sex-მორალი

გუშინ ერთმა  მეგობარმა მითხრა, რომ მე არანაირად არ ვარ თავისუფალი ადამიანი და ეს ჩემი პროდასავლური იდეები სისულელეა, რადგან სანამ რამის შეცვლა მომინდება ჯერ საკუთარი თავი უნდა შევცვალო. კიდევ მითხრა რომ მეც ქართული მენტალიტეტის სერიოზული მიმდევარი ვარ, ბევრს ვლაპარაკობ, მაგრამ რეალურად  ტიპიური ქართველი გოგო ვარ და ა.შ. საქმე იმაშია, რომ მეც დავფიქრდი  მართალი ხომ არ არის ეს ადამიანი?

იცით, ჩემი მეგობარი ანა თავისუფალია. სექსი აქვს მაშინ როცა უნდა, ვისთანაც უნდა და რანაირადაც უნდა. მე მას პატივს ვცემ. და მართლაც, დასაფასებელია, როცა ცხოვრებისგან მაქსიმალურ სიამოვნებას იღებ და სხვისი აზრი ”ფეხებზე გკიდია”.

მეც არავის აზრი არ მაინტერესებს, მაგრამ ნებისმიერთან არ შემიძლია ურთიერთობა.. იმიტომ, რომ სექსი ჩემთვის არ არის სპორტი. იმიტომ, რომ ქალი ვარ და თან ერთგული. კიდევ იმიტომ, რომ ძალიან იშვიათად მხვდება კარგი ბიჭი თბილისში და  საერთოდაც, პრინციპში,  მეც  როგორც მინდა, ვისთანაც მინდა და რანაირადაც მინდა ისე მაქვს სექსი..  უბრალოდ,  ანასთვის მთავარი აქტია, ჩემთვის  კი ურთიერთობა. და ისევ იმ აზრზე ვარ, რომ სექსი და “ტუალეტი”  ერთმანეთისაგან განსხვავდებოდეს და რომ ურთიერთობა  უფრო მაღლა იდგეს ვიდრე მოთხოვნილება.

სექსზე ვწერ და თითქოს რაღაც მორალურ ნორმებს ვქადაგებ,  მაგრამ მე მართლა მგონია, რომ პრინციპები ადამიანს ყველგან უნდა გააჩნდეს, მათ შორის საწოლშიც. მიუხედავად იმისა, რომ ”სექსი სექსისათვის” ლოზუნგით ცხოვრობს,  ანასაც თავისი პრინციპები აქვს, რაღაც მისაღებია, რაღაც მიუღებელი..  სხვა შემთხვევაში,  ზოგადად ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვევებულები არც ვიქნებოდით, ალბათ.

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

13 Responses to sex-მორალი

  1. BigCrow ამბობს:

    ანა გამაცანით

  2. ziki ამბობს:

    ანუ რა გამოვიდა, იმ დაქალ ანას ნებისმიერთან აქვს ურთიერთობა და სექსს ტუალეტისგან ვერ ანსხვავებს? o_0

    ეხა რავი მე, ეგეთი შთაბეჭდილება დარჩა ამ ნაწერიდან. ტიპა, აი, ის ანა ასეთია, ეს კი ასეთი არ არის, ის პირუტყვია, ეს მეტყველი, იმას ლიჟბი დაანახე, მოგახტება, ამას კი ამაღლებული რაღაცეები სჭირდება და საერთოდ, მორალი და ამბავი.

    მოკლედ, ცუდადაა დაწერილი.

  3. თიკუნა ამბობს:

    ana magari kalia, vicas unda da roca unda miscems, aravis ekitxeba da es sulac ar nishnavs pirutyvobas. me momewona es posti 🙂

  4. 42play ამბობს:

    მთავარი ის კიარაა ვის და რამდენჯერ მისცემ… მთავარია ვისგან და რამდენით მეტ სიამოვნებას მიიღებ და საერთოდ რა სისულელეა ეს ჩარჩოები? “ტიპიური გოგო” არატიპიურისგან განსხვავდება მარტო იმიტომ რომ ვისთანაც უნდა და როცა უნდა მაშინ აქვს სექსი? 😀
    ვერ წარმომიდგენია როგორ ცხოვრობს ეს ხალხი. ნუთუ სექსის წინ იმაზე ფიქრობთ რა სტატუსი გექნებათ ამ აქტის მერე? 😀 ან საერთოდ არ მესმის რა საჭიროა ყველას აუხსნა, რომ შენ თავისუფალი ხარ იმიტომ რომ გაქვს სექსი, მაგრამ არ ხარ ბოზი იმიტომ რომ “ბეზატკაზნი” არ ხარ? : ))

    შენ არ მისცემ ალიონა მისცემს რა პრობლემაა: ))

    მოუსმინეთ ამას

    (რუსულის არმცოდნე ტიპებმა არ დაკლიკოთ)

    ძირს ჩარჩო! დიდება სურვილებს

  5. ჟორა ამბობს:

    ჩემს ბავშვობაში ამას ბოზი ერქვა, შეიძლება ვცდები, ყველას შეუძლია რაც უნდა ის აკეთოს, ოღონდ სხვას არ დაუშავოს რამე (მისცეს/არ მისცეს), ასევე სხვას შეუძლია ამას ბოზი/ბომონდი უწოდის. არავის საქმე არ არის. ყველას აქვს უფლება

  6. ზაზა ამბობს:

    ქართული მენტალიტეტის სერიოზული მიმდევარი .. ტეხავს? არათანამედროვეა? (თუ როგორ ამბობენ-არააქტუალური). თუ ქართული მარტო საცივი და ხინკალია კარგი? ეს ოხერი, ევროპელები სხვის ნახმარ მანქანას არ კადრულობენ, თორემ თუ ქალი არაა ვისიმე ნახმარი, არ ეკარებიან. ჩვენ კიდევ, მანქანას სიიაფის გამო ვყიდულობთ ნახმარს, თორემ მაყუთიანი ბეძები არ იყიდიან. ქალებზე რაღაა, რატომ გვიდებთ თავში რომ პირველი 10 000 სხვამ უნდა გაატაროს, ან რამდენიმემ? თქვენი ნება რომ იყოს, ამას კანონადაც შემოიღებდით ვსა მაშინ ვაი ჩვენი ბრალი. გინდათ სექი-გქონდეთ, ვისთანაც და რამდენიც გინდათ, მაგრამ თავს ნუ იმართლებთ რაღაც სისულელეებით. და თუ თქვენ არ გინდათ, არავინ საცვალში არ გივარდებათ-სხვანაირად გაუპატიურება ჰქვია. რაც შეეხება ხელოვნურ ქალიშვილობას-იგივეა ტანსაცმელი ჩაიცვა, ზემოდან ცელოფანი შემოახვიო, ასე იხმარო და თქვა ახალიაო (თანაც თუ იარლიკიც ხელახლა მიაკერე)

  7. მოდი იმით დავიწყოთ, რომ ჩვენი ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ თუ სექსი გოგოს ქონია “ნახმარს”ეძახით. მეორეც, თავში არავის არაფერს არ ვუდებ, მითუმეტეს იმას, რომ 10 000 კაცთან ქონდეს ურთიერთობა. მესამეც, კანონს რაც შეეხება, ფაქტებს ამახინჯებთ, რადგან ამ შემთხვევაში სექსზე არ ვსაუბრობ, სერიალზე მაქვს ლაპარაკი. და კიდევ, თავს არავისთან არ ვიმართლებ, უბრალოდ მინდა ზოგიერთებმა დაინახოს, რომ არსებობენ სხვადასხვა ადამიანები და ამ სხვადასხვა ადამიანებს სექსის მიმართ სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ. რაც შეეხება ხინკლას და საცივს, მართლაც კარგია, ქალიშვილობის ინსტიტუტი კი კარგი არ არის!!! იცით, სად არის ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა? სექსი და გარყვნილება გერევათ ერთმანეთში, დიახ მე სექსი მქონია და დიახ, მე არ მყავს ქმარი, მაგრამ სულაც არ ვთვლი, რომ ვინმესთან ან თავი უნდა ვიმართლო, ან გარყვნილი და “ბოზი” გავხდე! წარმოიდგინეთ ერთი წამით მაინც, რომ რომელიმე ბიჭმა გაიგოს ჩემი ვინაობა და ის რომ ქალიშვილი არ ვარ. სწორედ რომ საცვალში ჩამივარდება. და ყველანაირ პრინციპს დაკარგავს. თავისუფალი სექსი კი ნამდვილად არ ნიშნავს უპრინციპობას!

  8. Anuki ამბობს:

    rogor magizianebs,roca adamians sexy ar aqvs da amitom is tavisupali ar ariis!!!! ha haaa sityva tavisupali sul sxva mnishvnelobisaa da samwuxarood chvens qveyanashi es igivea rac:aishviroo pexebii sadac da rogorc ginda!!! aseve chaicva tanisamosii romelic sulac ar aris sheni shesaperisi magram “MODASHIA” da ash…!!! ara modashi ki araa uproo imitom naxevrad gaxdili xar da es tavisuplebas nishnaaavs? :))))mecinebaaa!me visac minda imas mivcem,magram sulac ar chavtvli rom amis gamo tavisupali da ukomplekso var! es kidev sxva temaa…rac sheexeba am postebs sextan dakavshirebit saintereso,tumca umravlesoba baanluri da ertperovaniaa :))

  9. dato darbaidze ამბობს:

    chven vkamatob gana imito ro gavigot ra aris satnoeba aramed imito ro uketesi adamianebi gavxdet ! (c) aristotele
    ravici me megona aq vinc shemodioda werda tu kitxulobda yvelas ertmanetis azrebi anteresebda :))

    rac siyvarulit ketdeba momxrevar yvelapris magram ubralod bichis lamazi manqana da tvalebi mowonebis tanave sexys mizezi gaxdeba eg chemtvis autanelia…. me eget gogoebtan zustad vici wertili sad davsva.

    naxmari <<<< dzaan cudia natqvamia :)))

    romel axalgazrdobashi qali kuxnashi ro iyo?:))))

  10. jini ამბობს:

    ra sasacilo xalxi xart 😀 ogond sexze posti gaichitos da komentarebi modis 3-jer vefxistyaosani 😀 tkven kide, urtiertoba kiara simpatiuri bichebis datreva qvia magas 😀 neta rato ggoniat ro sworad cxovrobt : )))

  11. jemali ამბობს:

    ra sisuleleaaa da egaa kai xooo yovel dge sxva da sxvastan ro jimaobs? da bozi ras qvia aba? ver xvdebit ro es motxovnileba garyvnilebad geqcaat? ar gindat amis danaxvaa? saqartveloshi verasdros moshli im stereotips rom kaci xmarobs qals da sexshi ar aris genderuli tanasworobaaa da es asec ariii…..

Leave a reply to jemali კომენტარის გაუქმება