VICEROY vs. KENT

ჩემი დაქალების პირადი და ოჯახური ცხოვრებებით დაკავებულმა საკუთარი ცხოვრება დავკარგე, თავი  ერთი ამერიკული სერიალის გმირად წარმოვიდგინე და ერთმანეთში ორი სხვადასხვა რეალობა ავრიე. თავისუფალი, რისკიანი და საინტერესო მინდოდა ვყოფილიყავი და არასოდეს მიფიქრია, რომ ისეთ შეფასებას მომცემდნენ, როგორიც დღეს მომცეს. როგორ გგონიათ, რას შეიძლება შეადარო გოგო, რომელსაც ცხოვრებაში ყვარებია და სრულფასოვანი ურთიერთობაც ჰქონია? ალბათ ბევრი იდეები მოგდით თავში,მაგრამ ეჭვი მეპარება სიგარეტი „ვაისროი“ გაგახსენდეთ. დღეს,  ჩემმა ერთმა მეგობარმა ბიჭმა,  გოგო, რომელსაც ქორწინებამდე სექსი ჰქონია სიგარეტ „ვაისროის“ შეადარა.

მეამბოხეობა, რევოლუციონერობა, თავისუფლება.. ეს ჩემს რეალურ სერიალთან ახლოს არ არის მაინცდამაინც..  იმ გარემოში სადაც პირადი ცხოვრების თავისუფლება „ვაისროისთან“ ასოცირდება, სურვილი მიჩნდება „ასტრა“ გავხდე და მათგან შორს ვიყო. მაგრამ ამით, მხოლოდ საკუთარ თავს ვავნებ ალბათ. სერიალი ძალიან შორსაა რეალობისაგან და სანამ ჩემი ცხოვრება საბოლოოდ დაუნგრევიათ ისევ ჯობია ანგარიში გავუწიო მათ იდიოტურ „ტრადიციებს“, რათა „ვაისროის დამპალი ფილტრი“ შევინარჩუნო.

არადა, ყველაზე საინტერესო იცით რა არის ამ შემთხვევააში? რომ ბიჭი, რომელიც ამას ამბობს, უკვე ერთი წელია თავის „კენტთან“ ერთად დადის. რომ კითხოთ უყვარს, მაგრამ როდესაც დიდ მკერდიან გოგოს ხედავს არც ერიდება ისე მიაძახებს: ‘თათა არ მყავდეს რას… მო*****ვდიო..“  აი,  ასეთია ურთიერთობები გურჯისტანში…

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s