Relation Status: Married

რა უნდა ქნას ქალმა იმ შემთხვევაში, თუ ერთ დღესაც შევა „facebook“–ზე და ნახავს მის ერთადერთ და მიუწვდომელ ადამიანს, იმას, ვიზეც აგერ უკვე წელიწად ნახევარია ყოველდღე ფიქრობს, შარვალ–კოსტუმში გამოწყობილს სურათზე, ვიღაც თეთრკაბიანთან ერთად. ამ შემთხვევაში ჩემს დაქალს ვურჩევდი, რომ: „დაიკიდოს, ის მაინც არ იყო მისი ღირსი“, ყურადღებას გავამახვილებ ამ ბიჭის უარყოფით თვისებებზე და ვეტყვი, რომ ის მაინც ვერ იქნებოდა ბედნიერი მის გვერდით. მაგრამ ჩემმა დაქალმა ეს ყველაფერი ისედაც მშვენივრად იცის. უფრო მეტიც, ბედნიერი კი არა უბედურიც ვიქნებოდიო ფიქრობს.. მაგრამ კაბა?..  და მათი ბედნიერი სახეები?..

.. და მაინც რატომ არა მე?? მე ხომ სულიც კი არ დამინანია მისთვის, მე მთელი არსებით მივეცი გრძნობებს და ვერავინ, ვერავინ ვერასოდეს შეძლებს შეიყვაროს ისე, როგორც მე მიყვარდა, იმიტომ რომ ჩემი სიყვარულის იქით სიგიჟეა და არც კი ვიცი იყო თუ არა ჩემი სიყვარული სიგიჟის საზღვრებს მიღმა. – აი ამას ფიქრობს ჩემი დაქალი, როცა მე ვეუბნები დაიკიდეთქო.

იმიტომ რომ ფული არ აქვს? იმიტომ, რომ არასაკმარისად ლამაზია? იმიტომ რომ ცოტა არაადექვატური და ცოტა კი არა ძალიან ემოციურია? – რა თქმა უნდა თავის თავს ადანაშაულებს ის.  .. მაგრამ ეს არ არის მიზეზი..

ზის, ჩემი დაქალი და ფიქრობს პატარძლის ვარცხნილობაზე, შამპანიურის ჭიქებზე და ღიმილზე. და კიდევ ერთხელ ეკითხება საკუთარ თავს : რატომ??

მართლაც, ვერაფერს ვურჩევ ჩემს დაქალს, ვერაფერს ვეუბნები, მხოლოდ ერთ სიტყვას – „დაიკიდე“

ბოლოს, ჩემი დაქალი ჩაწვავს მესამე ღერ სიგარეტს, შეიცვლის პოზას – თითქოს იპოვა კითხვაზე პასუხი, ძლიერი ქალის გამომეტყველებას მიიღებს და იტყვის – „მაგრად მკიდია რა!“ – და გააცნობიერებს რომ  კითხვა „რატომ არა მე?“ ყველაზე არაფრისმომცემი საკითხია კონკრეტულ სიტუაციაში. და თუკი მიზეზი მართლაც მასშია მაშინ ჯობია საყვარელი ადამიანი დაკარგოს და არა საკუთარი თავი.

This entry was posted in Uncategorized and tagged , , . Bookmark the permalink.

One Response to Relation Status: Married

  1. Lana says:

    aiii dz magaria…:) dzalian magrad wer😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s