“უხამსი წინადადება”

თავისუფლების, რისკისა და საინტერესო ცხოვრების ძიებაში, დღეს ქუჩაში მივდიოდი, როდესაც უეცრად ვიღაც უცნობი, შეიძლება ითქვას ასაკიანი კაცი გამომელაპარაკა. რაღაც აინტერესებდა და როდესაც პასუხი გავეცი, მკითხა რა პროფესიის ვიყავი. ლაპარაკი დავიწყეთ, თანაც საკმაოდ საქმიანი. ბოლოს იქვე კაფეში შესვლა და მის საქმიანობაზე საუბარი შემომთავაზა ცოტა ხნით.

მეც დავთანხმდი რისკის, ინტერესის და სამსახურის შოვნის იმედით. ამ უკანასკნელმა მოლოდინმა ნაკლებად გაამართლა საკუთარი თავი. იმის მაგივრად, რომ საქმიანი შემოთავაზება მიმეღო, სრულიად სხვა წინადადებით მომმართეს. ოთხ დღიანი „ყველაფერს ვუსრულებთ ერთმანეთს“. მაგრამ ესეც ერთი პირობით, რომ არავის ვეტყოდი ამის შესახებ, რადგან მას ჰყავს ცოლი და შვილი – გოგო, რომელიც თითქმის ჩემხელაა.

რომ ვემშვიდობებოდით ერთმანეთს მიმანიშნა, რომ საკმაოდ ბევრი ფული ჰქონდა და თან გამაფრთხილა, რომ „მამა–შვილური“ ურთიერთობა გვექნებოდა. (ნუ ალბათ მოეწონებოდა ლოგინში მისთვის „მამიკო“ რომ დამეძახა.) მოკლედ, საბოლოოდ ერთმანეთს რომ გავშორდით, ტელეფონის ნომერი გამომართვა. მე ნომერი მივეცი.. და მივეცი იმიტომ, რომ დავფიქრებულიყავი.

ამ ინციდენტიდან ათი წუთის შემდეგ ჩემს დაქალთან ერთად განვიხილავდი ამ ამბავს. ნუცაც აბსოლუტურად მშრალად მსჯელობდა და არ ცდილობდა ჩემთვის მორალური პრინციპები მოეხვია თავს. ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობდით.

…ისე ახალ სუნამოს აყიდინებდა კაცი.. მობილური ტელეოფნიც გამოსაცვლელი მაქვს, შლეიფი უვარდება უკვე..  რა იცი, იქნებ მანქანასაც გამოვკრა ხელი…

და იცით რა გამახსენდა? ჩემი X-ისათვის დაწერილი ბოლო სიტყვები : „ და არაფერი არ არის იმაზე კაგი, როდესაც შენს თავთან მართალი ხარ…“ და ვიქნებოდი კი მე ამ შემთხვევაში მართალი ჩემს თავთან? თუკი ამას სონიჩკა მარმელადოვასავით სხვისთვის, მაგალითად ჩემი ოჯახისასათვის გავაკეთებდი, ალბათ, შევძლებდი კიდეც გულის სიღრმეში თავის გამართლებას, თუმცა, ესეც საკითხავია, რადგან ჯერ კიდევ ბევრი გზა მაქვს წარმატების მისაღწევად, რომელიც უფრო რთულია, მაგრამ სუფთა.

ეს გზა კი რასაც უცნობი კაცი მთავაზობდა ბევრად მარტივი გზაა მატერიალური უზრუნველყოფისთვის. თუმცა ღირს კი კარგი სუნამო, მობილური ტელეფონი, თუნდაც სახლი და მანქანა იმად, რომ სარკეში ჩახედვისას შეგძულდეს საკუთარი თავი? შეიძლება სრულიად სიყვარულის გარეშეც უბრალოდ მიგიზიდოს ადამიანმა და საინტერესო გახადო შენი ცხოვრება. მოვარდეს და გავარდეს ქარიშხალი – თუმცა კაცი, რომელიც გეზიზღება და სუნამოს გულისთვის ხარ მასთან… ალბათ ვერც ერთი ძვირადღირებული სუნამო ვერ გადაფარავს შენი არსებიდან ამოსულ მყრალ სუნს ამ შემთხვევაში. აქ არც ლტოლვაა, არც სიყვარული, – არავითარი ემოცია, არავითარი აღტაცება…

მოკლედ, ბევრი ვიმსჯელეთ მე და ჩემმა დაქალმა, თითქმის მთელი საღამო, ბოლოს კი მივხვდი, რომ დავარდნილ პენისს, ისევ დავარდნილი შლეიფი ჯობდა და განვაგრძე ცხოვრება…

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to “უხამსი წინადადება”

  1. dato darbaidze says:

    adre puili rom ar arsebobda xalxi vachrobas gacvlit axorcielebda :)))
    uzdelobashi nu chamomartmev pirdapirobashi chamomartvi :)) erti nabiji dagaklda rom sheni sxeuli gageyida…
    me ubralod mikvirs msgavs ragcebs nutu unda dapiqreba ? kaci romelic mamat gekutnis ? ar vici ara albat me maq ragac kriteriumi rashic unda chajdes esa tu is ragac

  2. fabuLous ::) says:

    kai gogo xar,saunebi jer kidev arsebobs da egeti ylekacebi rato cocxloben ar vici,ucxo gogos egeti rame rogor unad vutxra :&

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s