X–factor

ჩემი უახლოესი მეგობარი, ნუცა, რომელიც ყველაზე რაციონალური ადამიანია მათ შორის ვისაც ვიცნობ, გუშინ მიმტკიცებდა, რომ სიყვარული X–factor–ია ანუ ის, რისი ახსნაც შეუძლებელია. მინდა ავღნიშნო, რომ ეს ის ადამიანია, რომელსაც, რამოდენიმე თვის წინ საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტები მოჰყავდა იმისათვის, რომ დაემტკიცებინა, რომ სიყვარული, იმ მნიშვნელობით, რასაც მე ვგულისხმობდი არ არსებობს და ისევე შესაძლებელია გადაეჩვიო ადამიანს, როგორც მიეჩვიო მას. მე კი მაშინ გულწრფელად მჯეროდა, რომ ის რასაც იმ მომენტში განვიცდიდი, რაღაც უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ მიჩვევას პლიუს უბრალოდ ლტოლვა საწინააღმდეგო სქესის მიმართ და პლიუს კიდევ რამოდენიმე „კომპონენტი“.  მაშინ ამ ადამიანმა მართლა დამარწმუნა  X–factor–ის არარსებობაში.

გუშინ კი, „პარადოქსია, მაგრამ ფაქტია“, რომ მემგონი შარშანდელი პოზიციები ორივემ დავთმეთ და როლები გავცვალეთ. და მაინც, მართლა არსებობს ეს რაღაც აუხსნელი და მიუწვდომელი X–factor–ი თუ არა? და თუ არსებობს ეს რაღაც, იქნებ სულაც არ არის აუხსნელი.  (ჩემი აზრით, აუხსნელი არაფერია ამქვეყნად.)

სიყვარულთან დაკავშირებით პირველად თავში შემდეგი ასოციაციები მომდის: ნდობა, დამოკიდებულება ერთმანეთზე, მიჩვევა, ლტოლვა, სექსი, დაუკმაყოფილებლობის განცდა, პასუხისმგებლობა, სიახლოვე, მხარდაჭერა, ცხოვრების ძირითადი პრინციპების გაზიარება, პერსპექტივა, ზრუნვა, უპირობო მიმღებლობა, გაცემა, მიღწევა, გახსნილობა, შთაგონება,   დათმობა, ყურადღება…  და თუკი ეს ყველაფერი არსებობს, ვინმეს შეუძლია მითხრას რომ მე არ მიყვარს?? თუ ჩვენ ვენდობით, უპირობოდ ვიღებთ ერთმანეთს, სექსი გვაქვს, გავცემთ ერთმანეთისთვის, ვუთმობთ ერთმანეთს, გვეშინია ერთმანეთის დაკარგვის, მხარში ვუდგავართ ერთმანეთს, განა ვინმეს შეუძლია თქვას, რომ ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარს?? და ეხლა, ძალიან გთხოვთ, ვინმემ ამიხსენით, სად არის აქ X–factor –ი!!! ფიქრობთ ის არის აუხსნელი, თუ რატომ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ კონკრეტულ ადამიანზე და არა სხვაზე? თუ რატომ გვაქვს სექსი ამასთან და არა სხვასთან?? იქნებ იმ კითხვაზე ვერ ვცემთ პასუხს, თუ რატომ ვექცევით სხვა ადამიანის გავლენის ქვეშ? ან რატომ გავცემთ ამ ადამიანისთვის და არა სხვისთვის? მე ამ კითხვას ასე ვუპასუხებდი: ამ ადამიანებს აქვთ ის, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია ცხოვრებაში. გავცემთ იმისთვის, რომ უკან მივიღოთ, ვთმობთ, რადგან საფასურს  ვიხდით, რაღაც უფრო მნიშვნელოვანისთვის. გავლენის ქვეშ იმიტომ ვექცევით, რომ წარმოგვიდგენია იდეალურ ადამიანად, სექსი გვაქვს იმიტომ, რომ აღგვაგზნებს. ერთი სიტყვით მას აქვს რაღაც ისეთი, რაც ჩევნთვის ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია და თუ კარგად დავფიქრდებით აუცილებლად აღმოვაჩენთ ამ „რაღაც ისეთს“, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს X–factor–თან.

თუმცა, არც ერთი შეყვარებული ადამიანი არ დამეთანხმება, და ალბათ ეს ასეც უნდა იყოს, რადგან,  ეს ყველაფერი რომანტიზმს აკარგვინებს ურთიერთობას.

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , . Bookmark the permalink.

One Response to X–factor

  1. ასე ჯობია : ) თუმცა კომენტარები რომ ქრება ეგ არაა კარგი საქმე : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s