რაც არ უნდა გულდასაწყვეტი იყოს, პირდაპირ უნდა ვთქვა: ჩემი პირველი პარტნიორი მალე ათავებდა.. მაგრამ მე მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი.. საიდან უნდა მცოდნოდა რა იყო კარგი სექსი, როცა ის ერთადერთი იყო. იმასაც ვერ ვხვდებოდი, რომ უნდა მეთქვა ჩემი დაუკმაყოფილებლობის შესახებ და თვეების განმავლობაში ვიტყუებოდი ორგაზმს. და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს იყო ერთადერთი ტყუილი ჩვენს ურთიერთობაში.
და მაინც რატომ ვიტყუებით ქალები სექსის დროს? იქნებ ჯობია ვუთხრათ მას, რომ ვერ გავათავეთ? პირადად მე და, ალბათ, ბევრი სხვა ქალიც იმიტომ იტყუება, რომ უფრო სასურველი გამოჩნდეს პარტნიორისთვის.. კაცები ხომ ძირითადად ქალებს აბრალებენ ამას. გარდა ამისა, თითქოს დამნაშავედ გრძნობ თავს და ავადმყოფი ხომ არ ვარო, იმასაც ფიქრობ..
კიდევ ერთი გარემოება, რის გამოც პირადად მე ვიტყუებოდი ის იყო, რომ მინდოდა პარტნიორს ეგრძნო, რომ მე მასთან მსიამოვნებდა, მოკლედ დადებითი შეფასება მიეღო (ეს ხომ კაცებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია). მაგრამ, არის კი ჩვენი კაცის თვითშეფასება ჩვენს სიამოვნებაზე უფრო მნიშვნელოვანი? ანდაც როდემდე უნდა გაითამაშო ეს სიამოვნება? იტყუები ორგაზმს და საბოლოოდ რაღაც იმედგაცრუების გრძნობა გაქვს სექსის მიმართ. ზოგი იმასაც ამბობს, რომ მასტურბაციით უფრო მეტ სიამოვნებას იღებს, ვიდრე სექსით. და მართლებიც არიან ალბათ, რადგან ცუდ სექსს, ცხადია, გარდაუვალი ორგაზმი ჯობია წარმოსახულ პარტნიორთან.
მაგრამ, რას ნიშნავს ცუდი ან კარგი? როგორ უნდა გავიგოთ ეს, თუკი ერთ პარტნიორზე მეტი არ გვყოლია? ალბათ, ქალიშვილობის ინსტიტუტიც არასრულფასოვანი კომპლექსით შეპყრობილი კაცების მოგონილია, რომელთაც არ სურთ, მათ პარტნიორს შედარების საშუალება ჰქონდეს.
მოკლედ, ასეა თუ ისე, ორგაზმის მოტყუება, ვფიქრობ, არაფრისმომცემია, რადგან ტყუილით, მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ვამბობთ უარს. ალბათ, ბევრად ჯობია დაელაპარაკო ამის შესახებ და გამოასწორო სიტუაცია, იქნებ შენში კი არა, მასშია პრობლემა? ან იქნებ ვერ ეწყობით სექსუალურად ერთმანეთს და სულაც არ არის ეს არც ერთის ბრალი? და საერთოდაც კარგად დაფიქრდი, რა გინდა მამაკაცთან, რომელიც ვერ გაკმაყოფილებს?
momwons rogorc wer, magaria!!!
YO! getanxmebi yvelafershi. tyuili ar sheizleba
“ან იქნებ ვერ ეწყობით სექსუალურად ერთმანეთს და სულაც არ არის ეს არც ერთის ბრალი? და საერთოდაც კარგად დაფიქრდი, რა გინდა მამაკაცთან, რომელიც ვერ გაკმაყოფილებს?” – ეს ძალიან გავს გულგატეხილი ადამიანის ნაწერს, რომელსაც პარტნიორის არჩევისას მწარედ არ გაუმართლა, არადა ასეთები მართლაც მრავლად არიან სამწუხაროდ, თუმცა ანორგაზმია 21-ე საუკუნეში მედიცინისა და სექს-შოპის დახმარებით უკვე დიდი ხანია აღარ არის პრობლემა ცივილურ წყვილებს შორის
ტყუილიც ხანდახან საჭიროა, მაგრამ თუ ამას სისტემატიური სახე მიეცა, მორჩა…
განწირულია გოგო უორგაზმობისთვის. რათქმაუნდა ამაზე დალაპარაკება არანაირად არ “ტეხავს”.
siamovnebit wavikitxeeeeee…….. dzaan momewonaaaa……..
orgazmis imitirebas Time Managments davarqmevdi me.. roca xvdebi ro afaferi gamova da dilas adre xar asadgomi ras izav??!! :D:D:D
ai arasulpasovan kacebze gamaxsenda:
nu chamovarda teba coli qalishvili tu ara… nu rogorc yoveltvis me mkicxaven da mishlian magaze nervebs ( nu gachnia rogor samegobro wrestan xar)
da uceb chema axlobelma warmotqva egeti ragac : chemtan ro ar moewonos sexy mere ra vqnao…
es iyo chemtvis icit ra? rac barsam reals uqna :))))
magram ra tqmaunda egre ar iqneba yvela kacs xo tavi yvelaze magari iobari gonia :)))
seqsis bolos me yoveltvis vekitxebi partniors ramdenjer qonda orgazmi.. me ar maqvs gogonastan problema seqsis dros.. vcdillob rac sheidzleba maqsimalurad vasiamovno… yvela kaci ase unda iqceodes radgan seqsi araa marto sheni penisis xaxuni mis sashoze…. seqsis dros unda eferebode qals erogenul wertilebshi rata ufro agagzno.. da agznebuli qali yoveltvis met siamovnebas moganichebs vidre iseti romelic tavs ityuebs rom vitom agwnebulia… gogonebs vurchev yoveltvis utxran partniors rom mat orgazmi ar qondat…
dzalian sahiro temebia aq
mkonia shemtxveva roca kals utkvams rom ar konda orgazmi chemtan seksis dros, mere vecade gamoscorebas da sasurvel shedegsac mivagcie. zogjer vxvdebi roca matkueben, zogjer vera
Dzalian magari temaaaa…
Xoxo
Dzalian magari temaaaa…