი😦
    არადა ზოგჯერ სულაც არ იყო რობოტი (ეტყობა რომელიღაც ღილაკზე მხვდებოდა ხელი შემთხვევით მერე ისვე ვრონგ ღილაკს ვაჭერდი და ისევ რობოტი
    პრინციპში ეს ბიჭი ეხლაც ჩემ შეყვარებულად ითვლება ფორმალურად,მაგრამ რეალურად…….

  2. dato darbaidze says:

    ar vici ramdenad me davinaxe chemi tavi mag robotshi magram distancias ro vicher eg paqtia da xandaxan minania kidec ro ra ici iqneb xelidan sheni bedi gaushvitqo…
    magram me mgonia shemxvdeba chemi + da egreve mimizidavs misken ise ro ubralod sxva adamianad maqcevs…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s