თბილისური სექს ცხოვრება

გეთანხმებით, ზედმეტად თამამი სათაურია.. მაგრამ ჩვენთანაც ხომ იციან როგორ ჩნდება ბავშვი.. პრეზერვატივის ბიზნესიც არ არის მთლად წამგებიანი.. მეტსაც გეტყვით, ჩემი, როგორც ჩვეულებრივი თბილისელი გოგოს ჩვეულებრივ თბილისურ „სადაქალოში“ მხოლოდ ერთიღა დარჩა ქალიშვილი.. ისიც იმიტომ, რომ შეყვარებული არსდროს ყოლია.. იმას კი ნუ იფიქრებთ,  რომ გარყვნილები ვართ, ან რამე მაგდაგვარი, უბრალოდ ცხოვრების რაღაც ეტაპზე მივხვდით, რომ „ზასაობა“ არ არის საკმარისი სრულფასოვანი ურთიერთობისთვის და ცოტა უფრო მეტი ვცადეთ.. რამდენად სრულფასოვანი გახდა ჩვენი ურთიერთობა ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ ჩვენ ვცადეთ მაინც…

მოკლედ, იმის თქმა მინდა რომ, ბოლო სამი წელია აშკარად ფართომაშტაბიან დეფლორაციასთან (ქალიშვილობის დაკარგვასთან) გვაქვს საქმე.. თანაც ისე, რომ დაშორების შემდეგ არც ვენებს იჭრის ვინმე და არც აღვირახსნილობის მორევში ხტება თავით. მართალია, ეს არ ნიშნავს რომ თავისუფალი სექს–ცხოვრება არსებობს თბილისში, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რაღაც შეიცვალა, ნამდვილ სექსუალურ რევოლუციასთან არ გვაქვს საქმე, მაგრამ აშკარაა, რომ სულ უფრო ნაკლები  იხდის სექსში ფულს.

თუმცა მეორე მხრივ,  „ნაშის“, „არ გამიბაზროს“ „ღმერთი დაგვსჯის“ და სხვა „ფენომენები“, რომლებსაც მტკიცე ადგილი აქვს ჩვენს „სექს–კულტურაში“ ამ პროცესს ანელებს და ბევრად უფრო მტკივნეულს ხდის. მაგრამ რას ვიზამთ, რევოლუციების, რეფორმების – მოკლედ, ცვლილებების თაობა ვართ და მოვლენებიც ჩვენზე ტყდება.


This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

12 Responses to თბილისური სექს ცხოვრება

  1. 13th says:

    კარგია🙂

    გესტ-პოსტებიც შემოიღე ბლოგზე. ეჭვი მაქვს, ბევრს ექნება სურვილი ანონიმურად დაწეროს თავისი სექს-გამოცდილების შესახებ🙂

    წარმატებები.
    მიგულე მკითხველად.

  2. ირინა says:

    გეთანხმები:) ძალიან ძნელად და მტკივნეულად, ჩვენთანაც ხდება სექსუალური რევოლუცია, თანაც ყველანაირი ჰიპების და კომუნების გარეშე. (ნუ ეს ჩემთვის სამწუხაროდ).
    მეორე ამბავი ისაა, რომ ჩვენთან ახალგაზრდები იქამდე ცხოვრობენ მშობლებთან, სანამ არ დაოჯახდებიან. (ზოგი არც მერე გადადის სხვაგან). (ნუ, ისიც ცალკე თემაა რომ მარტო ცხოვრება კიდე ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ვისაც უნდა და ვინც მაგარია ის ახერხებს კიდეც) და სად უნდა მქონდეს სექსი?? :))) _ ძალიან ბუნებრივი პრობლემაა. პირველი ნამდვილად არ მინდა რომ ან მანქანაში, ან პარკში, ან სადმე ასეთ ადგილას მქონდეს… რა ვქნა, არ მინდა და ვსო😐😦
    და როცა ამის კარგი შანსია ხოლმე (დასასვენებლად ან საზღვარგარეთ როცა ვარ) მაშინ კანდიდატი არაა :DDD
    ასე რომ, დიიიდი პრობლემაა:)

  3. Taa says:

    „არ გამიბაზროს“

    უი, არ გამობაზროს–ები კიდე ხდებააა? :დ :დ :დ

  4. fabuLous ::) says:

    au es magari mastia,vinc wers magram ragaceebs shevasworebdii mee da realoba upro mware da mtkivneulia vidre aq chans😀

  5. levani says:

    sexy sexy da mxolod sexy :D:D ai is ki ar ician rom mova cudi dzia da dasjit mat :D:D P.s ra tqma unda sexy :D:D

  6. saba says:

    “დაშორების შემდეგ არც ვენებს იჭრის ვინმე და არც აღვირახსნილობის მორევში ხტება თავით”

    rato gadaichris gatxovebamde 2 dgit adre amoikeravs da egaaa….. gmerto es ra soflelobaa vitom qalishvilobaaa……. gaaxilet tvalebii gamodit dzveli droidaan ro sxvisi naxmari qali colad rogor unda moviyvanoo…….. an kide rac sheexeba wyvilis mshoblebitan ertad cxovrebas sad unda mqondes sexy???…….mshoblebis otaxis gverdze tu maglaa???

  7. jemali says:

    ai sworedac rato ar xtebian iciii? imitoo ro uxariat kidec rom gadadges es nabiji da qalishviloba dakarges wavle da vistanac unda ijimaveben…… mere sheuyvardebat vinme kargi bichi da an amoikeraven an kide etyvian rooo qorwinebamde qonda sexy ert bichtan romelze gatxovebasac apirebda da mere miatova…….

  8. Reblogged this on Geomentalism and commented:
    ძალიან მიხარია რომ ხალხი ამჩნევს, საქართველოს ძველი დროიდან ოდნავ მაინც გამოსვლას.

  9. nika says:

    რას ვიტყვი იცი ამ საკითხთან დაკავშირებით, მართალია სიტუაცია ძალიან შეიცვალა ბოლო 5-6 წელია თან რადიკალურად. უფრო გათანამედროვდა ერთი შეხედვით ცხოვრება ურთიერთობები მაგრამ უმეტესობა გოგოებს ვგულისხმობ მაინც ჩაკეტილია თავის ნაჭუჭში, კომპლიმენტს ეტკვი და ისე გიყურებს თითქოს მისი გაჯიმვა გინდა და თავდაცვის პოზიციაში დგება ეგრევე. უცხოელთან ეგრე არაა თავისუფლად ელაპარაკე რაზეც გინდა წამოგყვება თუ მოეწონა სადაც გინდა და შესაბამისად ან დაკავდება შენთან სექსით ან ზრდილობიანად გეტყვის უარს. ეს იმას არ ნიშნავს რომ ბოზია რახან წამოგყვა სადმე 2-3 დღის გაცნობილს. აქ საქართვეოში უფრო მაგის კომპლექსი აქვთ, ეშინიათ რას იფიქრებს ჩემზე ორი დღის გაცნობილს მივყვები და 1 წლის გაცნობილთან რა დღეში იქნებაო… თუ გოგო ნორმალური ხარ პატიოსანი, კარგი ოჯახის შვილი და ეს ყველაფერი ჩაცმაზეც საქციელზეც გეტყობა ბიჭი როგროც მანდილოსანს ეკადრება ისე მოგეპყრობა( ყველა არა მაგრამ..ხეპრეებს არ ვგულისხმობ) ხოლო თუ სექსუალურად გაცვია გიჩანს ყველაფერი ბიჭებს იწვევ ჭკუას აკარგვინებ რა თქმა უნდა ის ისე შემოგხედავს როგორც ნაშას და შენთან სექსზე იჩალიჩებს. მერე გიკვირთ ხოლმე გოგებს ამას მე ვინ ვგონივარ, როგორ მიბედავს და ა.შ შენთვითონ აძლევ ამის საბაბს და შედეგიც შესაბამისია. .

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s